განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002440781
საქმე №1ბ/10-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - ა----------–---–ის,ადვოკატ - ზ----------–---ის,მსჯავრდებულ - ლ-–------–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-–------–--ის ადვოკატ ზ----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ-–------–--ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ს------------–----–------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ქე---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
ლ-–------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით
.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ-–------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-–------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ლ-–------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 მარტს, დ----–--------------------------------–--–-----–----------- მ/რ-ში კორპუსი №-------------–----------–--------------–---------–-----ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ფ---–----------–----–ი“ ლ-–------–--ე ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზიის მოლარეს თ----------------ას და ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-–------–--ის ქმედებით თ----------------ას მიადგა მორალური და ფიზიკური სახის ზიანი, ხოლო შპს ,,ფ--–----ს“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–------–--ის ადვოკატმა ზაქრო გვიშანმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ლ-–------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლო განხილვის ეტაპზე, მტკიცებულებათა ზეპირი და უშუალო გამოკვლევის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებით სტანდარტს, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება სასამართლო განხილვას, დამცველის განმარტებით, სასამართლო სხდომების დროს მტკიცებულებათა ზეპირი და უშუალო გამოკვლევის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოხდა უდანაშაულო პირის დამნაშავედ ცნობა.
აპელანტის მტკიცებით, დაზარალებულ თ----------------ას ჩვენება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც არადამაჯერებელი და არასარწმუნო, ის არ უნდა იყოს გამოყენებული ლ-–------–--ის წინააღმდეგ, ვინაიდან მისი ჩვენება წარმოადგენს მცდელობას, როგორმე დაადასტუროს ლ-–------–--ის მიმართ წარდგენილი უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდება. მოწმეთა ჩვენებებით კი დასტურდება მხოლოდ დანაშაულებრივი ფაქტის შესაძლო არსებობა და არა მაშა ყიფშიძის მიერ დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სისხლისსამართლებრივ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა იმდაგვარად, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით, საბოლოო ჯამში, გაქარწყლდეს ყოველგვარი საფუძვლიანი, გონივრული ეჭვი განაჩენის უსამართლობის და პირის ბრალეულობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ-–------–--ემ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ლ-–------–--ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ლ-–------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას. ამასთან, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში პალატა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და განსაზღვრავს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ასევე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს მხარეთა მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----------------ამ განაცხადა, რომ მუშაობდა ქ------–--–-----–-----------------ში, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ „ფ---–----------–----–ი“, მოლარის პოზიციაზე. 2018 წლის 01 მარტს, თ---------------–---–------------------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, თავზე გადაფარებული ,,კ---–---ი“, სახეზე აფარებული ჰქონდა მუქი ლურჯზოლიანი საყელო. მოწმის თქმით, მამაკაცი მივიდა სალაროსთან, მარჯვენა ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა, რომელსაც მისკენ იშვერდა, ამავე დროს თავდამსხმელი ხელით უჭერდა მის ხელს და სთხოვდა ფულის მიცემას. მოწმის განმარტებით, ვინაიდან შეეშინდა მუქარის, გახსნა სალარო, საიდანაც თავდამსხმელმა ამოიღო ფული. სალაროდან ფულის ამოღების დროს და შემდგომ, მაღაზიიდან გასვლისას თავდამსხმელს სახიდან ჩამოეწია საყელო, რა დროსაც დაინახა მისი ცხვირი. სალაროში ფული რაოდენობის მიხედვით ქონდა ცალ-ცალკე დალაგებული, თავდამსმხელმა წაიღო 5 ლარიანი კუპიურები, მათ შორის ერთ-ერთი 5 ლარიანი კუპიურა იყო დაზიანებული (მოხეული ჰქონდა გვერდი). სალაროსთან აქვთ პულტები, რისი საშუალებითაც გამოიძახა დაცვის პოლიცია, ხოლო მისი თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თავდამსხმელმა დაზარალებულ თ----------------ას მიაყენა დაზიანება, კერძოდ, ხელი ქონდა ნაღრძობი. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მონაწილეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ქ------–--–-----–-----------------ში, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ „ფ---–----------–----–ი“, კონსულტანტის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 01 მარტს, თ----------------ასთან და კ--------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუხლთან გახეული შავი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი, ლურჯი ფერის ზედა, თავზე გადაფარებული ქონდა ,,კ---–---ი“, სახეც ქონდა დაფარული. მოლარესთან მისვლისას თავდამსხმელმა ამოიღო თეთრტარიანი დანა და მოსთხოვა ფული, თან მოლარეს ხელძე ძლიერად მოუჭირა ხელი. სალაროს გახსნის შემდეგ აიღო ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოწმის განმარტებით, თ----------------ამ თავდასხმის შემდგომ იტირა, რადგან ხელზე ქონდა დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე კ--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ქ------–--–-----–-----------------ში, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ „ფ---–----------–----–ი“. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიგო თ----------------ას და თინთინ რეხვიაშვილის ყვირილი, რომლებიც სთხოვდნენ პულტზე ხელის დაჭერას. იმ დროს დაინახა პიროვნება მოლურჯო ფერის ქურთუკში, რომელიც გადიოდა მაღაზიიდან. ვინაიდან მოლარეს სტკიოდა ხელი, დარეკა სასწრაფოში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------------ას ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს ,,ფ--–----ი-2“-ის დირექტორი და მის კუთვნილებაშია მაღაზია ,,ფ-–-–----ტ+“-ი. 2018 წლის 1 მარტს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს მაღაზიაზე განხორციელებული ყაჩაღობის შესახებ. ადგილზე მისვლისას ნახა შეშინებული თანამშრომლები, შეამოწმა ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ნახა მაღაზიაში შესული დანით შეიარაღებული მამაკაცი; იგი ხელით იჭერდა მოლარეს, გახსნა სალარო და წაიღო ფული. პიროვნება, რომელმაც ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, იყო საშუალოზე მაღალი აღნაგობის მამაკაცი, სახე ქონდა დაფარული, ტანთ ეცვა ლურჯი ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. ინკასაციის შემდგომ გამოვლინდა 300 ლარის დანაკლისი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 01 მარტს მეწყვილესთან - გ----------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას გლდანის მე-2 მ/რ-ში, რა დროსაც რადიოკავშირზე გაიგეს შეტყობინება - ქ------–--–-----–-----------------ში, კორპუსი №---ის პირველ სართულზე არსებულ „ფ---–----------–----ის“ დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ მაღაზიის მოლარე, რომელმაც განაცხადა თავდამსხმელის მიერ ფულადი თანხის (5 ლარიანები, ერთ-ერთს კუთხე ჰქონდა მოხეული) წართმევის შესახებ და დეტალურად განმარტა თავდამსხმელის ფიზიკური აღნაგობა. გლდანის მე-2 მ/რ-ში, მეოთხე კორპუსთან პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ ერთ-ერთ ახალგაზრდას, შეჩერებულიყო. ისინი მივიდნენ აღნიშნულ პიროვნებასთან. ვინაიდან იყო ღამე და ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა მოკლემკლავიანი მაისურით, იწვევდა ეჭვს, ასევე აღნიშნული პიროვნების აღნაგობა იდენტური იყო მოლარის მიერ აღწერილ პიროვნებასთან. მისი პირადი ჩხრეკისას ერთი ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ნოკიას“ ფიმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 5 ლარიანი კუპიურები, რომელთაგან ერთ-ერთ 5 ლარიანს მოხეული ქონდა კუთხე. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე გამომძიებელ გ----------------–---–თან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა ლ-–------–--ე.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ----------------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ----–---------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 01 მარტს, გამთენიისას მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრვი მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია ქ------–--–-----–-----------------ი, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ---–----------–----ის“ დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურეობრივ ავტომანქანაში დამონტაჟებულ მონიტორზე აისახა გამოძახება და ყაჩაღობის სავარაუდო ჩამდენი პირის აღწერილობა. ეკიპაჟები განაწილდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებებით, დაევალათ მსგავსი გარეგნობის პიროვნების გაჩერება, დათვალიერება და ვინაობის დადგენა. ქ------–--–-----–-----------------ი, №26-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას დაინახეს მსგავსი გარეგნობის პიროვნება, რომელიც მოკლემკლავიანი ზედით გავიდა მეოთხე სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯებით. აღნიშნული პირი მიიჩნიეს საეჭვოდ, რადგან ძალიან გავდა მონიტორზე გამოსახულ პიროვნებას. მოუწოდეს პიროვნებას გაჩერებულიყო, მაგრამ საპატრულო ავტომანქანის დანახვისას ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მათი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ამ დროს იგი შეაჩერეს საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 01 მარტს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის პირველი განყოფილებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ------–--–-----–-----------------ი, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ---–----------–----ითან“. თანამშრომელ - ი-----–--------–---სთან ერთად მაღაზიაში დახლთან ახლოს, მეტლახიდან აიღო სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დაილუქა სპეცპაკეტში, შეიფუთა, გაკეთდა ხელმოწერები და შემდეგ გადასცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილი იყო დაცული, მაღაზია არ იყო განიავებული და შესაბამისად, ექსპერტებს შეეძლოთ აეღოთ სუნის კვალის ნიმუში 24 საათის განმავლობაში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–--------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ---------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 01 მარტს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის პირველი განყოფილებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან - პაპუნა დარცმელიძესთან ერთად გამოცხადდა ქ------–--–-----–-----------------ი, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ---–----------–----–ი“. შემთხვევის ადგილი დაცული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ. კინოლოგიის სამსახურის თანაშმრომლები იწყებდნენ მუშაობას. სუნის ნიმუშების აღების შემდგომ დაიწყეს მუშაობა. ექსპერტების მიერ აღებულ იქნა ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე სალაროს უჯრიდან, მაგიდიდან, შემდეგ დალუქეს სუპერმარკეტის კარის სახელურები. მათ მიერ ასევე აღებულ იქნა ხელის კვლები შესასვლელი კარის მარჯვენა და მარცხენა ფრთებიდან. ეს ნივთიერი მტკიცებულებები შეიფუთა სპეცპაკეტებში, გაკეთდა ხელმოწერები და შემდეგ გადასცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო ყველა მონაწილე და შესაბამისად გაკეთდა ხელმოწერა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------–---ას ჩვენებით დგინდება, რომ ექსპერტებთან - ლ--------–-------------------------------ან ერთად დაათვალიერა ქ.თბილისი, გ-–---------------------------------------- სადარბაზოში პირველ და მეორე სართულებს შორის განთავსებული ბაქანი. აღნიშნულ ადგილას განთავსებული იყო რკინის მრიცხველთა სეიფი, ხოლო მრიცხველების გვერდით შედებული იყო ტანისამოსი, კერძოდ, მოლურჯო ფერის კ---–---იანი ქურთუკი, ერთი ცალი გასაღები ლიბერთი ბანკის ბრელოკით, მაღალყელიანი გრძელმკლავიანი ზოლიანი მაიკა და სპორტული შარვალი, რომელიც მუხლის ადგილას იყო გახეული. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოკითხა ლ-–------–--ის მეუღლე დ----------------ა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ბინის ჩხრეკაში. 2018 წლის 01 მარტს საგამოძიებო ექსპერიმენტში მოწმე დ--------------------ან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტები - დ----------–-------------–----------ძე. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ლ-–------–--ის ბინის შესასვლელი კარის შიგთავსიდან ამოიღეს ერთი ცალი საკეტის გულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ თანამშრომლების - გ--------–-----–----------------–--------ის მონაწილეობით გაიჩხრიკა ლ-–------–--ის საცხოვრებელი სახლი. მოწმის განმარტებით სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–------------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 01 მარტს მეწყვილესთან - დ----------–-----ან ერთად მივიდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც შეხვდნენ გამომძიებელს და მოწმე დ----------------ას, რომლის მითითებითაც გავიდნენ ქ------–--–-----–--------------------------------------–ი მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ბინიდან ამოიღეს კარის საკეტის გულა, რომელიც დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების გ--------–-----–----------------–--------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობენ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში. 2018 წლის 01 მარტს გ------------–---–თან ერთად ჩაატარეს ლ-–------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე ქ------–--–--------------------ში. ბინაში ეძებნდნენ დანაშაულის იარაღს - დანას და ყაჩაღობის შედეგად წაღებულ ფულად თანხას. ბინის ჩრეკისას ზემოაღნიშნული ნივთები არ იქნა აღმოჩენილი, ხოლო ჩხრეკის კანონიერება ხელმოწერით დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ-----–----–----ის ჩვენებით დგინდება, რომ ჩატარებული აქვს ტრასოლოგიური ექსპერტიზა. გამომძიებლის მიერ დასმულ იქნა შემდეგი კითხვები: ქ------–--–-----–-----------------------------------ში ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული გასაღები არის თუ არა ამავე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ბრალდებულ ლ-–------–--ის საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულის გასაღები? ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი დალუქული პაკეტი, ერთი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩდა საკეტის გულა და მეორე პაკეტში იყო გასაღები. გასაღები თავისუფლად მოთავსდა საკეტის გულაში, თავისუფლად გადაბრუნდა მარჯვნივ-მარცხნივ, რის შემდგომაც დაადგინა, რომ გასაღები განკუთვნილი იყო წარდგენილი საკეტისათვის.
მოწმე დ----------------ას მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ლ-–------–--ე არის მისი მეუღლე. თავად 2018 წლის 27 თებერვალს წავიდა სამტრედიაში, ხოლო ლ-–------–--ე დარჩა სახლში, ვინაიდან ელოდებოდა სამსახურის დაწყებას. 2018 წლის 01 მარტს, დილის საათებში წამოვიდა სამტრედიიდან და თბილისში ჩამოსვლის დროს დარჩა მშობლებთან. იმავე დღეს დაურეკეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის პირველი განყოფილებიდან და უთხრეს, რომ მისი მეუღლე ლ-–------–--ე დაკავებული იყო ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის შემდეგ წავიდა სახლში, სადაც სახლის გასაღები უნდა ყოფილიყო კართან ხალიჩის ქვეშ, რადგან მას და მის მეუღლეს ქონდათ ერთი გასაღები. გასაღები იყო ვერცხლისფერი მეტალის, ერთი წითელი ფერის რგოლით, რომელსაც ეწერა ქართული და ლათინური ასოებით ,,ლიბერთი ბანკი“. ადგილზე მისვლისას გასაღები ხალიჩის ქვეშ არ დახვდა, შემდეგ წავიდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის პირველი განყოფილებაში მეუღლის ამბის გასაგებად.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (01.03.2018) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე (ქ------–-------–----------- მ/რ-, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტი ,,ფ---–----------–----ი“), არსებულ სალაროს დახლზე აწყვია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. დახლში მოთავსებულია სალაროს თანხის შემნახველი უჯრა, სალაროს უკან დგას კომპიუტერი კლავიატურით. აღნიშნული სალაროს წინ დგას კიდევ ერთი სალარო, ხოლო ორივე სალაროს თავზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. მაღაზიაში მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია თაროები, სადაც ალაგია გასაყიდი პროდუქცია, ასევე მაღაზიის შუაში განთავსებულია თაროები და მაცივრები, სადაც ასევე განთავსებულია გასაყიდი პროდუქცია. მაღაზიაში შიდა და გერე პერიმეტრებზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად (შემდგენი: ინსპექტორ-გამომძიებელი გ--------------ე), 2018 წლის 01 მარტს ლ-–------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ასევე მისი სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდა ამოღებულ იქნა 5 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, საიდანაც ერთ კუპიურას კუთხე აქვს მოხეული.
ლ-–------–--ის დაკავების ოქმის თანახმად (შემდგენი: ინსპექტორ-გამომძიებელი გ--------------ე), 2018 წლის 01 მარტს, 05:58 სთ-ზე, ქ. თბილისში, გლდანის მე-2 მ---------------------------------- სადარბაზოს მიმდებარედ, შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გ--------------ის და გ----------------–---–ის მიერ ბრალდებულის სახით (სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებულ იქნა ლ-–----------------–-ძე.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდის ორი ნიმუში ოთხ ცალ სტერლურ ჩხირზე...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. №1,2) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: ,,...ამოღებულია სუპერმარკეტში შესასვლელი კარის გარე და შიდა სახელური ...“, მოთავსებულ სახელურებზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა (ობ. №3,4) შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ.№3-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წელი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ.№3-ის პროფილის მინორული წილი და ობ.№4-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: ,,...მოლურჯო ფერის კ---–---ი ღია ფერის კანტით ქურთუკი ამოღებულ იქნა პირველი და მეორე სადარბაზოს...“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№5,6) გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: ,,...მოლურჯო ფერის მოთეთრო ფერის ზოლებით მაღალყელიანი...“, მოთავსებულ სვიტერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№7,8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–------–--ეს (ობ.№11; პაკეტი, წარწერით ,,...ნერწყვის ნიმუში...აღებული...ლ-–----------------–-ძისგან).
პაკეტში, წარწერით: ,,..მოშავო ფერის სპორტული შარვალი.. ამოღებული იქნა კორპუსის მე-4 სადარბაზოს პირველი და მეორე სართულების შორის ბაქანზე...“, მოთავსებულ შარვალზე (ობ.№9,10) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ.№9-ის გენეტიკური პროფილი და ობ.№10-ის შერეული პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ლ-–------–--ეს (ობ.№11). ობ.№10-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------------------–---მ.
2018 წლის 01 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ.თბილისში, შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ექსპერტები და მოწმე დ----------------ა. საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულის მარჯვენა მხარეს მდებარე ბინის კართან. ექსპერტების და მოწმის უშუალო მონაწილეობით მოხდა ბინის შესასვლელი კარიდან საკეტის გულის ამოღება.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის (ექსპერტი: გ----------ე) თანახმად, მაღაზია ,,ფ---–-------+“-ს შესავლელი კარებიდან ხელმარცხნივ სალაროს მაგიდებს შორის მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ - ლ-–------–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------------------მ.
სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ ქ------–-------–----------- მ/რ-, კორპუსი №---ის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ---–----------–----–ი“, 05:25:42 საათზე მაღაზიაში შედის მაღალი აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის კ---–---იანი ქურთუკი, რომლის კ---–---იც აქვს თავზე წამოფარებული. მას შიგნიდან აცვია ჭრელი ფერის მაისური, რომლის საყელოც აქვს პირზე აფარებული. ქურთუკის ბოლოში მკლავებთან მას უჩანს ჭრელი ფერის სახელოები, ქვევით აცვია მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. მას მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა. ზემოაღნიშნული პიროვნება მიდის მოლარესთან და მარცხენა ხელს კიდებს მარცხენა ხელზე ხოლო მარჯვენა ხელით წევს მაღლა და ატრიალებს დანას, რის შემდეგაც მოლარე ხსნის სალაროს უჯრას. აღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს თანხას და 05:25:50 საათზე გადის მაღაზიიდან. ვინაიდან ვიდეოკამერა არის ხმოვანი, 05:25:42 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნული პიროვნება, რომელსაც ქურთუკის ბოლოში მკლავებთან უჩანს ჭრელი ფერის სახელოები, მას მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა, იგი მოლარე გოგონას მარცხენა ხელს კიდებს მარცხენა ხელზე, ხოლო მარჯვენა დანიანი ხელით მას დანას უტრიალებს სახესთან, სადაც ისმის თავდამსხმელის ხმა, რომელიც გოგონას ეუბნება სალაროს უჯრაზე - ,,გააღე თორემ გაგიყრი“. ამის შემდეგ მოლარე აღებს სალაროს უჯრას და ზემოაღნიშნული პიროვნება მარჯვენა ხელით იღებს თანხას უჯრიდან, რის შემდეგაც ხელს უშვებს მოლარე გოგოს და 05:25:49 საათზე გადის კადრიდან.
ამოცნობის ამოცნობის ოქმით (22.03.2018) დგინდება, რომ თ----------------ამ წარდგენილი ფოტოსურათებიდან მრგვალი სახის მოყვანილობით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, ხშირი ოდნავ გადაბმული წარბებით, სწორი ტუჩებით და თვალებით ამოიცნო მეორე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ლ-–------–--ე, რომელიც 2018 წლის 01 მარტს, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით სალაროდან გასტაცა თანხა.
ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ა-----–----–----) თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 15:55-16:15 სთ., შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა.მელქაძემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ--------–-–---–ის მიერ, ლ-–------–--ისგან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.
ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ა-----–----–----) თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 16:16-16:28 სთ., შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-----–----–----მ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ-------------–---–ის მიერ, ლ-–------–--ისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ა-----–----–----) თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 16:28-16:45 სთ., შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-----–----–----მ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ-------------–---–ის მიერ, ლ-–------–--ისგან აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ლ-------------–---–მა და ლ--------–-–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე.
ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს - სახეზეა თუ არა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-–------–--ის ბრალეულობას ჩადენილ ინკრიმინირებულ ქმედებაში. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და არასანდოობის გამო გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ლ-–------–--ს მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა თ----------------ამ, თ---------------–---–მა, კ--------------–---–მა მისცეს საკამოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენებები. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენეს სასამართლოს, თუ როგორ დაესხა თავს ლ-–------–--ე მაღაზიის მოლარეს თ----------------ას და ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოწმეთა განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს ეცვა შავი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, თავზე გადაფარებული ქონდა ,,კ---–---ი“, სახეზე აფარებული ქონდა მუქი ლურჯზოლიანი საყელო, ასევე თავდამსხმელს ეჭირა თეთრტარიანი დანა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ სალაროს გახსნის შემდეგ თავდამსხმელმა ხელზე ძლიერად მოუჭირა მოლარეს, შემდგომ აიღო ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, ორივე მათგანმა მოახსენა სასამართლოს, რომ პულტის საშუალებით გამოიძახეს დაცვის პოლიცია, ასევე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ვინაიდან თ----------------ას ხელზე მიყენებული ქონდა დაზიანება.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ თითქოს მოწმეების - თ----------------ას, თ---------------–---–ის, კ--------------–---–ის ჩვენებები არ არის დამაჯერებელი და იგი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოწმეებმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენეს სასამართლოს მაღაზიაში განვითარებული მოვლენები, იდენტურად აღწერეს თავდამსხმელი და მისი ჩაცმულობა, ასევე, თავდამსხმელის მიერ განხორციელებული ქმედება.
ამასთან, მათი ჩვენებების დამაჯერებლობა კიდევ უფრო სარწმუნო ხდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი სრულ თანხვედრაში არიან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდოეჩანაწერთან. კადრში ნათლად ჩანს, რომ მაღაზიაში შედის მაღალი აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის კ---–---იანი ქურთუკი, რომლის კ---–---იც თავზე აქვს წამოფარებული. მას შიგნიდან აცვია ჭრელი ფერის მაისური, რომლის საყელოც აქვს პირზე აფარებული. ქურთუკის ბოლოში მკლავებთან მას უჩანს ჭრელი ფერის სახელოები, ქვევით აცვია მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. მას მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა. ზემოაღნიშნული პიროვნება მიდის მოლარესთან და მარცხენა ხელს კიდებს მარცხენა ხელზე ხოლო მარჯვენა ხელით წევს მაღლა და ატრიალებს დანას, რის შემდეგაც მოლარე ხსნის სალაროს უჯრას. აღნიშნული პიროვნება სალაროდან იღებს თანხას და 05:25:50 საათზე გადის მაღაზიიდან. ვინაიდან ვიდეოკამერა არის ხმოვანი, 05:25:42 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნული პიროვნება, რომელსაც ქურთუკის ბოლოში მკლავებთან უჩანს ჭრელი ფერის სახელოები, მას მარჯვენა ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა, იგი მოლარე გოგონას მარცხენა ხელს კიდებს მარცხენა ხელზე, ხოლო მარჯვენა დანიანი ხელით მას დანას უტრიალებს სახესთან, სადაც ისმის თავდამსხმელის ხმა, რომელიც გოგონას ეუბნება სალაროს უჯრაზე - ,,გააღე თორემ გაგიყრი“. ამის შემდეგ მოლარე აღებს სალაროს უჯრას და ზემოაღნიშნული პიროვნება მარჯვენა ხელით იღებს თანხას უჯრიდან, რის შემდეგაც ხელს უშვებს მოლარე გოგოს და 05:25:49 საათზე გადის კადრიდან.
დაზარალებულ თ----------------ას ჩვენების თანახმად, თავდამსხმელის მიერ დაუფლებული ფულის კუპიურებიდან, ერთ-ერთ ხუთ ლარიანს კუთხე ქონდა მოხეული. აღნიშნული ჩვენება დადასტურდა ლ-–------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით, სადაც მითითებულია, რომ ამოღებული ხუთ ლარიანი კუპიურებიდან ერთ-ერთქ კუთხე აქვს მოხეული.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დაკსვნებზეც და მიუთითებს, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამყარებულია მოწმეების თ----------------ას და თ---------------–---–ის ჩვენება სუპერმარკეტში ლ-–------–--ის ყოფნის თაობაზე. კერძოდ, მაღაზია ,,ფ---–-------+“-ს შესასვლელი კარებიდან ხელმარცხნივ სალაროს მაგიდებს შორის მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ლ-–------–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებული ვერ დაინახავდა თავდამსხმელის შარვალს და მასზე არსებულ დაზიანებას, ვინაიდან მას ხედავდა წელსზემოთ. შესაბამისად, დამცველი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ თ----------------ას ჩვენება არადამაჯერებელია; გარდა ამისა, ამოცნობის ოქმი არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული, ვინაიდან ამოცნობის ჩატარებამდე ამომცნობმა პოლიციის ავტომობილში ნახა ამოსაცნობი პირი.
პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ფაქტია, რომ დაზარალებულმა და მოწმე თ---------------–---–მა აღწერეს ტანსაცმელი, რომელიც ეცვა თავდამსხმელს და მიუთითეს მის შარვალზე არსებულ დაზიანებაზე. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, გლდანის მე-2 მ/რ-ის 26-ე კორპუსის მე-4 სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულებს შორის აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის შარვალი, რომელსაც მარჯვენა ტოტის მუხლის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ შარვალზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–------–--ეს. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენენ დაზარალებულ თ----------------ას და მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებებს და მათი გაუზიარებლობის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება თინათინ ჭანტურიას მიერ ლ-–------–--ის ამოცნობას, პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის დაცვის მხარის არგუმენტაციის მართებულად მიჩნევისა და ამოცნობის ოქმის არგაზიარების საფუძველი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება საქმეზე გამოძიების არასრულად და არაობიექტურად ჩატარებასათნ დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. მოცემულ საქმეზე გამოძიება ნაწარმოები იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულად და ობიექტურად; მოპოვებული იქნა ყველა ის მტკიცებულება, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით, სასამართლოში გამოკვლევის შედეგად საფუძველი გახდა ლ-–------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი. სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ ლ-–------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (ნასამართლობა) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და რეციდივის მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ-–------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი.
ლ-–------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ-–------–--ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-–------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 მარტიდან.
განაჩენის აღსრულებაზე ლ-–------–--ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
სუნის კვლები, ნიმუშები, ხელის კვლები, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.
სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, მობილური ტელეფონი, მოლურჯო ფერის კ---–---იანი ქურთუკი, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი მოლურჯო ფერის თეთრზოლებიანი გრძელმკლავიანი მაისური, საკეტის გულა, გასაღები - გადაეცეს ლ.ყიფშიძის ნდობით აღჭურვილ პირებს (პირს).
5 ცალი 5 ლარიანი კუპიურა და კარის სახელური - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე