განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
050100119002923234
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002923234

საქმე №1/ბ-342-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–- კ-----ის მიმართ (პირადი №2----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ლ----------------------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით:

 

ი-----–- კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ი-----–- კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 6 მარტიდან 2019 წლის 13 მარტამდე.

 

მსჯავრდებულ ი-----–- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ი-----–- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული გ----------------ის (პ/ნ2----------), ე------------------ის (პ/ნ 2----------), მ--------------------ის (პ/ნ-----------), ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) და შ-----------------ის (პ/ნ2----------) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ლ-----------------–----–----------------–-------–--–-, (ს/კ 2-----------), განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთმტკიცების საკითხი, კერძოდ: CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- კ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 მარტს, ლ---------------–----–----------------–-----–-------–ში ი-----–- კ-----ემ თავის დას _ ლ---–- კ-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, 2019 წლის 06 მარტს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ი-----–- კ-----ე მივიდა ლ---–- კ-----ის სახლში, იმ მიზნით, რომ მასთან სტუმრად მყოფი დედა, ა----------- წაეყვანა. ი-----–- კ-----ეს და ლ---–- კ-----ეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოუვიდათ კამათი, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, დაახლოებით 19:00 საათზე, ი-----–- კ-----ემ აგინა ლ---–- კ-----ეს და ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი-----–- კ-----ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება და მისთვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ლ---–- კ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ ა----------ის, ნ----- კ--–---ს, ნ-----–- შ-----ის, ა---------– კ--------ს, ზ------ პ---------ს, მ------ გ--------ის და ნ------- ჯ-----ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი-----–- კ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ი-----–- კ-----ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებას და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: ი-----–- კ-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავო არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 07 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებული ლ---–- კ-----ე მსჯავრდებულთან შერიგებულია, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მასზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ი-----–- კ-----ისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი ი-----–- კ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი ი-----–- კ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ი-----–- კ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ი-----–- კ-----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 6 მარტიდან 2019 წლის 13 მარტამდე.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი-----–- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ი-----–- კ-----ის (პირადი ნომერი 2----------) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული, გ----------------ის (პ/ნ 2----------), ე------------------ის (პ/ნ 2----------), მ------- ტ-------ის (პ/ნ-----------), ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) და შ----- ტ-------ის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ლ-----------------–----–----------------–-------–--–- (ს/კ 2-----------), განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეებს და მოიხსნას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ი-----–- კ-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, რომელიც თან ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/