განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-117-2019 წელი
№010100119002826077
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
5 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა----–--- წ---------ს, თ-------- გ----–---–ის,ადვოკატის – კ----- ნ----–------ის,მსჯავრდებულის – რ--------- ბ-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა რ--------- ბ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
რ--------- ბ-----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, რეგისტრირებული ქ. ბ------–---------------–--------------------ში, ფაქ-ტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–---------------------------ში, მსჯავრდებულია (დაუს-წრებლად) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული აქვს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით რ--------- ბ-----ეს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახ-მად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნუ-ლი სასჯელი – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/3-ით და საბო-ლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რომლის მოხდის ათვლის დასაწყისად განესაზღვრა დაკავების დღე.
დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
aRwerilobiTi nawili:
რ--------- ბ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუებით, დიდი ოდენობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
რ--------- ბ-----ემ მისი ნაცნობისაგან – დაზარალებულ მ----- დ------ისა და დაზარალე-ბულ ქ-------- ა------–--------საგან 2010 წლის სექტემბრის თვიდან დეკემბრის თვემდე ისესხა სულ 15000 აშშ დოლარი, რომელიც მას უნდა გადაეხადა 2010 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე, რაც დაპირებისამებრ არ შეასრულა. 2011 წლის 20 იანვარს, რ--------- ბ------ემ მოატყუა დაზარალებულებს, რომ უცხოეთიდან შემოჰქონდა საქონელი, რომლის განბაჟებისათვის ესაჭიროებოდა 40000 ლარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საქო-ნელი არ განბაჟდებოდა, ვერ შეძლებდა მანამდე მათგან ნასესხები 15000 აშშ დოლარის გას-ტუმრებას. ასევე, დაპირდა მათ, რომ მისცემდა სარგებელსაც. აღნიშნულიდან გამომდი-ნარე, იმის იმედით, რომ რ--------- ბ-----ე სრულად გაისტუმრებდა მათგან დაუფლებულ თანხას, დაზარალებულებმა იმავე დღეს ამ უკანასკნელს ქ. ბათუმში გადასცეს 40000 ლარი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მ----- დ------ე და ქ-------- ა------–-------- თხოვ-დნენ რ--------- ბ-----ეს კუთვნილი თანხების დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ არანაირი საქონელი, რომლის განბაჟებისთვის საჭირო იყო 40000 ლარი რ--------- ბ------ეს საქართველოში არ შემოუტანია, გადაცემული თანხა მიისაკუთრა მართლსაწინააღმ-დეგოდ და მიიმალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ--------- ბ-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით თხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ გასაჩივრებული განაჩენით არ დგინდება თაღლითობის მაკვალიფიცირებელი არცერთი ნიშანი. მას არ ჰქონია განზრახვა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების და არც მოუტყუებია მ----- დ------ე და ა------–------- ქ--------ი. მას თანხები მ----- დ------ისგან მიღებული ჰქონდა სესხის სახით, რაშიც მ----- დ------ეს უნდა მიეღო სარგებელი. მის მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ-დებულება და დაბრუნებული იქნა 5000, 4000, 10, 1300 და 1000 ლარი. ამ თანხების დაბ-რუნება განმცხადებლის მიერ აღიარებულიცაა, თუმცა გარკველი პრობლემების გამო თან-ხა სრულად ვეღარ დააბრუნა.
ე.წ. დაზარალებულები ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მისი ვალი შეადგენს 15000 დოლარს და 41000 ლარს. სინამდვილეში მას ნასესხები აქვს 18960 ლარი და 4456 ამერი-კული დოლარი, ამასთან დაბრუნებული აქვს რ--------- ბ-----ისათვის თითქმის 13000 ლარი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს მსჯავრდებული რ--------- ბ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს კ----- ნ----–------ეს, რომლებიც მხარს უჭერენ თავიანთ სააპელვაციო საჩივარს და ით-ხოვენ რ--------- ბ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ თ-------- გ----–---–ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და თხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების და პროცესის მონაწილეთა მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა მტკიცებულებების გამოკვლევაზე (პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას რ--------- ბ------- არ მონაწილეობდა). მათ სადაოდ არ გახადეს საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებუ-ლებები და განაცხადეს, რომ ამ მტკიცებულებებს სასამართლომ არ მისცა სწორი სამართ-ლებრივი შეფასება, რა შემთხვევაშიც რ--------- ბ-----ის მიმართ აუცილებლად დაადგენ-და გამამართლებელ განაჩენს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერს, რომლის თანახმად გამოკვლევის გა-რეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შე-თანხმდებიან – პრეიუდიციაა.
იმის გათვალისწინებით რომ მხარეებმა სადაო არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარ-მოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სისხოლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინცი-პის შესაბამისად, ისინი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოკვლეულა და იმავე კოდექსის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნე-ლობა, რის გამოც გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
ამდენად, დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები და ამ ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დაცვის მხარემ მიიჩნია პრეიუდიციად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №455აპ–18 განმარტა, რომ: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პიორველი ნაწილის დანაწესის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვ-ლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ე. ი. ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირ-თისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც არსე-ბით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარე-თათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპრო-ცესო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებას-თან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან“.
კონკრეტულ შემთხვევაში, მიიჩნია რა უდავოდ დაზარალებულთა ჩვენებები, სააპელაციო პალატას უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების – დაზარალებულების მ----- დ------ისა და ა------–------- ქ--------ის ჩვენებების ლეგიტიმურობის საეჭვოდ მიჩნევის არანაირი საფუძველი არ გაააჩნია.
დაზარალებული მ----- დ------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. ბ------–--------–----ლის ქუჩაზე, 2009-2010 წლებში, განხსნილი ჰქონდა მეორადი საქონ-ლის მაღაზია, რა დროსაც რ--------- ბ-----ე, რომელსაც ჰქონდა ასევე სავაჭრო ობიექტები ე.წ. „ხ-----ს“ ბაზრობაზე და რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ხშირად მოდიოდა მასთან და მისგან საჭიროებისამებრ მიჰქონდა ფულადი თანხა, რომელსაც მერე უკან უბ-რუნებდა. რ--------- ბ-----ისაგან იცოდა ასევე, რომ იგი ვალუტაზეც მუშაობდა. 2010 წლის სექტემბერში აპირებდა მაღაზიის დახურვას და თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ წასვლას, რა დროსაც მასთან მივიდა რ--------- ბ-----ე და უთხრა, რომ თუ ჰქონდა თანხა გადაეცა მისთვის, რაშიც გადაუხდიდა სარგებელს, ამ დროს მაღაზიაში იყო თურქეთის მოქალაქე ა------–------- ქ--------ი, რომელსაც შეუთანხმდა, რომ რ--------- ბ-----ეზე გა-დაეცა თანხა და წლის ბოლომდე იმუშავებდა და დაუფარავდა ვალს. ისინი გაყვნენ რუსუ-დან ბ-----ეს მის სამუშაო ადგილზე ე.წ. „ხ-----ს“ ბაზარზე და გადასცეს 18960 ლარი და 4000 აშშ დოლარი, რაზეც ჩამოართვეს ხელწერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ რ--------- ბ-----ეს გადასცეს აღნიშნული თანხა და რ--------- ბ-----ე შეპირდა 2175 ლარის სარგებ-ლის გადახდას ყოველთვიურად, ხოლო მთლიანად თანხის გადახდას შეპირდა 2010 წლის ბოლოს, კერძოდ დეკემბრის თვეში. მას შემდეგ წავიდა სამუშაოდ თურქეთის რესპუბლი-კაში, საიდანაც რ--------- ბ-----ეს უგზავნიდა თანხას, რადგან უნდოდა მეტი სარგებელი მიეღო. ის და ა------–-------- თურქეთიდან წამოვიდნენ ერთად იმ მოტივით, რომ რუსუ-დან ბ-----ეს გამოართმევდნენ თანხას სარგებელთან ერთად, ასევე ა------–-------მა წამოი-ღო თურქეთიდან გარკვეული თანხა ბათუმში ბიზნესის წამოსაწყებად. ჩამოვიდნენ და დაუკავშირდნენ რ--------- ბ-----ეს და კითხეს ვალუტის კურსი, უთხრეს, რომ ჰქონდათ აშშ დოლარი და დახურდავება უნდოდათ, რაზეც რ---------მა უთხრა, რომ თანხა მასთან მიეტანათ, დაეტოვებინათ რამდენიმე დღით და მერე მაღალ კურსს გადაუხდიდა, რაზეც მათ უარი უთხრეს და მოთხოვეს მათი თანხის დაბრუნება. რ--------- ბ-----ემ უთხრა, რომ თანხა საქმეში ჰქონდა ჩადებული და მათ სთხოვა დახმარება, რაზედაც უარი უთხრეს. ამის მერე რ--------- ბ-----ემ, ეგულებოდა რა მათთან ფული, დაიწყო მასთან ტელეფონზე რეკვა და ეუბნებოდა, რომ საბაჟოზე გამოსატანი ჰქონდა ჩინური შერეული საქონელი და თანხის უქონლობის გამო მანქანები საბაჟოზე იყო გაჩერებული, რის გამოც თანხა სჭირდე-ბოდა. თუ ვერ გამოიტანდა აღნიშნულ საქონელს, წინათ მიცემულ თანხასაც ვერ დაუბრუ-ნებდა. ისინი (მ. დ------ე და ა.ქ--------ი) დაფიქრდნენ აღნიშნულის თაობაზე და გადაწყ-ვიტეს მიეცათ რ---------ისთვის თანხა და გადასცეს 40000 ლარი, რაზეც ჩამოართვეს ხელ-წერილი, სადაც ეწერა, რომ სარგებელთან ერთად 10 დღეში დაუბრუნებდა 41000 ლარის და წინათ მიცემულ 15000 აშშ დოლარს. 10 დღის შემდეგ მივიდნენ რ--------- ბ-----ესთან, რა დროსაც რ--------- ბ-----ემ უთხრა, რომ ჩინეთიდან მოსდიოდა საქონელი და მათი თანხა ჰქონდა საქმეში ჩადებული, ასევე შესთავაზა, რომ ემუშავათ მასთან ერთად, ხოლო ყოველთვიურად აღებულ თანხაში სარგებლის სახით მიიღებდნენ 4000 ლარს, რადგანაც თანხას ვერ იძლეოდა იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ რ--------- ბ-----ეს მოთხოვეს მათი წილი, მაგრამ რ---------მა დაიწყო მორიგი ტყუილები, რა დროსაც ა------–-------მა რ---------ს უთხრა, რომ პოლიციაში უჩივლებდა, რის შემდე-გაც რ--------- ბ-----ემ მათი ერთი თვის წილი 4000 ლარი მიუტანა და შეპირდა, რომ პერი-ოდულად სამ თვეში მთლიან თანხას გადაუხდიდა, ხოლო ორი თვის შემდეგ მივიდა მას-თან სახლში და მიუტანა 1300 ლარი. მან (მ. დ------ემ) რ--------- ბ-----ეს მოთხოვა, რომ მასთან მიეყვანა მისი ოჯახის წევრები, რათა შეთანხმებულიყვნენ, რის შემდეგაც რუსუ-დანმა ტელეფონით დაალაპარაკა მის ძმასთან ო----სთან, რომელიც შეპირდა, რომ ერთ კვირაში ჩამოვიდოდა ბოლნისიდან და მოაგვარებდა მათ პრობლემას. ერთი კვირის შემ-დეგ ო---- დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქმე გამოუჩნდა და ვერ ჩამოდიოდა, ასევე უთხრა, რომ მისულიყო მის მამასთან ხ-----ს ბაზრობაზე და დალაპარაკებოდა. იგი (მ. დ------ე) მივიდა ხ-----ს ბაზრობაზე და ნახა რ---------ის მამა გ--–- ბ-----ე, რომელიც შე-პირდა, რომ თუ ა------–--------, რომელიც იმ დროისთვის თურქეთში იყო, არ უჩივლებდა რ---------ს, ოთხ თვეში დაუფარავდა მთლიან თანხას. რადგან მეტი გამოსავალი არ ჰქონ-და დათანხმდა მას. გარკვეული დროის შემდეგ რ---------მა მას 5000 ლარი მიუტანა და უთხრა, რომ პერიოდულად გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, მაგრამ მას შემდეგ რ--------- ბ-----ე მას არ დაკავშირებია, რის გამოც დასახმარებლად მიმართეს გამოძიებას. როცა გა-ლი და რ---------ი ვერ ნახეს, დაელაპარაკნენ რ--------- ბ-----ის დას თ----–-ს, რომელმაც უთხრა, რომ არ ეჩივლათ პოლიციაში და თანხას მიუტანდა, მართლაც თ----–-მ მამამისს (მ. დ------ის მამას) დაუტოვა 1000 ლარი. ამის გამო მან თ----–-ს მოთხოვა მთელი თანხის მიტანა, რაზედაც მან უპასუხა, რომ მოაგროვებდა და ყველას ერთად მიუტანდა, შემდეგ კი მანაც ტყუილების თქმა დაიწყო. ბოლოს მისული იყვნენ ე. წ. ხ-----ს ბაზრობაზე, სადაც ნახეს გ--–- ბ-----ე და თ----–-, რომლებმაც სასტიკი უარი განაცხადეს ფულის გადახდა-ზე. საერთო ჯამში რ--------- ბ-----ეს მისთვის და ა------–------- ქ--------ზე გადასაცემი აქვს 41000 ლარი და 15000 აშშ დოლარი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულ ა------–------- ქ--------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენი-ლია, რომ რ--------- ბ-----ე გაიცნო მ----- დ------ის მაღაზიაში, სადაც დადიოდა ხშირად, რ--------- ბ-----ე მ----- დ------ეს თხოვდა ფულს, დაინახა, რომ მ----- დ------ემ მას 7000 დოლარი გადასცა. რ--------- ბ-----ე ყოველდღე მიდიოდა მ----- დ------ესთან და ასევე ურეკავდა ტელეფონზე. მან რ--------- ბ-----ეს მთლიანად გადასცა 19000 ლარი და 4000 დოლარი. ამის შემდეგ წავიდა თურქეთში და როცა ჩამოვიდა საახალწლოდ, მ----- დ-------ემ რ---------ს მოთხოვა თანხის უკან დაბრუნება, მან კი არ დაუბრუნა და უთხრა, რომ სა-ქონელი არის ჩამოსული ჩინეთიდან და განბაჟებას 40000 ლარი უნდაო, რის გამოც მათ აღ-ნიშნული თანხა თხოვა და განუცხადა, რომ 10 დღეში 41000 ლარს დაუბრუნებდა, ხოლო მთლიან თანხას ერთად მისცემდა. მაგრამ არც 10 დღის მერე მივიდა და არც თანხა მიუტა-ნია. როგორც შემდეგ გაიგო თანხა სხვებისგანაც ჰქონდა წაღებული. ამის შემდეგ შეხვდნენ რ---------ის ძმა და მამა და თხოვეს, რომ დრო მიეცა ერთი თვე და თანხას დაუბრუნებ-დნენ, მაგრამ გავიდა დათქმული დროც და მას შემდეგ ერთი წელიც, მაგრამ მიცემული ფულიდან ერთხელ მიუტანა 4000 ლარი და მეორეჯერ 5000 ლარი, ესეც მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ უჩივლებდა. მთლიანობაში რ--------- ბ-----ისგან ითხოვს 41000 ლარის და 15000 აშშ დოლარის დაბრუნებას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მ----- დ------ისა და ა------–------- ქ--------ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის ქსერო-ასლით დასტურდება, რომ მათ რ------- ბ-----ისაგან ასაღები აქვთ 41000 ლარი, რომელიც ასასხეს 20 იანვარს.
აღნიშნული ხელწერილის არსებობას ადასტურებს რ--------- ბ-----ეც, თუმცა სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ მან მ----- დ------ისგან ისესხა თანხა 19 000 ლარი, მაგრამ მათ შორის დადებულ ხელწერილში თანხის ოდენობად მითითებული იქნა 15 000 აშშ დო-ლარი, ვინაიდან მ----- დ------ის მიერ დაანგარიშებული იქნა პროცენტის თანხაც. ხელწე-რილში მითითებული თანხა უნდა დაებრუნებინა ათი დღის ვადაში, რაც ვერ მოახერხა. მაგრამ დროთა განმავლობაში, მისი მამა და და, მ----- დ------ეს და მის მამასაც უხდიდ-ნენ გარკვეულ თანხას, რაც აღიარებული იქნა კიდეც მათ მიერ. აღიარებული თანხის გარდა, მ----- დ------ისთვის კიდევ იქნა გადახდილი 5 000 ლარი, რის შესახებაც მ. დუმ-ბაძის მამამ განაცხადა, რომ ეს თანხა პროცენტის თანხის სახით ეკუთვნოდათ. როცა მ----- დუმბაძეს დადგენილ ვადაში სესხად აღებული თანხა ვერ დაუბრუნა, დაურეკა და თხოვა, რომ თანხას განაწილებით დაუბრუნებდა, მ----- დ------ე კი დაჟინებით თხოვდა ვალის უკან დაბრუნებას, რადგან სურდა მისი კუთვნილი თანხა საქმეში ჩაედო. როცა მიხვდა, რომ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა, მ----- დ------ემ თავად შესთავაზა, რომ პროცენ-ტის თანხას დაუმატებდა, ფულს დაუტოვებდა, რაზედაც დაეთანხმა, რადგან ვერ ახერხებ-და თანხის უკან დაბრუნებას. მ----- დ------ემ დაიანგარიშა დღიური პროცენტიც კი და ხელწერილში მითითებული იქნა აღნიშნული, რაზედაც უთხრა, რომ ეს დიდი თანხა იყო, მ----- დ------ემ კი უპასუხა, რომ ის „საქმე“, რაშიც ეს თანხა უნდა ჩაედო უფრო მეტ მოგე-ბას დაუტოვებდა და მისი ნება იყო, თუ კი არ სურდა, მაშინ თანხა უკან უნდა დაებრუნე-ბინა. რ--------- ბ-----ის განმარტებით, ამის შემდეგ მისი მამა მ----- დ------ეს უხდიდა გარკვეულ თანხას, როცა ის ძმასთან ერთად წასული იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღიარებს, რომ დააგვიანდა მ----- ბ-----ისთვის ნასესხები თანხის დაბრუნება, მაგრამ არა-სოდეს უარუყვია, რომ თანხა ნასესხები ჰქონდა. ამასთან, განმარტა, რომ ის გარემოება, რომ მითითებული თანხა ჩინეთიდან საქონლის ჩამოტანისთვის ჭირდებოდა და ა. შ პრო-კურორის მიერ იქნა შეთხზული. ეს თანხა ერთობლივად ისესხა და ოდენობა პროცენტის ჩათვლით ერთად იქნა მითითებული ხელწერილში, ვინაიდან მ----- დ------ეს არ სურდა ხელწერილში ასახული ყოფილიყო იმ გარემოების შესახებ, რომ მას ფულს პროცენტის სახით სესხულობდა. დაკავებამდეც შესთავაზა მ----- დ------ეს, რომ ეტაპობრივად დაუბ-რუნებდა თანხას, მაგრამ იმ თანხის გამოკლებით, რაც მისი ოჯახის წევრებმა მანამდე დაუბრუნეს, რაზედაც მ----- დ------ე არ დაეთანხმა. როგორც ამ უკანასკნელმა განუცხა-და, იგი პროკურატურიდან განცხადებას გაიტანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავ-დაპირველად მითითებულ თანხას 15 000 აშშ დოლარს და 40 000 ლარს ათი დღის განმავ-ლობაში უკან დაუბრუნებდა, რისი შესაძლებლობაც არ ჰქონდა და ამიტომ მოხდა მისი დაკავებაც. რაც შეეხება თურქ პიროვნებას, მას საერთოდ არ იცნობს და არც იცის ვინ არის.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა რ--------- ბ-----ის უდანაშაულოდ ცნო-ბისა და გამართლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი, რომ არ გაიზიაროს დაზარა-ლებულის მ----- დ------ისა და ა------–------- ქ--------ის ჩვენებები, რომლებიც დაცვის მხარემ უდავო მტკიცებულებად მიიჩნია.
ორივე დაზარალებული თავიანთ ჩვენებაში მიუთითებენ, რომ რ--------- ბ-----ეს, ამ უკა-ნასკნელის მხრიდან გარკვეული სარგებლის გადახდის დაპირების სანაცვლოდ გადასცეს თანხა 18960 ლარი და 4000 აშშ დოლარი.
აღნიშნული ოდენობის თანხის მიღებას რ--------- ბ-----ეც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა მართლაც ისესხა მ----- დ------ისაგან.
დაზარალებულებმა განმარტეს აგრეთვე, რომ რ--------- ბ-----ემ, როდესაც ამ უკანასკნელს ფულის დაბრუნება მოსთხოვეს, უთხრა, მათი თანხა საქმეში ჰქონდა ჩადებული. ამჟამად საბაჟოზე ჩინეთიდან შემოტანილი ჰქონდა ბევრი საქონელი და ესაჭიროებოდა თანხა განბაჟებისათვის. თუ ვერ შემოიტანდა საქონელს, წინათ მიცემულ თანხასაც ვერ დაუბრუ-ნებდა. ამიტომ შესთავაზა მიეცათ მისთვის (რ. ბ-----ისათვის) განსაბაჟებლად თანხა და მთლიანად დაუბრუნდებოდა ძველი და ახალი თანხაც. მართლაც გადასცეს რ--------- ბ------ეს 40000 ლარი, რის თაობაზეც შედგა ხელწერილი, რომ სარგებელთან ერთად 10 დღე-ში დაუბრუნებდა 41000 ლარს და წინათ მიცემულ 15000 დოლარს.
საქმეში არსებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მი-ერ გამოძიებისადმი მიწოდებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ რ--------- ბ-----ის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ჩინეთიდან რაიმე სახის საქონელი შემოტანილი არ ყოფილა.
საქმეში არსებული, ექსპერტის №----- ცნობით დასტურდება, რომ საბაჟო ტერმინალის „ტ------ს“ ტერიტორიაზე 533 ლარით განისაზღვრა რ--------- ბ-----ის მიერ 2010 წლის 5 თებერვალს თურქეთიდან შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რ--------- ბ-----ის ჩვენებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მან გარკვეული თანხა მ----- დ------ეს დაუბრუნა და ამის თაობაზე ხელ-წერილიც შედგა მათ შორის. კერძოდ, სხვადასხვა დროს დაუბრუნა 4000, 1300, 5000 და 1000 ლარი.
აღნიშნული თანხის დაბრუნებას არც დაზარალებული მ----- დ------ე უარყოფს თავის ჩვენებაში.
თუმცა პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხ-ლის მესამე ნაწილის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით. საქართვველოს სისხლსის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვ-ნის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის იმ პოზიციას, რომ ე.წ. დაზარალებუ-ლებსა და რ--------- ბ-----ეს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და რ--------- ბ------ეს არ ჰქონია განზრახვა მ----- დ------ისა და ა------–------- ქ--------ის კუთვნილი თანხების მისაკუთრების. ეს დასტურდება იმითაც, რომ რ--------- ბ-----ემ, სხვადასხვა დროს, ნასესხები თანხები დაუბრუნა მ----- დ------ეს და ეს თანხა დაახლოებით 13000 ლარია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალე-ბულთა ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მათ განმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ რ--------- ბ-----ემ მოატყუათ და არათუ ადრე ნასესხები თანხა, არამედ შემდეგ, მოტყუე-ბით, თითქოსდა განსაბაჟებლად გადაცემული 40000 ლარის დაბრუნებასაც არ აპირებდა, დაემუქრნენ, რომ უჩივლებდნენ. სწორედ ამის შიშით დაუბრუნა სხვადასხვა დროს გარ-კვეული თანხა.
სააპელაციო პალატა იმისთვის, რათა გამიჯნოს ერთმანეთისაგან რ. ბ-----ის ქმედება თაღ-ლითობაა თუ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს გაარკვიოს გარიგების დადებისას ჰქონდა რ. ბ-----ეს გადაწყვეტილი მოტყუებით ჩაეგდო ხელში სხვისი ქონება და განეკარგა იგი როგორც საკუთარი (თაღლითაობა), თუ გარიგების დადების შემდეგ გამოვლენილი გარემოების გამო ვერ შეძლო ნაკისრი ვალდე-ბულების შესრულება (სამოქალაქო სამართალდარღვევა).
სააპელაციო პალატა ყურალდღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რ--------- ბ-----ემ, მოა-ტყუა დაზარალებულები, თითქოსდა ჩინეთიდან შემოტანილი ჰქონდა დიდი ოდენობით საქონელი, რომლის განბაჟების თანხა არ გააჩნდა და თუ გადასცემდნენ თანხას, ამითი მოახდენდა განბაჟებას და დაუბრუნებდა ძველ ვალსაც და იმ 40000 ლარსაც, რასაც მისცემ-დნენ.
სინამდვილეში, როგორც საქმეში არსებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემო-სავლების სამსახურის მიერ გამოძიებისადმი მიწოდებული დოკუმენტაციით დგინდება, მას არანაირი საქონელი არ ჰქონია ჩინეთიდან შემოტანილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რ--------- ბ-----ემ დაზარალე-ბულები შეიყვანა შეცდომაში, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, რითაც ჩაი-დინა თაღლითობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რ--------- ბ-----ის ქმედება სწორად არის დაკვალიფი-ცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ--------- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის ზომის განსაზღვ-რისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშ-როების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მას ძირითად სასჯე-ლად განუსაზღვრა თავისუფთლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო დამატე-ბითი სასჯელის სახით დაუნიშნა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რა-საც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
რ--------- ბ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი:
რ--------- ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენო-ბით.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახ-მად შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეს 1/3-ით და რ--------- ბ-----ეს საბოლოოდ მოსა-ხდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 08 (რვა) თვის ვა-დით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენო-ბით.
რ--------- ბ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2019 წლის 18 იანვრიდან.
რ--------- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili