განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
820100118002607623
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002607623

საქმე №1/ბ-346-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) შ----- მ--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ---–---------------------–-----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ----- მ--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 21:00 საათამდე შუალედში, შ----- მ--–--ე და ჟ--–---- ი------ე იმყოფებოდნენ ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყეში. აღმართში ასვლისას, შ----- მ--–--ემ არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმები და უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან აცილებას. კერძოდ, მის მიერ აღმართში მიმავალ საცალფეხო გზაზე დიდი მოცულობის მქონე არამყარად მდგარ ქვის ლოდზე ზემოქმედებამ გამოიწვია ხსენებული ქვის დაგორება ციცაბო ფერდობზე და დაეჯახა შ----- მ--–--ის უკან მიმავალ ჟ--–---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო შ----- მ--–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენით:

 

შ----- მ--–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

გაუქმდა ბრალდებულ შ----- მ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და ყადაღა მოეხსნა გ---–---- მ--–--ის (პ/ნ6----------), თ----- მ--–--ის (პ/ნ 6----------), მ--–---- მ--–--ის (პ/ნ 6----------), შ--–--- მ--–--ის (პ/ნ 6----------) და ჯ--–--- მ--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ხ--–----------------------------–--------–---------------------------------------------------------------).

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ცხვირსახოცი, ფლოსტები, ქალის თავსაფარი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი, შ----- მ--–--ის მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი, მ--- ვ-–-----ისგან და ნ------- მ--–--ისგან ამოღებული მობილური ტელეფონები და ჟ--–---- ი------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო ქვის ლოდიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და ანაწმენდები, შ----- მ--–--ისგან ამოღებული სისხლის ნიმუში, ხელის თითების ანაწმენდები და სუნის ნიმუში, ჟ--–---- ი------ის თმის და ფრჩხილის ნიმუშები უნდა განადგურდეს.

 

გამართლებულ შ----- მ--–--ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 21:00 საათამდე შუალედში, შ----- მ--–--ე საცალფეხო ბილიკით ადიოდა ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყის ფერდობზე. აღმართში ასვლისას მან ვერ შეიკავა წონასწორობა, წაბორძიკდა და შეეჯახა ქვის ლოდს, რომელიც დაგორდა ციცაბო ფერდობზე და დაეჯახა იმავე საცალფეხო ბილიკზე მიმავალ ჟ--–---- ი------ეს. ქვის შეჯახებით ჟ--–---- ი------ემ მიიღო დაზიანებები და გარდაიცვალა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შ----- მ--–--ე არ ითვალიწინებდა და არც შეეძლო გაეთვალიწინებინა, რომ საცალფეხო ბილიკით ტყის ფერდობზე ასვლის დროს წაიბორძიკებდა, წაბორძიკებისას შეეჯახებოდა ქვის ლოდს, ხსენებული ლოდი აღმოჩნდებოდა არამყარი, დაგორდებოდა, შეეჯახებოდა ჟ--–---- ი------ეს და ლოდის შეჯახება გამოიწვევდა ჟ--–---- ი------ის სიკვდილს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ----- მ--–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ შ----- მ--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად დასტურდება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო, გენეტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თავად შ----- მ--–--ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ იგი საცალფეხო ბილიკით ადიოდა ხ---–---------–----–-----ის სოფელ ი------ეების მიმდებარედ არსებულ ტყის ფერდობზე, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და დაეჯახა დიდი ზომის ქვას, რომელიც დაგორდა და დაეჯახა მის უკან მიმავალ ჟ--–---- ი------ეს გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

აპელანტის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, აღმართში ასვლისას შ----- მ--–--ემ არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმები და უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან აცილებას. კერძოდ, მის მიერ აღმართში მიმავალ საცალფეხო გზაზე დიდი მოცულობის მქონე არამყარად მდგარ ქვის ლოდზე ზემოქმედებამ (მობღაუჭებამ) გამოიწვია ხსენებული ქვის დაგორება ციცაბო ფერდობზე და დაეჯახა შ----- მ--–--ის უკან მიმავალ ჟ--–---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ შ----- მ--–--ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის _ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შემადგენლობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდებულ შ----- მ--–--ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებმა უდავო მტკიცებულებად მიიჩნიეს, დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 20 საათზე, მიდიოდა ღ---------ის მიმართულებით არსებულ ტყეში. დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით მას უკან მიჰყვებოდა ჟ--–---- ი------ე. აღნიშნული ტყე არის ფერდობიანი და მიწაზე ყრია სხვადასხვა ზომის ქვები, რაც წარმოადგენდა სირთულეს მაღლა ასვლაში, რის გამოც ასასვლელად იყენებდა ტყეში არსებული ნაძვის ბუჩქების ტოტებს და ქვებს ჩასაბღაუჭებლად. სიმაღლეზე ასვლის დროს წაიბორძიკა და დაეჯახა დიდი ზომის ქვას, რომელიც არ აღმოჩნდა მიწაში მყარად ჩამაგრებული, დაგორდა და ჯერ მას მოხვდა მარჯვენა ხელზე, ხოლო შემდეგ დაეჯახა ჟ--–---- ი------ეს გულმკერდის მხრიდან, რომელმაც მხოლოდ ერთხელ დაყვირება მოახერხა და უგონოდ დაეცა მიწაზე. იგი მაშინვე მივარდა მასთან და ნახა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო, რის შემდეგაც სოფელში წავიდა. გზად მიმავალმა დაინახა, რომ ჟ--–----ზე მოხვედრილი ქვა იქვე, დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით არსებულ არხში იყო ჩავარდნილი. როდესაც ჩავიდა თავის კუთვნილ მაღაზიაში, ტელეფონით დაუკავშირდა შსს ხ---–--ს რაიონული სამმართველოს უფროსს და აცნობა მომხდარის შესახებ. მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებთან ერთად ავიდა შემთხვევის ადგილზე და მათ აჩვენა ჟ--–---- ი------ის გვამის ადგილსამყოფელი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები გამოცხადდნენ ხ---–---------------------–-----------ში, სასოფლო-საავტომობილო გზაზე მდებარე შ----- მ--–--ის სასურსათო მაღაზიიდან ღ---------ის მიმართულებით 60 მეტრში, გზიდან მარცხენა მხარეს არსებულ ბილიკთან, რომელიც გადის ფერდობზე ტყის მასივში... შ----- მ--–--ის მითითებით, წავიდნენ ღ---------ის მიმართულებით, არხის გავლით, სადაც დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ შ----- მ--–--ემ აჩვენა შემთხვევის ადგილი და აღნიშნა, რომ მან და ჟ--–---- ი------ემ გადაწყვიტეს ასულიყვნენ არხიდან ზემოთ, ტყეში, სექსუალური კავშირის დასამყარებლად. რადგან წყლის არხის ზემოთ მიმავალ ბილიკზე დადიოდა ხალხი, ვინმეს რომ არ დაენახათ, წავიდნენ ტყისკენ. შ----- მ--–--ემ ასევე აჩვენა ადგილი, სადაც არის ქვის კლდოვანი ლოდების მასა და აშკარად შეიმჩნევა კლდოვანი ქვების მორყევის და დაგორების კვალი. მისივე მითითებით, სწორედ აღნიშნულ ადგილას მივიდა იგი და უნდა ასულიყო ქვების გვერდის ავლით მარცხენა მხრიდან, რა დროსაც შემთხვევით წაიფორხილა, რადგან არის ციცაბო ფერდობი, ხელებით მოეჭიდა ქვას და მარჯვენა მხრით დაეჯახა ამ ქვას. ამ დროს ქვა მოძვრა, რადგან არ იყო მყარად დამაგრებული მიწაში და მას დაეჯახა მარჯვენა ხელზე, რომელიც ეტკინა და დაჯახების გამო დაგორდა ფერდობზე. ამის შემდეგ შ----- მ--–--ემ აჩვენა ნაძვის ხე, 10 მეტრით ქვემოთ, სადაც შეიკავა თავი და დაიწყო ჟ--–---- ი------ის ძებნა, რომელიც მის ძახილზე ხმას არ იღებდა. შემდეგ მან დაინახა, რომ ჟ--–---- ი------ე ეგდო წყლის არხიდან დაახლოებით 17 მეტრში პატარა ნაძვის ხის გვერდით, თავი ჰქონდა ქვემოთ და ფეხები ზევით. ის იყო უგონოდ და თავისა და ხელის არეში აღენიშნებოდა სისხლდენა. შ----- მ--–--ის განმარტებით, მან ჟ--–---- ი------ე გადაათრია იქვე მარჯვნივ არსებული ხის ძირში და გაასწორა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ იგი გარდაცვლილი იყო, შეშინებულმა და დაბნეულმა მიატოვა ცხედარი. როდესაც ე.წ. ი------ეების წყლის არხთან მივიდა, დაინახა არხში გაჩერებული ქვის ლოდი, რომელზეც მიუთითა და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ქვის ლოდი მოძვრა ადგილიდან, რომელსაც ის წაბორძიკების დროს შემთხვევით დაეჯახა მარჯვენა მხრით და დაგორდა. შ----- მ--–--ის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ქვის ლოდი დაეჯახა ჟ--–---- ი------ეს. შემდეგ მან აჩვენა ქვემოთ მიმავალი ბილიკი, რომლითაც დაბრუნდა თავის მაღაზიაში.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ---–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------ეებში, სასოფლო საავტომობილო გზაზე არსებულ შ----- მ--–--ის სასურსათო მაღაზიიდან ღ---------ის მიმართულებით 60 მეტრში, გზიდან მარცხენა მხარეს არსებულ ფერდობზე, ტყის მასივში, სახელდობრ, „------ში“ 200 მეტრის დაშორებით, სადაც გადის ტყის მიმართულებით ზემოთ გზა, ბილიკი, რომელიც კვეთს წყლის არხს. აღნიშნული არხიდან 15 მეტრში, ზემოთ არსებულ ნაძვის ხის ძირში მიწაზე, სადაც არის ფერდობი, თავის მხარით ზემოთ ასვენია ჟ--–---- ი------ის გვამი, რომელსაც აცვია ცისფერი ელვაშესაკრავიანი სვიტერი (ჯემპრი), გვერდზე ორივე მხარეს ჯიბეებით, ჯემპრი არის დასვრილი და აღენიშნება სხვადასხვა ადგილებში მოწითალო ფერის ლაქები. გვამს სახის არეში და თმაზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო მარცხენა ხელის მაჯის არეში აქვს დაზიანება და აღენიშნება ღია ჭრილობა, სადაც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა ხის ფესვი, რომელიც ძალის ზემოქმედების შედეგად არის ზემოდან ქვემოთ დაზიანებული (ახეთქილი). აღნიშნული დაზიანებული ხის ფესვის ზემოთ, ხელმარჯვნივ 2.60 მ-ში დაფიქსირებული იქნა ასევე დაზიანებული ხის ფესვი, რომელიც ძალის ზემოქმედების შედეგად არის ზემოდან ქვემოთ დაზიანებული (ახეთქილი). ამის შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერება გაგრძელდა ზემოთ, სადაც ტყის ფერდობზე შეინიშნება მიწაზე ფეხის კვლები, არის ასევე ტყე, საიდანაც 30 მეტრში ზემოთ ფერდობზე დაფიქსირებული იქნა ქვის ლოდებით შევსებული კლდოვანი ადგილი, სადაც ქვები არის მორყეული. სწორედ აღნიშნულ ქვებზე ზემოდან აშკარად შეინიშნება მიწის ზედაპირის სიცარიელით ქვის ლოდის დაგორების ადგილი. აღნიშნულის შემდეგ გვამის ქვემოთ, ფერდობზე, 15 მეტრში არსებულ წყლის არხში დაფიქსირებული იქნა ქვის ლოდი, რომელზეც ვიზუალური დათვალიერებით აშკარად შეინიშნებოდა გორვის კვალი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჟ--–---- ი------ის სიკვდილის მიზეზია ტრავმული შოკი, განვითარებული გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, ნეკნების მარჯვენამხრივი მრავლობითი მოტეხილობებით, მარჯვენა ფილტვის ქსოვილში დიფუზური სისხლჩაქცევებით, პლევრისა და მარჯვენა ფილტვის ქსოვილის დაზიანებებით. ჟ--–---- ი------ის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის დახურული ბლაგვი ტრავმა, ნეკნების მარჯვენამხრივი მრავლობითი მოტეხილობები ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის, პლევრის ფურცლების და მარჯვენა ფილტვის ქსოვილის დაზიანებები, დიფუზური სისხლჩაქცევები მარჯვენა ფილტვის ქსოვილში, სისხლჩაქცევები ნეკნთაშუა კუნთებში, ნეკნების მოტეხილობების შესაბამისად. მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორქასი. შინაგანი ორგანოების სისხლნაკლებობა. სხეულის მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირვი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია და ერთობლიობაში ცოცხალ პირებში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შ----- მ--–--ის ტანსაცმელზე (გრძელსახელოებიანი პერანგი, ბრეტელიანი მაისური, შარვალი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა) არსებული ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, პერანგზე და შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში იკვეთება მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან სტატიკო-დინამიური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი კვალთა ლოკალური მონაკვეთები. ჟ--–---- ი------ის ტანსაცმელზე (კაპიშონიანი მოსაცმელი, ქვედაბოლო, წელწინდა, ტრუსი, აზღუდი, ერთი წყვილი წინდა, ქსოვილის ფრაგმენტი) არსებული ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, კაპიშონიან მოსაცმელზე, ქვედაბოლოზე, წელწინდაზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღწერილი დაზიანებები განვითარებულია ხევით და რღვევით მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ქვედაბოლო ასევე ხასიათდება მყარ ხორკლიან ზედაპირთან სტატიკო-დინამიური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით. სასამართლო სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნის მონაცემების მიხედვით, ჟ--–---- ი------ის გვამზე (მარჯვენა ლავიწშუა ხაზზე, მარჯვენა საუღლე ფოსოში, მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედში, მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში წინა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე) აღინიშნება დაზიანებები, რომელთა ხასიათი (აღწერილობის მიხედვით) და ლოკალიზაცია, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მათ (კაპიშონიან მოსაცმელზე, ქვედაბოლოზე, წელწინდაზე და სხეულზე) ერთდროულად წარმოშობას.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ქვის ლოდის ზედა ხედიდან ამოღებულ რამდენიმე ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჟ--–---- ი------ეს.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქვის ლოდზე აღმოჩენილი იქნა: მოცისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება ჟ--–---- ი------ის კაპიუშონიანი ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; მოშავო-მოლურჯო ფერის ბამბის ბიჭკოები და მოწითალო ფერის ნეილონის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ჟ--–---- ი------ის წინდების ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; მუქი მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები და მოშავო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება შ----- მ--–--ის გრძელსახელოებიანი პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჟ--–---- ი------ის კაპიუშონიანი ჟაკეტის და ქვედაბოლოს ზედაპირებზე აღინიშნება სხვადასხვა ფერის, ელფერის, მორფოლოგიის და ჩანართების მქონე ქვისმაგვარი ნაწილაკები; ექსპერტიზაზე წარდგენილ შ----- მ--–--ის გრძელსახელოებიანი პერანგის, შარვლის და წყვილი წინდის ზედაპირებზე აღინიშნება სხავდასხვა ფერის, ელფერის, მორფოლოგიის და ჩანართების მქონე ქვისმაგვარი ნაწილაკები.

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა და შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ შ----- მ--–--ის ქმედებაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც დამნაშავე არღვევს საყოველთაოდ სავალდებულო წესებს თუ წინდახედულობის ნორმებს, რასაც დანაშაულებრივი შედეგი მოსდევს.

 

ადამიანისათვის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა შეიძლება განხორციელდეს როგორც თვითიმედოვნებით, ისე დაუდევრობით. თვითიმედოვნების დროს დამნაშავე ითვალისწინებს თავისი მოქმედების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის აბსტრაქტულ შესაძლებლობას, ესმის, რომ ამგვარ ქმედებას ზოგადად შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, ამ შედეგის თავიდან აცილებას. მას იმედი აქვს თავისი ძალის, გამოცდილების, მოხერხებულობის, პროფესიონალიზმის და თვლის, რომ მიღებული ზომების შედეგად ან სხვა პირთა დახმარებით, ან სხვა კონკრეტულ ფაქტორთა ზეგავლენით თავიდან აიცილებს მავნე შედეგს. მეორე სახის გაუფრთხილებლობითი ბრალის _ დაუდევრობის დროს კი ადამიანის სიკვდილის შესაძლებლობის საკითხი დამნაშავის წინაშე სულაც არ წარმოიშვება, თუმცა მას ევალებოდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა, რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა ასეთი შედეგი.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა გულისხმობს საყოველთაოდ სავალდებულო წესების თუ წინდახედულობის ნორმების დარღვევას, თანაც ამ დარღვევასა და სხვა პირის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს. ამასთან, პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის, თუ იგი ვალდებული იყო და შეეძლო გაეთვალისწინებინა მის მოქმედებასა და ადამიანის სიკვდილს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის განვითარების ძირითადი რგოლები მაინც. თუ არ არსებობს გათვალისწინების ასეთი შესაძლებლობა, იგი პასუხს არ აგებს დამდგარი შედეგისათვის. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საცალფეხო ბილიკით ტყის ფერდობზე, აღმართში ასვლისას, შ----- მ--–--ე შემთხვევით წაბორძიკდა და შეეჯახა დიდი მოცულობის ქვის ლოდს, რომელიც არ აღმოჩნდა მიწაში მყარად ჩამაგრებული, რის გამოც დაგორდა ციცაბო ფერდობზე და დაეჯახა იმავე საცალფეხო ბილიკზე შ----- მ--–--ის უკან მიმავალ ჟ--–---- ი------ეს. მართალია, შ----- მ--–--ის მოქმედებას შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რითაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, მაგრამ შ----- მ--–--ე პასუხს არ აგებს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის, ვინაიდან, მას არ შეეძლო გაეთვალისწინებინა მიზეზობრივი კავშირის ასეთი განვითარება და ამდენად, მის ქმედებაში არ არის დანაშაულის შემადგენლობა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გაუფრთხილებლობა ესაზღვრება შემთხვევას, რომელიც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შემთხვევის დროს პირი მოვალე არ არის და მას არ შეუძლია გაითვალისწინოს, რომ მის მოქმედებას შედეგად მოჰყვება დაზარალებულის სიკვდილი. მოცემულ შემთხვევაში შ----- მ--–--ე არ ითვალისწინებდა, რომ საცალფეხო ბილიკით ტყის ფერდობზე ასვლის დროს წაიბორძიკებდა და შეეჯახებოდა ქვის ლოდს, რომელიც დაგორდებოდა და დაეჯახებოდა ჟ--–---- ი------ეს, რაც გამოიწვევდა ამ უკანასკნელის სიკვდილს. მას არ შეეძლო გაეთვალისწინებინა ეს გარემოებანი და აქ ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომლისთვისაც შ----- მ--–--ე პასუხს არ აგებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ შ----- მ--–--ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განაჩენი შ----- მ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.შ----- მ--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ შ----- მ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას გ---–---- მ--–--ის (პ/ნ 6----------), თ----- მ--–--ის (პ/ნ 6----------), მ--–---- მ--–--ის (პ/ნ 6----------), შ--–--- მ--–--ის (პ/ნ 6----------) და ჯ--–--- მ--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ხ--–----------------------------–--------–---------------------------------------------------------------).

 

5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ცხვირსახოცი, ფლოსტები, ქალის თავსაფარი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი, შ----- მ--–--ის მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი, მ--- ვ-–-----ისგან და ნ------- მ--–--ისგან ამოღებული მობილური ტელეფონები და ჟ--–---- ი------ის ტანსაცმელი _ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო ქვის ლოდიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და ანაწმენდები, შ----- მ--–--ისგან ამოღებული სისხლის ნიმუში, ხელის თითების ანაწმენდები, სუნის ნიმუში და ჟ--–---- ი------ის თმის და ფრჩხილის ნიმუშები განადგურდეს.

 

6.გამართლებულ შ----- მ--–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/