განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
010210017002201264
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210017002201264

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-42-19 08 მაისი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------“ ი-----–- ჯ--------- შპს ,,ვ-------“ რ---- შ-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------ს“ სასარგებლოდ, ნარდობის ურთიერთობიდან წარმოშობილი ნაკლის გამოსწორებისთვის გაწეული ხარჯის-2500 ლარისა და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს-312,5 ლარის შპს ,,ვ-------“-სთვის, დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2014 წლის 29 მაისს, ა(ა)იპ „ა------------ ც--------“ და შპს „ვ-------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ვ-------მ“ იკისრა, ქ------–-----------–----–--------------------------–-----–-, სასათბურე კონსტრუქციის დამონტაჟების ვალდებულება. 2014 წლის 9 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მოსარჩელემ მიიღო შესრულებული სამუშაო. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სასათბურე კონსტრუქციის მდგრადობაზე ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა. 2017 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებული იყო კონსტრუქციის ნაწილი, კერძოდ, კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები. მოპასუხეს ეცნობა აღნიშნული ხარვეზის შესახებ და განემარტა, რომ ვალდებული იყო ხარვეზი აღმოეფხვრა 10 კალენდარული დღის ვადაში, რაც მოპასუხის მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე, რის გამოც მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო დაზიანების შეკეთება. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, ნაკლის გამოწორების მიზნით გაწეული ხარჯის 2500 ლარის და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს-312.5 ლარის ანაზაურება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზიანი არ იყო გამოწვეული მათი ბრალით. ზიანის მიზეზი გახდა დიდთოვლობის გამო, ადმინისტრაციის მხრიდან სათბურების უხვი ნალექისაგან დროული გაუწმენდობა. გარდა ამისა, კეხის ფანჯარა არ წარმოადგენდა კონსტრუქციის ნაწილს, ხოლო საგარანტიო ვადა ვრცელდებოდა, მხოლოდ სათბურის კონსტრუქციის მდგრადობაზე. მათ მიერ განხორციელებული ნაკეთობა იყო ნივთობრივად უნაკლო. შესრულებული სამუშაოს გადაცემის მომენტისათვის მათ, შემკვეთს წარუდგინეს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც მოსარჩელის მხრიდან დამატებითი შესრულების მოთხოვნას გამორიცხავდა. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია პროფილის გაღუნვა, ან რომ დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის მხრიდან სამუშაოს არაჯეროვანი/უხარისხო შესრულებით, რაც გამორიცხავდა, როგორც ზიანის თანხის, ისე პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ა(ა)იპ „ა------------ ც-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2014 წლის 29 მაისს, ა(ა)იპ „ა------------ ც--------“ და შპს „ვ-------ს“ შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N---------- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ------–-----------–----–--------------------------–-----–- მდებარე, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობისათვის სასათბურე კონსტრუქციების, მათ მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების შესყიდვა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და თანდართული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაბამისად (2.1. მუხლი); შესყიდვის ობიექტი მიღებულად ითვლებოდა, მხოლოდ საბოლოო შემოწმებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (5.1. მუხლი); შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე, მიმწოდებელს უნდა წარედგინა შესრულებული სამუშაოების მოცულობების აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე, მომწოდებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფდა სსიპ „ლ----------------–--------–-------------------------------–-----------“ მიერ, დოკუმენტაციის დადასტურებას (5.2. მუხლი); ხელშეკრულების საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მოცულობა და რაოდენობა უნდა დადასტურებულიყო ამავე ბიუროს საექსპერტო დასკვნით, ხოლო თუ დასკვნის თანახმად, ხელშეკრულების საგანი შეფასდებოდა როგორც წუნიანი, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა არ მოხდებოდა (5.3.-5.4. მუხლები); მიმწოდებელი ვალდებული იყო სასათბურე კონსტრუქციის მიწოდებისას წარედგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ფოლადის კონსტრუქციების სპეციფიკაცია (პასპორტი), სათბურების გადასახურ ფირზე და ფოლადის კონსტრუქციებზე გაცემული სერთიფიკატები (6.3. მუხლი); მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (მათ შორის საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების) შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით (9.1. მუხლი); 2.2. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, შპს „ვ-------ს“ მიერ მიწოდებული საქონლისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე გაიცა გარანტია შემდეგი პირობებით: 1. სათბურების კონსტრუქციის მდგრადობა, გალვანიზაცია და გამძლეობა-მინიმუმ 10 წელი; 2. სათბურების გადასახური ფირი-მინიმუმ 3 წელი; 3. სათბურების სარწყავი სისტემის სამუშაოები-მინიმუმ 5 წელი; 4. ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები-მინიმუმ 5 წელი; 5. სავენტილაციო სისტემა-მინიმუმ 3 წელი. საგარანტიო ვადის ათვლა იწყებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. 2.3. 2014 წლის 9 სექტემბერს, მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ა(ა)იპ "ა------------ ც-------ს" კონტროლის განმახორციელებელმა ჯგუფმა ჩაიბარა, ხოლო შპს „ვ-------მ“ ჩააბარა სათბურების მოწყობის სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, წარდგენილი იქნა სსიპ „ლ------------------–--------–-------------------------------–-----------“ დასკვნა (გაცემის თარიღი 08/09/2014წ), რომლის საფუძველზე შემკვეთის მიერ მიღებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. 2.4. კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის 2017 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ სათბურებში გამოსული იყო მწყობრიდან კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები. 2.5. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ დაზიანება არ შეხებია სათბურის მზიდ კონსტრუქციას, დაზიანდა კეხის ფანჯრის გაღება-დაკეტვის ფუნქცია, ფანჯრის სამაგრი პროფილების დაღუნვის შედეგად. 2.6. 2017 წლის 30 ოქტომბერს, შპს „დ------------------------“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებითა და 2017 წლის 17 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ დაზიანებული ნაწილები შეკეთდა. 2.7. საქმეში წარმოდგენილია ქ------–-----------–----–--------------------------–------ ტერიტორიაზე მდებარე, სანერგე მეურნეობაში სასათბურე კონსტრუქციების მოწყობაზე სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების ლოკალური რესურსული ხარჯთაღრიცხვა N1/1, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 1.6 მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის 1.2 გრაფაში კონსტრუქცია განმარტებულია, როგორც გალვალიზებული ფოლადის კარკასი (ქარისადმი მდგრადობა არანაკლებ 120 კმ/სთ) შემადგენელი კომპონენტების კედლის სისქე არანაკლებ 2 მმ. ამავე ხარჯთაღრიცხვის 1.3. გრაფაში ცალკე კომპონენტადაა მითითებული ავტომატური ფანჯრის სისტემა კეხზე-0.35 კვტ/სთ. 1.4 გრაფაში ცალკე კომპონენტადაა გამოტანილი გადასახური ფირი-2 წლიანი გარანტიით, 5 ფენოვანი 9 კომპონენტიანი 160 მიკრონიანი. ამავე ხარჯთაღრიცხვაში, ცალკეა მოცემული მათი სახარჯთაღრიცხვო თვითღირებულებაც. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-645-ე, 653-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდემ-შპს „ვ-------მ“ განახორციელა ქ------–-----------–----–--------------------------–-----–- მდებარე, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობისათვის სასათბურე კონსტრუქციების მონტაჟი, რაც შემკვეთის მიერ მიღებული იქნა სსიპ „ლ-----------------–--------–-------------------------------–------------ დასკვნის საფუძველზე, რაზედაც 2014 წლის 9 სექტემბერს შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი. სამუშაოების მიღებისას შემკვეთს რაიმე სახის პრეტენზია ნარდობის საგნის ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. 2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დამტკიცება, რომ სათბურის დაზიანებულ ნაწილზე ვრცელდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც, მენარდე ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ნარდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დამტკიცება, რომ სათბური დაზიანდა არასწორი ექსპლოატაციის შედეგად. 2.10. მოსარჩელე, სარჩელის დაკმაყოფილების მთავარ ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დაზიანებული დეტალები წარმოადგენდა სათბურის კონსტრუქციის ნაწილს, რომლის მდგრადობაზე, გალვანიზაციაზე და გამძლეობაზე მენარდის მიერ გაცემული იქნა 10 წლიანი გარანტია. კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის 2017 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმის თანახმად, სათბურებში დაზიანდა კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები. აღნიშნულ ოქმში არ იყო მითითებული, რომ დაზიანებული იქნა სათბურის ფოლადის კონსტრუქცია. მოსარჩელესა და შპს „დ--------------------“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებითაც, შეკეთებას დაექვემდებარა კეხის ფანჯარა. 2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ სათბურის შემადგენელი ელემენტების საგარანტიო ვადები მოცემულია თითოეული ელემენტის მიმართ ცალ-ცალკე. საგარანტიო ვადაში კეხის ფანჯარა ან მისი სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმი, მითითებული არაა. საგარანტიო შეთანხმების მიხედვით, 10 წლიანი ვადა გათვალისწინებული იყო გალვანიზებული ფოლადის მასალის მიმართ, რომელიც მდგრადობისა და სიმყარის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ არც ერთი დაზიანებული დეტალი არ წარმოადგენს გალვანიზებული ფოლადის კარკასის კონსტრუქციის ნაწილს და მხოლოდ კეხის ფანჯრის შემადგენელი დეტალებია, რომლებიც ექვემდებარება მოხსნას, გამოცვლას ან გაღუნული დეტალების გასწორებას. შესაბამისად, სადავო დეტალებთან მიმართებაში 10 წლიანი საგარანტიო ვადა შეუსაბამოდ ხანგრძლივია, ვინაიდან, ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მათ მიმართ არ არის მოთხოვნა ფოლადის მასალაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სათბურის დაზიანებული დეტალები არ წარმოადგენდა სათბურის კონსტრუქციის ნაწილს, მასზედ არ ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ სათბურის კეხი 2017 წლის სექტემბერში დაზიანდა და არა ზამთრის პერიოდში. 3.2. სასათბურე კონსტრუქციების მოწყობაზე სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების ლოკალური რესურსული ხარჯთაღრიცხვის №1/1 მთლიანად მოიცავდა სასათბურე კონსტრუქციების მოწყობას, მის შემადგენელ ნაწილებთან ერთად. ავტომატური ფანჯრის სისტემა კეხზე გულისხმობს, მხოლოდ 3600 ლარის ღირებულების 0,35 კვტ/სთ სიმძლავრის მქონე სპეციალურ ძრავს, რომლის მეშვეობითაც მოძრაობს კეხის მთლიანი კონსტრუქცია, გახსნა - დახურვის რეჟიმით. შპს ,,ვ-------ს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 10 წლიანი გარანტია ვრცელდებოდა სათბურის კონსტრუქციების მდგრადობაზე, გალვანიზაციაზე და გამძლეობაზე, ამიტომ გაურკვეველია, რატომ ვერ დადგინდა, რომ სათბურის კეხის ფანჯრის პროფილები წარმოადგენდა კონსტრუქციულ ნაწილს. 3.3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიღებული შეტყობინების მიღებიდან შეტყობინებაში მითითებულ ვადაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ან სრული მოცულობით აენაზღაურებინა, როგორც შესაბამისი, ასევე ხარვეზის შედეგად შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.7. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.8.-2.11. პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე, 643-ე, 653-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადასაწყვეტად თავდაპირველად შესაფასებელია დაზიანებული კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები წარმოადგენს თუ არა სასათბურე კონსტრუქციის ნაწილს, რომლის მდგრადობაზე ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა, ასევე რამ განაპირობა მექანიზმების დაზიანება. 4.4. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ასეთ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ დაზიანებული კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები წარმოადგენს სასათბურე კონსტრუქციის ნაწილს, რომელზედაც ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა და რომ მისი დაზიანება გამოწვეული იყო მექანიზმის უხარისხობით და არა არასწორი ექსპლოატაციით -მოსარჩელის მტკიცების ტვირთია. 4.5. სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიაჩნია, რომ დაზიანებული კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები არ წარმოადგენდა სასათბურე კონსტრუქციის ისეთ ნაწილს, რომელზეც მოპასუხემ იკისრა 10 წლიანი გარანტია, თუმცა ასეთი შეთანხმების არსებობის პირობებშიც კი მოსარჩელეს, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაედასტურებია, რომ ნაკეთობა დაზიანდა სათანადო ექსპლოატაციის პირობებში, ნივთის ნაკლიდან გამომდინარე. ვინაიდან, მოსარჩელეს დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოპასუხემ კი სადავო გახადა ეს ფაქტი, გამორიცხავს დაზიანების წარმოქმნაში მოპასუხის ბრალეულობას, ამ ნაკლის აღმოფხვრისათვის შემკვეთის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა(ა)იპ ,,ა------------ ც-------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე