განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
330100118002690913
ინსტანცია
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002690913

საქმე №1ბ/791-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ---------------–--ის

მსჯავრდებულის: ი----------–---–ის

ადვოკატის: გ---–-----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის, ასევე ,მსჯავრდებულ ი----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) მსჯავრდებულ ი-----------------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------–------------–------------------------------------------------------–--------------------–---------------–------------–---------------------------------------------–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 19:54 საათზე, ქ-------–---------------–------------–-------------------------------------------- ი----------–---–მა მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ--------–-–--ს დას ა------–-–--ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე ხელი დიდი ძალით მოჰკიდა ხელებში, რამდენჯერმე შეაჯანჯღარა და შემდეგ ხელი ჰკრა, რამაც დაზარალებულ ა------–-–--ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით:

 

ი----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა, ასევე მსჯავრდებულმა ი----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ---–-----------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ი----------–---–ისათვის დანიშნუული სასჯელის გამკაცრების თვლასაზრისით. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ი----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებულმა ი----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ---–-----------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი----------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ი----------–---–ის ქმედების მიზანი ა------–-–--სთვის ტკივილის მიყენება კი არა მისი გზიდან ჩამოშორება იყო. შეუძლბელია მაჯაში ხელის მოკიდებით ა------–-–--ს განეცადა იმწუთიერი ტკივილი, მითუმეტეს რომ მას არანაირი კვალი ან დაზიანება აღნიშნულის შემდეგ არ მიუღია. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეშვიდე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, - დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი ი----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

დაზარალებულ ა------–-–--ს ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი----------–---–ი არის მისი დის-ნ--------–-–--ს ქმარი. 2018 წლის 17 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მათ შორის წარმოშობილი კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. კერძოდ, ი----------–---–მა მთელი ძალით ხელი ჩაჭიდა მკლავებში, ხელი ჰკრა და მიაჯახა კედელს. მიუხედავად იმისა, რომ ი----------–---–ის ქმედებით მას (დაზარალებულს) დაზიანება არ მიუღია განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა - გ---------------მ დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ბრალდებული, დაზარალებული, ი----------–---–ის მეუღლე - ნ--------–-–-- და მათი მეზობელი. დაზარალებულმა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ი----------–---–მა მასზე განახორციელა ძალადობა. სამედიცინო ექსპერტიზა არ დაუნიშნავს, რადგან რაიმე სახის დაზიანება ა------–-–--ს არ აღენიშნებოდა.

 

ი----------–---–მა განმარტა, რომ მას ფიზიკური ძალადობის განზრახვა არ ჰქონია.

 

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მხარეებს მიერ ცნობილი იქნა უდავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტის თანახმად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის. სწორედ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ა------–-–--მ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ი----------–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ი----------–---–ს ა------–-–--სთვის ტკივილის მიყენების განზრახვა არ ჰქონია და მისი ქმედება მხოლოდ ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება რა აპელანტების აღნიშნულ მსჯელობას მიუთითებს, რომ იმისათვის რათა პირის ქმედება განზრახვად, მათ შორის პირდაპირ განზრახვად ჩაითვალოს, არ არის აუცილებელი პირის სურვილი, მნიშვნელოვანია რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონოდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც ცალსახაა მისი მხრიდან და უნდა გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობა. როგორც თავად დაზარლებული, ისე მსჯავრდებული და შემთხვევის შემსწრე ნ--------–-–-- არ უარყოფენ, რომ ი----------–---–მა მთელი ძალით ხელი ჩაჭიდა მკლავებში, ხელი ჰკრა დაზარალებულს და მიაჯახა კედელს. აღნიშნული ქმედების განხორციელების დროს თუნდაც არ ჰქონოდა მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების განზრახვა, უნდა გაეთვალისწინებინა შედეგის დადგომის, - ფიზიკური ტკივილის მიყენების გარდაუვალობა.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ი----------–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის, ასევე მსჯავრდებულ ი----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–-----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი ი----------–---–ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ი----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განაჩენი ი----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ ი----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი