განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
110100118002271746
ინსტანცია
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002271746

საქმე N1/ბ-513-2018წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის- ვ------- ნ------ის,ადვოკატის - ა-–---------- თ-----–-–---–ის,მსჯავრდებულის - თ-------- შ------–--ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------- მ--–----ის ძე შ------–--ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 2----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: თერჯოლის რაიონი, სოფელი თ-----;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ-------- შ------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1---------ს, დაახლოებით 21:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული თ-------- შ------–--ე და ჯერჯერობით გამოძიებით დაუდგენელი მისი თანამზრახველი, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით თავს დაესხნენ თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში მდებარე, მ----- შ------–--ის საცხოვრებელ სახლს, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მისი დედა ჟ--–---- ც---–---ე. თ-------- შ------–--ე და მისი თანამზრახველი 40 წუთის განმავლობაში ცემდნენ მ----- შ------–--ეს, ბლაგვ საგანს ურტყამდნენ თავის არეში, ხელის ფრჩხილებში ურჭობდნენ ნემსებს და ითხოვდნენ ფულს. ამ დროს სახლში დაბრუნდა მ----- შ------–--ის და - ლ------ შ------–--ე, რომელსაც, ასევე, თავდამსხმელებმა დაუწყეს ცემა და არ მისცეს სახლში შესვლის შესაძლებლობა. ამით ისარგებლა მ----- შ------–--ემ და გადახტა ოთახში არსებული ფანჯრიდან ეზოში, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თ-------- შ------–--ემ და მისმა თანამზრახველმა, განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, შ------–--ეების ოჯახიდან გაიტაცეს თანხა 280 ლარისა და 180 აშშ დოლარის ოდენობით, 350 ლარად ღირებული ორლულ--ნი სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები. საერთო ჯამში კი დაზარალებულებს მიადგათ 6910 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით თ-------- შ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული თ-------- შ------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

მსჯავრდებულს მის მიერ გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ, დაუსაბუთებლად და უსამართლოდ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შემოწმება მათი უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით. სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად მტკიცებულებად მოჰყავს დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები, რომლებსაც მსჯავრდებულის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ კონკრეტული, უტყუარი და დამადასტურებელი გარემოებები და ფაქტები არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის არ მიუწოდებია. დაზარალებულ ლ------ შ------–--ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას შორის არის არსებითი სხვაობა, მისი ჩვენება განაჩენში დამახინჯებული, შეცვლ--–- და შესწორებული სახითაა წარმოდგენილი. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ მ----- შ------–--ის ჩვენება ვერ გამოდგება თ-------- შ------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ისევე, როგორც ვერ გამოდგება მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეების ჩვენებები.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გამომძიებელ ზ------ ფ-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - მ--–---- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა არსებითი დარღვევებით, არასწორია ზ------ ფ-------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ასევე შეუძლებელ-- გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დადებოდა 2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რადგან 2017 წლის 18-19 იანვარს გამომძიებელ გ--–- მ-------ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელებულ-- კანონის უხეში დარღვევით და იგი დაუშვებელი მტკიცებულებაა. ასევე კანონის დარღვევითაა შედგენილი დათვალიერების ოქმი. ანალოგიურად კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევითაა ჩატარებული 2017 წლის 19 იანვარს გამომძიებელ გ--–- წ-----–-–---–ის მიერ შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება. შეუძელებელ-- გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დადებოდა 2017 წლის 22 იანვარს გამომძიებელ თ------ გ---–--–-–---–ის მიერ მ--–---- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ქურთუკი, არ მომხდარა აღნიშნული ქურთუკის დათვალიერება, არც გამომძიებელს და არც პოლიციის თანამშრომლებს ხელებზე ხელთათმანები არ ეკეთათ. თ-------- შ------–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, პირიქით, აღნიშნული დასკვნით დასტურდება მსჯავრდებულის ჩვენების ის ნაწილი, რომ მას პოლიციის თანამშრომელმა ზ. ფ-------ემ თმები ამოაცალა.

 

აპელანტის მოსაზრებით ადვოკატს და მსჯავრდებულს ბრალდების მხარემ არ გააცნო საქმეზე დართული საგნები და ნივთები.

 

მსჯავრდებულ თ. შ------–--ეს მიაჩნია, რომ დეტალურად უნდა გამოკვლეულიყო 2018 წლის 5 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელშიც ასახულ-- ინფორმაცია სატელეფონო ანძების შესახებ.

 

გამომძიებლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა გამოძების ეტაპზე სავარაუდოდ გააყალბეს სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული მტკიცებულებები, გამოძიება მიმდინარეობდა ისე, რომ არაფრად ჩააგდეს ბრალდებულის უფლებები.

 

გარდა ამისა, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ განაჩენი ვერ დაასაბუთა კვალიფიკაციის ნაწილშიც, ყაჩაღობა მოხდა დამხმარე ნაგებობაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულების სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში უძრავი ქონება არ ირიცხება, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, ცხადია, რომ ბინა, სახლი ყაჩაღობის ადგილს არ წარმოადგენდა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილოებით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ფაქტი, რომ თ-------- შ------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ-------- შ------–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ა-–---------- თ-----–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორს ვ------- ნ------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ-------- შ------–--ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ-------- შ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ------ შ------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 18 იანვარს გავიდა შვებულებაში და წავიდა სოფელ ვ------------ში, დედასთან და ძმასთან, მისახმარებლად. დილით, ძმა - მ----- შ------–--ე ს-------ს ბაზარში ნახა, სადაც ივაჭრეს სახლისთვის და შემდეგ წავიდნენ სახლში. სახლში მისულებმა შეასრულეს სახლის სამუშაოები და საღამოს, დაღლ--–- მ----- შ------–--ე წამოწვა საწოლზე და უთხრა, რომ დაღლ--–- იყო, დაისვენებდა და საინფორმაციოს უყურებდა. თავად ლ------ კი, წავიდა მეზობელ ე----- კ--------ესთან სერიალ „ქ--------ს“ საყურებლად, დაახლოებით 20:30 საათზე. როდესაც სერიალი დამთავრდა, დაახლოებით 22:00 საათზე, დაბრუნდა სახლში. სახლის კიბეებზე ასულმა, გაიგონა „ბურდღუნის“ ხმა, რა დროსაც დაიძახა მ-----მა „დაია მოხვედი“. აღნიშნულზე, ოთახიდან გამოვარდა ორი ყაჩაღი, რომლებმაც დაუწყეს უმოწყალო ცემა, კერძოდ, ურტყამდნენ თავისა და სხეულის არეში, ხელებს, „აბრეზებს“, ფეხებს. ერთი ყაჩაღი შეეშვა მას, შევიდა სახლში და მ-----ს ჩაარტყა თავში „აბრეზი“, შემდეგ გავიდა უკან და ისევ დაუწყეს ცემა. როდესაც აივანზე მხოლოდ ერთ თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის, რა დროსაც ყველის ჩასაწყობი ჭურჭელი, რომელიც იდო აივანზე დაარტყა, რა დროსაც თავდამსხმელი მიეჯახა მაცივარს. ასევე, დაარტყმევინა მაცივარზე თავი. წინააღმდეგობის გაწევისას, ასევე, უკბინა ხელის თითზე. მისი ცემის დროს, ძმამ - მ----- შ------–--ემ გაითავისუფლა შეკრული ხელ-ფეხი და ფანჯრიდან გადახტა გარეთ. ფანჯრების გაღებისას, გაისმა ძლიერი მტვრევის ხმა, იფიქრა, რომ ჭერი ჩამოინგრა ანდა კიდევ თავდამსხმელები დაესხნენ თავს. როდესაც ყაჩაღები წავიდნენ, ძალ--ნ ცუდ მდგომარეობაში მყოფი, ცდილობდა ადგომას, თუმცა ვერ დგებოდა და ეცემოდა ღონგამოცლ--–-. თვალებიდან ვერ იხედებოდა, ვინაიდან დასიებული ჰქონდა. როდესაც ცოტათი გაუარა დასიებამ, ცალი თვალით გამოიხედა, მიხვდა, რომ დაბრმავებული არ იყო და ფორთხვით შეეცადა გარეთ გასვლას და დასახმარებლად მეზობლის მოხმობას. გადავიდა ე----- კ--------ესთან და უხმო საშველად, უთხრა, რომ ძმა მოუკლეს. აღნიშნულზე, შეიკრიბნენ მეზობლები და საუბარში გაიგო მ-----ის ხმა, რომელიც ცოცხალი იყო. ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ნაცემებს, გაუწიეს დახმარება, გაუკეთეს გამაყუჩებლები, ვინაიდან იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, აწუხებდათ ტკივილები. ,,სასწრაფოს’’ მიერ მ-----ი და ლ------ გადაყვანილი იქნა თერჯოლის საავადმყოფოში, სადაც მ-----ს გაეწია დახმარება, ხოლო თვითონ ლ------ გადაყვანილი იქნა ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში, საიდანაც გამოწერეს მეორე დღეს.

 

დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღების მიერ მისი სახლიდან წაღებული იქნა დედამისის კუთვნილი ოქროულობა - ბაჯაღლოს ბეჭედი და ოქროს, ე.წ. „ბოჭკა“ ბეჭედი, მისი კუთვნილი 30 გრამიანი გრეხილი ცეფი, ცეფი სამ გრამიანი, ღვთისმშობლის მედალიონი, 15 გრამიანი, ძველებური ოქროს ბეჭედი 3 გრამამდე, “583 პრობი”, მისი ძმის კუთვნილი სანადირო თოფი, თანხა 180 აშშ დოლარი და 280 ლარი. საფულე, რომელიც იდო დედამისის საწოლთან და რომელშიც მოთავსებული ჰქონდა პირადობის მოწმობა, ფეროს საშვი, დედამისის პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათი და სახლის გასაღები. საერთო ჯამში, ყაჩაღობის შედეგად მიადგათ 6910 ლარის ზიანი. მისივე განმარტებით, თავდამსხმელებიდან ერთი იყო მაღალი და სუსტი, მეორე კი საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 175 სმ სიმაღლის. მაღალს, რომელიც მას თავზე ადგა, ეცვა შავი ტყავის ქურთუკი და ეკეთა შავი ხელთათმანი, ასევე სახეზე ეკეთა შავის ფერის ქუდი, თვალებზე ამოჭრილი, ე.წ. „ნიღაბი“. სწორედ მას უკბინა ხელის თითზე წინააღმდეგობის გაწევისას. ასევე, როდესაც თავი მიარტყმევინა მაცივარზე, სწორედ მას გადაუვარდა თვალი და ჩამოეფარა ნიღაბი. თავდასხმის შემდეგ, ის და მისი ძმა დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ, თავად კი დღემდე მკურნალობს, ვინაიდან იყო ძალ--ნ ნაცემი და დღემდე, სიცხესა თუ სიცივეში, სახის არეში აწუხებს ტკივილები.

 

მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ----- შ------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1---------ს, დილით, ადრიანად იყო ბაზარში, სადაც ასევე, მივიდა მისი და - ლ------ შ------–--ე. ერთად დაბრუნდნენ სახლში და მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ საოჯახო საქმეებს. საღამოს საათებში, დაღლ--–- წამოწვა საწოლზე და უყურებდა ტელევიზორს, ხოლო ლ------ გადავიდა მეზობელთან სერიალის საყურებლად. წამოწოლილს, ჩაეძინა. რამდენიმე ხანში გააღვიძა ძლიერმა დარტყმამ, რა დროსაც გადავარდა საწოლიდან. როდესაც თვალი გაახილა, დაინახა ორი პირი, თავდამსხმელები, რომლებმაც შეუკრეს ხელ-ფეხი და დაუწყეს ცემა ხელებით, ფეხებით და „აბრეზებით“, ასევე ხელის თითებში უყრიდნენ „შპრიცებს“, თხოვდნენ ფულს. მისი მითითებით, დედამისმა თავდამსხმელებს მისცა ორი ცალი ბეჭედი, ერთი ბაჯაღლოს, ხოლო მეორე ოქროს, ე.წ. „ბოჭკა ბეჭედი“. როდესაც თავდამსხმელები იმყოფებოდნენ მასთან, სახლში მივიდა და - ლ------ შ------–--ე, რა დროსაც დაიძახა „დაია მოხვედი“. აღნიშნულზე, ყაჩაღები გავიდნენ გარეთ და ლ------ს დაუწყეს ცემა. ამ დროს, ერთი თავდამსხმელი შებრუნდა უკან სახლში და სასიკვდილოდ, ძლიერად ჩაარტყა „აბრეზი“ კეფის არეში, რა დროსაც გახდა ცუდად. როდესაც თავდამსხმელი გავიდა უკან, აივანზე, ლ------სთან, იხელთა დრო, გაითავისუფლა ხელ-ფეხი, გაანგრია ფანჯარა და გადახტა გარეთ. მივიდა ნათლიმამასთან გ-- გ--------ესთან და სთხოვა დახმარება, გამოეძახა სასწრაფო. უნდოდა უკან დაბრუნება, ეგონა, რომ დედა მოუკლეს, რა დროსაც გაიგონა ლ------ს ხმა, რომელიც იძახდა ძმა მომიკლესო. მათთან სახლში მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. გაუწიეს დახმარება, გაუკეთეს გამაყუჩებლები და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება.

 

დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღობის შედეგად სახლიდან წაღებული იყო დედამისის კუთვნილი ორი ცალი ბეჭედი, ერთი ბაჯაღლო, ხოლო მეორე ოქრო ე.წ. „ბოჭკა ბეჭედი“. მისი დის კუთვნილი ოქროს ნივთები (ზუსტად რა ნივთები არ იცის), ფული 180 აშშ დოლარი, 280 ლარი. მისი კუთვნილი ორლულ--ნი სანადირო თოფი, ასევე, ლ------ს საფულე, რომელშიც სხვადასხვა ნივთებთან ერთად მოთავსებული იყო ლ------ს და დედამისის პირადობის მოწმობები, საპენსიო ბარათი და გასაღები. საერთო ჯამში მიადგათ 6910 ლარის ზიანი. მისივე განმარტებით, მეორე დღეს, 19 იანვარს, გამომძიებლებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დამატებით დათვალიერებაში, რა დროსაც, სახლიდან მოშორებით ნანახი და ამოღებული იქნა ქუდი, ე.წ. „ნიღაბი“, რომელსაც თვალები ამოჭრილი ჰქონდა. შესაბამისი ოქმი დადასტურებული აქვს ხელის მოწერით. ნიღაბს არავინ მიჰკარებია ექსპერტების გარდა. სწორედ მათ მოახდინეს ნიღაბის დასურათება, აიღეს და მოათავსეს პაკეტში.

 

მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ჟ--–---- ც---–---ემ განმარტა, რომ 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ხოლო შვილი მ----- შ------–--ე, დილითვე, ადრიანად წავიდა ბაზარში. როდესაც მ-----ი დაბრუნდა, მალევე მას მიჰყვა ლ------ შ------–--ე, რომელიც შვებულებაში გავიდა, მ-----ისთვის მოსახმარებლად. მ-----იმ საოჯახო საქმეები გააკეთა, რის გამოც დაღლ--–- იყო და საღამოს წამოწვა, ხოლო ლ------ს უთხრა მწვანილი გადაეტანა ე-----თან. მ-----ი თავის საწოლზე იწვა, ხოლო თვითონ თავისზე, აღმოსავლეთ მხარეს. ორივეს ჩაეძინათ. ჩაძინებულზე, ჩაესმა ყვირილის ხმა, „დედა მიშველე, დედა მკლავენ“. როდესაც თვალი გაახილა, დაინახა, რომ მ-----ი იატაკზე იყო გადმოგდებული. ორი თავდამსხმელი იყო ჩანთით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდათ თოფები და რომლებიც ითხოვდნენ ბევრ ფულს. როდესაც ვერ ნახეს ფული, მ-----ს შეუკრეს ხელ-ფეხი და დაუწყეს ცემა. ბალიშის ქვემოდან, სადაც შენახული ჰქონდა ოქრო, თავდამსხმელმა აიღო ოქრო, ასევე, აიღო ლ------ს კუთვნილი ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ფული, ოქრო, საბუთები და გასაღები. ასევე, წაიღეს მ-----ის კუთვნილი ორლულ--ნი თოფი. გაჭრეს მუთაქები, რადგან ეძებდნენ ფულს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა უთხრა ნუ ეშინოდა, ხმა არ ამოეღო და არ მოკლავდნენ. რამდენიმე ხანში, სახლში მივიდა ლ------, რომელსაც მ-----იმ საშველად უხმო. აღნიშნულზე, თავდამსხმელები გავიდნენ გარეთ და ლ------ს დაუწყეს ცემა. თავად არ დაუნახავს ცემის ფაქტი, თუმცა ესმოდა ლ------ს ხმა, „დედა მიშველე, მიშველეთ, მკლავენ, ნუ მომკლავთ, აგერაა ყველაფერი და წაიღეთ“. სანამ თავდამსხმელები ლ------ს ცემდნენ, მ-----მა იხელთა დრო, გაითავისუფლა ხელ-ფეხი, წამოდგა, დახტა მაგიდაზე, გაანგრია ფანჯარა და გადახტა გარეთ. ფანჯრები მიეხეთქა ბეტონის კედლებს, რამაც გამოიწვია ძლიერი - მეხის გავარდნის ხმა, რაზეც შეშინდნენ თავდამსხმელები და გაიქცნენ.

 

დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და მათი სახე არ დაუნახავს. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. სასწრაფომ წაიყვანა მ-----ი და ლ------. მისულმა პოლიციელებმა უთხრეს, რომ აღწერა უნდა გაეკეთებინათ, რასაც იგი დასთანხმდა. როდესაც პოლიციელები იქ იყვნენ, ადგა ფეხზე და ნახა კედლებზე არსებული სისხლი. სისხლის ლაქები, ასევე, იყო ოთახის შუაგულშიც. დაზარალებულის განმარტებით, პოლიციელებმა მას ყველაფერი გააცნეს, როგორც წესი იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა---------– გ--------ის განმარტებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, მ----- და ლ------ შ------–--ეების მეზობლად. 2017 წლის 1---------ს, საღამოს საათებში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა მ----- შ------–--ე, რომელიც იყო ცუდ მდგომარეობაში, ნაცემი და სთხოვა დახმარება. უთხრა, რომ თავს დაესხა ორი ყაჩაღი, რომლებმაც სცემეს, აწამეს, თითებში ნემსები გაუყარეს. მისი და - ლ------ ყავდათ სახლში დატოვებული და იმას აწამებდნენ. როდესაც ყაჩაღები ლ------ს სცემდნენ, იხელთა დრო და გაიქცა. ა.გ--------ემ დარეკა 112- ში და ითხოვა დამხარება. რამდენიმე ხანში, ასევე გაიგო ლ------ს ხმა (რომელიც ასევე ცუდად გამოიყურებოდა), რომელმაც თქვა, რომ ჟ--–---- ც---–---ე დარჩა ყაჩაღებთან. აღნიშნულზე, მ-----ი წავიდა დედის დასახმარებლად. მოწმის განმარტებით, როგორც მ----- შ------–--ისგან იცის, ყაჩაღი ორი იყო, მათ ჰქონდათ ე.წ. „აბრეზები“ და სახეზე “მასკები“ ეკეთათ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე----- კ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში. 2017 წლის 1---------ს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში და ლ------ შ------–--ესთან ერთად უყურა სერიალს, რომელიც დაიყო 21:00 საათზე და დამთავრდა 22:00 საათზე. დასრულების შემდეგ, ლ------ წავიდა სახლში, თუმცა დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა უკან და შველას ითხოვდა, „მაყაჩაღებენო“, იყო ნაცემი, დასიებული სახით, სისხლ--ნი, ფეხზე ვერ დგებოდა. მოწმის განმარტებით, ლ------მ მას უთხრა, რომ მ-----ი იყო დარჩენილი ყაჩაღებთან, „ძმას მიკლავენ და გამოდით, მიშველეთო“. აღნიშნულზე, ე.კ--------ე, დასახმარებლად წავიდა ა----- გ--------ის სახლში, სადაც მას დახვდა მ----- შ------–--ე, ნაცემი, აკანკალებული და ფეხშიშველი. როგორც გაიგო, როდესაც თავდამსხმელები ლ------ს სცემდნენ, მ-----იმ გაითავისუფლა (აიწყვიტა) ხელები, უკანა ფანჯრიდან გადახტა და მივიდა ა.გ--------ესთან. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ------ საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა და მას ნემსებს უკეთებდა, უთხრა, რომ ერთი თავდამსხმელი მაღალი იყო, ხოლო მეორე დაბალი და ერთ-ერთს თვალი სტკიოდა. როდესაც თავი მაცივარზე მიარტყმევინა, „თვალი გადაუვარდა და ქუდი ჩამოეფარა“. ასევე, ერთერთ თავდამსხმელს უკბინა თითზე. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ------მ მას აღნიშნული მოუყვა, უკვე დაკითხული იყო და შესაბამისად, გამოძიებაში ამ განმარტებას ვეღარ გააკეთებდა. გამოძიებაში კი, მხოლოდ ერთხელ აქვს მიცემული ჩვენება.

 

მოწმის სახით დაკითხულ ბ---- ბ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, მ----- და ლ------ შ------–--ეების მეზობლად. 2017 წლის 1---------ს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 23:00 საათისათვის, მას ტელეფონზე დაურეკა მეზობელმა ა----- გ--------ემ და უთხრა, რომ მ----- შ------–--ე იყო დაყაჩაღებული. ის დახვდა სკოლასთან ,,სასწრაფოს’’ მანქანას და მიიყვანა შ------–--ეების სახლში, სადაც ნახა ნაცემი ლ------ და მ----- შ------–--ეები. მოწმის განმარტებით, იცის, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული იქნა ოქროს ნივთები. ასევე, მ-----ისგან იცის, რომ ნიღაბი, მინდორზე, ქვევით მხარეს იქნა ნანახი პოლიციის მიერ. მისივე განმარტებით, სადაც ნიღაბი იქნა ნანახი, იმ გზით თ--------ს სახლამდე მისვლას, დაახლოებით 20-25 წუთი უნდა ფეხით, ხოლო ბიძამისის (თ--------ს ბიძა) - გ------- გ--------ის სახლამდე კი, 30 წუთი. მოწმის განმარტებით, როგორც ლ------სგან იცის, მ-----ი სახლში, შიგნით ყავდათ ყაჩაღებს. როდესაც მივიდა მეზობლისგან, ხმაური არ ყოფილა. შეაღო კარები და შეეჩეხა პირდაპირ ყაჩაღებს. ლ------ს ყაჩაღები გარეთ გამოყვნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ. ამ დროს მ-----იმ იხელთა დრო და ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. მ-----ი რომ გაიცა, მერე ყაჩაღებმა ლ------ც მიატოვეს და გაიქცნენ. მ-----ისგან იცის, რომ ყაჩაღებიდან, ერთი მაღალი იყო და მეორე დაბალი, ბიჭები იყვნენ. მ-----ს ეძინა საწოლზე, როდესაც თავზე დაადგნენ. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, რომელიც თვალებზე იყო ამოჭრილი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ხ------- თ--------ის ჩვენებით იგი არის ლ------ და მ----- შ------–--ეების დისშვილი. 2017 წლის 18 იანვარს, იმყოფებოდა სახლში, სოფელ დიმში, რა დროსაც, დაახლოებით 22:30 საათზე ტელეფონზე დაურეკა ლ------მ და უთხრა, რომ დააყაჩაღეს და ჩასულიყო. როდესაც ჩავიდა სოფელ თ----ში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფოს მანქანა იყო. ცდილობდა სახლში შესვლას, თუმცა არ მისცეს ამის უფლება. რამდენიმე ხანში მ-----ი და ლ------ წაიყვანა სასწრაფომ. გამოსვლისას დაინახა ისინი, რომლებიც ნაცემები და დაზიანებულები იყვნენ. როდესაც პოლიცია მორჩა ადგილზე სამუშაოების შესრულებას, მხოლოდ შემდეგ მისცეს ოთახში, ბებიასთან შესვლის უფლება, რომელიც აღელვებული, შეშინებული და ცუდ მდგომარეობაში იყო. უთხრა, რომ ყაჩაღები ბალიშს ადებდნენ თავზე, ეუბნებოდნენ გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდნენ. ვინაიდან ბებია მარტო იყო, დარჩა მასთან და შეკითხვები არ დაუსვამს მისთვის. მეორე დღეს, დილით, დაინახა უცხო პირი, რომელიც მიდიოდა ს-------ს მიმართულებით, მინდორზე, ჯიბეებში ხელჩაწყობილი. აღნიშნულის შესახებ მოახსენა პოლიციელებს, რომლებიც მეორე დღეს მივიდნენ მათთან სახლში. მ----- შ------–--ე, მეორე დღეს, დილით, დაბრუნდა სახლში, ხოლო ლ------ - საღამოს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- შ------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, ლ------ და მ----- შ------–--ეების მეზობლად. 2017 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სახლში, აკეთებდა საოჯახო საქმეებს. დილის საათებში, მასთან მივიდნენ მ--–---- და თ-------- შ------–--ეები, და „მ-----“. სთხოვეს საქონლის აწონვა, რასაც დათანხმდა. საქონლის აწონვის დროს, მ--–----მა უთხრა, რომ „მ-----ის ოჯახი დაუყაჩაღებიათ და რამე ხო არ იციო“, რაზეც უარით უპასუხა, ვინაიდან არაფერი იცოდა. მოწმის განმარტებით, არც დაკვირვებია თ--------ს ხელზე ბინტი ან რამე დაზიანება თუ ჰქონდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ--- გ--------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა გ--–- ჭ----------სთან პირუტყვის შესაძენად, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ თანხაზე და არ იყიდა. აღნიშნულის შემდეგ მივიდა მ--–---- შ------–--ის ოჯახში, ვინაიდან იცოდა, რომ ისიც ახდენდა პირუტყვის რეალიზაციას. მ--–----თან და თ--------სთან ერთად მივიდა ლ-–- შ------–--ის ოჯახში პირუტყვის ასაწონად, სადაც თქვა, რომ მ----- შ------–--ე იყო დაყაჩაღებული, აღნიშნულის შესახებ კი თავად გაიგო გ--–- ჭ----------სგან. პირუტყვის აწონვის შემდეგ, შ------–--ეებს გადასცა შეთანხმებული თანხა, 2000 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, მას თ--------ს ხელზე ან სახეზე დაზიანება არ შეუმჩნევია, თ-------- ჩვეულებრივად იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჩ-------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 19 იანვარს, გ--- გ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა გ--–- ჭ----------სთან პირუტყვის შესაძენად, თუმცა ვინაიდან ვერ შეთანხმდნენ თანხაზე, აღარ იყიდეს. აღნიშნულის შემდეგ გაიარეს თ--------ს ოჯახში და შეიძინეს ორი სული პირუტყვი, რომელიც აწონეს ლ-–- შ------–--ის ოჯახში. იქ ყოფნის დროს, მან და გ---მ თქვეს მ----- შ------–--ის დაყაჩაღების შესახებ, რომელიც თავის მხრივ გაიგეს გ--–- ჭ----------სგან. ორ სულ პირუტყვში, აწონვის შემდეგ გადაიხადეს 2000 ლარი. მოწმის განმარტებით, მას ყურადღება არ მიუქცევია თ--------ს ემჩნეოდა თუ არა ნაიარევი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ---------ემ განმარტა, რომ არის თ-------- შ------–--ის მეგობარი და დაახლოებით 3 წელ-- იცნობს მას. დაახლოებით 2016 წლის ნ---მბერში, თ--------ს თხოვნით აიღო ორი ონლაინ სესხი, თითო 250 ლარის ოდენობით. ასევე, იმავე თვეში, საუბარი ჰქონდათ ოქრომჭედელთან დაკავშირებით, კერძოდ თ--------მ ჰკითხა იცნობდა თუ არა ვინმე ოქრომჭედელს, ვინაიდან შესაძლოა დასჭირვებოდა. იმავე წლის დეკემბრის თვეში, თ--------ს ნათესავ ლ-–- ბ-------ესთან შეხვდა, სადაც თ--------მ მას გადასცა ერთი ონლაინ სესხის დასაფარი, ხოლო მეორე ონლაინ სესხის გადასავადებელი თანხები. ასევე, იქვე ისაუბრეს ოქრომჭედელზე და ოქროს გადასადნობ ე.წ. „პრიმუსის“ შეძენაზე და ოქროს გადადნობაზე ე.წ. „პრიმუსით“. 2017 წლის იანვარში, ვინაიდან მეორე სესხს უწევდა დაფარვა, „ფეისბუქ“ გვერდით შეეხმიანა თ--------ს და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, 19 იანვარს გ.კ---------ე იქნებოდა ზესტაფონში, მანქანის გასაკეთებლად და იქ გადასცემდა თანხას. მართლაც, დანიშნულ დღეს შეხვდა თ--------ს ქ.ზესტაფონში, რა დროსაც მას გადასცა თანხა 170 აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმდნენ, რომ ზედმეტ თანხას უკან დაუბრუნებდა. მართლაც, მეორე დღეს, სამსახურში მიაკითხა თ--------მ და გადასცა ზედმეტად მორჩენილი თანხა. აღნიშნულის შემდეგ, მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია. ასევე, მისი თანხმობით ამოიღეს მინაწერები და ჩამოართვეს თანხა, რაც ჰქონდა.

 

პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 22 იანვარს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულ-- 1) „როგორც მივხვდი, მას იმ დროისათვის ოქრო არ ჰქონდა და როდესაც ექნებოდა მაშინ დასჭირდებოდა ოქრომჭედელი“; 2) „მიპასუხა, რომ ურჩევნოდა ერთ ოქრომჭედელთან ჰქონოდა კავშირი, რადგან პერიოდულად დასჭირდებოდა მასთან გადამდნარი ოქროს ჩაბარება“; 3) „კიდევ ჰქონდა თანხა, რადგან რამოდენიმე ოცლარიანი დავინახე, დოლარი იყო თუ არა არ შემიმჩნევია, როგორც ჩანს ლარი არ ყოფნიდა და მაგიტომ მომცა დოლარი დასახურდავებლად“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები. მოწმის განმარტებითვე, 2016 წლის ზაფხულში, მას თ-------- შ------–--ემ ასესხა თანხა 900 აშშ დოლარის ოდენობით. თ-------- აგროვებდა მოტოციკლეტისთვის თანხას. მისივე განმარტებით, როდესაც თ--------ს მისი ვალი ჰქონდა, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ ხელფასი რომ ვერ აეღო დროზე, დოლარი ჰქონდა და იმით გაისტუმრებდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, ბაზრის წინ მდებარე პროფილაქტიკაში. გ------- კ---------ე ეკუთვნის მამიდაშვილად. 2017 წლის 19 იანვარს, გ.კ---------ემ მასთან შეაკეთა ავტომანქანა „ჰონდა“. ვინაიდან თვითონ აკეთებდა მანქანას, გ-------სთან მისული ვინმე, არ დაუნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ბ--–-------ემ განაცხადა, რომ 2014 წლიდან, 2018 წლამდე მუშაობდა თერჯოლის მერის წარმომადგენლად ზედა ს-------ში. 2018 წლის 3 იანვარს, გამომძიებელ გ.მ-------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, რა დროსაც გაზომილი იქნა მანძილი, გ------- გ--------ის სახლიდან, დაზარალებულების სახლამდე, მოკლე გზით და შემდეგ, დაზარალებულების სახლიდან, გ------- გ--------ის სახლამდე, გრძელი გზით. აღნიშნულის თაობაზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---–- დ----ემ განმარტა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. სამმართველოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ გ.მ-------ესთან და ზ.ა----–--ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გ.გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთლულ--ნი თოფი და მობილური ტელეფონი. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ გ.გ--------ე, რომელსაც გამომძიებელმა გ.მ-------ემ გააცნო მისი უფლება-მოვალეობები, დადგენილება და გ.გ--------ის თანხმობით ჩატარებული იქნა ჩხრეკა. შენიშვნა ან პრეტენზია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით გ.გ--------ეს არ ჰქონია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- ა----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ გ.მ-------ესთან და ა.დ----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გ------- გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სანადირო თოფი და მობილური ტელეფონი. ადგილზე მისულებს, დახვდათ გ.გ--------ე, რომელსაც გამომძიებელმა გ.მ-------ემ გააცნო უფლება-მოვალეობები და დადგენილება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ტ--–--–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, თანამშრომლებთან დ.ხ---–------ესთან და გ.მ-------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ქუთაისი, მ------–-–---–------------ში მცხოვრებ თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელის სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ფული, ოქროს ნივთები, ე.წ. „ლეპტოპი“ და მობილური ტელეფონი. ადგილზე მისულებს სახლში დახვდათ თ.შ------–--ე და მისი და. გამომძიებელმა, თ.შ------–--ეს გააცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება. თ.შ------–--ის თანხმობით ჩატარებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და შენიშვნა, შესწორება ან პრეტენზია არ განუცხადებია. მოწმის განმარტებით, ჩხრეკისას, ოქროს ნივთებთან დაკავშირებით ს.შ------–--ემ განმარტა, რომ გარკვეული ნივთები (რომლებიც იყო შეფუთვაში) შეიძინა „გ-----------–ში“, ხოლო ერთი ბეჭედი (რომელიც არ იყო შეფუთვაში) იყო ბებიისგან შთამომავლობით მიღებული. ჩხრეკის ჩატარების დროს, ს--–---- შ------–--ე ცუდად არ გამხდარა, არც სასწრაფოსთვის გამოუძახიათ და არ წყლის საშუალებით ს--–----ს მოსულიერება გამხდარა საჭირო.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- მ-------ემ.

 

მოწმეების სახით დაკითხულმა გ------- ზ-----–---–მა და ო---- სალდაძემ განმარტეს, რომ მუშაობენ იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებად. 2017 წლის 22 იანვარს, გამომძიებელ გ.მ------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თ-------- შ------–--ის ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა რკინის დეტალი (გასაშლელი, ხელკეტის მაგვარი), ტელეფონი, სიმ-ბარათის ჩარჩო და დოკუმენტაცია. გამომძიებელ გ.მ------ის მიერ თ.შ------–--ეს გაეცნო მისი უფლება-მოვალეობები, დადგენილება და თ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მანქანა გადაყვანილი იქნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაილუქა. თ.შ------–--ეს პრეტენზია და შენიშვნა ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- გ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 21 და 27 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, პატაკში მითითებული ოპერატიული ინფორმაციის ირგვლივ, გამოიკითხა მოწმის სახით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ა-------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილებაში, გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული ამოღებული ნივთების გახსნაში, დათვალიერებაში და ამოცნობაში. დეტალურად, წარდგენილი ნივთები, მიმდინარეობა და სხვა გარემოებები არ ახსოვს, აღნიშნულის შესახებ მითითებული იქნება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ------ემ განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში, გმს განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, თანამშრომლებთან გ.ზ-----–---–თან და ო.სალდაძესთან ერთად ჩაატარა თ-------- შ------–--ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ხელკეტი და საბუთები. ჩხრეკის დაწყებამდე, მან გააცნო თ.შ------–--ეს მისვლის მიზეზი, დადგენილება და უფლება მოვალეობები. თ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა/მანქანა გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოს ეზოში, სადაც მოხდა მისი დალუქვა და გაკეთდა ხელის მოწერები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- კ-----ემ განმარტა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 იანვარს, თანამშრომლებთან, გ.წ-----–-–---–თან, ზ.ფ-------ესთან, ორ ექსპერტთან და მ----- შ------–--ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაში, რა დროსაც, სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ნიღაბი. ნიღაბი ნანახი იქნა ზ.ფ-------ის მიერ. მოწმის განმარტებით, როდესაც ზ.ფ-------ემ ნიღაბი ნახა, ადგილზე მივიდნენ ასევე ექსპერტები, მოხდა ნიღბის დასურათება, რომელიც ძირს ეგდო და შემდეგ ექსპერტების მიერ აღება და დალუქვა. დალუქვამდე ის ნიღაბს არ მიჰკარებია და არც შეხებია. სხვა მიეკარა თუ არა, არ იცის. ასევე, მოცემულ საქმეზე, მონაწილოება აქვს მიღებული თ-------- შ------–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკაში, მდებარე თერჯოლის რაინის სოფელი თ-----. ჩხრეკის შედეგად, თ-------- შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა შავი შარვალი და შავი ქურთუკი. ასევე, ორი ცალი დამუხტული ვაზნა, ერთი დამუხტული და ერთ გასროლ--–- მასრა. ამოღებული ნივთები დაილუქა და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა. საცხოვრებელის სახლის ჩხრეკა ჩატარებული იქნა თ.შ------–--ის მამის, მ.შ------–--ის თანდასწრებით, რომელსაც გამომძიებლის მიერ გაეცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება, რაზეც მ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა. მოწმის განმარტებით, მ.შ------–--ემ თავად განუცხადა, რომ საძინებელი ეკუთვნოდა თ-------- შ------–--ეს. ასევე, მათ კითხვაზე, ქურთუკი ეკუთვნოდა თუ არა თ--------ს, მ--–----მა დადებითი პასუხი გასცა. ასევე, განმარტა, რომ სავარაუდოდ აღნიშნული ქურთუკი ეცვა თ--------ს 18-19 იანვარს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------ამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო სამმართველოში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 იანვარს, ზ.რ-------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიმუშების აღებაში, კერძოდ თ-------- შ------–--ისგან და ი-----–- მ------–-–---–ისგან აიღო თმის, ნერწყვის, ფრჩხილების ნიმუშები და დაქტილობარათები. ჩატარებულ ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ნიმუშები აღების შემდეგ დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელის მოწერები. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ადვოკატი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- რ-------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 იანვარს, გ-------------ასთან ერთად, გამომძიებელ მ.შ-----–--ს მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო ნიმუშების აღებაში, კერძოდ თ-------- შ------–--ისგან და ი-----–- მ------–-–---–ისგან აიღო თმის, ნერწყვის, ფრჩხილების ნიმუშები და დაქტილობარათები. ჩატარებულ ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ნიმუშები აღების შემდეგ დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელის მოწერები. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ადვოკატი, თუმცა რომელი პირის მიმართ, არ ახსოვს. პრეტენზია ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებს არ განუცხადებიათ, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ნიმუშის აღების დროს, თ.შ------–--ეს რომ ეთქვას სიტყვები - „რაღათ მინდა ნიმუშის აღება, ისედაც აღებული მაქვს“, არ ახსოვს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა უ–---- გ---–--–-–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 იანვარს, სამსახურში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან, თ.გ---–--–-–---–თან, ზ.ფ-------ესთან და ლ.კ-----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ადგილზე მისულებს, საცხოვრებელ სახლში დახვდათ მ--–---- შ------–--ე, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო მისვლის მიზეზი, უფლება- მოვალეობები და დადგენილება, რაზეც მ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, თ-------- შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა შავი ფერის შარვალი და ქურთუკი. ასევე, ამოღებული იქნა დამუხტული და გასროლ--–- ვაზნები და მასრა. ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, მ--–---- შ------–--ეს პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმის განმარტებით, მათ შეკითხვაზე ქურთუკის და შარვლის კუთვნილებასთან დაკავშირებით, მ.შ------–--ემ უპასუხა, რომ ქურთუკი და შარვალი, მისი შვილის იყო, მოიხმარდა ყოველდღიურად. კითხვაზე ეცვა თუ არა აღნიშნული შარვალი და ქურთუკი 18-19 იანვარს მის შვილს, მ--–----მა დადებითი პასუხი გასცა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----- დ--------მა აჩვენა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 იანვარს, მეწყვილე გ------- ჯ--------სთან ერთად და გამომძიებელ გ--–- მაკარიძის მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში. ჩატარებული დათვალიერების დროს ამოღებული იქნა დანისმაგვარი ნივთი, ტანისამოსი, სისხლის მაგვარი ლაქები და პლასტმასის ე.წ. „ჟგუტები“. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი დაადასტურა ხელის მოწერით, ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა პაკეტები, რომელშიც დალუქული იქნა ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა ქალბატონი, რომელმაც მათ მოუყვა მომხდარი დეტალების შესახებ და რომელსაც არ შეეძლო დიდხანს დგომა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--- ს-----ემ აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 20 იანვარს, მეწყვილე ნ.ს--------ასთან ერთად, გამოცხადდა თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაზარალებულებისათვის ნიმუშების აღების მიზნით. ლ------ და მ----- შ------–--ეებისაგან მის მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. ნიმუშების აღების შემდეგ ხელის მოწერით დაადასტურა ოქმი და ასევე, დალუქული იქნა ნიმუშები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ--------მ აჩვენა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 იანვარს, თერჯოლის რაინის სოფელ თ----ში, მეწყვილე დ----- დ--------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მოახდინა ფოტო გადაღება და ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქები, ე.წ. „პლასტმასის დამჭერები“, დანა, სვიტერი (პულოვერი), რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულს, ქალბატონი დახვდა მწოლ--რე, რომელსაც გამომძიებელი ესაუბრებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ---------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში, ექსპერტიზის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტის სახით მონაწილეობა აქვს მიღებული დაზარალებულ ლ.შ------–--ის მიერ ბეჭდის ამოცნობაში და ასევე, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებაში. ამოცნობის დროს, როგორც ექსპერტმა, მოახდინა დალუქული პაკეტის გახსნა და კვლავ დალუქვა. ამოცნობის დროს, დაზარალებულმა ამოიცნო წარდგენილი ნივთი და განმარტა, რომ შესაძლოა ბეჭედზე თვალი იყო შეცვლ--–-. დამატებითი დათვალიერების დროს, ნანახი და ამოღებული იქნა ნაქსოვი ქუდი, რომელიც დაილუქა შესაბამის პაკეტში. მოწმის განმარტებით, როდესაც დამატებით დათვალიერებაზე გადიოდნენ, იცოდნენ, რომ ნანახი იყო ქუდი და საჭირო იყო დამატებითი დათვალიერება. ქუდს შეეხნენ მხოლოდ ის და მისი მეწყვილე, სხვა არავინ. მოახდინეს ნაპოვნი ქუდის დასურათება, გადაკეცვა და მოთავსება შესაბამის პაკეტში. მისივე განმარტებით, ქუდის დეტალური შემოწმება - გადატრიალება ანდა გადმობრუნება არ მომხდარა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ----- შ-----–--მ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, ჩატარებული აქვს ი-----–- მ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ი.მ------–-–---–ი. ექსპერტების მონაწილეობით, ნერწყვის, ხელის ნახჭის, ხელის ანაბეჭდის და თმის ნიმუშები აუღეს თ-------- შ------–--ეს და ი-----–- მ------–-–---–ს. თ--------ს ნიმუშების აღებას ესწრებოდა ის, ექსპერტები, თ.შ------–--ე და ადვოკატი ნ----- მ---------–--. ნიმუშების აღების დროს, თ--------ს რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს, რომ ყოფილიყო, აუცილებლად დააფიქსირებდა ოქმში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ხ---–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს საქმეთა განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს ჩაატარა თ.შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხა მოწმის სახით თ.შ------–--ე, დანიშნა ნარკოლოგიური შემოწმება და სამედიცინო ექსპერტიზა თ.შ------–--ის მიმართ. თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ოქროს ნივთები - ორი ბეჭედი, ერთი საყურე, მობილური ტელეფონი, ნოუთბუქი და თანხა 115 ლარის ოდენობით, ასევე ჩეკები, რომლითაც დასტურდებოდა თ--------ს დის მიერ ოქროს ნაკეთობების შეძენის ფაქტი. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც ხელის მოწერით დადასტურებული იქნა მონაწილე პირების მიერ და რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, საცხოვრებელ სახლში მისვლისას, სახლში შეცვენას და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, არც ს--–---- შ------–--ე შეწუხებულა. ჩხრეკის მიმდინარეობისას, ს--–---- თავისუფლად, შეფერხების გარეშე აფიქსირებდა პოზიციას ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით. სამმართველოში ყოფნის დროს, არც თ--------ს და არც მის ადვოკატ ნ----- მ---------–--ს, მისთვის არ უთქვამთ „თმების ამოპუტვის“ შესახებ რაიმე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ფ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებაში და თ-------- შ------–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკაში. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება მოხდა გ.წ-----–-–---–თან, ლ.კ-----ესთან და ორ ექსპერტთან ერთად. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 250 მეტრში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ქუდი, ე.წ. „ნიღაბი“. აღნიშნული ნიღაბი მან დაინახა დაახლოებით 20 მეტრიდან და დაუძახა გამომძიებელს და ექსპერტებს. ქუდს მხოლოდ ექსპერტები შეეხნენ, მივიდნენ, სურათები გადაუღეს, აიღეს და მოათავსეს პაკეტში. როდესაც ექსპერტებმა ქუდი აიღეს, მაშინ დაინახა, რომ ნიღაბი იყო. ქუდის პოვნის შემდეგ, მალე დამთავრდა საგამოძიებო მოქმედება. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს იქნა ნანახი ნიღაბი და მანამდე არ იცოდნენ იმ ადგილზე ნიღაბი იყო თუ არა. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება დაიწყეს ექსპერტებთან ერთად. ელოდებოდნენ ექსპერტების მისვლას. ასევე, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას, მ--–---- შ------–--ის მითითებით, თ.შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელზეც მ.შ------–--ემ განმარტა, რომ შესაძლოა ეცვა თ--------ს 18-19 იანვარს. ასევე, ამოღებული იქნა ორი გაუსროლელი ვაზნა, ორი გასროლ--–- და ერთი გაუსროლელი ვაზნა. მ--–---- შ------–--ე მონაწილეობას იღებდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დაყვებოდა გვერდით და რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმის განმარტებით, ქურთუკი ჩამოხსნა უ–---- გ---–--–-–---–მა და მასზე რაიმე დაზიანება, სისხლი ან სუნი არ შეუნიშნავს. მისივე განმარტებით, საქმის გამოძიების დაწყების დღიდან, მას თ-------- შ------–--ესთან შეხება არ ჰქონია, არ მიახლოვებია არასდროს. მ--–---- შ------–--ემ განუმარტათ, რომ საძინებელი ოთახი იყო თ-------- შ------–--ის.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ს--------ამ განმარტა, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო სამსახურში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მეწყვილე ო-–-- ს-----ესთან ერთად, თერჯოლის რაიონულ სამმართველოში მონაწილეობა აქვს მიღებული ორი პიროვნების ქალბატონისა და მამაკაცის ნერწყვის ნიმუშების აღებაში. ნიმუშების აღება განხორციელდა ნებაყოფლობით. გ.წ-----–-–---–ის მიერ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე იქნენ გამოძახებულები სამმართველოში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ხ------მ აჩვენა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტ ტრასოლოგად, მთავარ ექსპერტად. 2017 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა სატელეფონო შეტყობინება, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, საჭირო იყო შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება. მეწყვილე გ------- ქ---------ესთან ერთად გაემართა სოფელ თ----ში. გზაში დახვდათ პოლიციელები და მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ახდენდა გამომძიებელი წ-----–-–---–ი და მასში ასევე, მონაწილეობდნენ ორი გამომძიებელი, ის და მისი მეწყვილე. დაზარალებულის მითითებით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. ასევე, დაზარალებულის მითითებით გაემართნენ იმ მიმართულებით, საითაც სავარაუდოდ უნდა წასულიყვნენ თავდამსხმელები. სახლიდან მოშორებით, როდესაც გაშლილები იყვნენ, ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ახდენდნენ ფოტოგადაღებას, ერთერთმა უბნის ინსპექტორმა დაიძახა, რომ აღმოაჩინა შავი ნაჭერი. მივიდა ადგილზე და ნახა შავი ნაქსოვი ნაჭერი, თვალებზე ამოჭრილი, რომელიც დაასურათა ადგილზე, შემდეგ აიღო, დაკეცა, მოათავსა სპეციალურ პაკეტში და დალუქა. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა პაკეტი, რომელშიც მოთავსდა ამოღებული ნაქსოვი ნაჭერი. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ, მაშინ იქნა აღმოჩენილი ნაქსოვი ნაჭერი და როდესაც შეტყობინება შევიდა შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების შესახებ, მისთვის უცნობი იყო, ადგილზე ნანახი იყო თუ არა რაიმე. ნაქსოვი ნაჭერი ნანახი იქნა უშუალოდ დამატებითი დათვალიერების პროცესში. მისივე განმარტებით, როდესაც ნაქსოვი ნაჭერი ნახა, დაასურათა, აიღო, გაშალა, ნახა რა იყო, შემდეგ დაკეცა და მოათავსა სპეციალურ პაკეტში. ის ესაუბრა ტელეფონზე გამომძიებელს, რომელსაც მისთვის არ უთქვამს, რომ ქუდი იყო ნაპოვნი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–------ემ განმარტა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. საქმეზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან გ.ლ------სთან, გ.ქ----–--ესთან, ა.ბ-----–---–თან და ალ.ხ------ესთან ერთად, ჩხრეკა ჩაატარა ი-----–- მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულებს, ოჯახში დახვდათ ი.მ------–-–---–ის დედა - ნ-----–- გ--------ე, რომელსაც გააცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება. ნ.გ--------ე დათანხმდა ჩხრეკას. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თანხა, ოქროს ნივთები და ი.მ------–-–---–ის კუთვნილი ქურთუკი და ორი ცალი სვიტერი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დადასტურებული იქნა ხელის მოწერით. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ნ-----–- გ--------ე. ასევე, ჩხრეკა აქვს ჩატარებული მ------ ფანჩულიძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი გადაჭრილი სანადირო თოფი და ვაზნები. მ.ფანჩულიძის განმარტებით, აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნოდა. ადგილზე მყოფმა გ------- მ------–-–---–მა, განაცხადა, რომ ნივთები ეკუთვნოდა მას. მ.ფანჩულიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარებული იქნა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა შემდგომ მასალები გადმოგზავნილი იქნა თ.შ------–--ის საქმეზე დასართავად, ვინაიდან გ.ქ----–--ის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ამოღებული იარაღი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო შ------–--ეებზე თავდასხმის დროს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ-------–მა აჩვენა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 19 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს „მ--------–იდან“ გამოითხოვა ინფორმაცია. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–---–მა აჩენა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ- გამომძიებლად. 2017 წლის 19 იანვარს, სამსახურში როდესაც გამოცხადდა, გაიგო მომხდარი ყაჩაღობის შესახებ და ხელმძღვანელობის დავალებით გავიდა დაზარალებულების საცხოვრებელ ადგილზე, სადაც განახორციელა საკონტროლო ზარები მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, 2017 წლის 22 იანვარს, თანამშრომლებთან უ.გ---–--–-–---–თან, ზ.ფ-------ესთან და ლ.კ-----ესთან ერთად ჩაატარა თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ მ----- შ------–--ე, რომელსაც მის მიერ გაეცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება. მ----- შ------–--ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-------- შ------–--ის საძინებელ ოთახში მდებარე კარადაში ნანახი და ამოღებული იქნა თ-------- შ------–--ის ტანსაცმელი. მ.შ------–--ის მითითებით, ტანსაცმელი 1---------ს შესაძლოა ეცვა თ--------ს. ასევე, ამოღებული იქნა ორი ცარიელი და ორი დამუხტული თოფის ვაზნა. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგა ოქმი, რაც დაადასტურეს მონაწილეებმა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს პაკეტები, რომელშიც მოთავსებული იქნა ამოღებული ტანსაცმელი და ვაზნები. მოწმის სახით გამოკითხა მ.შ------–--ე და გამოკითხვის შემდეგ ამოიღო მის მიერ წარდგენილი თანხა, 800 ლარის ოდენობით. ასევე, განხორციელებული აქვს სხვა საპროცესო მოქმედებები, შედგენილი შესაბამისი დოკუმენტები და ადასტურებს მათ სინამდვილეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- წ-----–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო თ-------- შ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, გამოკითხა მოწმეები, გამოითხოვა ინფორმაცია „მ----იდან, ჯ------–იდან და მ--------–იდან“, თ.შ------–--ეს წარუდგინა ბრალდება, ასევე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თ-------- შ------–--ის მიმართ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების საფუძველი გახდა ის, რომ შემთხვევა მოხდა ღამე, გვიან, მართალ-- მოხდა ადგილის დათვალიერება ხელოვნური განათების პირობებში, თუმცა ვინაიდან გარეთ იყო სიბნელე, სრულყოფილად ვერ იქნა ნანახი მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, მან დაურეკა ექსპერტებს, აუხსნა რომ აუცილებელი იყო დამატებითი დათვალიერება და გამოიძახა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, როდესაც ექსპერტები იმყოფებოდნენ, მაშინ ნახეს ქუდი, შესაბამისად, მას ექსპერტებისთვის, როდესაც იძახებდა, არ უთქვამს, რომ ნანახი იყო ქუდი და საჭიროა შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება. ქუდი ნანახი იქნა ზ.ფ-------ის მიერ. ქუდთან ახლოს არ იყო მისული ზ.ფ-------ე, რომ დაიძახა „რაღაც შავი აგდია აქ“. როდესაც ზ.ფ-------ემ თქვა „აქ რაღაც არისო“, ხედავდა მას, ის არ დახრილა, ქუდი ხელში არ აუღია, ფეხზე იდგა. ნანახი ქუდი, ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- მ-------ემ განმარტა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. თ-------- შ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, განხორციელებული აქვს შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაათვალიერა ადგილმდებარეობა, დანიშნა სასაქონლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზები, დაათვალიერა „მ--------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაატარა გ.გ--------ისა და ა.ამაშუკელის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, გამოითხოვა და შეადგინა სხვადასხვა დოკუმენტაცია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა ჟ.ც---–---ე, თუმცა, როდესაც დაიღალა ის წამოწვა საწოლზე და იქიდან უყურებდა მათ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ექსპერტების გარეშე არ დაიწყებდა და რა თქმა უნდა დაელოდებოდა. ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გაზომილი იქნა მანძილი ლ------ შ------–--ის სახლიდან თ-------- შ------–--ის სახლამდე და გ------- გ--------ის სახლამდე. გაზომილი იქნა როგორც მოკლე, ასევე გრძელი გზა. გ.გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სანადირო, ერთლულ--ნი თოფი და მობილური ტელეფონი. გ.გ--------ემ თოფზე განაცხადა, რომ მისი საკუთრება იყო, ხოლო მობილური თ-------- შ------–--ის.

 

მოწმის სახით დაკითხულმა კ------- მ----–-----ამ აჩვენა, რომ მუშაობს „ბ--–---ის“, ამჟამად კი „ვ--------------ას“ იურიდიული სამსახურის სამართალდამცავ ორგან---ბთან ურთიერთობის მენეჯერად. უშუალოდ მისი განყოფილების მიერ ხდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის გაცემა. ადვოკატის შეკითხვაზე „გადატვირთულობის შემთხვევაში, შესაძლებელ-- თუ არა სოფელ ს-------ში მყოფი პირის მობილურ ტელეფონს ემსახურებოდეს სოფელ თ----ში მდებარე მომსახურების ანძა“, მოწმემ უპასუხა, რომ ეს მის კომპეტენციას არ განეკუთვნება და აღნიშნული კითხა უნდა დაესვას ტექნიკოსს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- შ------–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, დილის 09:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, რა დროსაც ეზოში დახვდა დაახლოებით რვა პოლიციელი. მათ ეტყობოდათ, რომ სახლში უკვე ნამყოფები იყვნენ. უთხრეს, რო ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა სახლში, რასაც ის დათანხმდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თ--------ს კუთვნილი ქურთუკი და შარვალი, ფული და ორი ცალი გილზი. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 1---------ს, საღამოს 6 საათზე წავიდა სამსახურში და დილით, დაახლოებით 9 საათზე დაბრუნდა სახლში. როგორც იცის თ-------- 1---------ს ბიძამისთან გ------- გ--------ესთან იყო. ქურთუკი, რომელიც გამოძიებამ ამიღო, მასაც ეცვა ხოლმე, თუმცა 1---------ს არ ცმია. მისთვის უცნობია რა ფერის ქურთუკი ამოიღო გამოძიებამ, ვინაიდან ოთახში ბევრი პოლიციელი იყო და ყველას ყურადღებას ვერ აქცევდა. ქურთუკი, ამოღებისთანავე პაკეტში ჩადეს და არ დაუნახავს. მოწმის განმარტებითვე, ქურთუკს სისხლი არ ემჩნეოდა (არ ეცხო). როგორც თ--------სგან იცის, ზ------ ფ-------ემ მას თმები მოაგლიჯა. ოქროს ნივთები, რომელიც ამოღებული იქნა ქუთაისში, სახლის ჩხრეკისას, ეკუთვნოდა დედამისს და დაახლოებით 5-6 წლის წინ აჩუქეს შვილებს. მოწმის განმარტებით, თ--------ს დაზიანებული აქვს მარცხენა თვალი. თვალი დაიზიანა 5 წლის ასაკში, მხედველობა დაკარგული აქვს, თუმცა ხელოვნური თვალი არ აქვს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ბ-------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 1---------ს, დაახლოებით 11:00-12:00 საათისათვის, თ--------მ შვილი წააყვანინა თერჯოლაში ექიმთან. იყვნენ ის, თ-------- შ------–--ე, ი-----–- მ------–-–---–ი და მათი ბავშვი. საავადმყოფოდან დაბრუნებულებმა, სახლში ივახშმეს და შემდეგ თ-------- წავიდა. აღნიშნულის შემდეგ როდის ნახა თ-------- არ ახსოვს. 18 იანვრის შემდეგ თ--------ს ხელზე ნაიარები არ უნახავს, თუმცა მოწმის განმარტებით, ვინაიდან თ-------- მუშაობდა მშენებლობაზე ელექტრიკოსად, მას ხელზე ყოველთვის ჰქონდა ხოლმე დაზიანებები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ც---- კ------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 1---------ს, დაახლოებით 19:30 საათზე მივიდა გ------- გ--------ის სახლში, პირუტყვის მოსავლელად. სამზარეულოში, რომელიც საცხოვრებელი სახლის გვერდით დგას, ცალკე შენობად, იყო თ-------- შ------–--ე. დაახლოებით 20:30 საათისთვის მივიდა სახლში, მას შემდეგ, რაც პირუტყვს მოუარა. მოწმის განმარტებით, სახლის წინ, ასევე, იდგა თ--------ს კუთვნილი ავტომანქანა, ე.წ. „მარშუტკა“. მეორე დღეს, თ-------- გ.გ--------ის სახლში აღარ უნახავს. მოწმის განმარტებით, იმ დღეს რა ეცვა თ--------ს არ ახსოვს, ვინაიდან დიდი დროა გასული. ასევე, ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ გ.გ--------ის ეზოს ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი და იატაკი, არ ხმაურობს გაღებისა და გადაადგილების დროს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1---------ს იმყოფებოდა დედის საფლავზე და აკეთებდა საფლავს. საღამოს საათებში, მასთან, ასევე, მივიდა თ-------- შ------–--ე და ი-----–- მ------–-–---–ი, რომლებიც დაეხმარნენ საფლავის გასუფთავებსა და გაკეთებაში. როდესაც სამუშაოებს მორჩნენ, წავიდნენ სახლში, რა დროსაც, გზად, ი-----–- მ------–-–---–ი დატოვეს სახლში, ხოლო ის და თ-------- წავიდნენ მის სახლში. საღამოს საათებში, მათთან, გადავიდა მეზობლის ქალბატონი, რომელიც მას ეხმარებოდა პირუტყვის მოვლაში. მისი წასვლის მერე, ასევე, თავადაც მიხედა ღორებს, აჭამა საჭმელი და დაახლოებით, ასე ათის ნახევრისთვის დაჯდა ტელევიზორთან, სერიალის საყურებლად, სადაც ასევე იმყოფებოდა თ--------ც. ვინაიდან იყო ძალ--ნ ცუდად მალე ჩაეძინა, ასევე მალევე დაიძინა თ--------მაც. მოწმის განმარტებით, 1---------ს თ-------- მისი თხოვნით დარჩა მასთან და არსად წასულა. მეორე დღეს როდესაც გაიღვიძა და ნახა თ--------, მას ხელზე დაზიანება და ნაკბენი არ ჰქონია. როდესაც თ-------- სასაფლაოზე მივიდა, მას ხელი შეხვეული ჰქონდა. 2017 წლის 22 იანვარს, როდესაც მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებული იქნა ერთი ცალი სანადირო თოფი და თ--------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი. მისივე განმარტებით, მისი სახლის მახლობლად, რამდენიმე მეტრში დგას მობილურის ორი ცალი ანძა. დილით, 19 იანვარს, თ--------ს მანქანას საბურავი ჰქონდა დაშვებული, რაც გამოაცვლევინა და თ--------ს მანქანა ზუსტად ისე იდგა, როგორც 18-ში დააყენა. მოწმის განმარტებით, თ-------- იძახდა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, დაღუპა ფ-------ემ, „თმები ამოაგლიჯა“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ბ-------ემ განმარტა, რომ არის თ-------- შ------–--ის დეიდაშვილი. 2017 წლის იანვარში, თ-------- ნახა 20 რიცხვში, როდესაც მივიდა მასთან სამსახურში და სახლის გასაღები სთხოვა. ამ დროს, თ--------ს სახეზე ან ხელზე რაიმე დაზიანება - ნაკბენი, არ ეტყობოდა. მხოლოდ ხელზე ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც მიიღო მუშაობის დროს, ვინაიდან მუშაობდა ელექტრო გაყვანილობაზე, მშენებლობაზე. თ--------ს, მის სახელზე, ერთი ონლაინ სესხი ჰქონდა აღებული, 500 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, მის საცხოვრებელ სახლშიც იქნა ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ე.წ. „ლეპტოპი“ და ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები (ბეჭდები და ჯვარი). მისივე განმარტებით, პოლიციის შენობაში, დაკითხვის შემდეგ გამოსულმა თ--------მ თქვა, რომ „პოლიციელმა ფ-------ემ მას თმა ამოგლიჯა“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---- შ------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ქ.ქუთაისში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ოქროს ნივთები, ფული და ნოუთბუქი. ოქროს ნივთებიდან, ბეჭედი და საყურე მას შეძენილი ჰქონდა „გ-----------–ში“, ვინაიდან იყო მეჯვარე, ხოლო ბეჭედი, მოყვითალო თვლით, ბებიის ნაქონი, მას აჩუქა დედამ. აღნიშნულის თაობაზე, ჩხრეკისას უთხრა გამომძიებელს. 2017 წლის 1---------ს, სად იმყოფებოდა მისი ძმა, მისთვის უცნობია. თუმცა როდესაც მივიდა მასთან, სახლში რაიმე ოქროს ნივთი ან იარაღი არ მიუტანია. მოწმის განმარტებით, როდესაც თ-------- პოლიციაში დაკითხვაზე იყო, მას უთხრა ადვოკატმა ნ----- მ---------–--მ, რომ თ-------- „თმების ამოცლაზე“ საუბრობდა. როდესაც თ-------- გამოვიდა დაკითხვიდან, უთხრა, რომ პოლიციელმა ამოაცალა თმა. თ--------ს დაზიანება ეტყობოდა, თუმცა სურათი არ გადაუღო, ვინაიდან იცოდა, რომ ექსპერტიზის მიერ დაფიქსირებული იყო აღნიშნული დაზიანება. ასევე, მისივე განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე, თ--------მ განცხადება შეიტანა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში. მოწმის განმარტებით, მას ბებიის ნაქონი ბეჭედი აჩუქა დედამ, დაახლოებით 2 წლის წინ, რომელსაც თვალი ჰქონდა ამოვარდნილი და აღნიშნული თვალი ჩაასმევინა 2017 წლის იანვარში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- მ------–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 1---------ს, ის, მისი მეუღლე და თ-------- ერთად იმყოფებოდნენ თერჯოლაში, ასაცრელად ჰყავდათ წაყვანილი მისი შვილი. საავადმყოფოდან დაბრუნდნენ სახლში, ივახშმეს და შემდეგ ის და თ-------- აკეთებდნენ ტრაქტორს, რომელიც ახალი შეძენილი ჰყავდა. აღნიშნულის შემდეგ კი ერთად წავიდნენ თ--------ს ბებიის საფლავზე, სადაც თ--------ს ბიძას - გ------- გ--------ეს მოეხმარნენ საფლავის გასუფთავებაში, მიწის გასწორებაში. სასაფლაოდან წამოსულები, ის დარჩა სახლში, ხოლო თ-------- და გ------- წავიდნენ ერთად. როგორც მოგვიანებით თ--------სგან გაიგო, იმ ღამეს დარჩენილა ბიძამისთან. მოწმის განმარტებით, მას სატელეფონო კონტაქტი შესაძლოა ჰქონდა თ--------სთან 18-ში, სად იყო, რას აკეთებდა და მოიკითხა. მისივე განმარტებით, როდესაც გაიჩხრიკა მისი და თ--------ს საცხოვრებელი სახლები და წაიყვანეს გამოკითხვაზე, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ისაუბრა თ--------სთან, რა დროსაც თ--------მ უთხრა, რომ თერჯოლის პოლიციელმა ფ-------ემ ამოაგლიჯა თმა. ანალოგიური გაუკეთეს მასაც.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ-- გ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1---------ს, დილით თ--------სთან ერთად წავიდა ბაზარში, ხოლო შემდეგ დარჩა ს-------ში, პენსიის ასაღებად. თ-------- კი წავიდა ი-----–- მ------–-–---–თან, ვინაიდან ი-----–-მ სთხოვა ბავშვის საავადმყოფოში წაყვანა. საღამოს როდესაც თ--------ს შეეხმიანა, გაიგო, რომ იყო ბიძასთან - გ------- გ--------ესთან და დაეხმარა ბებიის საფლავის გასუფთავებაში. მეორე დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით დილით 08:00-09:00 საათზე დაბრუნდა თ-------- სახლში, რომელსაც ეცვა იგივე ტანსაცმელი, რაც ბაზარში ყოფნის დროს, კერძოდ: მოყავისფრო-მოყვითალო ქურთუკი და ყვითელი შარვალი. სახლში მისვლის შემდეგ, თ--------მ და მ--–----მა საქონელი წაიყვანეს ასაწონად და მხოლოდ დაბრუნების შემდეგ, თ--------მ გამოიცვალა ტანსაცმელი. მოწმის განმარტებით, როდესაც, 2017 წლის 17 იანვარს თ-------- სახლში მივიდა, საღამოს საათებში, დააბანინა ხელები, რა დროსაც თ--------ს ხელზე ეკეთა ე.წ. „იზოლაცია“, ვინაიდან დაზიანებული ჰქონდა ხელი. მან მოხსნა ე.წ. „იზოლაცია“ თითიდან, მობანა, დაუმუშავა სპირტით და გაუკეთა ე.წ. „სანტავიკი“. შესაბამისად, როდესაც თ-------- სახლში დაბრუნდა 2017 წლის 19 იანვარს, დილით, მას ხელზე „სანტავიკი“ კვლავ ეკეთა. მისივე განმარტებით, 2017 წლის 22 იანვარს, ამოღებული ოქროს ნივთებიდან, ერთერთი ბეჭედი, მან აჩუქა ს--–---- შ------–--ეს, რომელიც იყო მისი დედამთილის ნაქონი. მოწმის განმარტებით, როდესაც თ-------- დაკითხვიდან გამოვიდა, მას უთქვამს, რომ ზ------ ფ-------ემ ამოაგლიჯა თმები. მისივე განმარტებით, თ--------ს მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული ბავშვობაში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს ის დაკავებული იქნა იარაღის შეძენა-შენახვისათვის, ინახავდა ორ ცალ გადაჭრილ, ე.წ. „აბრეზს“. მისთვის უცნობია თუ საიდან ამოვიდა დაზარალებულის „დნმ“ მის კუთვნილ იარაღზე. იარაღებს ის ინახავდა და მასთან არც მის შვილს - ი-----–- მ------–-–---–ს და არც თ-------- შ------–--ეს შეხება არ ჰქონიათ, ვინაიდან არ იცოდნენ იარაღების არსებობისა და გადამალვის ადგილების შესახებ. იარაღები თავდაპირველად ე.წ. „სარაიაში“ ჰქონდა გადამალული, დანიშნული და ისე დადებული, როდესაც აიღო ნახა რომ იარაღზე შეხებული არავინ ყოფილა, ვინაიდან ზუსტად ისე იდო როგორც დანიშნა. მას შემდეგ, რაც „შმონი ატყდა და ბოვშვებს რაღაცას ედავებოდნენ“ იარაღები გადამალა, შეეშინდა რაიმე არ მომხდარიყო. მოწმის განმარტებით, მას ფ-------ემ უთხრა ბავშვებზე, რომ თმები ამოაცალა, თუმცა რომელს ამოაცალა თ--------ს თუ ი-----–-ს არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- გ-------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქ.ქუთაისში, ჭ--------- N73-ში მდებარე „გ-----------–ში“ ოქრომჭედლად. 2017 წლის იანვრის თვეში, მის მიერ იქნა ჩასმული მოყვითალო ფერის თვალი ოქროს ბეჭედში, რომელსაც ჰქონდა ბრჭყალები.

 

მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა თ-------- შ------–--ემ განმარტა შემდეგი: 2017 წლის 1---------ს, დილის საათებში, ი-----–- მ------–-–---–ს ცოლშვილი წააყვანინა საავადმყოფოში, ხოლო შედეგ ბიძას ეხმარებოდა ბებიის საფლავის გაწმენდაში. როდესაც მორჩნენ საფლავის გაწმენდას წავიდა ბიძამისთან გ------- გ--------ესთან და მისივე თხოვნით იქ დარჩა ღამე. მეორე დღეს, დილით ადრე მივიდა სახლში და ისე, რომ ტანზე არ გამოუცვლ--, წავიდა მოზვრების ასაწონად და გასაყიდად. სახლში როცა დაბრუნდა, მაშინ გამოიცვალა ტანსაცმელი. მას ეცვა მოყავისფრო შარვალი და ქურთუკი. თ.შ------–--ის განმარტებით, როდესაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, მას თმები ბღუჯით ამოაცალა ზ------ ფ-------ემ. მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია და ქურთუკი, რომელიც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული, არ არის მისი საკუთრება. გამოძიების დროს მან მოითხოვა ქურთუკისა და ნიღბის დათვალიერება, ნახვა, თუმცა არ მიეცა ამის შესაძლებლობა.

 

მოწმეებმა: გ------- ც------–--ემ, ვ----– ა----–--ემ, ბ---- ა----–--ემ, ა-–---------- ხ------ემ, ა---------– ბ-----–---–მა, გ------- ლ------მ, გ------- ქ----–--ემ, ზ----- მ------–---–მა, გ---- ფ---–---–-–---–მა, ნ-------- მ------–---–მა, ტ------– მ-–---ემ, კ------- ნ--------ემ, კ------- თ----------ემ, მ------ ქ-----–--ემ, გ------- ა-------–--ემ, ე----- პ--------ემ დაადასტურეს დ------- ა----–--ის ი-----–- მ------–-–---–ის, გ------- კ---------ის, ლ-–- ბ-------ის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება.

 

ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა მოწმე ი----- ფ----–------ე, რომელმაც დაადასტურა გარემოებები, რომელსაც შემხებლობა არ აქვს თ.შ------–--ის ბრალეულობასთან, ვინაიდან მოწმემ ისაუბრა მასსა და გ------- კ---------ეს შორის არსებული კონტაქტის თაობაზე, რა დროსაც გ-------მ მას ჰკითხა ოქროს სავარაუდო ფასი.

 

ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე ნ-----–- გ--------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლითაც დადასტურებულ-- ი.მ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება.

 

2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ „შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში (ვ------------) და წარმოადგენს ჟ--–---- ც---–---ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ახლად აშენებული, ორსართულ--ნი სახლი და ერთსართულ--ნი კაპიტალურად ნაგები ერთოთახიანი სახლი. ჟ--–---- ც---–---ის განმარტებით, სწორედ იმ ერთოთახიან სახლში იმყოფებოდა, ოჯახის წევრთან ერთად, როდესაც თავს დაესხა ყაჩაღურად ორი ბოროტმოქმედი პირი. სახლს, წინა მხრიდან აქვს აივანი. აივანზე შევდივართ ოთხ საფეხურიანი კიბით. აივნის აღმოსავლეთ მხარეს დგას ,,ჰიტაჩის" ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, რომელი მაცივრის კარებიდანაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა F-------- პაკეტში. ასევე, მაცივართან ახლოს, კედლის ზედაპირიდან, ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა F----------- პაკეტში. აივანზე აწყვია ვედროები და ქვაბები. სახლს, წინა მხრიდან, აქვს ორი ფანჯარა და ოთახში შევდივართ ხის ერთ ფრთიანი კარებით. სახლი არის ერთი ოთახი. ოთახში აღინიშნება საოჯახო ნივთების არეულობის კვალი. ოთახში დგას ხის პატარა მაგიდა, რომელზედაც დევს „JVC“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, მის გვერდით დგას კარადა, აღმოსავლეთ მხარეს ერთი საწოლი, საწოლის გვერდით მაგიდა, რომელზეც აწყვია სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები, მაგიდის გვერდით დგას შეშის ღუმელი და ერთი საწოლი, ოთახში არის ხის წითლად შეღებილი იატაკი, რომელზეც მიმობნეულ-- ნივთები, კერძოდ: ქვაბები, ტანსაცმელები და სხვადასხვა ნივთები. ასევე, იატაკზე აგდია მოწითალო ფერის ლაქებში დასვრილი მონაცრისფრო ფერის სვიტერი, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა F--------- პაკეტში. ასევე, ამოღებული იქნა იატაკზე დაგდებული ორი ცალი თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერი ე.წ. „ჟგუტი“, რომელიც დაილუქა ცალ ცალკე ერთი F-------- და მეორე F--------- პაკეტებში. ასევე, ამოღებული იქნა, იატაკის ზედაპირიდან, მწვანე ფერის ტარიანი დანა, რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში. იატაკის ზედაპირიდან, ტელევიზორთან ახლოს, ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში. იატაკის ზედაპირიდან, საწოლთან ახლოს, ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის ლაქა რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში. სხვა რაიმე კვალი ან ნივთი ამოღებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ“.

 

2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ „შემთხვევის ადგილი წარმოადგენს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში (ვ------------ში) მდებარე მ-----ი შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას. მ----- შ------–--ის სახლის ეზოში შევდივართ სამხრეთ მხარეს არსებულ სასოფლო გზის მხრიდან არსებული ორფრთიანი რკინის ჭიშკრის გავლის შემდეგ. ჭიშკრის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს აქვს ერთ-ფრთიანი ფეხით გასასვლელი ჭიშკარი. ეზოში დგას ერთი დიდი კაპიტალურად ნაგები ორ-ფრთიანი მოუწყობელი სახლი და ერთ სართულიანი პატარა ზომის კაპიტალურად ნაგები სახლი. ეზოს აღმოსავლეთის მხარეს აქვს მავთულისა და ზედ გაკრული ფიჩხის ღობე. აღნიშნულ მხარეს ეზოში მდებარეობს საქონლის სადგომები. ჩრდილოეთის მხრიდან ეზოს აქვს ქვისაგან ნაგები ღობე, რომლის იქითაც ესაზღვრება ყანის ნაკვეთი. ეზოს დასავლეთ მხარეს მდებარეობს მერი შ------–--ის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჰყოფს ქვის ყორის მაღალი ღობე. სამხრეთ მხარეს ეზოს აქვს მავთულბადის ღობე, რომლის იქეთაც ესაზღვრება ნათია შ------–--ის და მურად შ------–--ის მიტოვებული სახლები. ეზოს გარეთ წრიულად დათვალიერებული იქნა მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც დასავლეთ მხარეს, ეზოდან დაახლოებით 250 მეტრში არსებულ მინდორში, რომელსაც ესაზღვრება მ----- შ------–--ის საყანე და ვენახის ნაკვეთი, აღმოჩენილი იქნა, შავი ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული, თვალებთან ამოჭრილი ნიღაბი. აღნიშნული ნიღაბი ამოღებული იქნა და მოთავსდა კრიმინალისტების სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------- და დაილუქა. ოქმში აღნიშნული ფაქტები ექსპერტების მიერ ფოტოგრაფირებული იქნა „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით.

 

2017 წლის 20 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დაზარალებულ მ----- შ------–--ისგან მისივე თანხმობით, ექსპერტების მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა F--------- სპეციალურ პაკეტში.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

- პაკეტში წარწერით: "...შავ ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული ნიღაბი..." მოთავსებულ ქუდზე არსებული თმის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება მ----- შ------–--ის (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: "მ----- შ------–--ის ნერწყვის ნიმუში...") გენეტიკური პროფილისაგან. ქუდზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) სისხლს არ წარმოადგენს. ქუდზე (ობ.N-) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მწვანე ფერის ტარიანი დანა..." მოთავსებული დანის პირსა (ობ. N4) და ტარზე (ობ. N5) არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ------ და მ----- შ------–--ეების (ობ. N15,16) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ.N2-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

- პაკეტში, წარწერით: "5...მ----- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის იატაკზე დაგდებული თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერი ე.წ. "ჟგუტი"..." მოთავსებულ სალტეზე (ობ. N6), პაკეტში წარწერით: "4 ...მ----- შ------–--ის სახლის იატაკზე დაგდებული თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერი ე.წ. "ჟგუტი"..." მოთავსებულ სალტეზე (ობ. N7), პაკეტში წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის ოთახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მონაცრისფერო ფერის სვიტრი..."მოთავსებულ სვიტრზე (ობ. N8-10), პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის ტელევიზორის ახლოს იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N11) და პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის საწოლის ახლოს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- შ------–--ეს (ობ. N16);

- პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის აივნის კედლის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N13) და პაკეტში წარწერით "...მ----- შ------–--ის სახლის აივანზე არსებული მაცივრის კარებიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა ..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N14) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ------ შ------–--ეს (ობ. N15; პაკეტი, წარწერით: "...ლ------ შ------–--ის ნერწყვის ნიმუში..."). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შორენა კვიცარიძემ.

 

2017 წლის 22 იანვრის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ „თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-------- შ------–--ის საძინებელ ოთახში მდგარი კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლებიც მ--–----ი შ------–--ის განმარტებით შესაძლოა ეცვა მის შვილს, თ-------- შ------–--ეს 2017 წლის 18 და 19 იანვარს. აღნიშნული შარვალი და ქურთუკი დაილუქა ერთ პაკეტად, თერჯოლის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით. ოთახის კუთხეში მდგარი კომოდის ზედა მარჯვენა უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი, მწვანე ფერის პლასტმასის დამუხტული ვაზნა, 16 მმ კალიბრის, რაც დაილუქა ერთ პაკეტად, თერჯოლის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით. ამავე ოთახში, ოთახის კუთხეში მდგარი პიან----ს უკანა მხრიდან, იატაკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი, თეთრი ფერის 16 მმ კალიბრის განასროლი მასრა, ერთი ცალი, თეთრი ფერის 12 მმ კალიბრის განასროლი მასრა, ერთი ცალი, თეთრი ფერის 16 მმ კალიბრის დამუხტული ვაზნა და ერთი ცალი, წითელი ფერის 16 მმ კალიბრის დამუხტული ვაზნა. აღნიშნული ორი ცალი დამუხტული ვაზნა და ორი ცალი განასროლი ვაზნა, დალუქული იქნა ერთ პაკეტად, თერჯოლის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით“.

 

2017 წლის 22 იანვრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გაჩხრეკილი იქნა თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ქუთაისი, მ------–-–---–-----------/25-ში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ნივთებთან (ოქროს ნივთები, ფული, მობილური ტელეფონი, დოკუმენტაცია) ერთად, საძინებელ ოთახში, საწოლებს შორის განთავსებულ სარკიან ხის კარადაზე, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ოქროსფერი ბეჭედი, რომელშიც ჩასმულ-- მოყვითალო-მოყავისფრო ფერის საშუალო ზომის თვალი, რომელიც ს--–---- შ------–--ის განმარტებით, მემკვიდრეობით მიიღო ბებიისგან - ლ--–- შ------–--ისგან. ამოღებული ოქროს ნივთები, დალუქული იქნა ერთ პაკეტად, N-- ლუქის ბეჭდით.

 

2017 წლის 22 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ლ------ შ------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი ბეჭედიდან ამოიცნო რიგით N- ადგილზე დადებული ოქროს ბეჭედი.

 

2017 წლის 22 იანვრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ თ-------- შ------–--ისგან, ნებაყოფლობით, ადვოკატ ნ.მ---------–--ს თანდასწრებით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების, ნერწყვის, თავის თმის და მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუშები.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2---------–--------------------ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. თ-------- შ------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით:2,9X1,3სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლ--–- ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ორი ერთმანეტთან ახლოს მდებარე, ხაზოვანი ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი თითოეული ზომით: 1,8X0,1სმ და 1,6X0,1სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ძირითად ფალანგზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,9X0,1სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეოთხე თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,3X0,1სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზდე პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება შედარებით სწორკიდეებიანი, ნაწილობრივ გრანულაციური ქსოვით ამოვსებული ჭრილობა ზომით: 1,6X0,1სმ - ცენტრში დაფარული მოყავისფრო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის დონეზე ზემოთ მდებარე კიდეებზე ალაგ აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში მოვარდისფრო ფერის, პრიალა. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (1-------–.). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ. მხარეების შეკითხვაზე მანვე განმარტა, რომ მან დაათვალიერა ვიზუალურად თ.შ------–--ე და რაიმე სახის დაზიანება თავის არეში არ შეუმჩნევია. მართალ-- თ.შ------–--ემ მას განუმარტა თხემის მიდამოდან თმების ამოგლეჯვის ფაქტი, თუმცა შემოწმებისას, მას თხემის მიდამოში ამოგლეჯვის ან დაზიანების კვალი არ უნახავს. აღნიშნული რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა მითითებული იქნებოდა დასკვნაში.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წამოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის თერჯოლის N1 ჰოსპიტალის ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 1--------- წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1--------- წ-ს 00:17 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღს 03:05 სთ-ზე დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა. მრავლობითი დაჟეჟილობები პირსახეზე, თავზე, კიდურებზე. კეფალოჰემატომა მარჯვნივ თქხემ-საფეთქლის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე----------------------------–-------------------–ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N-2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 1---------წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1---------წ-ს 03:45სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 09:20 სთ-ზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახის არეში და ჰემატომა ორივე თვალბუდის არეში. თავის ტვინის კტ. კვლევით დაუდგინდა: ცხვირის ძვლის მოტეხილობა.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ--------------–სი''-ს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------------ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2--------- წ-ს დაესვა დიაგნოზი: ქუთუთოების სისხლნაჟღენთები, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა. თავის ტვინის შერყევა. 0--------- წ-ს დაესვა დიაგნოზი: სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, კანქვეშა ჰემატომა. 1--------- წ-ს დაესვა დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრავმის შ/პერიოდი.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის თერჯოლის N1 ჰოსპიტალის ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 2--------- წ)) - მონაცემებისა:

 

მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. მ----- შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1--------- წ-ს 00:17 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით: მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები თავის არეში, სისხლნაჟღენთები სახის არეში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: „...თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში თ-------- შ------–--ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თ-------- შ------–--ის შარვალი და ტყავის ქურთუკი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი და მ----- შ------–--ის (ობ. N16, ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N2-ის შერეული გენეტიკური პროფილში თ-------- შ------–--ისა (ობ. N9; პაკეტი, წარწერით:

„...თ-------- შ------–--ის ნერწყვის ნიმუში...“) და ი-----–- მ------–-–---–ის (ობ.N10: პაკეტი, წარწერით: „...ი-----–- მ------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

- პაკეტში, წარწერით:“...თ-------- შ------–--ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებულ თმაზე (ობ. N-) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენრტაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N4) სისხლს არ წარმოადენს.

- პაკეტში, წარწერით: „...ნ-----–- გ--------ის სახლის ჩხრეკისას ი-----–- მ------–-–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებული ქსოვილის ფრაგმენტზე (პაკეტში მოთავსებული ჟილეტის ჯიბიდან) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N5) წარმოადენს ადმიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება ლ------ შ------–--ის (ობ. N15; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილისაგან. პაკეტში მოთავსებულ ერთ-ერთ სვიტრზე არსებული ბიომასალის (ობ. N5ა) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ი-----–- მ------–-–--–-ს (ობ. N10) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N5ა-ს გენეტიკურ პროფილში თ-------- შ------–--ისა (ობ. N9) და მ----- შ------–--ის (ობ. N16; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე სვიტრზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N6) სისხლს არ წარმოადგენს;

- პაკეტში, წარწერით: „...ი-----–- მ------–-–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ზურგჩანთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელები...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N7,8) სისხლს არ წარმოადგენს;

- პაკეტში წარწერით: „...შავ ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული ნიღაბი...“ მოთავსებულ ქუდზე არსებული თმის (ობ.N2; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი და თ-------- შ------–--ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

- პაკეტში, წარწერით: „...20 კალ ორლულ--ნი გადაჭრილი თოფი და 20 კალ სამი ცალი სანადირო ვაზნა...“ მოთავსებულ ორლულ--ნ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1; ექსპერტის N--------- დასკვნა) შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი და მ----- შ------–--ის (ობ. N16; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N1-ის (ექსპერტის N--------- დასკვნა) შერეულ გენეტიკურ პროფილში თ-------- შ------–--ისა და (ობ. N9) და ი-----–- მ------–-–---–ის (ობ. N10) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შორენა კვიცარიძემ. მანვე, მხარეების შეკითხვაზე განმარტა, რომ ადამიანს ბუნებრივად სცვივა თმა, როდესაც ბოლქვი აღარ არის. შესაბამისად აღნიშნული თმის ღერით გენეტიკური პროფილის მიღება შეუძლებელ--. ბოლქვიანი თმა, მექანიკური ზემოქმედების შედეგად შესაძლოა მოძვრეს. თმის ღეროზე, რომელზეც ჩატარდა კვლევა, იყო ბოლქვიანი. ის რის შედეგად აღმოჩნდა ნიღაბში, მექანიკური ზემოქმედების თუ სხვა, ამის თქმა არ შეუძლ--. მექანიკური ზემოქმედებაა როდესაც ადამიანმა შესაძლოა ქუდი მოიგლიჯოს და გადააგდოს, შესაძლოა მოყვეს ბოლქვიანი თმა და მიღებული იქნას გენეტიკური პროფილი.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის N0----------- საქმის მასალების მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილებაში დასმული კითხვის შესაბამისად, მივდივართ შემდეგ შედეგებამდე: - თანახმად ექსპერტის დასკვნა N----------ის (სას. სამედიცინო ექსპერტი - გ-- გ----------ე, 23.01. – 01.02.2017წ) მონაცემებისა, მოქ. თ-------- შ------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები - შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის (მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის შიგნითა მხარეს) და ნაჭდევების (მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ძირითად ფანალგზე, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეოთხე თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა ზედაპირზე) სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისები მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.

 

ადამიანის კბილებიც მიეკუთვნებიან მკვრივ-ბლაგვ საგანთა ჯგუფს.

 

- თუ რა ვითარებაში მიიღო მოქ. თ-------- შ------–--ემ მის სხეულზე არსებული დაზიანებები, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლ--. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ-- ცინცაძემ და ზ------ გ-------–-–---–მა.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 585 სინჯის, ოქროსგან დამზადებული, 2.86 გრამი, არაძვირფას თვალ--ნი ბეჭედის საბაზრო ღირებულება, დღევანდელი დღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 230 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რატი მერკვილაძემ.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 1) გამოსაკვლევად წარმოდგენილი ბეჭედი, დამზადებული უნდა იყოს კუსტარულად. 2) ბეჭედზე არსებული დამღის გამოვლენა ვერ მოხერხდა, რაც გამოწვეული უნდა იყოს კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზით. გამოკვლევით ნაწილში მითითებულ--: წარმოდგენილი ბეჭდის ვიზუალური და მიკროსკოპული დათვალიერებით დგინდება, რომ ბეჭედზე, ქვედა მხარეს, გარე სიბრტყის ზედაპირზე, სუსტად აღინიშნება ჩატვიფრის მეთოდით დატანილი დამღის კონტურები, რომელთა მიხედვით, კონტურული მონაცემის დადგენა შეუძლებელ--. ამასთან, შესაბამის მიდამოში, უხეში მექანიკური ხასიათის ზემოქმედების კვლები, რაც მიუთითებდა დამღის წაშლაზე არ აღინიშნება და არსებული მდგომარეობით სავარაუდოდ დამღის სუსტი გამოსახულება გამოწვეული უნდა იყოს, როგორც დამღის არასრულად დატანის, ასევე ექსპლუატაციური ცვეთის შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ---------ემ.

 

2017 წლის 19 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს „მ--------–ის“ ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნომერზე 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, სმს შეტყობინებების, ინტერნეტტრაფიკების, მოკავშირე ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების, მომსახურე ანძებისა და მათი ადგილმდებარეობების მითითებით.

 

2018 წლის 3 იანვრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 იანვარს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სოფელ ზედა ს-------ს ადმინისტრაციულ ერთეულში - ნ-----–---- ბ--–-------ის მონაწილეობით მოხდა ადგილმდებარეობის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა ს-------ში (26 მაისის) დასახლებაში მცხოვრები გ------- გ--------ის საცხოვრებელი სახლიდან გასავლელი გზა თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში (ვ------------ს) დასახლებაში მცხოვრები დაზარალებულ მ----- შ------–--ის სახლამდე. დათვალიერება დაწყებული იქნა გ------- გ--------ის სახლიდან და სამსახურებრივი ჰაილუქსის, სახელმწიფო ნომრით A------ მარკის ავტომანქანით გაემართნენ სოფელ თ----ში (ვ-----------ის) მიმართულებით მიმავალ შემოკლებულ გზაზე. გზა არის მოხრეშილი და გადავიდნენ თ----ში (ვ-----------ის) დასახლების ტერიტორიაზე. ამის შემდეგ გზა განაგრძეს დაზარალებულ მ----- შ------–--ის სახლისკენ და გაიარეს 1 კილომეტრი და ორასი მეტრი. მივიდნენ მ----- შ------–--ის სახლამდე, სულ სავალი გზა არის ორი კილომეტრი და აღნიშნული გზის გავლას მოანდომეს 12 წუთი. შემდგომ ამისა, მ----- შ------–--ის სახლიდან წავიდნენ სოფელ თ----ში გამავალი საავტომობილო გზით სოფელ ს-------ს მიმართულებით, მოხრეშილ გზაზე, მოძრაობდნენ 20 კმ-სთ სიჩქარით, ხოლო მოასფალტებულ გზაზე 50 კმ-სთ სიჩქარით. გაიარეს 9 კილომეტრი და 40 მეტრი. მივიდნენ გ------- გ--------ის საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც მოანდომეს 20 წუთი.

 

2018 წლის 5 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა 2017 წლის 19 დეკემბერს შპს „მ--------–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ტელეფონის ნომერზე 5-----------. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებულ-- შემავალი და გამავალი ზარები, ასევე ინტერნეტ კავშირები, 2017 წლის 18------------------------------------------------- პერიოდში, სხვადასხვა ხანგრძლივობით და ხშირი ინტენსივობით. 2017 წლის 18 იანვრის 20---------------------------- საათამდე, თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე აქტივობა (შემავალი ან გამავალი ზარი, მოკლეტექსტური შეტყობინება ან ინტერნეტ კავშირი) არ ფიქსირდება. 22:47:58 საათიდან, ტელეფონზე ფიქსირდება ინტერნეტ კავშირი და გრძელდება ნომრის აქტიური გამოყენება. ყველა, ზემოთ მითითებულ დროს, ტელეფონის ნომერ 5----------- ემსახურება ანძა ნომერი - 6---, რომელიც შპს „მ--------–ის“ ინფორმაციის მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში (აღნიშნული ინფორმაცია, დატანილი CD დისკზე, ასევე, გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე).

 

სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ არ მომხდარა საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შემოწმება მათი უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. შ------–--ის მიმართ შერაცხულ ბრლადებას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, კერძოდ, საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულ--, რომ თ-------- შ------–--ე მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, თ. შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებს, შპს ,,მ--------–ის’’ ოფისიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელთა ერთობლიობითაც დასტურდება თ-------- შ------–--ის მიმართ შერაცხული ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობის მთავარ და განმსაზღვრელ ობიექტად აღიარებულია პიროვნების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა ყაჩაღობის მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაძლეულ იქნას დაზარალებულის წინააღმდეგობის უნარი, რათა დამნაშავე დაეუფლოს მის ნივთს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულების ჩვენებებს, ისინი დეტალურად აღწერენ 2017 წლის 1---------ს, ღამით განვითარებულ მოვლენებს, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ (მ----- და ლ------ შ------–--ეებს) ორი ნიღბიანი პიროვნება, აყენებდნენ ძლიერ დარტყმებს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელებით, ფეხებით და ,,აბრეზებით’’. ყაჩაღობის შედეგად მიადგათ 6910 ლარის ზიანი, თავდამსხმელებიდან ერთი იყო მაღალი და სუსტი, მეორე კი საშუალო სიმაღლის, მაღალს ეფარა შავი ფერის ქუდი, თვალებზე ამოჭრილი ე.წ. ნიღაბი და ეცვა შავი ფერი ქურთუკი, რომელსაც ლ------ შ------–--ემ უკბინა ხელის თითზე წინააღმდეგობის გაწევისას.

ასევე, 2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ ფოტოილუსტრაციებს, რომლითაც დადგენილ--, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ჟ. ც---–---ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ახლად აშენებული ორსართულ--ნი სახლი და ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები ერთოთახიანი სახლი;

სასამართლო ასევე კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ფოტოილუსტრაციაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 19 იანვარს შ------–--ეების სახლიდან დაახლოებით 250 მეტრში ნანახი, ამოღებული და დალუქული იქნა ქუდი, ე.წ. ნიღაბი, რომელიც მოთავსდა კრიმინალისტების სპეციალურ პაკეტში ნომრით F--------.

2017 წლის 22 იანვრის ჩხრეკის ოქმით დადგენილ--, რომ თ. შ------–--ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-------- შ------–--ის საძინებელ ოთახში მდგარი კარადიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლებიც მ--–---- შ------–--ის განმარტებით შესაძლოა ეცვა მის შვილს თ-------- შ------–--ეს 2017 წლის 18 და 19 იანვარს. ამოღებული ქურთუკი დაილუქა ერთ პაკეტად, თერჯოლის რაიონული სამმართველოს 33/12 ლუქის ბეჭდით.

2017 წლის 22 იანვრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ თ-------- შ------–--ისგან ნებაყოფლობით, ადვოკატ ნ. მ---------–--ს თანდასწრებით აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების, ნერწყვის, თავის თმის და მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუშები.

სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ თ. შ------–--ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით:2,9X1,3სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლ--–- ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ორი ერთმანეტთან ახლოს მდებარე, ხაზოვანი ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი თითოეული ზომით: 1,8X0,1სმ და 1,6X0,1სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ძირითად ფალანგზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,9X0,1სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეოთხე თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,3X0,1სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზდე პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება შედარებით სწორკიდეებიანი, ნაწილობრივ გრანულაციური ქსოვით ამოვსებული ჭრილობა ზომით: 1,6X0,1სმ - ცენტრში დაფარული მოყავისფრო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის დონეზე ზემოთ მდებარე კიდეებზე ალაგ აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში მოვარდისფრო ფერის, პრიალა. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „შავი ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული ნიღაბი“..... მოთავსებულ ქუდზე არსებული თმის (ობ, N2; ექსპერტიზის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი და თ-------- შ------–--ის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

პაკეტში წარწერით ,,..თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში თ-------- შ------–--ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თ-------- შ------–--ის შარვალი და ტყავის ქურთუკი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი და მ----- შ------–--ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

2018 წლის 05 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილ--, რომ თ. შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებულ-- შემავალი და გამავალი ზარები, ასევე ინტერნეტ კავშირები, 2017 წლის 18 იანვრიდან, 19 იანვრის ჩათვლით. თ. შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონს ნომერს ემსახურება ანძა ნომერი - 6---, რომელიც მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში.

 

სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს და არ იზიარებს დაცვის მხარის და მსჯავრდებულის განმარტებას თ-------- შ------–--ისათვის თმების ამოგლეჯვის შესახებ და რომ დამატებითი დათვალიერების დროს არ მომხდარა ამოღებული ნიღბის დალუქვა და რომ ნიღაბი მას შემდეგ დაილუქა, რაც 22 იანვარს თ. შ------–--ეს თმები ამოაგლიჯა პოლიციელმა გვარად ზ. ფ-------ემ, ასევე სავარაუდოდ ამოღებულ ქურთუკზე მოხდა სისხლის მისხმა ე.წ. შპრიცის საშუალებით და ქურთუკი, რომელიც დათვალიერებულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ეკუთვნის თ. შ------–--ეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც აღმოჩნდა თ. შ------–--ის თმა და თ. შ------–--ის ქურთუკზე - მ----- შ------–--ის სისხლი, მოპოვებულ-- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, 2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული ქუდი (ნიღაბი) ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით, რაც ხელმოწერებით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა. 2017 წლის 22 იანვარს თ. შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული შარვალი და ტყავის ქურთუკი ასევე დალუქულ იქნა. აღნიშნული ნივთმტკიცებები ასეთივე დალუქული სახით გაიგზავნა საექსპერტო კვლევისთვის და როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, ექსპერტიზაზე წარდგენისას ლუქების მთლ--ნობა დარღვეული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს ეჭვს მათი შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ. ასეთ მოცემულობაში პალატას ობიექტურად შეუძლებლად მიაჩნია მტკიცებულებების ფალსიფიცირება. ამდენად, მსჯავრდებულის განმარტებები დამაჯერებლობასაა მოკლებული და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას, გარდა მსჯავრდებულ თ. შ------–--ის ზემოაღნიშნული განმარტებისა. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებაა დადასტურებული მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ. გ----------ის ჩვენებით, სადაც მან მიუთითა, რომ მართალ-- მას მსჯავრდებულმა განუცხადა თმის ამოგლეჯვის ფაქტის შესახებ, თუმცა მას დაზიანება არ ემჩნეოდა, დაზიანება რომ ყოფილიყო, აღნიშნული აუცილებლად აისახებოდა ექსპერტიზის დასკვნაში.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, საქმეზე დართული საგნების და ნივთების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამოძიების დროს არ მომხდარა საქმის მასალების დაცვის მხარისათვის გადაცემა და გაცნობა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებელ-- სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და დამატებით აღნიშნავს, რომ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულ-- ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.

 

საქმეში არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ დაცვის მხარის უფლება მტკიცებულებათა გადაცემის და გაცნობის შესახებ, არ დარღვეულა. დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 19 იანვარს; შემთხვევის ადგილი დამატებით დათვალიერებული იქნა 2017 წლის 19 იანვარს, რა დროსაც სახლიდან დაახლოებით 250 მეტრში ნანახი, ამოღებული და დალუქული იქნა ქუდი, ე.წ. „ნიღაბი“; 2017 წლის 20 იანვარს დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის 2017 წლის 16 თებერვლის დასკვნის თანახმად, ნიღაბში არსებული თმა ეკუთვნოდა მამრობითი სქესის პირს; 2017 წლის 22 იანვარს ჩატარებული იქნა თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც თ-------- შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული და დალუქული იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის ქურთუკი; 2017 წლის 1 მარტს დანიშნული იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის 2017 წლის 16 მაისის დასკვნის თანახმად, ტყავის ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოიისფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც მ----- შ------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ხოლო ნიღაბში არსებული თმის გენეტიკური პროფილი და თ-------- შ------–--ის გენეტიკური პროფილი იდენტურია; 2017 წლის 22 ოქტომბერს, გაცემული იქნა განჩინება თ.შ------–--ის დაკავების შესახებ, რომელიც დაკავებული იქნა 2017 წლის 23 ოქტომბერს; 2017 წლის 24 ოქტომბერს, მიღებული იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და თ.შ------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ დადგენილებაში, მტკიცებულებებად, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად მითითებულ-- თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და მისი შედეგები, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები; 2017 წლის 24 ოქტომბერს შედგენილი იქნა ოქმი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რა დროსაც ადვოკატ ნ----- მ---------–--ს გაეცვალა და გადაეცა იმ მომენტისათვის გამოძიების ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები, თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ფოტოსურათები გადაეცა ელექტრონული სახით CD დისკზე; 2017 წლის 3 ნ---მბერს, ადვოკატმა ალ.თ-----–-–---–მა წარადგინა ორდერი და მოითხოვა საქმის მასალების სრულად გადაცემა; 2017 წლის 7 ნ---მბერს შედგენილი იქნა ოქმი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რა დროსაც ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–ს გაეცვალა და გადაეცა იმ მომენტისათვის გამოძიების ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები, თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ასევე, ადვოკატის თანდასწრებით დათვალიერებული იქნა საქმეზე დართული CD დისკები, რაც გადაეცა ასლის სახით (მოხდა სურათების გადაწერა); 2017 წლის 4 დეკემბერს, ადვოკატმა ალ.თ-----–-–---–მა განცხადებით მიმართა ბრალდების მხარეს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის გაცნობა და მასალების გადაცემა; 2017 წლის 6 დეკემბერს დაცვის მხარეს ეცნობა საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების შესახებ და განემარტა მათი დათვალიერება-გაცნობის შესაძლებლობის შესახებ; ასევე, 2017 წლის 6 დეკემბერს და 2018 წლის 23 იანვარს შედგენილი იქნა ოქმები ინფორმაციის გაცვლის შესახებ რა დროსაც დაცვის მხარეს 6 დეკემბერს გადაეცა მის მიერ კონკრეტულად, სახელდებით მითითებული მტკიცებულებები, ხოლო 23 იანვარს გადაეცა საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ გამოძიების მიერ დაცვის მხარისათვის მტკიცებულებების გადაცემა და გაცნობის შესაძლებლობა მოხდა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

გარდა ამისა, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ სხვა მოტივებსაც, რადგან საქმის მასალების შესწავლისა და გააანალიზების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოკვლევისას რაიმე სახის არსებითი საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს საჩივრის მოტივაციას კვალიფიკაციის ნაწილში, ბინაში უკანონოდ შეღწევის არამართებულობის შესახებ და განმარტავს, რომ შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვების მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულ-- ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად. ბინად, საკუთრების ფორმის მიუხედავად ჩაითვლება ყოველგვარი შენობა, რომელიც შედის საცხოვრებელ ფონდში. ბინის შემადგენელი ნაწილებია ქონების შესანახად ან ადამიანთა სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი სათავსოც. მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს, დაზარალებულების ჩვენებებით დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც დაეწვათ ორსართულიანი სახლი ისინი ცხოვრობდნენ და ღამეს ათევდნენ ერთსართულიანი სახლის ერთ ოთახში, იყენებდნენ მას საცხოვრებლად. ის გარემოება, რომ აღნიშნული ოთახი დაზარალებულებს საცხოვრებლად ჰქონდათ მოწყობილი დადასტურებულია ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. შ------–--ის მიერ დასახელებულ ალიბს იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა ბიძასთან გ------- გ--------ესთან სახლში, სადაც ღამეც დარჩა, პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები მოგონილ-- თ. შ------–--ის პასუხიმგებლობის თავის არიდების მიზნით, ამასთან, პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ „მ--------–იდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაზე თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით, სადაც მითითებულ--, რომ 2017 წლის 18 იანვრიდან, 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერს ემსახურება ანძა ნომერი - 6---, რომელიც მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია თ. შ------–--ის უდანაშაულობის შესახებ გამყარებული არ არის რაიმე სახის მტკიცებულებებით ან სარწმუნო არგუმენტებით და ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოკვლეულ ურთერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო პალატის მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტით დასტურდება, რომ თ-------- შ------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი თ.შ------–--ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულ-- და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის და უსაფუძვლობის გამო.

 

სა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-------- შ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენი თ-------- შ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

თ-------- შ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;

 

თ-------- შ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- შ------–--ისგან ამოღებული შავი ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქურთუკი და შავი ფერის მაღალყელ--ნი თასმებიანი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- შ------–--ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ბ--–---ის“ სიმბარათის ჩარჩო და შავი ფერის გასაშლელი ლითონის ხელჯოხი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპს „მ--------–ის“ სიმბარათი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროს ბეჭედი, მოყვითალო-მოყავისფრო საშუალო ზომის თვალით, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ს--–---- შ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- გ------- გ--------ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–- მ------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ზურგჩანთა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-----–- მ------–-–---–ს, საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–- მ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი შავი ფერის ნაქსოვი სვიტრი, უმკლავო ქურთუკი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-----–- მ------–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–- მ------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - ერთი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი 2 ლარიანი მონეტა, ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, სამი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ორი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს, ი-----–- მ------–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ლ-–- ბ------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო მაღალყელ--ნი ფეხსაცმელები, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ლ-–- ბ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მწვანე ტარიანი დანა, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მონაცრისფრო სვიტერი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს, დაზარალებულ მ----- შ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შპს „მ--------–იდან“, N-------------------- განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, „CD“ დისკებზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული „CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;~

- 2017 წლის 22 და 27 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, შემთხვევის ადგილის და შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი „CD“ დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- ი-----–- მ------–-–---–ისგან აღებული ხელის ფრჩხილის, თმის, ნერწყვის, ხელის ანაწმენდის ნიმუშები და ხელის ნახჭის ნიმუში, ერთ დაქტილოფირზე, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- შ------–--ისგან აღებული ხელის ფრჩხილის, თმის, ხელის ანაწმენდის, ნერწყვის ნიმუშები და ხელის ნახჭის ნიმუში, ერთ დაქტილოფირზე, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დაზარალებულების ლ------ და მ----- შ------–--ეებისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მაცივრის კარებიდან, აივნის კედლის ზედაპირიდან, იატაკიდან და იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერები, ე.წ. „ჟგუტები“, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდისგან დამზადებული ნიღაბი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი დამუხტული ვაზნა და ორი ცალი განასროლი მასრა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მწვანე ფერის დამუხტული ვაზნა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ამოღებული ორლულ--ნი გადაჭრილი სანადირო თოფის ანაწმენდები, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში

- განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ამოღებული, ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფის და ერთი ცალი ვაზნის, ასევე, ორლულ--ნი გადაჭრილი სანადირო თოფის ბედი (რომელიც ინახება თერჯოლის შს რაიონულ სამმართველოში) - გადაწყვეტილია 2017 წლის 1-----–---ს N---------- განაჩენით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე