განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №33021001-002822949
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქ--------–--ს სახელით
საქმე №2ბ/4489-1- 04 ივლისი, 201- წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
აპელანტი - ალ---ი დათ-–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,საქ--------–--ს ბა--ი"
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1-.04.201-წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე სს ,,საქ--------–--ს ბა--ის“ კუთვნილი უძრავი ქონების, (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) - ალ---ი დათ-–--ლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
სარჩელის საფუძვლები:
2. სს „საქ--------–--ს ბა--მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა ალ---ი დათ-–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--). აღნიშნული ქონება შეძენის შემდეგ ისევ მოპასუხის უკანონო მფლობელობაში დარჩა, რის გამოც მოსარჩელემ ვერ მოახერხა თავისი უძრავი ქონებით მფლობელობა, სარგებლობა და გა--არგვა. აღნიშნული საფუძვლით, სს „საქ--------–--ს ბა--მა“ მიმართა სასამართლოს, მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მართლზომიერი მფლობელია, რადგან სადავო უძრავ ქონებაზე აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და აუქციონის შესახებ მოპასუხისათვის, რომელიც ქონების წინა მესაკუთრეა ცნობილი არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სარეზოლუციო ნაწილი
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1-.04.201-წ. გადაწყვეტილებით:
1. სს საქ--------–--ს ბა--ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხე ალ---ი დათ-–--ლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს "საქ--------–--ს ბა--ს".
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) არის მოსარჩელე სს "საქ--------–--ს ბა--ის" საკუთრება;
4.2. უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) არის მოპასუხე ალ---ი დათ-–--ლის მფლობელობაში;
4.3. უძრავი ქონებას (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) მოპასუხე ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
4.4. საქ--------–--ს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება;
4.5. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში;
4.6. საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, გა--არგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა. სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის კანონიერი უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს "საქ--------–--ს ბა--ის" საკუთრებად. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) მოპასუხის მფლობელობაშია.
4.7. საქ--------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი.
სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. ამდენად, მოსარჩელეს, როგორც კანონოერ მესაკუთრეს უფლება აქვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს ნივთი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1-.04.201-წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი სრულად გაუქმება.
5.1. აპელანტის განმარტებით, სს „საქ--------–--ს ბა--მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა ალ---ი დათ-–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--). აღნიშნულის შესახებ ალ---ი დათ-–--ლისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან მიიღო აუქციონის ჩატარების შესახებ ფურცელი. აუქციონი ჩატარდა რიგი დარღვევებით და აუქციონის შესახებ ალ---ი დათ-–--ლისთვის, რომელიც ქონების წინა მესაკუთრეა ცნობილი არ ყოფილა.
5.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ ალ---ი დათ-–--ლი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ცხოვრობს მეუღლესთან, 6 შვილთან და 3 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად.
5.3. აპელანტი უთითებს, რომ სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს სპეციალისტი ვალდებულია აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს.
სააღსრულებო წარმოების შესახებ საქ--------–--ს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, შეუძლია შეაჩეროს აღსრულება. აღნიშნულზე დაყრდნობით აპელანტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, გაეთვალისწინებინა ალ---ი დათ-–--ლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქ--------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) არის სს ,,საქ--------–--ს ბა--ის“ საკუთრება;
8. უდავოა, რომ უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) არის ალ---ი დათ-–--ლის მფლობელობაში.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ აპელანტს გააჩნია სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, უძრავ ქონებას (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) ალ---ი დათ-–--ლი ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
10. საქ--------–--ს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე, უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქ--------–--ს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქ--------–--ს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, გა--არგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,საქ--------–--ს ბა--ი“ წარმოადგენს უძრავი ქონების, (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--) მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. უდავოა, რომ ალ---ი დათ-–--ლი ფლობს მითითებულ უძრავ ქონებას.
მოპასუხე არ არის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი, რადგან ქონების მესაკუთრეს მოპასუხესთან არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში არ წარმოშობია ვალდებულება. უძრავი ქონების აუქციონზე გასხვისების გამო მოპასუხემ დაკარგა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, შესაბამისად, მას აღარ აქვს ამ ქონების ფლობისა და სარგებლობის კანონიერი უფლება. მოპასუხე სადავო ქონებას ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მოპასუხის მიერ სადავო ბინის ფლობის თმენის ვალდებულების არსებობას.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ საქ--------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რითც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება;
13. საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ვინაიდან სახეზე იყო საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილიყო სს „საქ--------–--ს ბა--ის“ კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება თე--ა, კვარტალი I-, კორპუსი 20, ბინა #10, ს/კ 01.12.03.001.0--.01.0--));
14. აპელანტის მითითება, რომ სადავო ბინის გასხვისების მიზნით დანიშნული აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და აუქციონის შესახებ ალ---ი დათ-–--ლისთვის ცნობილი არ ყოფილა, ვერ ჩაითვლება იმგვარ შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონება მართლაც შეიძინა აუქციონზე, თუმცა მოპასუხე ალ---ი დათ-–--ლს აუქციონის ჩატარების სისწორე და მისი სამართლებრივი შედეგები კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია.
15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქ--------–--ს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ალ---ი დათ-–--ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1-.04.201-წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქ--------–--ს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი