განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
330100118002248009
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002248009

საქმე №1ბ/341-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების: რო-------------ს, ლე----------–----ს

ადვოკატის: მი------------–---ს

გამართლებულის: ირ---–-----–-–---–-ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვა--------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორის რო-------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ირ---–-----–-–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- პ/N 0----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------–----–----–--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნტქით და ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით, ირ---–-----–-–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მ--- ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ირ---–-----–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ირ---–-----–-–---–-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 26 აგვისტოს, 05:10 საათიდან 05:40 საათამდე დროის შუალედში, ირ---–-----–-–---–- - ქ.თ---–--–----------–---------–------------------------ის მიმდებარედ არსებული ტერიტორიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მე---------–----ს კუთვნილ „I----“-ს მარკის ავტომობილს, სახ. ნომრით I------- რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 12 000 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ----------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა რო-------------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ირ---–-----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გამართლებულმა ირ---–-----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ირ---–-----–-–---–ს ჰქონდა მე---------–----ს კუთვნილი ავტომანქანის მართლსაწინააღდეგოდ მისაკუთრების განზრახვა და სხვა, რაიმე მართლზომიერ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როგორც მოწმე მე---------–----მ განმარტა, ის შეუთანხმდა და---------–------ს, რომ შეეძლო მას და მის ოჯახის წევრებს მანქანა შეემოწმებინა, თუმცა მხოლოდ ახლოს გატარების უფლება ჰქონდათ და არა შორს წაყვანისა და ქალაქში „კატაობის“. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, იგი მხოლოდ ნაწილობრივ დასტურდება ერთადერთი მოწმის და---------–------ის ჩვენებით, რომელიც ბრალდებულის სიძეა და თავადაც განმარტა, რომ საყვარელი ცოლის ძმისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ტენდენციურობაზე მიუთითებს. თუმცა, აღნიშნული ვერსია, რომც გავიზიაროთ, მაშინ პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე ლოგიკურ კითხვას, რომელიც ამ შემთხვევაში პასუხგაუცემელი დარჩა. კერძოდ, რატომ არ მოიძია დარაჯი და რატომ არ შეატყობინა მას მანქანის წაყვანის თაობაზე ირ---–-----–-–---–მა? რატომ არ შეატყობინა მომხდარი შემთხვევის შესახებ, საკუთარ სიძეს და---------–------ს და რატომ არ შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ და---------–------მა, მე---------–-----? აღნიშნულ კითხვებზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, იმიტომ, რომ დაცვის მხარის მიერ გამოგონილი ამბავი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა სიაში მოწმე - და---------–------ის დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით მოსამართლემ არსებითად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. დაცვის მხარემ იშუამდგომლა მოწმე და---------–------ის მოწმედ დასაკითხ პირთა სიაში დამატება იმ მოტივით, რომ მისი არსებობის თაობაზე, მოწმე მე---------–----ს დაკითხვამდე მხარეებისთვის ცნობილი არ იყო. რაც არ წარმოადგენს სიმართლეს, ვინაიდან, და---------–------ი არის ირ---–-----–-–---–-ს დის ქმარი, რომლის განმარტებითაც, ავტომობილის წაყვანის უფლების თაობაზე ირ---–-----–-–---–მა სწორედ მისგან გაიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მინიმუმ ირ---–-----–-–---–მა მაინც იცოდა მოწმე და---------–------ის არსებობის შესახებ.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხომაზე მოწმე გი----------–--–---–-- განაცხადა, რომ ირ---–-----–-–---–- მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც 2017 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა მეგობარ გოგონასთან სახლში. მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მოწმეს ხსენებულ გოგონასთან მოუვიდა კონფლიქტი და თვითონ და ირ---–ი წამოვიდნენ მისი ბინიდან. გი----------–--–---–-- ქუჩაში, ტელეფონზე გააგრძელა გოგონასთან საუბარი, რის გამოც ყურადღება არ მიუქცევია ირ---–ი სად იყო და რას აკეთებდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ირ---–ი ავტომანქანით წამოეწია. ძლიერ ნასვამი იყო, თან ტელეფონზე საუბრობდა და არ დაინტერესებულა ირ---–ის ავტომანქანა საიდან ჰყავდა, ჩაჯდა და მეგობარ გოგონასთან საუბარი განაგრძო. როგორც ახსოვს, წავიდნენ ისნის მიმართულებით, თუმცა გზაში, ე.წ. მა-–------ს ბაზართან, მანქანა გაჩერდა და ვეღარ დაძრეს. ირ---–იმ უთხრა წავიდეთ პოლიციაში და განვაცხადოთო. ამ დროს მოწმე დაინტერესდა, თუ რატომ უნდა წასულიყვენენ პოლიციაში, რაზეც ირ---–იმ უპასუხა, რომ მანქანა სადგომიდან უნებართვოდ ჰყავდა წამოყვანილი და ქურდობაში ბრალი რომ არ დასდებოდა, მომხდარის შესახებ პოლიციაში გაცხადება სურდა. ირ---–ი აღელვებული იყო ვინაიდან მსგავსი რამ არასოდეს შემთხვევია. მოწმე პოლიციის განყოფილებაში თავადაც გაჰყვა. გი----------–--–---–-- დამატებით განმარტა, რომ თავდაპირველად ავტომანქანა ვისი იყო, ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან ტელეფონზე თავის პრობლემებს აგვარებდა. იცოდა, რომ ირ---–ი აპირებდა მანქანის ყიდვას და ჩათვალა, რომ შეიძლება მისიც ყოფილიყო. ირ---–ის ოჯახი ეწეოდა მეურნეობას და „პ-----ს“ ტიპის ავტომანქანის ყიდვა სურდათ. ირ---–-----–-–---–- მალავდა მისი პასუხისგებაში მიცემის ფაქტს, ვინაიდან რცხვენოდა, რომ ქურდობაში ედებოდა ბრალი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვა–--------–---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის ზაფხულში მუშაობდა შპს „ე-–-------“-ს ავტოსერვისში დაცვის უფროსად. დაზარალებული მე---------–---- მისი თანამშრომელია, რომელსაც საკუთრებაში ჰყავდა თეთრი ფერის, „ის-------“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით E------- შემთხვევის დროისათვის მე---------–---- შვებულებაში იმყოფებოდა და ავტომანქანა სამსახურში, მასთან ჰყავდა დატოვებული გასაყიდად. მოწმე მანქანის ყიდვის მსურველ პირებს აჩვენებდა მანქანას, რომელიც იყო ღია და გასაღები მის სალონში ინახებოდა. შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებისგანაც შეიტყო ავტომანქანის გატაცების შესახებ, თავად ავტომანქანის ადგილზე არყოფნის ფაქტი არ შეუმჩნევია. მოწმემ დარეკა „112“-ზე, რის შემდეგაც მივიდნენ გამომძიებლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცველებმა ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე წაიყვანეს, სადაც გატაცებული მანქანა ნახა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ ნახა შპს „ე-–-------ს“ პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, საიდანაც შეიტყო, რომ ავტომობილი 05:10 - 05:50 სთ. პერიოდში მისთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა წაიყვანა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მე---------–----მ განაცხადა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში იმყოფებოდა შვებულებაში და საკუთარი, „ის-------“ მარკის ავტომანქანა, რომლის გაყიდვაც სურდა, დატოვებული ჰყავდა სამსახურის, შპს ,,ე-–-------“-ს ტერიტორიაზე. ვინაიდან მანქანა იმყოფებოდა ვიდეოკამერების და დაცვის თანამშრომლის ხედვის არეში, არ დაუკეტავს. გასაღები სალონში, ნოხის ქვეშ ჰქონდა შენახული, იმ მიზნით, რომ მანქანის ყიდვის მსურველს, ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად მისი ახლო-მახლო გატარება შეძლებოდა. ავტომანქანაზე გამოკრული იყო წარწერა, რომ იყიდებოდა. მას დაცვის თანამშომელისათვის ჰქონდა დაბარებული, რომ თუ კლიენტი მივიდოდა, მისთვის ეჩვენებინა ავტომანქანა. შვებულებაში მყოფს დაუკავშირდა გამომძიებელი და შეატყობინა მანქანის გატაცების ფაქტი. მოწმემ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანის გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ჰქონდა არაერთ ადამიანთან, მათ შორის - და---------–------თან, რომელთან საუბრისას გაარკვია, რომ და---------–------ი მასსავით ლეჩხუმელი იყო. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მისი მეუღლის ოჯახს - მეუღლის ძმას და სიმამრს სურდათ მისი მანქანის მსგავსი ავტომანქანის შეძენა. მოწმემ და---------–------ს უთხრა, რომ შვებულებაში აპირებდა წასვლას, მაგრამ მის ახლობელს, დაინტერესების შემთხვევაში, მანქანის ნახვისა და შემოწმების შესაძლებლობა ჰქონდა. ამის შემდეგ მას და---------–------ი აღარ შეხმიანებია. როგორც შემდგომ გაირკვა, სწორედ მის ცოლის ძმას ჰყოლია მისი მანქანა წაყვანილი ისე, რომ და---------–------ს მოწმისათვის არაფერი უთქვამს და როგორც და----მ უთხრა ირ---–ის მამამისის შიშით არც არავისთვის უთქვამს, რაც ჩაიდინა. მოწმემ აღნიშნა, რომ და---------–------ს არ შეთანხმებია, თუ რა მანძილზე შეეძლო მყიდველს შესამოწმებლად გაეტარებინა ავტომანქანა, თუმცა, ივარაუდებოდა, რომ შორ მანძილზე არ უნდა გასცდენოდა იმ ტერიტორიას, სადაც ავტომანქანა იდგა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ბრალდებულთან დღეის მდგომარეობით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე და---------–------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის აგვისტოში, სამსახურებრივი საჭიროების გამო, იმყოფებოდა დიღმის ტერიტორიაზე, რა დროსაც „ტო-------“ ცენტრთან არსებულ ავტოსადგომთან, ქუჩაში, გასაყიდად მდგარი თეთრი ფერის „ის-------“ მარკის ავტომანქანა შენიშნა. ვინაიდან მისი ცოლის ძმის - ირ---–-----–-–---–-ს ოჯახს სამეურნეო დანიშნულებისათვის ამ ტიპის ავტომანქანის ყიდვა სურდა, დაუკავშირდა მეპატრონეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ თ---–--–- არ იყო და ვერ ნახავდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის კვლავ მოხვდა იმ ტერიტორიაზე და ისევ დაურეკა მეპატრონეს, რომელიც აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში იქ იმყოფებოდა. შეხვდა იმ პიროვნებას, როგორც აღმოჩნდა, მე---------–-----, რომელიც წარმოშობით მისი კუთხიდან - ლეჩხუმიდან იყო და ამის გამო ერთმანეთის მიმართ სიმპატიით განეწყვნენ. მან მესაკუთრეს აუხსნა, რომ ავტომანქანის ყიდვა მისი ცოლის ძმის ოჯახს სურდა და ის შეამოწმებდა. თავის მხრივ მე---------–----მ უთხრა, რომ მანქანის გასაღები სალონში, ნოხის ქვეშ ინახებოდა და მის ცოლის ძმას შეეძლო ნებისმიერ დროს მისულიყო, გაეტარებინა და შეემოწმებინა ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ უამბო ირ---–-----–-–---–ს, რომლისგანაც რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო, რომ ავტომანქანა ნახა და არ მოეწონა. მოწმის განამრტებით, იანვრის თვეში მის მეუღლეს ირ---–ის მეგობარმა შეატყობინა, რომ ირ---–ის პრობლემები ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა. ცოლის ძმასთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მას ზემოაღნიშნული ავტომანქანა ქალაქში შესამოწმებლად გაუყვანია, მაგრამ გაუფუჭდა და ადგილზე დაბრუნება ვეღარ შეძლო, რის გამოც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიუციათ. ამის შემდეგ მოწმე დაუკავშირდა მეპატრონეს - მე---------–----- რომელსაც უამბო, რომ მისი ავტომანქანა შემთხვევის დღეს წაუყვანია მისი მეუღლის ძმას მათ შორის შემდგარი საუბრიდან გამომდინარე. და---------–------მა დაადასტურა, რომ თავადაც უხერხულად იგრძნო თავი მე---------–----ს წინაშე, ვიანიდან ისინი შეთანხმდნენ, რომ მისი მეუღლის ძმა მანქანას შეამოწმებდა, თუმცა ამას მსგავი ფაქტი მოჰყვა. მისი განმარტებით, იმ მანძილის დაკონკრეტება, რომელზეც ავტომანქანის გაყვანა დასაშვებად მიაჩნდა, გამყიდველის მხრიდან, შეთანხმებისას არ მომხდარა.

შეტყობინების რეგისტრაციის N2------ ბარათის თანახმად, 2017 წლის 26 აგვისტოს, 08:00 საათზე შსს ვა--------------–--ს სამმართველოს სამორიგეო ნაწილში, სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, გამოცხადდნენ ირ---–-----–-–---–- და გი----------–--–---–ი. ირ---–-----–-–---–მა განაცხადა, რომ იმავე დღეს, ქ. თ---–--–-----------------–- მდებარე „ტო-------“ ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა გასაყიდი, „ის-------“ მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით I------- ავტომანქანის სალონში, რომელიც არ იყო ჩაკეტილი, იპოვა გასაღები. მანქანა დაქოქა, ჩაისვა გი----------–--–---–ი, რომელიც, იმ დროს, მისგან მოშორებით, ტელეფონზე საუბრობდა და მასთან ერთად გაემართა მანქანის შესამოწმებლად. გზად, ე.წ. „მა-–------ს“ მოედანზე მათ გაუჩერდათ ავტომანქანა, მისი დაქოქვა ვერ შეძლეს, შესაბამისად, ვერც სადგომზე დააბრუნეს. შსს ვა--------------–--ს სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდნენ ზემოაღნიშნული ფაქტის გაცხადებისა და დახმარების მიღების მიზნით. ირ---–-----–-–---–მა განმარტა, რომ ავტომანქანის წამოყვანისას მანქანის ქურდობის განზრახვა არ ჰქონია.

შეტყობინების რეგისტრაციის N2------ ბარათის თანახმად, 2017 წლის 26 აგვისტოს, 13:33 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს „112“-ს დაუკავშირდა ვა–--------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ იმავე დღის დილის საათებში, ქ. თ---–--–----------–---------–------------------------ის მიმდებარედ, „ტო-------“ ცენტრთან არსებული პროფილაქტიკიდან გატაცებული იქნა „I----“-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით I-------

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 აგვისტოს, 13:45-16:15 სთ. პერიოდში, ქ.თ---–-------------- სამმართველოს ვა--------------–--ს სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ვა–----------–---–-ს მიერ, ექსპერტების მონაწილეობითა და ვა–--------–---–ის თანდასწრებით, დათვალიერდა ქ. თ---–--–----------------------ის წინ არსებული ტერიტორია და იქვე მდგარი „ის-------“ მარკის, თეთრი ფერის ა/მანქანა, სახ. ნომრით I------- წარწერით „იყიდება“. საგამოძიებო მოქმედებისას ავტომანქანის სალონში, წინა სავარძლებიდან აღებული იქნა მიკრონაწილაკები, სავარძლებთან არსებული საფენების ზედაპირიდან - სუნის კვალის ნიმუშები; საჭიდან, სიჩქარის გადამრთველიდან და კარების შიდა სახელურებიდან - ანაწმენდები, ხოლო - უკანა მარჯვენა კარის და ძრავის ხუფის ზედაპირებიდან - ხელის კვლები.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 აგვისტოს, 21:20-21:55 სთ. პერიოდში, შსს ვა--------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ვა–----------–---–-ს მიერ, ექსპერტების და მონაწილე პირის - მი--------–-------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ირ---–-----–-–---–-ს მიერ ნაჩვენები იქნა „ის-------“ მარკის ავტომანქანის თავდაპირველი განთავსებისა (თბილისი, ა----–-----–----------- „ტო-------“ ცენტრიდან დაახლოებით 500 მეტრში არსებული ავტოსადგომი) და სატრანსპორტო საშუალების მიტოვების ადგილი (თბილისი, ჩი--------------ე მდებარე ე.წ. მა-–------ს ბაზარი); ასევე, ი-----–-–---–-- მიერ აღდგენილი იქნა ზემოაღნიშნული ავტომანქანით მოძრაობის მარშრუტი.

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „მიკრონაწილაკები... ა/მანქანა „---------------------- მოთავსებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე წარწერით: „წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან“, „წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“ და „წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან, თავის მისაყრდენთან ერთად“, აღინიშნება ბაცი მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: „ი-----–-–---–-“, მოთავსებული მორუხო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „მიკრონაწილაკები... ა/მანქანა „---------------------- მოთავსებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე წარწერით: „წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან“, „წინა მარცხენა სავარძლის საზურგედან, თავის მისაყრდენთან ერთად“, „წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“ და „წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან, თავის მისაყრდენთან ერთად“, აღინიშნება მუქი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: „გ. ჯაშ...“, მოთავსებული შორტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.“

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად, „სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, 2017 წლის 26 აგვისტოს, ქ. თ---–--–-, მოქალაქე მე---------–----ს კუთვნილი ა/მანქანა „ი-------“-ს სახ. NI-------ის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ/აღნიშნული ა/მანქანის წინა მარცხენა და წინა მარჯვენა სავარძლის წინ რეზინის ფეხსაფენის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ირ---–-----–-–---–-საგან და გი----------–--–---–ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2000 წელს დამზადებული ავტომობილის, „I---- L---, სახელმწიფო NI------- საიდენტიფიკაციო No (------------------------ ძრავიდან მასის სადენის განცალკევებამ თავი იჩინა ექსპლუატაციის პროცესში და გამოვლინდა ძრავის ხელახალი გაშვების მომენტში.

დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდებული ირ---–-----–-–---–-სა და მისი ადვოკატის თანდასწრებით დათვალიერდა 2017 წლის 02 სექტრემბერს შპს „ე-–-------“-დან გამოთხოვილი, გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში სათვალთვალო კამერების მიერ განხორციელებული ჩანაწერები. ვიდეოჩანაწერებში, 05:28:36-05:28:44 სთ. პერიოდში, დაფიქსირებულია პიროვნება (ირ---–-----–-–---–-ს განმარტებით არის თვითონ), რომელიც ჯდება ერთ-ერთ ავტომობილში; 05:29:03 - 05:29:20 სთ. პერიოდში - მეორე პიროვნება (ირ---–-----–-–---–-ს განმარტებით, მისი მეგობარი გი----------–--–---–ი), რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს და მიემართება „ტო-------“ ცენტრის მიმართულებით; 05:33:00 სთ-ზე ავტომანქანა იძვრება და „ტო-------“ ცენტრის მიმართულებით მიდის; 05:38:20 სთ-ზე ავტომანქანა უკან ბრუნდება და ჩერდება; 05:38:37 სთ-ზე ავტომანქანა კვლავ „ტო-------“ ცენტრის მიმართულებით გადაადგილდება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ირ---–-----–-–---–- 2017 წლის 26 აგვისტოს, 05:10 საათიდან 05:40 საათამდე დროის შუალედში, შპს „ე-–-------ს“ ტერიტორიიდან დაეუფლა მე---------–----ს კუთვნილ „I----“-ს მარკის ავტომობილს, სახ. ნომრით I------- რომელიც შემდეგ მისივე მითითებით სამართალდამცავების მიერ ნანახი იქნა ნაძალადევის რაიონში ე.წ. მა-–------ს ბაზრობასთან. აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს ირ---–-----–-–---–ს ჰქონდა თუ არა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზანი.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ქურდობის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც ხდება მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რაშიც მოიაზრება ნივთის მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. ამდენად, ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების დროს პირის მიზანია იგი განკარგოს თავის შეხედულებისამებრ.

პალატის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს არ შეიძლება მივანიჭოთ ისეთი ვიწრო განმარტება, რომ იგი სახეზეა მაშინ, როდესაც პირი სხვის ქონებას ეუფლება მხოლოდ და მხოლოდ მის საკუთრებაში საბოლოოდ დარჩენის მიზნით. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა დადასტურებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა უკანონოდ მოისურვა სხვისი მატერიალური სიკეთის საკუთარი მიზნებისა და შეხედულბისამებრ გამოყენება და განკარგვა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას სურვილი საბოლოოდ მის საკუთრებაში დარჩენილიყო აღნიშნული ქონება. თუმცა, ყველა შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება. მოცემულ შემთხვევაში კი წარმოდეგნილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ირ---–-----–-–---–- არ აპირებდა დაუფლებული ავტომანქანით არც მატერიალური გამორჩენის მიღებას და არც ამ ნივთის თავის სასარგებლოდ განკარგვას, მისი ერთადერთი მოტივი იყო, შეემოწმებინა ავტომანქანის ფუნქციონირება, რის შემდეგაც თავისი ნებით დააბრუნებდა მას იმ ადგილას, საიდანაც წამოიყვანა. აღნიშნული კი გამორიცხავს მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და თავის მხრივ ქურდობის შემადგენლობის არსებობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მე---------–----მ ნათლად დაადასტურა, რომ და---------–------ის მეუღლის ოჯახის წვერებს შეეძლოთ მისულიყვნენ ავტოსადგომზე და მანქანა შეემოწმებინათ როგორც ვიზუალურად, ასევე დაეძრათ და გაეყვანათ ახლო მანძილზე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ვინაიდან კლიენტებს მანქანის გახსნის, დათვალიერების და გატარების უფლება ჰქონდათ, გასაღებს მის სალონშივე, ნოხის ქვეშ ინახავდა. ანალოგიურად მოწმე და---------–------მა მოახსენა სასამართლოს, რომ მე---------–----მ ნება დართო მისი მეუღლის ოჯახის წევრები მისულიყვნენ ავტომანქანის სანახავად და შეემოწმებინათ ის, ამასთან, გაეტარებინათ მცირე მანძილზე, რაც მოწმისაგან ცნობილი გახდა ირ---–-----–-–---–-სათვის. ამდენად, აშკარაა, რომ ირ---–-----–-–---–ს დაზარალებულისაგან ჰქონდა ნებართვა გადაცემული ავტომანქანა წაეყვანა შესამოწმებლად გარკვეულ მცირე მანძილზე. დაზარალებულისა და და---------–------ის ჩვენებებიდან დადგინდა ისიც, რომ კონკრეტული შეთანხმება მათ შორის არ ყოფილა, თუ რა მანძილზე შეეძლო ავტომანქანის გატარება ირ---–-----–-–---–ს.

აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდების მხარე არ უარყოფს და---------–------ისა და მე---------–----- შორის შეთანხმების არსებობას, ახვ-–-------ს ნათესავებისათვის ავტომანქანის შემოწმების უფლების მიცემის შესახებ. ამასთან, ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ირ---–-----–-–---–მა სწორედ და---------–------ისაგან იცოდა ავტომანქანა, სადაც იდგა და მისი გასაღები სადაც ინახებოდა. ამ პირობებში კი მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ე.წ. „მა-–------ს ბაზარი“ არის შორი მანძილი იმ ადგილიდან, სადაც ავტომანქანა იყო გაჩერებული და ავტომანქანის ამ მანძილზე წაყვანის უფლება არ ჰქონდა ირ---–-----–-–---–ს, უპირობოდ ვერ გახდება მისი მსჯავრდების საფუძველი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. იმის გათვალისწინებით, რომ მე---------–-----ა და და---------–------ს შორის მანძილთან დაკავშირებით არ მომხდარა შეთანხმება, მანძილის სიშორისა თუ სიახლოვის განსაზღვრა, არის მხოლოდ შეფასების საგანი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ირ---–-----–-–---–- მეგობართან იყო იმ ღამეს და არა მანქანის შესამოწმებლად და ღამე არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა ავტომობილის წაყვანა, პალატისათვის ვერ წარმოშობს დამაჯერებელ ვერსიას, რომ ირ---–-----–-–---–- მეგობრისაგან წამოსვლის შემდეგ წარმოშობილი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ავტომობილს. პირიქით, ის გარემოება, რომ მან მეგობრისგან წამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა ავტომობილის შემოწმება, მიანიშნებს, რომ იგი სპეციალურად ღამის საათებში არ მისულა ავტომობილის დასაუფლებლად.

იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე არ უარყოფს მე---------–-----ა და და---------–------ს შორის შეთანხმებას მანქანის გასინჯვის შესახებ და ასევე ახვ-–-------ს მხრიდან ირ---–-----–-–---–-სათვის ამ ინფორმაციის მიწოდებას, გაურკვეველია რატომ მიიჩნევს ბრალდების მხარე, რომ ჩვენება არის არასარწუნო.

პალატის აზრით, მოწმე და---------–------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება არასარწმუნოდ მიჩნეული მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი ბრალდებულის ახლობელია. და---------–------ის ჩვენება არ წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის ვერსიას, ვინაიდან მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე თავდაპირველად მიუთითა ბრალდების მხარის მოწმემ, დაზარალებულმა მერაბ გოლოძემ.

რაც შეეხება და---------–------ის მოწმის სახით დაშვებას პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე და მის დაკითხვას, პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ და---------–------ის დაკითხვასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა განიხილა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით, მოისმინა მხარეთა არგუმენტაციები შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კერძოდ, ვინაიდან არა დაცვის მხარის, არამედ უშუალოდ დამცველისათვის სწორედ მე---------–----ს ჩვენების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ განსახილველი საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება სცოდნოდა და---------–------ს, ასევე, ვინაიდან მე---------–----- გამომძიებლისათვის მიცემულ ჩვენებაში და---------–------ი არ ჰყავდა ნახსენები და ამის შესახებ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გააკეთა აპელირება, მოსამართლემ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და---------–------ის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანის შესახებ.

აპელანტი დაცვის მხარის ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ირ---–-----–-–---–მა არ მოიძია დარაჯი და არ შეატყობინა მას ავტომანქანის წაყვანის ფაქტი, ასევე, როდესაც გაუფუჭდა ავტომანქანა არ დაუკავშირდა და---------–------ს ან მე---------–-----, არ უცდია ევაკუატორის მოძიება და პოლიციას მიმართა სწორედ იმიტომ, რომ შემდგომში საკუთარი თავის სასარგებლოდ განევითარებინა ვერსია - „ქურდი თავის ფეხით ხომ არ მივიდოდა პოლიციაში“.

პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის ხსენებული პოზიცია აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და ვერ ქმნის ირ---–-----–-–---–-ს უდანაშაულობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ირ---–-----–-–---–მა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ავტომობილს საკუთარი ძალებით ვეღარ აბრუნებდა იმ ადგილას, საიდანაც წამოიყვანა, მიმართა ისეთ გზას, რომელიც უზრუნველყოფდა ავტომანქანის დაბრუნებას ყველაზე უფრო მცირე დროში. მას თავისუფლად შეეძლო ევაკუატორის დახმარებით ან ახლობლებთან დაკავშირების შედეგად დაებრუნებინა ავტომობილი ისე, რომ მისი წაყვანის ფაქტი არავისთვის გამხდარიყო ცნობილი. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც როგორც დარაჯმა ვა–--------–---–-ა განაცხადა, მას არც კი შეუმჩნევია მე---------–----ს ავტომობილის ადგილზე არ ყოფნის ფაქტი და დილით დაახლოებით 10 საათზე პოლიციის თანამშრომლებისაგან გაიგო, მისი წაყვანის შესახებ. თუმცა, ის გარემოება, რომ ირ---–-----–-–---–ს უპირველეს ყოვლისა, გაახსენდა პოლიციის განყოფილებაში წასვლა და არა სხვა გზებით აღნიშნული საკითხის თვთნებურად მოგვარება, მიანიშნებს სწორედ მის გულწრფელობასა და კეთილსინდისიერებაზე, რომ მას არ ჰქონდა განზრახული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. ახლობლების წრეში რომ დიდხანს მალავდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფაქტს კი, საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა როგორც და---------–------მა, ასევე ბრალდებულის მეგობარმა გი----------–--–---–--.

ამდენად, აშკარაა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა და უტყუარად დაადასტურებდა ირ---–-----–-–---–-ს მოქმედებას არა ავტომობილის შემოწმებისა და ავტოსადგომზე უკან დაბრუნების, არამედ მისი მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ირ---–-----–-–---–-ს მსჯავრდებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის ვა--------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორის რო-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ირ---–-----–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ირ---–-----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

5. გამართლებულ ირ---–-----–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე განემარტოს ზიანის მოთხოვნის ანაზღაურების უფლება.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ტანსაცმელი - დაუბრუნდეს გი----------–--–---–სა და ირ---–-----–-–---–ს;

- ელექტრონული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

- სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები და თითის კვლები - განადგურდეს.

7.პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი