განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
180100118002468345
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002468345

საქმე №1ბ/713-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--–---------------ის

მსჯავრდებულ: ა---------------–---–ის, ა---------–---------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–---------------ის და მსჯავრდებულ ა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ ა----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, პენსიონერის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ--–-------------–------–----–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია); მსჯავრდებულ ა---------–---------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ--–-------------–------–----–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი;

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------–---------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი;

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 22 აპრილს, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დ--–-----------------------–-----–-----ში ამავე სოფლის მცხოვრებმა ა----------------–---–მა გადაწყვიტა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ექსპლუატაციიდან გამოსული, ძველი ელექტროგაყვანილობის ბოძიდან შვილთან გ----------------–---–თან ერთად ჩამოეხსნა ელსადენები, რაც პირადი საკუთრების ხელყოფად და შესაბამისად - საწყენად მიიღო ა-----------------–---–ის უმცროსმა ძმამ, მეზობლად მცხოვრებმა ა---------–---------–---–მა. აღნიშნულ ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას ა---------–---------–---–მა თავდაპირველად უცენზურო სიტყვებით გინებით - სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ა----------------–---–ს, მასვე დაუდგენელი საგანი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ა----------------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ძმებს შორის ჩადგა გ----------------–---–ი, რომელმაც შეაჩერა ბიძა, - ა---------–---------–---–ი, თუმცა ა---------–---------–---–ის ქმედებით შეურაცხყოფილმა, განაწყენებულმა ა----------------–---–მა შურისძიების მოტივით, პასუხად თავადაც აგინა უცენზურო სიტყვებით ძმას ა---------–---------–---–ს, იმავდროულად ამ უკანასკნელს სახის არეში დაარტყა მუშტი, შემდეგ კი მასვე არაერთხელ ჩაარტყა ხელი თავში და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რა დროსაც ა---------–---------–---–მა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით:

 

ა---------–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

ა----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--–---------------ემ და მსჯავრდებულმა ა----------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ა----------------–---–ის და ა---------–---------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვლასაზრისით. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებულმა ა---------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ვინაიდან მას ქვით შეიარაღებული ა---------–---------–---–ი დაესხა თავს და მარცხენა წარბის არეში მიაყენა ღია ჭრილობა იგი ა---------–---------–---–ის თავდასხმისაგან იცავდა თავს და თავდაცვის მიზნით იქნევდა ხელებს და ფეხებს. შესაბამისად, იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დანაშაული არ ჩაუდენია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი ა---------------–---–ის და ა---------–---------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა----------------–---–ის და ა---------–---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ----------------–---–ის ჩვენებით, შემთხევის დღეს. ბოძზე ასვლის დროს მოესმა მეზობლად მცხოვრები ბიძის ა---------–---------–---–ის ხმამაღალი ლანძღვა-გინების ხმა და შეძახილი - ეს მავთული ჩემია და რატომ ჭრითო. იგი ბოძის სიმაღლის თითქმის ნახევარზე იყო ასული, მამამისი ა------- კი ძირს დარჩა და ბოძთან იდგა. ა----------------–---–მა ძმას უპასუხა, - ეს არც შენია და არც ჩემია, ბოძები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზეა, თავი დამანებეო. ა---------–---------–---–მა მასაც მიმართა მკაცრად, რომ ჩამოსულიყო ბოძიდან. ბოძი, რომელზეც იგი ცდილობდა ასვლას, ძირმომპალი იყო და ხეზე მიბმული მავთული აკავებდა. ის-ის იყო მოძიდან გადავიდა მომიჯნავე ,,ქოხის" სახურავზე, რომ მოულოდნელად ა---------–---------–---–მა ბოძს დამჭერი მავთული მოაძრო, რის გამოც ბოძი გადაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ა---------–ი მივარდა ძმას და სახეში ქვა ჩაარტყა, მამამისს სისხლი წამოუვიდა თვალ-წარბის არედან. იგი ხელფეხს უქნევდა ძმას და თავს იცავდა ა---------–--გან, თუმცა მოხვდა თუ არა ბიძამისს ხელი ან ფეხი, არ დაუნახავს. მან (გ----------------–---–მა) სწრაფად გაიძრო ფეხებიდან ე.წ. ,,კოქტები’’ და გააშველა ძმები. იქვე თითქმის ერთდროულად მივიდნენ დედამისი და ბიცოლა, თუმცა ძმები ამ დროს უკვე გაშველებულები იყვნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-----–--------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 22 აპრილს, სამზარეულო ოთახში მყოფს მოულოდნელად გარედან მოესმა ყვირილის ხმა. გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა მაზლი - ა---------–---------–---–ი, რომელიც იგინებოდა. გ----------------–---–ი ამ დროს გადმოხტა ბოძიდან და გასაშველებლად ჩადგა ძმებს - ა------- და ა---------–---------–---–ებს შორის - ორივეს იჭერდა ხელებით, ისინი კი ერთმანეთს აგინებდნენ. როდესაც მათთან მივიდა, დაინახა, რომ ა------ს წარბიდან თვალზე სისხლი ჩამოსდიოდა. მოგვიანებით შვილისგან - გ----------------–---–ისგან, შემდეგ მეუღლისგანაც შეიტყო, რომ ა---------–ს ძმისთვის ქვა ჩაურტყავს სახეში. ხელი მოკიდა მეუღლეს - ა------ს და თავისკენ მოქაჩა, ხოლო ა---------–ი მისმა მეუღლემ გაიყვანა საპირისპირო მხარეს. მანვე დაადასტურა, რომ ძმები ა---------– და ა-----------------–---–ები ერთმანეთს აგინებდნენ უცენზურ სიტყვებით და იწევდნენ ერთმანეთზე, ხოლო გ------ი ცდილობდა მათ შველებას. ძმების დაშორება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაზლისცოლების მისვლის შემდეგ, რომლებმაც სხვადასხვა მხარეს გაიყვანეს მეუღლეები.

 

მოწმე ც---------------–---–ის განმარტებით, 2016 წლის 22 აპრილს იმყოფებოდა დ--–-----------------------–-----–-----ში, საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მოესმა ხმაური, იმავდროულად შენიშნა, რომ საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 50-100 მეტრში, ექსპლუატაციიდან გამოსულ, წაქცეულ ბოძთან იმყოფებოდნენ და ერთმანეთისკენ იწევდნენ ძმები ა---------– და ა----------------–---–ები, გ----------------–---–ი კი ხელებით იჭერდა ბიძას -ა---------–ს. როდესაც მათ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ ა------- გამეტებით ურტყამდა ხელს თავში ძმას, რომელიც ხელებით შებოჭა გ------იმ. ამ ვითარებაში ა---------–მა შესძახა - ,,შენ ეგრე არ გინდაო’’ , რის შემდეგაც ა---------–მა შუბლი დაარტყა ძმას სახის არეში. ჩხუბი იყო ორმხრივი, რა დროსაც ძმები ერთმანეთს ასევე აგინებდნენ უცენზურო სიტყვებით. როგორც მოგვიანებით მეუღლისგან შეიტყო, მამა-შვილი ა------- და გ----------------–---–ები აპირებდნენ მავთულის ჩამოჭრას გაუქმებული ბოძიდან, რომელზეც ა---------–---------–---–ის ოჯახის კუთვნილი, ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები, ე.წ. ,,სოჩიკები’’ იყო დამაგრებული. ვინაიდან ხსენებული ბოძი იყო ძირმომპალი, ა---------–ს ურჩევია მათთვის - ჯერ გაემაგრებინათ ,,სტოლბა’’ და მერე ჩამოეჭრათ მავთულები, თორემ ,,სტოლბა’’ წაიქცეოდა. ა------ს არ მიუღია ეს რჩევა, პირიქით უხეშად მიუმართავს ძმისთვის ,, შენ ვიღა გეკითხებაო’’ და საცემად გაუწევია ძმისკენ. ა---------–ს უთქვამს, - აბა, ჩავჭრათ მავთული, თუ ბოძი არ წაიქცევაო. როგორც კი მავთული ჩაუხსნია, ბოძი წაქცეულა. ამის შემდეგ ძმებს ერთმანეთისთვის დაუწყიათ გინება, რაც გადაზრდილა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა---------–---------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 22 აპრილს დილით, შეამჩნია, რომ ა------- და გ----------------–---–ები საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბოძიდან აპირებდნენ მავთულის ჩამოჭრას. იგი (ა---------–---------–---–ი) მივიდა მათთან და უთხრა, რომ არ ჩამოეჭრათ მავთული, რადგანაც ამას ბოძის წაქცევა მოჰყვებოდა, ბოძზე კი სამი ოჯახის, მათ შორის მათი ოჯახების ე.წ. ,,სოჩიკები’’ ანუ ელექტროენერგიის მოხმარების მრიცხველები იყო განთავსებული. აღნიშნულზე ა------მა უხეშად უპასუხა - შენ ვინ გკითხავს, ვინა ხარო. რასაც მოაყოლა გინება მისი ოჯახისა და საერთო ახლო ნათესავების მისამართით. გარდა ამისა, ა------მა მოულოდნელად სახეში დაარტყა ხელი. ამ დროს მათთან მივიდა გ------ი პ-------–---–ი, რომელიც უკნიდან ამოუდგა და ხელები გაუკავა მას (ა---------–---------–---–ს), რის შემდეგაც სიტყვებით - არ წახვალ აქედან, სანამ არ მოგკლავ?!’’ ა------მა მას კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში. ვინაიდან ხელები გაკავებული ჰქონდა, თავდაცვის მიზნით მან ა------ს შუბლი დაარტყა სახეში. ამის შემდეგ ა------- ბოსტანში შევიდა და ცდილობდა სარის აღებას, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი ქვა აიღო ხელში, რომელიც ვერ გამოიყენა, - ქვა ან ხელიდან გაუვარდა, ან ცოლმა დააგდებინა ძირს, რომელმაც ქმარს შესძახა ,,არ დაარტყა’’. შემთხვევის დროს მხოლოდ ა------- აგინებდა მას, თავად კი არ უგინებია. გ------ი ძმებს შუაში კი არ ჩაუდგა, არამედ ზურგიდან მოუარა და ხელები გაუკავა - შეუბოჭა. შემთხვევის დროს სახის, ტანისა და ფეხების მიდამოებში მან მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მსჯავრდებულმა ა----------------–---–მა სხვა გარემოებებეთან ერთად განმარტა, რომ 2016 წლის 22 აპრილს დილით იმ მიზნით, რომ მახლობლად მდებარე, ექსპლუატაციიდან გამოსული ბოძებიდან ჩამოეჭრათ შესაღობად გამოსადეგი მავთული, იგი შვილთან გ----------------–---–თან ერთად მივიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბოძთან, რომელზეც მეზობლის - ,,ქოხი" იყო მიდგმული. ე.წ. ,,კოქტები’’-ს გამოყენებით გ------ი შეუდგა ბოძზე ასვლას, თავად კი -ა----------------–---–ი ძირს დარჩა. ბოძი - ე.წ. ,,სტოლბა’’ იყო ძირმომპალი და მავთულით მიმაგრებული მახლობლად მდგარ ვაშლის ხეზე. ის-ის იყო გ------ი ბოძის სიმაღლის ნახევარზე იყო ასული, რომ ა----------------–---–ს მოესმა ძმის ა---------– პ-------–---–ის ხმა - ეს უკანასკნელი პოლიციაში რეკავდა, თუმცა მოულოდნელად ა---------–---------–---–ი მამა-შვილისკენ ა------- და გ----------------–---–ისკენ გაემართა ყვირილით და გინებით, რომ მავთული მისი იყო და რატომ ხსნიდნენ. იმავდროულად ა---------–---------–---–მა ბოძს მოაძრო შემაკავებელი მავთული, რის შემდეგაც ბოძი გადაიქცა, ხოლო გ------ი პ-------–---–მა ძლივს მოასწრო ბოძიდან ,,ქოხის" სახურავზე ე.წ. ,,კოქტებიანად’’- გადასვლა. მან (ა----------------–---–მა) ძმას მიმართა, რომ წასულიყო სახლში, მისი კუთვნილი იქ არაფერი იყო. მას შემდეგ, რაც ბოძი წააქცია, ა---------–---------–---–მა ხელში აიღო ქვა და მოულოდნელად ჩაარტყა სახეში, მარცხენა წარბის მიდამოში და გაუხეთქა წარბი, თვალზე ჩამოუვიდა სისხლი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ა---------–---------–---–მა მას კვლავ არაერთხელ მოუქნია ქვამომარჯვებული ხელი დასარტყმელად, რის გამოც იგი ხელებით, შესაძლოა ფეხებითაც იცავდა თავს. როგორც ასეთი, ხელით მას ძმისთვის არ დაურტყავს და არც უგინებია. ამ დროს მათთან მივიდა გ------ი, რომელმაც ძმები მომენტალურად გააშველა და ფაქტიურად მათთან გ------ის მისვლისთანავე დაასრულა ა---------–მა ჩხუბი. ამ დროს ა---------–ს აღარც ქვა ეჭირა ხელში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტ ქ---------------–---–ის მიერ ჩატარებული ა----------------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა----------------–---–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას შუბლის და მარცხენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები, მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე ჭრილობა, ცხვირის ზურგზე და მარჯვენა წვივის მიდამოში - ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 22 აპრილს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა---------–---------–---–ს 2016 წლის 22 აპრილს გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები შუბლის, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში და მარცხენა ყურის ნიჟარის უკან დვრილისებრ მიდამოში, ნაჭდევები მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთი მარჯვენა წვივის ქვედა მესამედში,წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით,თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მითითებულ თარიღს 22.04.2016 წელს. დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმას------------–----ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული განმარტავს, რომ შემთხვევის დროს იქნევდა ხელებს და ფეხებს, მაგრამ მოქმედებდა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მისი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სასამართლო საქმეში არსებული ზემოთხსენებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე არ ყოფილა. საქმესთან დაკაშირებით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ შემთხვევის დროს, შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში ა----------------–---–ი და ა---------–---------–---–ი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. რეალურად სახეზე იყო ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ა------ ი პ-------–---–ი და ა---------–---------–---–ი ურტყამდნენ ერთმანეთს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება გამომძიებელმა ი--------–---–-----მა ჩაატარა ა----------------–---–ის თანდასწრებით, რა დროსაც ა----------------–---–მა დაადასტურა, რომ კონფლიქტი ძმებს შორის ორმხრივი ჩხუბის ხასიათს ატარებდა; შემთხვევიდან უახლოეს დროში ,,ა----------------–---–მა ხელით მიუთითა თავისი სახლის წინ მდებარე ტერიტორია, სადაც 2016 წლის 22 აპრილს მან და მისმა ძმამ ა---------–---------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს ერთიმეორეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა’’ (ტ.1 ს.ფ. 21- 26). არანაირი მინიშნებაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ თავს იცავდა ა---------–---------–---–ის თავდასხმისაგან, იმჟამად ა----------------–---–ს არ გაუკეთებია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურეს , როგორც გამომძიებელმა ი---------–---–-----მა, ექსპერტებმა ა-–-----------------–---–---------------------------–------მა, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ა-----------------–---–მა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რომ ა---------–---------–---–მა ა----------------–---–ს დაზიანება ქვის მეშვეობით მიაყენა.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება და ისე განუსაზღვრა მათ, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმასთან დაკაშირებით, რომ მსჯავრდებულებმა არ აღიარეს და არ მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება წარმოადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას და არა ვალდებულებას. დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს და სასჯელის გამკაცრების საფუძველი გახდეს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–---------------ის და მსჯავრდებულ ა----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი ა---------------–---–ის და ა---------–---------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი ა----------------–---–ის და ა---------–---------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა---------– პ-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

ა----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

პირობით მსჯავრდებულების ა---------–---------–---–ის და ა----------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს მ-----------------–---–ს, პ/ნ 1---------4, დაუბრუნდეს 2018 წლის 23 მაისს სს ,,საქართველოს ბანკში’’ შეტანილი ა----------------–---–ის საგირავნო თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით .

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა---------– პ-------–---–ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი