განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
010100118002249863
ინსტანცია
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002249863

საქმე №1/ბ-662-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- კ-------–ის

მსჯავრდებულების _ ი-----–- გ---------ის, ი-----–- თ----–---–ის და ი----- ჯ-–-------ის

ადვოკატის _ ვ-–- მ--–--ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–- მ--–--ის და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------):

 

ი-----–- გ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–-----------–---–----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ი-----–- თ----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–----------–---–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ი----- ჯ-–-------ის მიმართ, დ----------–--------–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–--------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- გ---------ეს, ი-----–- თ----–---–ს და ი----- ჯ-–-------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 27 ნოემბერს, ი-----–- გ---------ე, ი-----–- თ----–---–ი და ი----- ჯ-–-------ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ.-------–-----------–---–-------------------------1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ დ-------- ს--------ის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ ,-----”-ის ფირმის ლეპტოპს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- გ---------ეს, ი-----–- თ----–---–ს და ი----- ჯ-–-------ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით:

 

ი-----–- გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ი-----–- გ---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 წლის, 11 თვის და 10 დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- გ---------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით.

 

ი-----–- გ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 12 დეკემბრიდან.

 

ი-----–- გ---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ი-----–- თ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.

 

მსჯავრდებული ი-----–- თ----–---–ი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2018 წლის 05 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი-----–- თ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ, ლ---- თ----–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ--------–----------–---–-----------------–---------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------) 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ი----- ჯ-–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.

 

მსჯავრდებული ი----- ჯ-–-------ი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2018 წლის 05 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი----- ჯ-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ, ე-–------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ხ-----------------------–--------–------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------) და ე-–------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მ---------------------------------–-------–-----------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------) 8000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ამოღებული ლეპტოპი და ლეპტოპის ყუთი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, შ----------–----–-----ს”, შ-------------------------ის”, შ---------------------ს”, შ--------------ს”, შ-----------------–----------------ს” და შ------–----–--ს” ვიდეოჩანაწერები უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის დანიშნული სასჯელები შესაბამისობაში არ არის ჩადენილ დანაშაულთან და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, როგორც ზედმეტად მსუბუქი.

 

მსჯავრდებულმა ი-----–- გ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–- მ--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ი-----–- გ---------ის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება, შემდეგი საფუძვლით: ი-----–- გ---------ის უდანაშაულობა დასტურდება მისივე ჩვენებით და ბრალდებულების _ ი-----–- თ----–---–ის და ი----- ჯ-–-------ის ჩვენებებით, რომლებმაც აღიარეს ძარცვის ჩადენა, მაგრამ უარყვეს ამ დანაშაულში ი-----–- გ---------ის მონაწილეობა, ასევე დაზარალებულ დ-------- ს--------ის ჩვენებით და მაღაზია „------–----–-------” დამონტაჟებული ვიდეოკამერიდან ამოღებული ჩანაწერით, რომელზეც სრულადაა ასახული ძარცვის ფაქტი _ როგორ იწყება დანაშაულის ჩადენა, როგორ მთავრდება და ვინ რა მოქმედებას ახორციელებს, სადაც არ ჩანს ი-----–- გ---------ე. ის ჩნდება ბოლოს, როცა აჩქარებული ნაბიჯით უახლოვდება ინციდენტის ადგილს. იქვე ჩანს, როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს ი-----–- თ----–---–ი და გამორბის ი----- ჯ-–-------ი. როცა ი-----–- გ---------ე მივიდა შემთხვევის ადგილზე, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო.

 

მსჯავრდებულებმა ი-----–- თ----–---–მა, ი----- ჯ-–-------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–- მ--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ი-----–- თ----–---–ისათვის და ი----- ჯ-–-------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ მათ სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს ჭეშმარიტების დადგენას, ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მათ არ გააჩნიათ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ი-----–- გ---------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულ დ-------- ს--------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ--------–----------------------------–-ს ქუჩაზე მდებარე კაფეში ყავის მომდუღებლად. როდესაც ღამის ცვლაში უწევს მუშაობა, სახლიდან სამსახურში მიაქვს თავისი კუთვნილი ლეპტოპი, სიმღერების მოსასმენად და ფილმების საყურებლად. 2017 წლის 27 ნოემბერს, საღამოს საათებში, ფეხით მოძრაობდა ბ-------–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც შენიშნა მისი ნაცნობები _ ი----- ჯ-–-------ი, ი-----–- გ---------ე და მისთვის უცნობი მესამე ახალგაზრდა პიროვნება. ი-----–- გ---------ე იმყოფებოდა სადარბაზოში, ხოლო მისი მეგობრები იდგნენ სადარბაზოსთან, ქვეითთა სავალ ნაწილზე და ერთმანეთში საუბრობდნენ. ი----- ჯ-–-------ი და ი-----–- გ---------ე გაიცნო დაახლოებით ერთი თვის წინ, ისინი ხშირად მიდიოდნენ მასთან სამსახურში, ღამის ცვლაში, ყავის დასალევად. მათი გადმოცემით იცოდა, რომ ი-----–- გ---------ე ცხოვრობდა ბ-------–---–ის ქუჩაზე, მაღაზია „-----------–-ს” გვერდით, ხოლო ი----- ჯ-–-------ი ფ---------------- ქუჩაზე. მათთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა სამსახურიდან გამომდინარე. როდესაც ი----- ჯ-–-------ი და ი-----–- გ---------ე შენიშნა ბ-------–---–ის ქუჩაზე, ი-----–- გ---------ის სახლის წინ, მივიდა მათთან, მიესალმა და თხოვა სიგარეტზე მოეკიდებინათ. ი----- ჯ-–-------მა მაშინვე ამოიღო ჯიბიდან სანთებელა და მოუკიდა, რის შემდეგაც მადლობა გადაუხადა და გზა გააგრძელა ბ-------–---–ის ქუჩით, ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. უკან რომ მოიხედა, დაინახა, რომ ი-----–- გ---------ე, ი----- ჯ-–-------ი და მისთვის უცნობი მესამე პიროვნება უკან მიჰყვებოდნენ, რაზეც ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იცნობდა მათ და არ ეგონა ასეთ რამეს თუ გაუკეთებდნენ. როდესაც ბ-------–---–ის ქუჩაზე მდებარე №4- საცხოვრებელ სახლს მიუახლოვდა, ქვეითთა სავალ ნაწილზე ფეხით მოძრაობის დროს, მოულოდნელად უკანა მხრიდან მიეპარა ერთი პიროვნება, რომელმაც თავზე ჩამოაფარა თავისი ქუდი, შებოჭა და ქვეითთა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ექაჩებოდა, სადაც განთავსებულია ეზოში შესასვლელი. ამ დროს დაინახა, რომ ვინც შებოჭა, იყო ი----- ჯ-–-------ი. იმავდროულად მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა მეორე პირი, რომელიც ცდილობდა მარჯვენა ხელიდან მისი კუთვნილი ლეპტოპის წართმევას, მაგრამ ის ხელს არ უშვებდა ლეპტოპს. ამასობაში სამივემ გადაინაცვლეს ქვეითთა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს, ეზოს შესასვლელთან, სადაც მან მარცხენა ხელით თავიდან მოიძრო ქუდი, რა დროსაც ი----- ჯ-–-------ი უყვიროდა - ლეპტოპს ხელი გაუშვიო, ხოლო მარჯვენა მხრიდან ლეპტოპის ხელიდან წართმევას ცდილობდა მეორე მისთვის უცნობი პირი. საბოლოოდ ამ უკანასკნელმა მოახერხა ხელიდან წაეგლიჯა ლეპტოპი, რის შემდეგაც გაიქცა ბ-------–---–ის ქუჩაზე მდებარე ცირკის მხარეს. როგორც კი მისთვის უცნობმა პიროვნებამ ხელიდან წაართვა მისი კუთვნილი ლეპტოპი და გაიქცა, მაშინვე იქ მივიდა ი-----–- გ---------ე, რომელმაც ხელი ჰკრა და უთხრა, რომ ადგილზე გაჩერებულიყო და ხმა არ ამოეღო, ასევე უკან არ გაჰყოლოდა და არც პოლიციაში განეცხადებია, თორემ მოკლავდნენ, რის შემდეგაც ი----- ჯ-–-------ი და ი-----–- გ---------ე გაიქცნენ ცირკის მიმართულებით. ის მათ არ გაკიდებია, რადგან შეეშინდა. მეორე დღეს ცდილობდა ენახა ი----- ჯ-–-------ი და ი-----–- გ---------ე, რათა მათთვის ეთხოვა ლეპტოპის დაბრუნება, მაგრამ მისი ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დ-------- ს--------ს წაეკითხა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია, რაც მის მიერ სრულად იქნა დადასტურებული. ამის შემდეგ, მისი მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები მივიდნენ ბ-------–---–ის ქ-----ში განთავსებულ შ------–-----------–---–----ს“ მოპირდაპირედ, ქვეითთა სავალ ნაწილზე, სადაც იგი შეხვდა ი----- ჯ-–-------ს და ი-----–- გ---------ეს, რომლებსაც თხოვა სიგარეტზე მოკიდება. შემდეგ გზა გააგრძელეს ბ-------–---–ის ქ-----ში მდებარე სასტუმრო „დ-----ის“ გავლით, გადაკვეთეს ბ-------–---–ის და გ--------–ის ქუჩების კვეთა და წავიდნენ ბ-------–---–ის ქუჩაზე მდებარე სს „------------–-------------ას“ მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ დ-------- ს--------ის მითითებით, მივიდნენ ბ-------–---–ის ქ.№4--ში განთავსებულ „------–----–-----ს“ მაღაზიასთან. დ-------- ს--------ის განმარტებით და მითითებით, აღნიშნული მაღაზიის წინა მხრიდან, კერძოდ, ბ-------–---–ის ქუჩა №4- და №4- საცხოვრებელ ბინებს შორის, ქვეითთა სავალ ნაწილზე, სადაც საცხოვრებელ ბინებს შორის განთავსებულია ეზოში შესასვლელი ჩიხი, 2017 წლის 27 ნოემბერს, მისთვის ნაცნობმა პირებმა _ ი----- ჯ-–-------მა, ი-----–- გ---------ემ და უცნობმა მამაკაცმა გასტაცეს თავისი კუთვნილი ლეპტოპი, რის შემდეგ გაიქცნენ ბ-------–---–ის ქუჩაზე მდებარე ცირკის მიმართულებით.

 

დაზარალებულის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულადაა დადასტურებული მხარეთა მიერ ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე გ------ ჩ------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ბათუმში, და ძირითადად დასაქმებულია ბ-------–---–ის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სადგომზე. 2017 წლის 27 ნოემბერს იმყოფებოდა მითითებულ ქუჩაზე და მძღოლებს უწევდა დახმარებას ავტომანქანების პარკირებაში. იქნებოდა დაახლოებით 21:00 საათი, როდესაც გზის მოპირდაპირე მხარეს დაინახა, რომ მიდიოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ლეპტოპი ეჭირა. მას უკან, დაახლოებით ორ მეტრში მიჰყვებოდა სამი პიროვნება, კერძოდ, ი-----–- გ---------ე, ი-----–- თ----–---–ი და ი----- ჯ-–-------ი, რომლებსაც ის კარგად იცნობს. მათ მისი ყურადღება იმით მიიქციეს, რომ ირგვლივ იყურებოდნენ, თითქოსდა, ვიღაცას ეძებენ ან უთვალთვალებენ. მოულოდნელად გაიგონა რუსულ ენაზე ყვირილის ხმა და მაშინვე გაიხედა იმ მხარეს, საიდანაც ხმა მოდიოდა, რა დროსაც დაინახა, რომ მოპირდაპირე მხარეს ბ-------–---–ის ქუჩა №4--სა და №4--ს შორის არსებულ ქვეითთა სავალ ნაწილზე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ხელში ეჭირა ლეპტოპი, ი----- ჯ-–-------მა თავზე წამოაფარა მისი ქუდი და ხელები შეუბოჭა. ამ დროს მათთან მივიდა ი-----–- თ----–---–ი, რომელმაც ხელიდან წაართვა ლეპტოპი და გაიქცა გ--------–ის ქუჩის მიმართულებით. მისი გაქცევისთანავე მივიდა ი-----–- გ---------ე, რომელმაც ხელი მოჰკიდა და გამოიყვანა ი----- ჯ-–-------ი, რის შემდეგ ისინიც გაიქცნენ გ--------–ის ქუჩის მიმართულებით, იქეთ, საითაც გაიქცა ი-----–- თ----–---–ი გატაცებული ლეპტოპით.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დ-------- ს--------მა ამოიცნო ი-----–- თ----–---–ი და განაცხადა, რომ ის არის მამაკაცი, რომელმაც 2017 წლის 27 ნოემბერს, ხელიდან წაართვა ლეპტოპი, რა დროსაც მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ი-----–- გ---------ე და ი----- ჯ-–-------ი, რომლებიც არ აძლევდნენ წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას.

 

შ----------–----–-----ს“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ 20:50:50 საათზე, ქუჩაში ფეხით მიმავალ დ-------- ს--------ს, რომელსაც ხელში ლეპტოპი უჭირავს, უკნიდან მიეპარება ი----- ჯ-–-------ი, რომელიც ძალით წამოახურავს თავზე მისივე ქურთუკის კაპიშონს და ექაჩება იქვე არსებული ეზოს შესასვლელისკენ. ამ დროს ი-----–- თ----–---–ი ცდილობს დ-------- ს--------ს წაართვას მის ხელთ არსებული ლეპტოპი, რაზედაც იგი უწევს წინააღმდეგობას. 20:50:56 საათზე ი-----–- თ----–---–ი ხელიდან ართმევს ლეპტოპს დ-------- ს--------ს და გარბის შემთხვევის ადგილიდან. სწორედ ამ დროს ჩნდება კადრში ი-----–- გ---------ე, რომელიც აჩქარებული ნაბიჯით მიდის იმ ადგილისკენ, სადაც ი----- ჯ-–-------ს ხელით ჰყავს შებოჭილი დ-------- ს--------ი, რის შემდეგაც მათ ეს უკანასკნელი შეჰყავთ ეზოს შესასვლელში. 20:51:01 საათზე აღნიშნული ეზოს შესასვლელიდან ჯერ გამორბის ი-----–- გ---------ე, ხოლო შემდეგ, 20:51:03 საათზე _ ი----- ჯ-–-------ი და ორივენი გარბიან იმ მიმართულებით, საითაც გაიქცა ი-----–- თ----–---–ი გატაცებული ლეპტოპით.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შ--------------ს”, შ-----------------–----------------ს” და შ------–----–--ს” ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია როგორ მიყვებიან უკან ი-----–- გ---------ე, ი----- ჯ-–-------ი და ი-----–- თ----–---–ი ქუჩაში ფეხით მიმავალ დ-------- ს--------ს, რომელსაც ხელში უჭირავს ლეპტოპი, ასევე ის, თუ როგორ გარბის ქუჩაში ი-----–- გ---------ე, რომელსაც უკან სირბილით მიჰყვება ი----- ჯ-–-------ი და ბოლოს ი-----–- თ----–---–ი, რაც აშკარად მიუთითებს ძარცვის ჩადენის თაობაზე მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობაზე.

 

თავად მსჯავრდებულმა ი-----–- გ---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, თავის მეგობრებთან _ ი----- ჯ-–-------თან და ი-----–- თ----–---–თან ერთად მიდიოდა ბ-------–---–ის ქუჩით, ჭ-------ის ქუჩისაკენ. გზაში რამდენიმე მეტრით ჩამორჩა მათ. დაახლოებით 10-15 მეტრით იქნებოდა მათგან დაშორებული, როცა ხმაური გაიგონა და დაინახა, რომ მისი მეგობრები რაღაც მიხვრა-მოხვრაში იყვნენ. ჩხუბი ეგონა და გასაშველებლად მივიდა. მან არც იცოდა რა და როგორ მოხდა. შემდეგ გაიგო, რომ ძარცვა მომხდარა და ლეპტოპი გაუტაცებიათ, რის გამოც უსაყვედურა მეგობრებს.

 

იგივე გარემოებები დაადასტურეს მსჯავრდებულებმა ი-----–- თ----–---–მა და ი----- ჯ-–-------მა, რომლებმაც თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ძარცვის ჩადენა, მაგრამ უარყვეს აღნიშნულ დანაშაულში ი-----–- გ---------ის მონაწილეობა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ი-----–- გ---------ეს დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან, ამ ნაწილში მათი ჩვენებები არის არადამაჯერებელი, ალოგიკური და მოგონილია ი-----–- გ---------ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, გარდა ამისა, ისინი სრულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი-----–- გ---------ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ძარცვის დროს გატაცებული, დაზარალებულ დ-------- ს--------ის კუთვნილი „----”-ის ფირმის ნოუთბუქის საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 300 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- გ---------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც არ არსებობს მისი მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი----- ჯ-–-------ისათვის და ი-----–- თ----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათ განსაზღვრული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რომლის შემცირების სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია, ამასთან, ი----- ჯ-–-------ის და ი-----–- თ----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მათთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან ი----- ჯ-–-------მა და ი-----–- თ----–---–მა უარყვეს დანაშაულში ი-----–- გ---------ის მონაწილეობა, მხოლოდ დანაშაულის აღიარება კი არ შეიძლება განხილული იქნეს თანამშრომლობად.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ მათთვის დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენი ი-----–- გ---------ის, ი-----–- თ----–---–ის და ი----- ჯ-–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულების _ ი-----–- გ---------ის, ი----- ჯ-–-------ის, ი-----–- თ----–---–ის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–- მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილეს.

 

3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენი ი-----–- გ---------ის, ი----- ჯ-–-------ის და ი-----–- თ----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

4.ი-----–- გ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–- გ---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

7.მსჯავრდებულ ი-----–- გ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 12 დეკემბრიდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.ი-----–- თ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

10.მსჯავრდებულ ი-----–- თ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან _ 2018 წლის 05 სექტემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.

 

11.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–- თ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ, ლ---- თ----–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ--------–----------–---–-----------------–--------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------) 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

12.ი----- ჯ-–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

13.მსჯავრდებულ ი----- ჯ-–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან _ 2018 წლის 05 სექტემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

14.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი----- ჯ-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ, ე-–------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ხონის რაიონის სოფელ კინჩხაში, ზონა - ხონი - 37, სექტორი - კინჩხა - 01, კვარტალი - 32, ნაკვეთი - 353, საკადასრო კოდი №37.01.32.353) და ე-–------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მ---------------------------------–-------–-----------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------) 8000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

15.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ამოღებული ლეპტოპი და ლეპტოპის ყუთი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, შ----------–----–-----ს”, შ-------------------------ის”, შ---------------------ს”, შ--------------ს”, შ-----------------–----------------ს” და შ------–----–--ს” ვიდეოკამერების ჩანაწერები, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

16.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

17.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/