განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
080100118002445098
ინსტანცია
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002445098

№1/ბ-452-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ--–---- კ--------ის

ადვოკატის - რ--------- ხ----–--–--ას მონაწილეობით

მსჯავრდებულის - მ------ ბ---------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ მ---------–ის ძე ბ---------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ვანის რაიონი, სოფ. ზ-----------.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ბ---------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:05 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სამტრედია-ლანჩხუთი - სუფსა-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მ------ ბ---------ემ, "მერსედეს ბენცის" მოდელის სახ. ნომრით V-------- ავტომობილით ბათუმიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრაობისას, დააღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.3(გ), 34.3(ე) და ამავე კანონის 1.1 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, იქ, სადაც მონიშვნის 1.1 ხაზი ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს სამოძრაო ზოლის საზღვართან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომელზეც შესვლა აკრძალულია, განიზრახა თანმხვედრი მიმართულებით მის წინ, ასევე 1.1 პუნქტის დარღვევით მოძრავ, „ნისან პატფაინდერის" მოდელის სახ. ნომრით T----- ჯიპის ავტომობილზე გასწრება, რითაც შეუქმნა დაბრკოლება საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. 34.3 (გ), რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებდა შესვლას, საკმარის მანძილზე იქნებოდა თავისუფალი და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას მისცემდა. ანალოგიურად, არ იყო დარწმუნებული, რომ გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებდა ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას.

 

შედეგად, მ------ ბ---------ემ "მერსედეს ბენცის" მოდელის სახ. ნომრით V------ ავტომობილით გ------ი ჩ-------ის მართვის ქვეშ არსებულ „ნისან პატფაინდერის’’ მოდელის სახ. ნომრით T----- ჯიპის მოდელის ავტომობილზე, უწყვეტ ღერძულა ხაზზე გადაკვეთით გასწრების მომენტში, საპირისპირო მხრიდან მომავალ „სპრინტერის“ მოდელის მიკროავტობუსზე შეჯახების აცილებისა და თავისსავე სამოძრაო ზოლში ჩადგომის მიზნით, ავტომანქანა "მერსედეს ბენცის" საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ და მიეჯახა ავტომობილის წინა მარჯვენა კარით, კარის სახელურით და უკანა მარჯვენა კარებით თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ "ნისან პატფაინდერის" მოდელის სახ. ნომრით T----- ჯიპს წინა მარცხენა ფრთაზე და წინა მარცხენა კარებზე და გააგრძელა გზა, ხოლო ა/მანქანა "ნისან პატფაინდერი“, თავდაპირველად მდ. ხევისწყალის ხიდის მარჯვენა მხარეს არსებულ რკინის დამცავ კონსტრუქციას შეეჯახა, რომელიც შემდეგ მართვადაკარგული გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა გ------ი პ-----ის მართვის ქვეშ მოძრავ, "ოპელის" მოდელის სახ. ნომრით S------ ავტომობილს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ------ი პ-----ის მგზავრები: თ-----ი პ-----ე, ხ----- პ-----ე და ც-–---- პ-----ე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებების მიღების გამო საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით მ------ ბ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------ ბ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ მ------ ბ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ--------- ხ----–--–--ას მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ბ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის 6 წლის ვადით დანიშვნას და პირობითად ჩათვლას, იმავე გამოსაცდელი ვადით, ან სასჯელის 1/3-ით (ერთი მესამედით) შემცირებას.

სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - ი---- ფ------–---–ის მიერ, რომელმაც მ.ბ---------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულ მ------ ბ---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - რ--------- ხ----–--–--ას, რომელმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ ვ--–---- კ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ ბ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ავტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; გ------ი ჩ-------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; თ---------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; გ------ი პ-----ის ალკოჰოლური კვლევის ექსპერტიზის დასკვნიტ; გ------ი პ-----ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ხ----- პ-----ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიტ; თ-----ი პ-----ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ც-–---- პ-----ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; მ------ ბ---------ის ალკოჰოლური კვლევის ექსპერტიზის დასკვნით; მ------ ბ---------ის ნარკოლოგიური კვლევის ექსპერტიზის დასკვნით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით; მოწმე გ------ი პ-----ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ გ------ი პ-----ის გამოკითხვის ოქმით; მოწმე ჯ---–-------------------------------------------–----------------–---–-- გამოკითხვის ოქმით; მოწმე გ------ი ჩ-------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმე მ------ ბ---------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმე მ--------------–-------------------------------–------------–-----–---–-----------------------------–------------------------------------------–---------–-----------–---- გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ფოტომასალით; შემთხვევის ადგილის ფოტომასალით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ------ ბ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ------ ბ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრებში ცვლილებების შეტანისა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ------ ბ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ--------- ხ----–--–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - ი---- ფ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

მ------ ბ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 3 (სამი) წლის ვადით.

 

მ------ ბ---------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

მსჯავრდებულ მ------ ბ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ავტომანქანა ,,ოპელი’’ S------, ,,მერსედეს ბენცი’’ V------ და ,,ნისან ატფაინდერი’’ T------ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე