განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100118002438270
№1/ბ-435-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის - პ---–- კ------ის მონაწილეობით
მსჯავრდებულის - თ-------ე ქ---–-----ს მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------ე რ-----ს ძე ქ---–-----ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №4----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ცაგერის რაიონის სოფელ ბ--------–-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------ე ქ---–-----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 1030 საათზე, ცაგერის რაიონის სოფელ ბ--------–-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, თ-------ე ქ---–-----მ, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ს--–---ე ქ---–-----ს თანდასწრებით, განახორციელა ძალადობა მეუღლის - მ--------ა გ--------–-–---–ის მიმართ, ჯერ ხელი ჰკრა, წააქცია იატაკზე, შემდეგ კი ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და მუცლის არეში, მისი ქმედების შედეგად მ--------ა გ--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით თ-------ე ქ---–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თ-------ე ქ---–-----ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 14 აპრილიდან -2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ თ-------ე ქ---–-----ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ---–- კ------ეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ-------ე ქ---–-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების-ლ--------------ს, მ--------ა გ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ-------ე ქ---–-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ თ-------ე ქ---–-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
თ-------ე ქ---–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 1(ერთი) წელი.
თ-------ე ქ---–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თ-------ე ქ---–-----ს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 14 აპრილიდან - 2018 წლის 13 ივნისამდე, ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე