განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
330210013316775
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4081-16 13 მარტი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტები – გ--------------, ე-----------–----ა, ლ---–----–-ა, ნ---------------–-----, გ-----–-–--ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ც----------------------–------------------–----------------------–------–---–--------------–---–-----------–---------------–----–-------------------–-–---–----–---–----------–-–---–--------------–---–-----------------------------------------------------–---–----------------------–---–-----------------–---–------------------–---------–-------------------------–---–---------------------–---–-----------------–---–----------------------–---–------------------–-–---–-;

 

წარმომადგენელი – ზ-------------ა;

 

დავის საგანი _ კრების ოქმის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების ც-----------------------–-------------------–-----------------------–------–---–---------------–---–------------–----------------–----–--------------------–-–---–-----–---–----------–-–---–---------------–---–--------------------------------------------------------–---–-----------------------–---–------------------–---–--------------------–---------–--------------------------–---–----------------------–---–------------------–---–-----------------------–---–-------------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ა-------------------------------------–--------------------------–--ს“ შორის 2011 წლის 5 მაისს გაფორმებული მემორანდუმი ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა-------------------------------------–--------------------------–--“ შორის 2011 წლის 2 ნოემბერს დადებული დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ (დამოწმებული ნოტარიუს გ. გაბარაშვილის მიერ 2011 წლის 4 ნოემბერს სანოტარო რეგისტრაციის #111221221). ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა-------------------------------------–--------------------------–--ს“ შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს გ. გაბარაშვილის მიერ 2011 წლის 3 ნოემბერს, სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის #111221185). ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 30 ივნისს ინდივიდუალური ბ------–-----–----------------------------ს და შპს „----------------------------------------------------- შორის დადებული დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურებისა და მშენებლობის წარმოების შესახებ (დამოწმებული ნოტარიუს ნინო გახოკიძის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #1--------). ბათილად იქნა ცნობილი შ-----------------------------------------------------------–------------------------------------------–-------------–-----–------------------------------- შორის 2012 წლის 24 მაისს გაფორმებული მემორანდუმი; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმი (დამოწმებული 2013 წლის 25 იანვარს ნოტარიუს დავით ოყროშიძის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #130062488. მოსარჩელეების მოთხოვნა აეკრძალოს გ--------------ს, გ-----–-–--ას, გ-------------ას და ნ---------------–-----ს იბა „ბ--------ის“ წარმომადგენლობითი და მმართველობის ფუნქციის განხორციელება ამხანაგობის არსებობის მანძილზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2006 წლის 21 აგვისტოს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------“. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მისამართზე ქ. თბილისი, ქ--------–-------–-- გამზირი, ბ--------ის ქუჩა 50/18

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამხანაგობა ბ--------ის სადამფუძნებლო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ 55-78);

 

2.2. 2011 წლის 5 მაისს ამხანაგობა „ბ---------ს“ წარმოდგენილი გ---------ს და სს „ჰ---–--------------------------–--ს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ 84-88)

 

2.3 2011 წლის 2 ნოემბერს ამხანაგობა „ბ---------ს“ სახელით გ---------მ და კ------------ამ სს „ჰ---–-------------------------–--სთან“ გააფორმეს დავალების ხელშეკრულება. დამოწმებული 2011 წლის 3 ნოემბერს ნოტარიუს გ. გაბარაშვილის მიერ, სანოტარო რეგისტრაციის #111221185;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-დავალების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ 108-113);

 

2.4. 2011 წლის 2 ნოემბერს ამხანაგობა „ბ---------ს“ სახელით გ---------ს და სს „ჰ---–-------------------------–--ს“ შორის გაფორმდა დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ დამოწმებული 2011 წლის 4 ნოემბერს ნოტარიუს გ. გაბარაშვილის“ მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 111221221;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-დავალების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ 89-107);

 

2.5. 2012 წლის 30 ივნისს ინდივიდუალური ბ------–-----–----------------------------ს და შპს „----------------------------------------------------- შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება საინვესტიციო-წარმომადგენლობითი მომსახურებისა და მშენებლობის წარმოების შესახებ (დამოწმებული ნოტარიუს ნინო გახოკიძის მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #1--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-დავალების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ 114-136);

 

2.6. 2012 წლის 24 მაისს ამხანაგობა „ბ---------ს“, შპს „----------------------------------------------------- და შპს „ბ-----------------ს“ შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ.

 

სასამართლო ერყდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-2012 წლის 30 ივნისის დავალების ხელშეკრულება ამხანაგობა „ბ---------ს“ და შპს „----------------------------------------------------- (ტომი 1, ს.ფ 114-136);

-2012 წლის 24 მაისის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ 172-173);

 

2.7 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმის (დამოწმებული 2013 წლის 25 იანვარს ნოტარიუს დავით ოყროშიძის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #130062488) საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იბა ბ---------ს დამფუძნებელი წევრების ცი--------------------------–----–---- ამხანაგობიდან გარიცხვის, მესაკუთრეობის გაუქმების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი იბა „ბ---------ს“ 2012 წლის 14 სექტემბრის კრების ოქმი #2, 2012 წლის 28 სექტემბრის დამფუძნებელთა განმეორებითი კრების ოქმი და განხორციელდა ცვლილება 2006 წლის 21 აგვისტოს იბა „ბ---------ს“ სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-იბა „ბ---------ს“ 2013 წლის 25 იანვრის კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ180-198)

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.8. უძრავი ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ქ. წ-------–-, ბ--------ის ქუჩა 50/18, ნაკვეთი 41/16, 11987 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0--------------- რეგისტირებულია მოსარჩელეების ნაწილის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 45-55)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. მოსარჩელეების მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ დაპირისპირებული ინტერესები, როგორც მოვალესა და კრედიტორს. ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონაწილეებს შორის შეიძლება გადანაწილდეს უფლება-მოვალეობები, თუმცა ეს ხორციელდება არა როგორც დამოუკიდებელ პირთა შორის, რომელთაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და მოვალეობები გააჩნიათ, არამედ, როგორც სუბიექტებს შორის, რომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება ხდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

 

ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით.

 

ამხანაგობისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე ისიც, რომ მონაწილეები ერთობლივი მიზნის მისაღწევად მოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით და იურიდიული პირის შეუქმნელად. ამდენად, ერთობლივი საქმიანობა იქმნება მონაწილეთა შენატანების საფუძველზე. შენატანები შეიძლება იყოს როგორც მატერიალური ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ხელშეკრულების მონაწილეთა უფლება-მოვალეობების წილობრივი მოცულობა განისაზღვრება შენატანების შესაბამისად. ამხანაგობის საქმიანობას ყველა მონაწილე მართავს ერთობლივად. საქმიანობის მართვა გულისხმობს ასევე ერთობლივი საქმიანობის მართვის უფლების მინიჭებას ამხანაგობის ერთ-ერთ მონაწილისთვის. ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელება ხდება ყველას თანხმობით. საერთო სარგებელი და შემოსავალი, რომელიც მიღებულ იქნა ამხანაგობის საქმიანობიდან, მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი შენატანების პროპორციულად. თუ ხელშეკრულების მონაწილეებმა ხელშეკრულებით არ განსაზღვრეს წილები და შენატანები, მაშინ სარგებელი მათ შორის ნაწილდება თანაბრად.

 

ამხანაგობა „ბ---------ს“ სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. აღნიშნული მიზნის განხორციელების მიზნით წევრებმა ამხანაგობაში განახორციელეს შენატანები.

 

ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის მმართველობის ორგანოდ განისაზღვრა დამფუძნებელთა კრება და ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. 5.3 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე ერთობლივად წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებენ გარიგებებს ამხანაგობის სახელით. სადაო ხელშეკრულებები წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებებს, რომლის თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა ხელშეკრულებების მონაწილე მოპასუხეებს მისცეს გარკვეული დავალებები. ამხანაგობის სახელით მოქმედებისას მათი უფლებამოსილება განისაზღვრება იმ ფარგლებით, რაც ამხანაგობის დამფუძნებლებმა მიანიჭეს. არც ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებით, არც 2006 წლის 4 ოქტომბრის ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმით არ მომხდარა ამხანაგობის თავმჯდომარისთვის ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება, მით უფრო ამ უფლების სხვისთვის გადანდობის მინიჭება. სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამხანაგობაში ხელმძღვანელი პირების უფლება მოვალეობანი განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად. 712-ე მუხლის 1-ლი ნაწილით რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. ამხანაგობის დამფუძნებელი ხელშეკრულების 5.4 პუნქტის ბოლო აბზაცით ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული ამ ხელშეკრულებით და რომელიც სცილდება ყოველდღიურ სამეურნეო პროცესს, საჭიროებს წევრთა კრების გადაწყვეტილებას. სადაო ხელშეკრულებით მოპასუხე ორგანიზაციებს ენიჭებათ უფლებამოსილება ამხანაგობის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების შეუზღუდავი განკარგვის, მათ შორის ანგარიშების მართვის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. 2006 წლის 21 აგვისტოს დაფუძნების ხელშეკრულების 3.3 პუნქტით ყოველი შენატანი წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას. ხელშეკრულების 5.4 პუნქტით კი მათი განკარგვის უფლებამოსილებები შედის მხოლოდ კრების კომპეტენციაში. ასეთი თანხმობა ამხანაგობის წევრების საერთო კრებას არ გაუცია. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. მე-3 ნაწილის თანახმად, შეცილების უფლება გააჩნია დაინტერესებულ პირსაც. მოსარჩელეები წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს, შესაბამისად, გაფორმებული სადაო გარიგებები პირდაპირ ეხება მათ უფლებებსაც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

2.10. მოსარჩელეების მოთხოვნა ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმი (დამოწმებული 2013 წლის 25 იანვარს ნოტარიუს დავით ოყროშიძის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #130062488 უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

ამხანაგობა „ბ---------ს“ დაფუძნების ხელშეკრულების 5.4 პუნქტით დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ ამხანაგობის თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის ან ამხანაგობის რომელიმე დამფუძნებელი წევრის მოთხოვნით. კრების მომწვევი ვალდებულია კრების ჩატარების შესახებ ერთი კვირით ადრე მაინც შეატყობინოს ამხანაგობის დამფუძნებლებს დაზღვეული წერილით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს კრების ჩატარების ადგილი, დრო და განსახილველი საკითხები. კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ყველა დამფუძნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კრება მოიწვევა განმეორებით იმავე წესებით და იგი იქნება გადაწყვეტილება უნარიანი მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. სადაო შემთხვევაში 2013 წლის 25 იანვარის კრებაზე დამფუძნებელი ყველა წევრი არ ყოფილა მოწვეული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის (არ გაეგზავნათ წერილი კრების ჩატარების დროს, ადგილი და განსახილველი საკითხების მითითებით) შესაბამისად, კრება არ ესწრებოდა ყველა დამფუძნებელი წევრი. კრება არ იყო უფლებამოსილი და გადაწყვეტილება უნარიანი მიეღო გადაწყვეტილებები, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

2.11. მოსარჩელეების მოთხოვნა აეკრძალოს გ--------------ს, გ-----–-–--ას, გ-------------ას და ნ---------------–-----ს იბა „ბ--------ის“ წარმომადგენლობითი და მმართველობის ფუნქციის განხორციელება ამხანაგობის არსებობის მანძილზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

ამხანაგობა „ბ--------ის“ დამფუძნებელი ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის მმართველობის ორგანოებად განსაზღვრულია დამფუძნებელთა კრება და ამხანაგობის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები. მოსარჩელეები ითხოვენ დამფუძნებელ წევრებს (გ-------------ას, ნ---------------–-----, გ--------------ს) აეკრძალოთ ამხანაგობის მართვაში მონაწილეობა, რაც უსაფუძვლოა, რადგან ეს პირები წარმოადგენენ ერთობლივი ამხანაგობის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს. სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. შესაბამისად, დამფუძნებლებს კანონი და დაფუძნების ხელშეკრულება ანიჭებს ამხანაგობის მართვაში მონაწილეობის უფლებას, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2013 წლის 25 იანვარის კრების ოქმის ბათილად ცნობას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ კრებაზე ყველა წევრი არ ყოფილა მოწვეული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის (არ გაეგზავნათ წერილი კრების ჩატარების დროს, ადგილი და განსახილველი საკითხების მითითებით) შესაბამისად, შესაბამისად მას არ ესწრებოდა ყველა დამფუძნებელი წევრი. ამდენად, კრება არ იყო უფლებამოსილი და გადაწყვეტილება უნარიანი მიეღო გადაწყვეტილებები. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახათ დასტურდებოდა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება. რეალურად 2013 წლის 25 იანვარის კრება წარმოადგენდა განმეორებით კრებას, განმეორებით კრებაზე კი, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების პირობების თანახმად, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად.

 

პირველი კრება ჩატარდა 2012 წლის 12 დეკემბერს, რა დროსაც არ გამოცხადდა ამხანაგობის ყველა დამფუძნებელი წევრი (მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი მოწვეული იყოხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვით). შესაბამისად, რამდენადაც კრება იყო გადაწყვეტილებაუუნარო ხელშეკრულების პირობების დაცვით მოწვეულ იქნა განმეორებითი კრება, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 25 იანვარს, რა დროსაც გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა დამსწრეთა უმრავლესობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. 2006 წლის 21 აგვისტოს დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დაფუძნების შესახებ) ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მისამართზე ქ. თბილისი, ქ--------–-------–-- გამზირი, ბ--------ის ქუჩა 50/18. ხელშეკრულების 5.1. პუნქტი განისაზღვრა ამხანაგობის მმართველობის ორგანოები: დამფუძნებელ წევრთა კრება, ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. 5.4. პუნქტის თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელთა კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ ამხანაგობის თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის ან ამხანაგობის რომელიმე დამფუძნებელი წევრის მოთხოვნით. კრების მომწვევი ვალდებულია კრების ჩატარების შესახებ ერთი კვირით ადრე მაინც შეატყობინოს ამხანაგობის დამფუძნებლებს დაზღვეული წერილით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს კრების ჩატარების ადგილი, დრო და განსახილველი საკითხები. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ყველა დამფუძნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კრება მოიწვევა განმეორებით იმავე წესებით და იგი იქნება გადაწყვეტილება უნარიანი მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. თითოეულ დამფუძნებელს აქვს ერთი ხმის უფლება, მიუხედავად მათი წილისა. კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ამხანაგობის თავმჯდომარის ხმა. ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრები არ სარგებლობენ ხმის უფლებით. (იხ. ტომი I, ს.ფ. 55-79);

 

4.2. 2012 წლის 14 სექტემბერს გაიმართა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრება, რა დროსაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები: ი.ბ ამხანაგობა „ბ---------ს“ ფაქტობრივ გამგეობაზე უფლებამოსილების შეწყვეტის და შესაბამისად ამხანაგობის გამგეობიდან გამგეობის ყველა წევრის კერძოდ: კ------------ას, გ--------------ს, გ-----–-–--ას, ნ---------------–-----ს და გ-------------ას გადაყენების თაობაზე; ამხანაგობა „ბ---------ს“ ფაქტობრივ თავმჯდომარის გ------- მ-----ს და თანათავმჯდომარის კ------------ას უფლებამოსილებების შეწყვეტის შესახებ; 2006 წლის 21 აგვისტოს დადებული ერთობლივი საქმიანობის (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დაფუძნების შესახებ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. (იხ. ტომი I, ს.ფ. 205-208);

 

4.3. 2012 წლის 28 სექტემბერს გაიმართა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრება, რა დროსაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობის გამგეობის წევრებად მ------–--------------–------------------------–------–---–-----–---–----------–-–---–--------–-------------ის არჩევის შესახებ. (იხ. ტომი I, ს.ფ. 209-214);

 

4.4. 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმის თანახმად, მითითებული კრება მოწვეულ იქნა განმეორებით დადგენილი წესით, რამდენადაც 2012 წლის 12 დეკემბერს დანიშნულ ამხანაგობის კრებაზე არ იყო წარმოდგენილი ყველა დამფუძნებელი წევრი, რომლის გამოც დანიშნულ იქნა განმეორებითი ამხანაგობის კრება 2012 წლის 20 დეკემბერს 15 საათზე. ამასთან, ოქმის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 25 იანვრს გამართულ კრებას არ ესწრებოდა ამხანაგობის ყველა დამფუძნებელი, კრება უკვე იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილებები.

 

მოცემულ კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: იბა „ბ---------ს“ 2012 წლის 14 სექტემბერის დამფუძნებელთა კრების 2 ოქმის დანართთან ერთად ბათილად ცნობის თაობაზე. (ოქმის მიხედვით საკითხს მხარი დაუჭორა 29 წევრმა, 7 მოითხოვა ოქმის უცვლელად დატოვება); იბა „ბ---------ს“ 2012 წლის 28 სექტემბერის დამფუძნებელთა განმეორებითი კრები ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. (ოქმის მიხედვით საკითხს მხარი დაუჭორა 29 წევრმა, 7 მოითხოვა ოქმის უცვლელად დატოვება); იბა ბ---------ს დამფუძნებელი წევრების ცი--------------------------–----–---- ამხანაგობიდან გარიცხვის თაობაზე (ოქმის მიხედვით საკითხს მხარი დაუჭორა 29 წევრმა, ხოლო 7-მა არა); იბა ბ---------ს დამფუძნებელი წევრების ცი--------------------------–----–---- მესაკუთრეობის გაუქმების შესახებ. (ოქმის მიხედვით საკითხს მხარი დაუჭორა 29 წევრმა, ხოლო 7-მა არა). (იხ. ტომი I, ს.ფ. 180-198);

 

4.5. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შესწავლისა და კვლევის საგანია იმ გარემოების დადგენა 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრება მოწვეული იყვნენ თუ არა ამხანაგობის ,,დამფუძნებელი“ წევრები ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით დადგენილი წესისი შესაბამისად. აპელანტის - ნ---------------–----ის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია თავმჯდომარემ ყოველი წევრს შეატყობინა კრების გამართვის თარიღის და გააცნო დღის წესრიგის შინაარსი, შეტყობინება თავის მხრივ განხორციელდა სატელეფონო და წერილობით საშუალებით. (იხ. 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი 14.54.20 საათი). ამასთან, მოსარჩელის - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ ,,დამფუძნებელი“ წევრის მ-------–-----ის, განმარტებით, 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მას მოწვევა არ მიუღია. აღნიშნული კრების თაობაზე, კი, შეიტყო ერთ-ერთი მობინადრის მეშვეობით, მისთვის ასევე უცნობი იყო დღის წესრიგის შინაარსი. (იხ. 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი 15.05.14 საათი).

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრებაზე უფლებამოსილი პირები (დამფუძნებელი წევრები) მოწვეული იყვნენ საქმიანობის ხელშეკრულებით დადგენილი წესისი შესაბამისად ეკისრება აპელანტებს, რაც ამ უკანასკნელებმა ვერ დაძლიეს.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადგენილი ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრებაზე ყველა ,,დამფუძნებელი“ წევრი არ ყოფილა მოწვეული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის (არ გაეგზავნათ წერილი კრების ჩატარების დროს, ადგილი და განსახილველი საკითხების მითითებით). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კი, მართებულად მიიჩნია, რომ კრება არ იყო უფლებამოსილი და გადაწყვეტილება უნარიანი მიეღო გადაწყვეტილებები.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამ ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია ხელშეკრულების დადება და მისი პირობების განსაზღვრა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე, თუმცა აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მისი პირობების შესრულება სავალდებულოა ე.ი. ისინი უნდა შესრულდეს ურთიერთობის მონაწილის ნების არსებობის მიუხედავად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ოცდამეხუთე თავი აწესრიგებს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მოცემულ თავში მითითებული ნორმები არის, როგორც დისპოზიციური ისე იმპერატიული ხასიათის, ასე ამხანაგობის მმართველი ორგანოების და მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესის განსაზღვრა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, 2006 წლის 21 აგვისტოს დადებული ერთობლივი საქმიანობის (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დაფუძნების შესახებ) ხელშეკრულების 5.1. პუნქტში განისაზღვრა, რომ დამფუძნებელ წევრთა კრება წარმოადგენდა ამხანაგობის მმართველობის ორგანოს. ამასთან, 5.4. პუნქტით დადგენილ იქნა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

 

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 25 იანვრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბ---------ს“ დამფუძნებელთა კრებაზე ყველა ,,დამფუძნებელი“ წევრი არ ყოფილა მოწვეული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის (არ გაეგზავნათ წერილი კრების ჩატარების დროს, ადგილი და განსახილველი საკითხების მითითებით). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კრება არ იყო უფლებამოსილი და გადაწყვეტილება უნარიანი მიეღო გადაწყვეტილებები, რაც თავის მხრივ ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენდა ამ კრებაზე ამხანაგობის წევრთა სახელით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უდავო საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- მ-----ს, ე-----------–----ას, ლ---–----–-ას, ნ---------------–----ის, გ-----–-–--ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ლევან გვარამია/

 

მოსამართლეები: /ქეთევან დუგლაძე/

 

/ანა გოგიშვილი/