განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210115793761
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, სამოქალქო
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115793761

საქმე №2ბ/1898-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე _ დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ბესარიონ ტაბაღუა, ქეთევან დუგლაძე

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ს--- ს----–-–-------------------------–------------

 

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჰ------------–---------–--------ი“, შპს „რ--------–----------------–ი“, შპს „ი------------------–--ის“, შპს „ჰ---------–---------------------------–------------–------“

 

წარმომადგენლები ზ-------–----------------------------------------------–---

 

დავის საგანი - სესხის, იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ს--- ს----–-–------------ის ე---------–მა ს-------ომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების შპს „ჰ------------–---------–--------ის“, შპს „რ--------–----------------–ის“, შპს „ი------------------–--ის“ და შპს „ჰ---------–---------------------------–------------–------ს“ მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 20 ივლისს შპს „ი------------------–--ისს“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ჰ------------–---------–--------სა“ და შპს „ჯ---------–---------“-ს შორის დადებული იპოთეკის და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დადებული წილის გირავნობის ხელშეკრულებები.

 

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს

2.1. ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის გაფორმებული, ს----–-–------------ის პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის ტიპიური ფორმა N16ა საფუძველზე კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს „ჯ---------–---------“-ის 100%-იანი წილი. ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-------------------------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება.

 

ს----------–-----------------------------------------------------------ოს, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-------------------------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება.

 

ხელშეკრულების თანახმად, შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ომ“ იკისრა საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ოს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული, კერძოდ არ არის შესრულებული ზოგადი პროფილის საავადმყოფოების აშენების ან/და რეკონსტრუქციის ვალდებულება, არ არის შესრულებული საინვესტიციო ვალდებულება და არ არის დაკმაყოფილებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან დარღვეულია ოქმითა და ორმხირვი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. ასევე დარღვეულია სამმხრივი ხელშეკრულებით ნაკისრი რიგი ვალდებულებები. ვინაიდან სახეზე იყო კომპანიის მიერ 2010 წლის 29 სექტემბრის და 2011 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი ს--- ს----–-–-------------------------–------------ს 2013 წლის 22 აგვისტოს N------- ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

2010 წლის 20 ივლისს შპს „ი------------------–--ისს“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ი------------------–--ი“ (მსესხებელი) მზადაა ისესხოს შპს „ჰ------------–---------–--------ისგან“ 3500 000 აშშ დოლარი მსესხებლის ბიზნეს გეგმის შესრულების მიზნით. „მსესხებლის საქმიანობის ძირითადი მიზანი და გეგმა გულისხმობდა აღჭურვილობის, მომსახურების და ნოუ ჰაუს მიწოდებას საქართველოში კონკრეტული საპრივატიზაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა ს----------–-------------------------------------------------------------გან „საპროვატიზებო კომპანიის“ შეძენას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ჰ------------–---------–--------მა“ გამოუყო შპს ი--------- ტექნოლოგის სესხი 2010 წლის 20 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მესაკუთრემ შპს „ჯ---------–----------მა“ თანხმობა განაცხადა მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი ქონება. 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ჯ---------–---------“-ს და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის და წილის გირავნობის ხელშეკრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „ჰ------------–---------–--------მა“ სესხის, იპოთეკის და გირვანობის ხელშეკრულება წარუდგინა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, თუმცა მას უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ იპოთეკის და გირავნობის საგნის მესაკუთრე შეიცვალა და ქონების მესაკუთრე მოვალის ნაცვლად ამჟამად (ქონების ნაწილის) არის შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, ხოლო ნაწილი ქონების მესაკუთრე არის სახელმწიფო, რომელიც არ ყოფილა იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულების მხარე. არ მომხდარა მათსა და იპოთეკარს შორის შეთანხმება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. აღნიშნული დადგენილებები გასაჩივრებული იქნა შპს „ჰ------------–---------–--------ის“ მიერ.

 

2013 წლის 13 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ჰ------------–---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ნოტარიუსის დადგენილება სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 16 აპრილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა მოსარჩელის, როგორც ს----–-–------------ის მმართველის შელახული უფლება და იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელის მითითებით, სადავო გარიგებები ს----–-–------ შეცდომაში შეყვანისა და მისი ქონებრივი უფლებების არამართლზომიერი ხელყოფის მაგალითია. აღნიშნულის დასტურს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსესხებლის მიერ დათქმულ ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის გამო, შპს „ჰ------------–---------–--------მა“ სესხის, იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებები წარუდგინა ნოტარიუსს და მოითხოვა იპოთეკარის/მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის ან რეალიზაციის მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა სასესხო ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდგომ. კერძოდ მას შემდეგ, რაც 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა მოსარჩელის მხრიდან და ნასყიდობის საგანი დაბრუნდა ს----–-–------ საკუთრებაში. აშკარაა, რომ სახეზეა ნების ნაკლი, რომელიც სადავო გარიგების მხარეებს გარიგებების დადების მომენტში გაცნობიერებული ჰქონდათ. შესაბამისად, გამოირიცხება მათი კეთილსინდისიერება გარიგებების ბათილობის საფუძვლის მიმართ. ის გარემოება, რომ ს----–-–------ როგორც ქონების მესაკუთრეს არ მიუღია შეტყობინება იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციამდე შპს „ჰ------------–---------–--------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ადასტურებს რომ გამსესხებლის მიზანს თავიდანვე არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების შესრულება და ეს უკანასკნელი მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათისაა.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხე შპს „ი--------- თ------–---ისს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3.2. მოპასუხე შპს „რ--------–----------------–მა“ (ყოფილი შპს „ჯ---------–---------“) სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

3.3. მოპასუხე შპს „ჰ------------–---------–--------მა“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. დამატებით მიუთითა, რომ მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების განხილვისათვის მნიშნვნელობა არ აქვს რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“ ს----–-–------თან და სხვა მესამე პირებთან. შპს „ჰ------------–---------–--------ი“ კანონიერ სასეხო ურთიერთობაში იმყოფება შპს „ი--------- ტექნოლოგი“-სთან, რომელსაც სარჩელში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან კავშირი არ გააჩნია.

 

2010 წლის 20 ივლისს შპს „ი------------------–--ისა“ (მსესხებელი) და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 3500 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულება დადებული იქნა საქართველოს და ისრაელის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 30 მაისი. ამასთან, 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ჰ------------–---------–--------ის“ მხრიდან დაიდო წილის გირავნობის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც შედგენილი იქნა სანოტარო წესით. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება უსაფუძვლოა, ვინაიდან გარიგება არ ატარებს მოჩვენებით ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მოეხდინა რეალიზაცია იპოთეკის და გირავნობის მართლზომიერი უფლების, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლითა და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით, ვინაიდან იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მხარეს.

 

3.4. მოპასუხე შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ომ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი რა ცნო. მოპასუხის მითითებით, მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებისას ადგილი არ ჰქონია პირობადადებული საკუთრების გადაცემას, ვინაიდან პირობადებული საკუთება მოიაზრებს საკუთრების გადაცემის შესაძლებლობას და არა საკუთრების უფლების გადაცემას.

 

ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (ორმმხრივი ხელშეკრულება) საფუძველზე შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ოსთვის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა მოძრავი ქონების გადაცემა. ე.ი საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა სრულად, ყოველივე პირობის გარეშე.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ს--- ს----–-–-------------------------–------------ს სასარჩელო მოთხოვნები 2010 წლის 20 ივლისს შპს „ი------------------–--ისს“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების; 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ჰ------------–---------–--------სა“ და შპს „ჯ---------–---------“-ს შორის დადებული იპოთეკის და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დადებული წილის გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება)

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს--- ს----–-–-------------------------–------------მ.

 

5.1. აპელანტის განმარტებით, ს-------ოს მიერ 2013 წლის 22 აგვისტოს #1/1-720 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #16ა ოქმით დამტკიცებული აუქციონის შედეგების გაუქმებისა და ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს, ს----------–-----------------------------------------------------------ოს, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოსა და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2010 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. 2010 წლის 20 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შპს „ი------------------–--ის“ ვალდებულებაა, სესხის სახით შპს „ჰ---------–-------ს“ გადასცეს 3500 000 აშშ დოლარი „მსესხებლის“ ბიზნეს-გეგმის შესრულების მიზნით. სესხის ვადად განისაზღვრა 2013 წლის 30 მაისი. 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ჯ---------–---------“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის და წილის გირავნობის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს 2010 წლის 20 ივლისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულებას. მხარეთა შორის შეტყობინებათა გაცვლა სესხის ხელშკრულებით დადგენილი წესით არ განხორციელებულა. კრედიტორს სესხის დაფარვის მიზნით უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნა 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ს-------ოს მიერ მოშლამდე არ დაუყენებია მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 30 მაისს ამოიწურა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულების ვადა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ იპოთეკის და წილის გირავნობის ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებით. მსესხებლის მიერ დათქმულ ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის გამო შპს „ჰ------------–---------–--------მა“ სესხის, გირავნობის და იპოთეკის ხელშეკრულებები წარუდგინა ნოტარიუსს და მოითხოვა იპოთეკის/გირავნობის საგნის იპოთეკარის/მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის ან რეალიზაციის მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღნიშნული განხორციელდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასესხო ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდგომ, კერძოდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ს-------ოს მიერ მოიშალა და ნასყიდობის საგანი დაბრუნდა ს----–-–------ საკუთრებაში. აშკარაა, რომ სახეზეა ნების ნაკლი, რომელიც სადავო გარიგებების მხარეებს გარიგებების დადების მომენტშივე ჰქონდა გაცნობიერებული. ნათელია, რომ მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას.

 

5.2. აპელანტის განმარტებით, გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის სრულებით საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი და კანონსაწინააღმდეგო განზრახვა და შედეგის დადგომა, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში. სწორედ ამ გარემოებით ბოროტად ისარგებლეს ხელშეკრულების მხარეებმა და გააფორმეს სადაო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც მიიღეს ფინანსური სარგებელი, ასევე შექმნეს პირობები, რათა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ვერ განხორციელებულიყო უძრავი ქონების ს----–-–------თვის დაბრუნება, რაც უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. ს----–-–------, როგორც ქონების მესაკუთრეს არ მიუღია შეტყობინეა იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციამდე შპს „ჰ------------–---------–--------ის“ სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამასთან არ იქნა გათვალისწინებული, რომ მსესხებელს მსხვილ საინვესტიციო პროექტში წარმოადგენდა არა რომელიმე საფინანსო დაწესებულება, როგორც ეს საბაზრო ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი, არამედ კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ოფშერულ ზონაში. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ შპს „ჰ------------–---------–--------ის“ მიზანს თავიდანვე არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების შესრულება და მოჩვენებითი ხასიათის იყო, რაც ხელშეკრულებისა და მისი თანმდევი შედეგების უპირობოდ ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

9. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს შპს „ი------------------–--ისს“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების, შპს „ჰ------------–---------–--------სა“ და შპს „ჯ---------–---------“-ს შორის დადებული იპოთეკის და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დადებული წილის გირავნობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი წარმოადგენს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე; (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება) 54-ე; მუხლი (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.) 623-ე მუხლი (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.) და ამავე კოდექსის 286-ე მუხლები (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

10. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10.1. ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის გაფორმებული, ს----–-–------------ის პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის ტიპიური ფორმა N16ა საფუძველზე კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს „ჯ---------–---------“-ის 100%-იანი წილი. (ტომი 1, ს.ფ. 26-34)

 

10.2. ს----------–-----------------------------------------------------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-------------------------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება. (ტომი 1, ს.ფ. 35-48, 126-127)

 

10.3. ს----------–-----------------------------------------------------------ოს, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------ოს და შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ო“-ს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-------------------------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება. (ტომი 1, ს.ფ. 128-131)

 

10.4. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ომ“ იკისრა საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულება. შპს „ჰ---------–--ის ო---------ის ს-------–------ო ს-–----ოს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული და ვინაიდან სახეზე იყო კომპანიის მიერ 2010 წლის 29 სექტემბრის და 2011 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი ს--- ს----–-–-------------------------–------------ს 2013 წლის 22 აგვისტოს N------- ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები. (ტომი 1, ს.ფ. 133-143)

 

10.5. 2010 წლის 20 ივლისს შპს „ი------------------–--ისს“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ი------------------–--ი“ (მსესხებელი) მზადაა ისესხოს შპს „ჰ------------–---------–--------ისგან“ 3500 000 აშშ დოლარი მსესხებლის ბიზნეს გეგმის შესრულების მიზნით. „მსესხებლის საქმიანობის ძირითადი მიზანი და გეგმა გულისხმობდა აღჭურვილობის, მომსახურების და ნოუ ჰაუს მიწოდებას საქართველოში კონკრეტული საპრივატიზაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა ს----------–-------------------------------------------------------------გან „საპროვატიზებო კომპანიის“ შეძენას. (ტომი 1, ს.ფ. 92-125)

 

10.6. შპს „ჯ---------–----------მა“ თანხმობა განაცხადა 2010 წლის 20 ივლისს შპს „ი------------------–--ისს“ და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთულიყო მისი კუთვნილი ქონება,10.7. 2010 წლის 20 დეკემბერს შპს „ჯ---------–---------“-ს და შპს „ჰ------------–---------–--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის და წილის გირავნობის ხელშეკრულება. (ტომი 1, ს.ფ. 49-91)

 

10.8. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს „ჰ------------–---------–--------მა“ სესხის, იპოთეკის და გირვანობის ხელშეკრულება წარუდგინა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რაზედაც უარი ეთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ჰ------------–---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ნოტარიუსის დადგენილება სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 16 აპრილს. (ტომი 1, ს.ფ. 145-159)

 

11. აპელანტი/მოსარჩელე მიუთითებს რომ, კრედიტორს „ჰ------------–---------–--------ს“-ს მიუხედავად ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისა სესხის დაფარვის მიზნით უზრუნველყოფის რეალიზაცია არ მოუთხოვია, აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე რომ იპოთეკის და წილის გირავნობის ხელშეკრულება დაიდო მოჩვენებით. აშკარაა ნების ნაკლი, რომელიც მხარეებს გარიგებების დადების მომენტშივე ჰქონდათ გაცნობიერებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ,,ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)’’.

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი).

 

პალატა განმარტავს რომ სასესხო ვალდებულების შესრულების ვადა დადგა 2013 წლის 30 მაისს, ხოლო კრედიტორმა ნოტარიუსს სააღრსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა 2013 წლის დეკემბერს. მოსარჩელემ ხელშეკრულება მოშალა 2013 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით. ამდენად 30 მაისიდან აგვისტომდე, ხოლო შემდეგ დეკემბრამდე დრო პალატას არ მიაჩნია კრედიტორის იმგვარ ქმედებად რაც მის არაკეთილსინდისიერებასა და უფლების ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებდა. იმ ვითარებაშიც როდესაც კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ხოლო მისი უარი გაასაჩივრა სასამართლოში. ამდენად, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს „ჰ------------–---------–--------ის“ მიზანს თავიდანვე არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების შესრულება და გარიგება მოჩვენებითი ხასიათის იყო.

 

12. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგებები ბათილია რადგან არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დებულებები, არ არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვას, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც გამოიწვევდა ხელშეკრულების ბათილობას. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. აპელანტი ვერ მიუთითებს ამ მუხლით გათვალისიწნებული წინაპირობების არსებობაზე.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს--- ს----–-–-------------------------–------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

 

ქეთევან დუგლაძე