განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
010100118002388879
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002388879

საქმე №1/ბ-806-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის _ თ-------- გ----–---–-ს,ადვოკატის - რ---- პ-----ს,მსჯავრდებულის - გ------- მ-----–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ო------ს ძე მ-----–--ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 15 მ----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ--–------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- მ-----–--ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- მ-----–--ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და მის ხელთ არსებულ ხელჩანთაში ინახავდა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოსაყენებლად ვარგის ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს "AKMC" მოდელის N------ კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და 36 ვაზნას-გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას. აღნიშნულ ნივთებს გ------- მ-----–--ე უკანონოდ ატარებდა ქ.ბათუმში, მანამ სანამ არ იქნა ამოღებული მისი პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 28 თებერვალს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენით გ------- მ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 01 მარტიდან

 

გ------- მ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----–--- წ--------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენში გ------- მ-----–--ის მიმართ ცვლილების შეტანას და სასჯელის დანიშვნას როგორც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ასევე ითხოვს მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვროს მე-17 და 58-ე მუხლების გათვალისწინებით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენში სასჯელის დანიშვნისას დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, გ------- მ-----–--ეს არ დანიშვნია სასჯელი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის და მე-3 ნაწილისთვის ცალ-ცალკე, რომელთა სრულ შეკრებას, ნაწილობრივ შეკრებას თუ შთანთქმას სასამართლო გადაწყვეტდა. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მასალებით გ------- მ-----–--ე არის ნასამართლევი 2012 წლის 24 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულია 2014 წლის 07 თებერვალს, შესაბამისად 2018 წლის 28 თებერვალს გ------- მ-----–--ე იყო ნასამართლევი პირი და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლები, როგორც ნასამართლევს სასჯელი უნდა დანიშვნოდა მინიმალურ სასჯელზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთა.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ---- პ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ------- მ-----–--ის უდანაშაულოდ ცნობას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენით დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შინაარსიდან. განაჩენში დადგენილი გარემოებები აცდენილია რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად და არასრულყოფილად შეაფასა სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებები. იგნორირება გაუკეთა მოწმეთა ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობას. კერძოდ, თითოეული მოწმე განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებდა გარდა ერთისა, რომ ჩხრეკის შედეგად მსჯავრდებულის ჩანთიდან თითქოსდა ამოიღეს კანონსაწინააღმდეგო საგნები. მოწმეები მსჯავრდებულის ქუჩაში გადაადგილების, დაკავების და შემთხვევის ადგილიდან წაყვანის განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობს, რაც სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა. განაჩენში არ არის მსჯელობა, რატომ გაიზიარა მოწმეთა ჩვენები, მაშინ როდესაც მოწმეთა ჩვენებები არ იყო ერთმანეთან თანხვედრაში. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ საქმეში არსებული ნივთმტკიცებად ცნობილი დიდი შავი ჩანთა მსჯავრდებულს არ ეკუთვნის და ისიც შეცვლილია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს თ-------- გ----–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივი- გამომძიებელ ჯ----– ც-–--–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მიიღო ინფორმაცია გ------- მ-----–--ეს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის შენახვას და ტარების თაობაზედ. ინფორმაციის თაობაზედ აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმის სახით დაკითხული ჯ------ მ--–--ის, ლ-–- მ--–--ის, მ-------- დ----ის, ზ---- გ--------ის, ბ------- ა-----ის და ე----- ჭ-----–--ის ჩვენებებით და 2018 წლის 28 თებერვალს მათ მიერ ჩატარებული გ------- მ-----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენლია, რომ გ------- მ-----–--ის ჩხრეკა დაიწყო 22:40 საათზე, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ბათუმი ტ------ ქუჩა N14 მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო ჩაატარა და ჩხრეკის ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ. ჩხრეკის შედეგად გ------- მ-----–--ის ხელთ არსებულ შავი ფერის მოზრდილი ზომის ჩანთაში აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც მოთავსებული იყო 15 (თხუთმეტი) ცალი ვაზნა, ამავე ჩანთის გვერდითა სათავსოდან ამოღებული იქნა ქაღალდში და პოლიეთილენის პაკეტში გახვეული 21 (ოცდაერთი) ცალი ვაზნა, ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი ხელჩანთა, რომელთაგან ერთ-ერთი არის შავი ფერის მოზრდილი ზომის ნაცრისფერი ჩანთა, ასევე ამოღებული იქნა ტანისამოსი, პირადი ჰიგიენის ნივთები „SONY” -ს ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც დევს 185 ლარი და 20 თეთრი. იარაღის მსგავსი საგნიდან და მჭიდიდან ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით აღებულ იქნა ანაწმენდი. ამოღებული იარაღის მსგავსი საგანი, მჭიდი და ვაზნები და სხვა ნივთები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს პოლიციელებმა ლ-–- მ--–--ემ, მ-------- დ----ემ, ზ---- გ--------ემ, ექსპერტებმა ბ------- ა-----ემ და ე------ ჭ-----–--ემ. ჩხრეკისას მოხდა ფოტოგრაფირება. ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე გ------- მ-----–--ემ უარი განაცხადა.

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივი- გამომძიებელმა ა---------– გ-----–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას გ------- მ-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ შედგენილია საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები, ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს. ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი ხელმოწერებიცაა დაფიქსირებული ოქმებზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ქ---–----ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა ტაქსით. საღამოს საათებში დაახლოებით 21:30 სთ-ზე მასთან მივიდა ახალგაზრდა გ------- მ-----–--ე, რომელსაც თან ჰქონდა ორი ჩანთა. ერთი ჩანთა იყო ,,ზურგ“ ჩანთა. გ. მ-----–--ემ სთხოვა გაყვანა ბენზეს დასახლებაში. ქ---–----ემ მას განუმარტა, რომ უნდა წასულიყო შემოვლითი გზით და ამ მომსახურეობაში მოსთხოვა 6 ლარი რაზედაც მ-----–--ე დასთანხმდა. ბენზეს დასახლებაში გასვლის შემდეგ მ-----–--ემ გააჩერებინა მანქანა გზაზე, გადავიდა მანქანიდან და თან გადაიტანა ხსენებული ჩანთები. სწორედ ამ დროს მ-----–--ესთან მივიდნენ პოლიციელები. თვითონ ზ------ ქ---–----ე იქ აღარ გაჩერებულა მოატრიალა მანქანა და წავიდა. მომხდარის გამო პოლიციელებმა დაიბარეს პოლიციაში დაკითხვის მიზნით.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ----- ბ-----ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტის დასკვნის თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის „AKMC” - მოდელის N------- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

 

- 36 (ოცდათექვსმეტი) ვაზნა, არის ქარხუნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვანზნები, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის-„AK-47”,”AKC-47”, “AKM”,”AKMC”, “AKMCY” კარაბინისთვის “CKC”, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის ,,РПДБ“, ”РПК“. ოცდათექვსმეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივი- გამომძიებელმა ა---------– გ-----–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას გ------- მ-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ შედგენილია საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები, ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს. ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი ხელმოწერებიცაა დაფიქსირებული ოქმებზე.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას გ------- მ-----–--ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შესაბამისად ვერ გაზიარებს დაცვის მხარის აპელაციას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულისათვის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასაჯელის დანიშვნას, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას.

 

აღნიშნული საკითხის დღემდე არსებული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გადაწყვეტა არის ცალსახა, შენახვა და ტარება განიხილება ცალკე დანაშაულად. თითოეული კვალიფიცირდება შესაბამისი ნაწილით და სასჯელიც განისაზღვრება შესაბამისი ნაწილებით, ცალ-ცალკე. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღემდე არსებული პრაქტიკის მიხედვით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები განიხილებოდა როგორც დანაშაულთა ერთობლიობა, რა დროსაც სასამართლო დამნაშავედ ცნობდა პირს თითოეული ნაწილით გათვალისწინებული ცალკე დანაშაულისათვის და, შესაბამისად, ცალ-ცალკე უნიშნავდა სასჯელს, თითოეული ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ გ------- მ-----–--ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და მის ხელთ არსებულ ხელჩანთაში ინახავდა გამოსაყენებლად ვარგის ქარხნული წესით დამზადებულ 7, 62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს "AKMC" მოდელის N------- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და 36 ვაზნას- გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას. აღნიშნულ ნივთებს გ------- მ-----–--ე უკანონოდ ატარებდა ქ.ბათუმში, მანამ სანამ არ იქნა ამოღებული მისი პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 28 თებერვალს.

 

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით გ------- მ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, საიდანაც 03 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 წელი ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით. პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის წერილის თანახმად გათვისუფლდა 2014 წლის 07 თებერვალს მიუხედავად ამისა, მან 2018 წლის 28 თებერვალს კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.

ამდენად, განზრახი დანაშაულისათვის წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე, სსკ-ის მე-17 მუხლის გათვალისწინებით, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რა დროსაც სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი გ------- მ-----–--ის მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესოდ და მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- მ-----–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---- პ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი გ------- მ-----–--ის მიმართ შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ სასჯელის ნაწილში.

 

გ------- მ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 02(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 05(ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------- მ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- მ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 01 მარტიდან.

 

გ------- მ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - ავტომატი, ვაზნები, მჭიდი ერთ პაკეტად - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე