განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
210210015775677
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210015775677

საქმე №2ბ/5511-15

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - მ--------------------ა

 

წარმომადგენელი - მ-----------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - კ-------------–---–ი

 

წარმომადგენელი - თ---------–-–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ--------------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.1. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ დავაზე საქმისათვის მნიშვნელოვანი, მხარეთა შორის უდავო გარემოება არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. ს-----------------------------–------ში მდებარე 1244.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N--.0--------, რეგისტრირებულია მ--------------------ას საკუთრების უფლება, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2--0-.2---წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2--0-.2---წ;

 

2.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ კ---------------–---–მა მოსარჩელე მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში შეასრულა ორი ჭაბურღილის სამუშაოები, რისთვისაც მოპასუხემ მიიღო სამუშაოების ღირებულების სახით 7 000 ლარი.

 

2.4. ინდ.მეწარმე „ვ-–--------–--------ის“ მიერ გაცემულია ჰიდროგეოლოგიური დასკვნა, ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში, მ----------------------ას კუთვნილ ნაკვეთში, ორი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ტამპონაჟის შესახებ.

 

დასკვნის შესაბამისად, ტერიტორიაზე არსებული ძველი ჭაბურღილების პარამეტრების მიხედვით დგინდება, რომ წყალშემცველი ჰორიზონტები განლაგებულია 110-140 მეტრის ფარგლებში, საკვლევი ჭაბურღილები შეადგენს 70მ და 100 მეტრს. სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალია უბანზე არსებული ორი ჭაბურღილის - 70მ და 100 მ., სალიკვიდაციო ტამპონაჟის გაკეთება.

 

2.5. 2015 წელს შპს „-----------“ დირექტორს ქ. კ--–------ესა და გ---------------------ას შორის გაფორმდა N2-- ხელშეკრულება ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში მდებარე მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში ორი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ტამპონაჟის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე.

 

2.6. შპს „-----------“ ლოკალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ს-----------------------------–------ში, მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში ორი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ტამპონაჟის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა 2154 ლარი;

 

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულ იქნა პირველ ეტაპზე, შეთანხმებისამებრ, ერთი ჭაბურღილის სამონტაჟო სამუშოები, ხოლო შემდგომში დამკვეთის მიერ, ვინაიდან მისთვის არ იყო საკმარისი ჭაბურღილიდან ამოსული წყალი, მეორე ჭაბურღილის ბურღვითი სამუშაოები, რისთვისაც საერთო ჯამში დამკვეთი მიერ გადახდილ იქნა 7000 ლარი. დამკვეთის მითითებით ასევე განხორციელდა მეორე ჭაბურღილის დაბურღვა, რამაც დამატებით ხარჯები გამოიწვია.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილი ინდ.მეწარმე „ვ-–-------–--------ის“ ჰიდროგეოლოგიური დასკვნით, არ გამოკვლეულა თუ რა რაოდენობის წყალი ამოდიოდა მითითებული ჭაბურღილებიდან ან საერთოდ იყო თუ არა ჭაბურღილებში წყალი.

 

სასამართლო არ იზიარებს, მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული სამუშაოები, რამაც სათანადო რაოდენობის წყლის მიუღებლობა გამოიწვია; სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოსარჩელე მხარის მოწმე ვ-–------------–-–---–ის ჩვენებით, დადგინდა, რომ როდესაც დაიბურღა პირველი ჭაბურღილი 60 მეტრის სიღრმის და ჩალაგებულ იქნა პლასტმასის მილები, რომლებიც გადაიბა მავთულებით, შემდეგ ჩადებულ იქნა ნასოსი და ერთ საათში ამოვიდა 300 ლიტრიდან 500 ლიტრამდე წყალი; გ---------------------ამ განაცხადა, რომ ეს საკმარისი რაოდენობა არ იყო მისთვის. მეორე ჭაბურღილი როდესაც დაიბურღა 100 მეტრი, ნასოსის ჩადების შემდეგ დაახლოებით 500 ლიტრი წყალი ამოვიდა ერთ საათში, მოწმემ განაცხადა, რომ ამოტუმბვის შემდეგ წყლის ავსებას ასევე დაახლოებით 1 საათი ჭირდებოდა. მოწმის განმარტებით, მან არ იცის წყალი ვის უნდა მოეძებნა და რაზე იყვნენ შეთანხმებულები კ-------------–---–ი და გ---------------------ა, ის უბრალოდ მუშაობდა კ-------------–---–თან.

 

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმატებების და მოწმეთა ჩვენებით დაადგინა, რომ შესრულებული სამუშაოების შედეგად ჭაბურღილში ამოვიდა წყალი, თუმცა დამკვეთისთვის არასასურველი რაოდენობით. ასევე საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვ-–- ბ-------–---–-, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მან დადო მ--------------------ას მეუღლესთან გ---------------------ასთან, ვალდებული იყო აღმოეჩინა წლის ის რაოდენობა, რაც დააკმაყოფილებდა დამკვეთს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ დამკვეთი მ--------------------ას სახელით, გ---------------------ამ, პირველ ეტაპზე შეუკვეთა კ-------------–---–ს ბურღვითი სამუშაოები მის ნაკვეთზე, მისივე მითითებით, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები არ შეთანხმებულან, რომ შემსრულებელი აღმოაჩენდა იმ რაოდენობით წყალს, რაც დამკვეთისთვის იქნებოდა მისაღები. ამავე დროს დადგინდა, რომ დამკვეთმა, მეორე ჭაბურღილის ბურღვითი სამუშაობის შესრულების დროს, კ-------------–---–ს განუცხადა, რომ თუ მის მიერ არ იქნებოდა აღმოჩენილი წყალი, გაწეული სამუშაოს შესრულებისათვის მას თანხას არ გადაუხდიდა. ვინაიდან მხარეები აღნიშნულ პირობაზე არ იყვნენ, შეთანხმებულები, კ-------------–---–მა ეს პირობა არ მიიღო და მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა, დამკვეთის მიერ შეთანხმებული პირობების შეცვლის გამო.

 

სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, თუ წყალი არ ამოვიდოდა ჭაბურღილებიდან, მოპასუხის მხრიდან უნდა მომხდარიყო ჭაბურღილების ამოვსება; სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი და იგი არ დადასტურდა ასევე მოწმის ჩვენებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე კ-------------–---–მა, მოსარჩელე მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში, მისივე მეუღლის გ---------------------ას დავალებით, შეასრულა ორი ჭაბურღილის სამუშაოები, რისთვისაც მიიღო სამუშაოების ღირებულების სახით 7000 ლარი.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული სამუშაოები, რამაც სათანადო რაოდენობის წყლის მიუღებლობა გამოიწვია, რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კერძოდ მოსარჩელე მხარის მოწმე ვ-–------------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ როდესაც დაიბურღა პირველი ჭაბურღილი 60 მეტრის სიღრმის და ჩალაგებულ იქნა პლასტმასის მილები, რომლებიც გადაბმულ იქნა მავთულებით, შემდეგ ჩადებულ იქნა ნასოსი და ერთ საათში ამოვიდა 300 ლიტრიდან 500 ლიტრამდე წყალი, გ---------------------ამ განაცხადა, რომ ეს საკმარისი რაოდენობა არ იყო მისთვის. მეორე ჭაბურღილი როდესაც დაიბურღა 100 მეტრი, ნასოსის ჩადების შემდეგ დაახლოებით 500 ლიტრი წყალი ამოვიდა ერთ საათში, მოწმემ განაცხადა, რომ ამოტუმბვის შემდეგ წყლის ავსებას ასევე დაახლოებით 1 საათი სჭირდებოდა.

 

მოწმის განმარტებით მან არ იცის წყალი ვის უნდა მოეძებნა და რაზე იყვნენ შეთანხმებულები კ-------------–---–ი და გ---------------------ა, ის მხოლოდ მუშაობდა კ-------------–---–თან.

 

შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმატებების და მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების შედეგად ჭაბურღილში ამოვიდა წყალი, თუმცა დამკვეთისთვის არასასურველი რაოდენობით, ხოლო მხარეები არ ყოფილან შეთანხმებულნი თუ რა რაოდენობით წყალი უნდა ამოსულიყო შესრულებული სამუშაოების შედეგად. ასევე საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვ-–- ბ-------–---–- ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მან დადო მ--------------------ას მეუღლესთან გ---------------------ასთან, ვალდებული იყო აღმოეჩინა წლის ის რაოდენობა, რაც დააკმაყოფილებდა დამკვეთს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ დამკვეთი მ--------------------ას სახელით, გ---------------------ამ, პირველ ეტაპზე შეუკვეთა კ-------------–---–ის ბურღვითი სამუშაოები მის ნაკვეთზე, მისივე მითითებით, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით მხარეები არ შეთანხმებულან, რომ შემსრულებელი აღმოაჩენდა იმ რაოდენობით წყალს, რაც დამკვეთისთვის იქნებოდა მისაღები. ამავე დროს დადგინდა, რომ დამკვეთმა მეორე ჭაბურღილის ბურღვითი სამუშაობის შესრულების დროს კ-------------–---–ს განუცხადა, რომ თუ მის მიერ არ იქნებოდა აღმოჩენილი წყალი, გაწეულ სამუშაოს შესრულებისათვის მას თანხას არ გადაუხდიდა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ პირობაზე არ იყვნენ მხარეები შეთანხმებულები, კ-------------–---–მა ეს პირობა არ მიიღო და მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა, დამკვეთის მიერ შეთანხმებული პირობების შეცვლის გამო.

 

აღნიშნულ სიტუაციაში, როდესაც მხარები არ შეთანხმებულან თუ რა რაოდენობის წყალი უნდა მიეღო დამკვეთს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, ვინაიდან იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, ვინაიდან დადგინდა, რომ ჭაბურღილებიდან ამოვიდა ერთ საათში 500 ლიტრამდე წყალი, რომლის შევსებასაც დაახლოებით ერთი საათი ჭირდებოდა; შესაბამისად, იგი ჩვეულებრივი გამოყენებისათვის მისაღებია.

 

სასამართლოს დასკვნით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე, დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, თუ წყალი არ ამოვიდოდა ჭაბურღილებიდან, მოპასუხის მხრიდან უნდა მომხდარიყო ჭაბურღილების ამოვსება; საამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი; ამასთან, აღნიშნული შეთანხმება არ დადასტურდა ასევე მოწმის ჩვენებით. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა საწინააღდმეგო გარემოება; კერძოდ, დადგინდა, რომ ჭაბურღილებიდან ერთ საათში ამოვიდა 500 ლიტრამდე წყალი.

 

2.11. საქართველოსსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ნარდობით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებლობას და მის ბრალეულობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა.

 

მოსარჩელემ მხოლოდ წარადგინა განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხესთან შეთანხმებული იყო წყლის სათანადო რაოდენობით აღმოჩენაზე და რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რამაც სათანადო რაოდენობის წყლის მიუღებლობა გამოიწვია; სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოებები არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებებით, ხოლო მარტოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ იქნება სარწმუნო.

 

საბოლოოდ, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურებდა მოპასუხის მხრიდან შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოს არაჯეროვან შესრულება, ამით გამოწვეული ზიანი და აღნიშნულში მოპასუხე კ-------------–---–ის ბრალეულობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე; კერძოდ, მის ეზოში არა ორი, არამედ სამი ჭაბურღილის დაბურღვის სამუშაოები შესრულდა; მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავდა მოპასუხე და არა მოსარჩელე. ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შეთანხმების საგანი იყო არა მხოლოდ მიწის საბურღი სამუშაოები, არამედ მოსარჩელისათვის სასმელი წყლის ჭის მოწყობა.

 

3.2. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ჭაბურღილში წყლის არსებობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება. საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულებით _ ჰიდროგეოლოგიური დასკვნით, დგინდება, რომ მოცემულ ტერიტორიაზე წყალი მდებარეობდა 110-140 მეტრ სიღრმეზე, მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ ჭაბურღილების სიღრმედ დადგინდა 70 და 100 მეტრი.

 

3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება შეთანხმებული პირობების შეცვლის გამო, მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. აპელანტის განმარტებით, მის ეზოში დაიბურღა სამი ჭა;თუკი მოპასუხეს არ ექნებოდა სასმელი წყლის მოძიების ვალდებულება, იგი პირველივე ჭაბურღილზე შეწყვეტდა სამუშაოებს და მოითხოვდა თითქოსდა მისთვის კუთვნილ დამატებით თანხას, რაც მას არ განუხორციელებია; ამას გარდა, მან მიატოვა სამუშაო, ნაწილობრივ მოშალა მილები და ამოიღო ისინი ჭაბურღილიდან, ხოლო თავად ჭაბურღილები არ ამოუვსია, რაც დაუშვებელია.

 

3.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განსახილვლად დაბრუნების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ ს-----------------------------–------ში მდებარე 1244.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N--.0--------, რეგისტრირებულია მ--------------------ას საკუთრების უფლება, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2--0-.2---წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2--0-.2---წ;

 

4.2. მოსარჩელე და მოპასუხე განმარტავენ, რომ კ---------------–---–მა მოსარჩელე მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში შეასრულა ორი ჭაბურღილის სამუშაოები, რისთვისაც მოპასუხემ მიიღო სამუშაოების ღირებულების სახით 7 000 ლარი.

 

4.3. ინდ.მეწარმე „ვ-–--------–--------ის“ მიერ გაცემულია ჰიდროგეოლოგიური დასკვნა, ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში, მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში, ორი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ტამპონაჟის შესახებ.

 

დასკვნის შესაბამისად, ტერიტორიაზე არსებული ძველი ჭაბურღილების პარამეტრების მიხედვით დგინდება, რომ წყალშემცველი ჰორიზონტები განლაგებულია 110-140 მეტრის ფარგლებში, საკვლევი ჭაბურღილები შეადგენს 70მ და 100 მეტრს. სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალია უბანზე არსებული ორი ჭაბურღილის - 70მ და 100 მ., სალიკვიდაციო ტამპონაჟის გაკეთება.

 

4.4. 2015 წელს შპს „-----------“ დირექტორს ქ. კ--–------ესა და გ---------------------ას შორის გაფორმდა N2-- ხელშეკრულება ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში მდებარე მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში ორი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ტამპონაჟის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე.

 

4.5. შპს „-----------“ ლოკალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ს-----------------------------–------ში, მ--------------------ას კუთვნილ ნაკვეთში ორი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ტამპონაჟის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა 2154 ლარი;

 

4.6. საქმის მასალებით, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ს.ფ. 12-ზე და ს.ფ. 13-ზე წარმოდგენილი ს----------ს შ---------------–--- უფროსი ინსპექტორის 2014 წლის 25 ივლისის და 29 ივლისის ოქმებით, ს.ფ. 24-25-ზე განთავსებული შპს „-----------“ დირექტორს ქ.კ--–------ესა და გ---------------------ას შორის დადებული N2-- ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის შედეგად, დგინდება და მხარეებიც ადასტურებენ, რომ ს-----------------------------–------ში მდებარე 1244.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N--.0--------, მოპასუხე კ-------------–---–ის მიერ განხორციელდა ჭაბურღილების სამონტაჟო სამუშაოები, გ---------------------ას დაკვეთით; დგინდება ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის გარიგება დაიდო ზეპირი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით, რომელიც ზეპირი სახით შედგა, შემკვეთია გ---------------------ა, ხოლო სამუშაოების შემსრულებელია კ-------------–---–ი. დავა აღძრულია სწორედ დასახელებული გარიგებიდან გამომდინარე, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისათვის გადახდილი საზღაურის (7 000 ლარის) და მიყენებული ზიანის ( 2154 ლარის) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით; ამასთან, სარჩელი აღძრულია არა გარიგების მხარის _ გ---------------------ას (შემკვეთი) მიერ, არამედ მიწის ნაკვეთის მიესაკუთრე მ--------------------ას მიერ;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს სსს კოდექსის 84-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

 

1. სასამართლოს, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია იმ არა პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.

2. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.

3. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება საქმეში ჩაებას მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე.

4. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას უნდა აღმოფხვრას საპროცესო დარღვევა და ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------------------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები

/თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/