განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
200210015818433
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210015818433

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5748-16 30 იანვარი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – გ-------------–-----ი

 

წარმომადგენელი - შ----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – ა-----–--------–---–ი

 

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზრაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ (მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1055 ლარის დაკისრება) დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით ა-----–--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

 

გ-------------–-----ს ა-----–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 2900 (ორი ათას ცხრაასი) ლარის ანაზღაურება.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. მოპასუხე გ-------------–-----მა გაიმარჯვა 2013 წლის ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერში, დ--------–--–------ს №4-------------–----------------------–-–--------- შეშის მიწოდების თაობაზე.

 

2.2.2. 2013 წლის სექტემბერში მოპასუხე გ-------------–-----ს და მოსარჩელე ა-----–--------–---–ს შორის დაიდო ზეპირი ფორმით ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, 2013 წლის სექტემბერის თვეში მოპასუხემ 3200 ლარად შეიძინა და მოსარჩელეს საკუთრებაში გადასაცა ,,დ-----“ მარკის ტრაქტორი, რომლის საფასურის გაიქვითვა შემდგომში უნდა მომხდარიყო უკვე მოპასუხესთან მოსარჩელის მიერ გამომუშავებული თანხით.

 

2.2.3. ტრაქტორის შეძენისა და მოსარჩელის მიერ მისი სამუშაო მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, 2013 წლის 25 ოქტომბრიდან _ 2014 წლის 27 თებერვლამდე, მოსარჩელე მუშაობდა თ--–----------–----–-------- სოფელ ლ-------ს ტერიტორიაზე მოპასუხის შეკვეთით და ასრულებდა ტყე-კაფის სამუშაოებს - ტყიდან ტრაქტორით გამოჰქონდა შეშა.

 

2.2.4. მოსარჩელე ა-----–--------–---–ის მიერ გამოტანილი შეშა იტვირთებოდა ,,კ------ს“ მარკის ავტომანქანაზე, ხოლო შეთანხმების თანახმად, ანაზღაურება ხდებოდა თითოეული დატვირთული ავტომანქანის რაოდენობის მიხედვით, თითოეულზე 600 ლარის ოდენობით. ამ თანხაში შედიოდა ტრაქტორის საწვავი, მუშის ხელფასი და სხვა ხარჯები.

 

2.2.5. მხარეთა შორის ურთიერთობა (ტყიდან ტრაქტორით შეშის გამოტანასთან დაკავშირებით) გრძელდებოდა 2013 წლის 25 ოქტომბრიდან _ 2013 წლის 19 დეკემბრამდე, რა დროსაც ა-----–--------–---–ის გამომუშავებული თანხის ნაწილი გაიქვითა ტრაქტორის თანხაში და მას თანის ნაწილი დარჩა ასაღები, რაც შეადგენს 2900 ლარს.

 

2.2.6. მოპასუხე მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ იქნა გაფრთხილებული აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა გ-------------–-----ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

2.2.7. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ გ-------------–-----მა ვერ წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ბრალეული მხარის ვალდებულების შესახებ - გადაეხადა ჯარიმა (პირგასამტეხლო).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესავბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშულებებიც: პირგასამტეხლი, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

2.3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ.

 

სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებით; ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობის და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოებების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოებების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ იმპერატიულად განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს ამა თუ იმ გარემოების მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით დამტკიცებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ბრალეული მხარის ვალდებულების შესახებ - გადაეხადა ჯარიმა (პირგასამტეხლო), რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ა-----–------–-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, გ-------------–-----ი სატენდერო ურთიერთობიდან გამომდინარე საქმიანობას ახორციელებდა, როგორც შპს ,,კ---------ის“ წარმომადგენელი და არა, როგორც ფიზიკური პირი, შესაბამისად, მოცემულ დავაში იგი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს. აპელანტი აგრეთვე განმარტავს, რომ პირველ ინსტანციაში მან სარცელი ცნო ნაწილობრივ - 1055 ლარის ფარგლებში, რაც მის კეთილ ნებას წარმოადგენდა და თანხის მითითებული ოდენობა წარმოადგენს გადასახდელი თანხისა და დაკისრებული ჯარიმის სხვაობას, რის გამოც არ არსებობდა გ-------------–-----ზე 2900 ლარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს და მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას;

სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოპასუხე გ-------------–-----მა გაიმარჯვა 2013 წლის ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერში დ--------–--–------ს №4-------------–----------------------–-–--------- შეშის მიწოდების თაობაზე.

2013 წლის სექტემბერში მოპასუხე გ-------------–-----მა და მოსარჩელე ა-----–--------–---–ს შორის დაიდო ზეპირი ფორმით ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, 2013 წლის სექტემბერის თვეში მოპასუხემ 3200 ლარად შეიძინა და მოსარჩელეს საკუთრებაში გადასაცა დ----- მარკის ტრაქტორი, მისი საფასურის გაიქვითვა შემდგომში უნდა მომხდარიყო უკვე მოპასუხესთან, მოსარჩელის მიერ გამომუშავებული თანხით.

დადგენილია, რომ ტრაქტორის შეძენისა და მოსარჩელის მიერ მისი სამუშაო მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, 2013 წლის 25 ოქტომბრიდან _ 2014 წლის 27 თებერვლამდე მოსარჩელე მუშაობდა თ--–----------–----–-------- სოფელ ლ-------ს ტერიტორიაზე მოპასუხის შეკვეთით და ასრულებდა ტყე-კაფის სამუშაოებს - ტყიდან ტრაქტორით გამოჰქონდა შეშა. მოსარჩელე ა-----–--------–---–ის მიერ გამოტანილი შეშა იტვირთებოდა კ------ს მარკის ავტომანქანაზე, ხოლო შეთანხმების თანახმად, ანაზღაურება ხდებოდა თითოეული დატვირთული ავტომანქანის რაოდენობის მიხედვით; კერძოდ, თითოეულზე 600 ლარის ოდენობით. ამ თანხაში შედიოდა: ტრაქტორის საწვავის, მუშის ხელფასი და სხვა ხარჯები. მხარეთა შორის ურთიერთობა (ტყიდან ტრაქტორით შეშის გამოტანასთან დაკავშირებით) გრძელდებოდა 2013 წლის 25 ოქტომბრიდან _ 2013 წლის 19 დეკემბრამდე; ამ პერიოდში ა-----–--------–---–ის მიერ გამომუშავებული თანხის ნაწილი გაიქვითა ტრაქტორის ღირებულებაში და მას მისაღები აქვს თანხის ნაწილი, რაც შეადგენს 2 900 ლარს.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე, მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ იქნა გაფრთხილებული აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შ------–---------------–--------------–-----------------------------------–ის მიერ 2015 წლის 01 მარტს შედგენილ ოქმზე (ტომი 1, ს.ფ. 22), რომლის მიხედვით, გ-------------–-----ი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა-----–--------–---–ისთვის სამუშაოს საზღაურის სახით მისაცემი აქვს 2900 ლარი; საქმეს ერთვის საქართვლოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს----------–----------------------–-–----------–---------------------–----------------------------------------–-–------ სამმართველოს 2013 წლის 31 დეკემბრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 45-46), რომლის თანახმადაც, გ-------------–-----ს ეცნობა, რომ მას ეკისრებოდა ჯარიმა 1844.96 ლარის ოდენობით; დასახელებული თანხა გ-------------–-----ის მიერ სრულადაა გადახდილი (ტომი 1, ს.ფ. 47) ; სწორედ დასახელებული თანხის გაქვითვას მოითხოვს აპელანტი, მის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი 2900 ლარიდან და განმარტავს, რომ ა-----–--------–---–მა 35 დღის დაგვიანებით შეასრულა ვალდებულება, ასევე მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად (ვადის დარღვევით) შესრულების შემთხევვაში, ჯარიმის გადახდის თაობაზე; კერძოდ, მხარე განმარტავს, რომ მან კატეგორიულად გააფრთხილა ა-----–--------–---–ი სამუშაოს დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში ჯარიმის გადახდის თაობაზე;

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ბრალეული მხარის მიერ ჯარიმა (პირგასამტეხლოს) გადახდის ვალდებულების არსებობის შესახებ.

 

4.2 სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენს გ-------------–-----ის, როგორც ფიზიკური პირის სათანადო მოპასუხეობის საკითხი და გ-------------–-----ისადმი გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობა.

4.3. პალატა აპელანტის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა, ხოლო 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე, არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას, არ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს; ეს საკითხი დააყენა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივრში. იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ გააჩნდა ვალდებულება მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისა და განმარტავდა, რომ სარჩელს სცნობდა მხოლოდ 1055 ლარის ნაწილში; ამასთან, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელემ ვადაგადაცილებით შეასრულა სამუშაო, რის გამოც, დანარჩენი თანხა, 1845 ლარი, როგორც ჯარიმა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, არ ექვემდებარებოდა გადახდას; აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო შესაგებელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა; აპელანტი ვერ უთითებს სსს კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. შესაბამისად, მან დაკარგა უფლება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

4.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება;

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის სექტემბერში მოპასუხე გ-------------–-----მა და მოსარჩელე ა-----–--------–---–ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, 2013 წლის სექტემბერის თვეში მოპასუხემ 3200 ლარად შეიძინა და მოსარჩელეს საკუთრებაში გადასაცა დ----- მარკის ტრაქტორი; მისი საფასურის გაიქვითვა შემდგომში უნდა მომხდარიყო უკვე მოპასუხესთან მოსარჩელის მიერ გამომუშავებული თანხით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ამასთან, ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა (ტყიდან ტრაქტორით შეშის გამოტანასთან დაკავშირებით) გრძელდებოდა 2013 წლის 25 ოქტომბრიდან _ 2013 წლის 19 დეკემბრამდე, რა დროსაც ა-----–--------–---–ის გამომუშავებული თანხის ნაწილი გაიქვითა ტრაქტორის ღირებულების თანხაში და მას მისაღები დარჩა 2900 ლარი.

 

როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აპელანტს ა-----–--------–---–ისთვის შესრულებული სამუშაოს საზღაურის სახით მისაცემი აქვს 2900 ლარი; ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა ის გარემოებაც, რომ შპს ,,კ---------ის“ დირექტორს გ-------------–-----ს ეცნობა მისთვის 1844.96 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე და აღნიშნული თანხა აპელანტის მიერ სრულად იქნა გადახდილი, თუმცა სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ამ გარემოების გათვალისწინებით და დასახელებული თანხის გამოკლებით, ა-----–--------–---–ის სასარგებლოდ გ-------------–-----ისათვის მხოლოდ 1055 ლარის დაკისრებას;

 

ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საჩივრის ფარგლებში, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ბრალეული მხარის მიერ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) გადახდის ვალდებულების არსებობის შესახებ, ასევე არ არის დადასტურებული ამ ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოება; ეს გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს ს.ფ. 45-46-ზე წარმოდგენილი ს----------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–----------------------–-–----------–-------------------–----------------------------------------–-–---------------–------ს სამმართველოს 2013 წლის 31 დეკემბრის წერილით შპს ,,კ---------ისადმი“, საშეშე მერქნის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო 1844,96 ლარით დაჯარიმების (0,2% საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე);

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ-------------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/