განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/621-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – შპს „ბ--------------“;
წარმომადგენელი – თ-------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარეები – ა-------------, გ---------------–---–-, კ---- დ-----–---–-, ი---------, ვ-–-------- ჩ-----;
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ა-------------;
წარმომადგენელი – გ---------–------;
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ--------------“;
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტ შპს „ბ--------------ს“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
აპელანტ ა------ ჩ----ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ბ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის მოთხოვნა ა------ ჩ----ისა და გ---------------–---–-სათვის შპს ,,ბ--------------ს" სასარგებლოდ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდს; მოპასუხე ა-------------ს მოსარჩელე შპს ,,ბ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისრა 14863.47 ლარის გადახდა. ა------ ჩ----ის დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ვ-–-------- ჩ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: ქალაქი ლ---------, საკადასტრო კოდი N 2----------- და ქალაქი ლ---------, საკადასტრო კოდი N2-----------. შპს ,,ბ--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გ---------------–---–-ს საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ბ--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გ---------------–---–-ს, კ---- დ-----–---–-ს და ი--------ის თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ა------------- 2011 წლის 05 აპრილიდან 2017 წლის 17 დეკემბრამდე მუშაობდა შპს “ბ--------------ში“ მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე. მასთან შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელმა განაახლა 2013 წლის 01 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.12.16 წ ბრძანება (ს.ფ. 17);
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 38-50).
2.2. გ---------------–---–- მუშაობდა შპს „ბ---------------ში“ მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე. მასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 01 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ. 18;);
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 19-30;).
2.3. მოპასუხეები - ა------ ჩ----- და გ------- დ-----–---–- მოსარჩელე კომპანიაში წარმოადგენდნენ მეწყვილეებს ერთ სამსახურებრივ მანქანაზე 2015 წლის მარტის თვიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);
2.4. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 5.4.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი კომპანიას მიადგა მისი ბრალეული ქმედების გამო. შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილის, თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად მძღოლ-დისტრუბუტორების მოვალეობას წარმოადგენს სავაჭრო ობიექტებიდან გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხების მიღება და მიღებული თანხების იმავე დღეს დამსაქმებლის სალაროში შეტანა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ. 19-30; 38-50).
2.5. მოპასუხეთა წყვილს 2016 წლის თებერვალში, მუშაობის პროცესში აღმოაჩნდა 33239 ლარის ოდენობით დანაკლისი - მაღაზიებიდან საქონლის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები არ იქნა შეტანილი დისტრიბუტორების მიერ მოსარჩელე კომპანიის სალაროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);
- უწყისი (ს.ფ. 59);
- კონტრაგენტთა განცხადებები (ს.ფ. 60-68);
- ზედნადებები (ს.ფ. 83-93);
- შპს „აუდიტ-კომპანის“ წერილი (ს.ფ. 102)
2.6. 2016 წლის 11 თებერვლით დათარიღებული წერილობითი ახსნა-განმარტებით, ა-------------მ დაადასტურა მის მიერ 2016 წლის პირველიდან-ექვსი თებერვლის ჩათვლით, პირადი მოხმარების მიზნით, ქსელში არსებული მაღაზიებიდან 33239 ლარის ოდენობით თანხის ამოღების ფაქტი და იკისრა ვალდებულება მოსარჩელე კომპანიის წინაშე 2016 წლის პირველ აპრილამდე დაებრუნებინა რეალიზებული საქონლიდან ამონაგები თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა. ჩ----ის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 58).
2.7. 01.05.2013 წელს გ------- დ-----–---–სა და შპს „ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ი--------ის, კ---- დ-----–---–-სა და გ---------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N 7-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-11.05.2016 წლის №160489156 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 31-34.)
2.8. 01.05.2013 წელს გ------- დ-----–---–სა და შპს ,,ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით დაიტვირთა გ---------------–---–-ს კუთვნილი ავტომანქანა: მარკა, მოდელი – ფოლქსვაგენ გოლფ პლუსი, ფერი – ლურჯი 7/8, გამოშვების წელი – 2006, სანომრე ნიშანი – G------; საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AL6742126 გაცემული 15/05/2016 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-01.2016 წლის №41 გირავნობის ხელშეკრულება (ს. ფ. 35-37 )
2.9. ა------ ჩ-----სა და შპს ,,ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 22.02.2016 წლის №160158713 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა ვ-–-------- ჩ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები საკადასტრო კოდით: N2-----------; N2-----------; N2-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-22.02.2016 წლის №160158713 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 53-57);
2.10. ა-------------სა და შპს ,,ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 27.06.13წ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა გ---–---- ჩ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N2------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-27.06.13წ №160158713 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 53-57);
2.11. გ---–---- ჩ----ის მიერ გადახდილ იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ა------ ჩ----ის ვალდებულება, დამსაქმებლის წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული 5000 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განცხადება (ს.ფ. 144);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 145);
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და
მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
2.13. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და ა------ ჩ-----მ რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი.მ ვ--–-------------ის დავალიანება შპს „ბ--------------ს“ წინაშე შეადგენს 460 ლარს და არა 3596.80 ლარს.
სადავო თანხის ფარგლებში დავალიანების შემცირებაზე მსჯელობისას, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მათ შორის თავად ვ--–-------------ის განცხადება და მიუთითებს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ა------ ჩ----ის ზეპირი განმარტება ვერ გახდება სადავო ფაქტის დადგენილად მიჩნევის საკმარისი საფუძველი. შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა ა------ ჩ----ის არგუმენტაცია შპს „ბ--------------ს“ წინაშე მისი დავალიანების 3596.80 ლარით შემცირების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ვ. კ------ს წერილი (ს.ფ. 170);
- ვ. კ------სათვის მიწოდებული საქონლის წლიური ბრუნვის ამსახველი უწყისი (ს.ფ. 59);
2.14. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეები ა------------- და გ---------------–---–- არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და შესაბამისად, დამსაქმებლისათვის მიყენებულ იმ ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით განსაზღვრულია სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ამომწურავი საფუძვლები და დადგენილია, რომ სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია რომ შპს „ბ--------------სა“ და მოპასუხეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება დამსაქმებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების წარმოშობა განპირობებულია ვალდებულების საგნის განუყოფლობით. კერძოდ, ის გარემოება, რომ მოპასუხე დისტრიბუტორთა წყვილის სამსახურიდან გასვლისას, მათზე ერთობლივად ხდებოდა პროდუქციის გაწერა, რომლის რეალიზაციის შედეგად მათ ერიცხებოდათ დანამატი ხელფასზე, უტყუარად ადასტურებს მოპასუხეთა სოლიდარულ ვალდებულებას დამსაქმებლის წინაშე არსებული დავალიანების მიმართ.
სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე და მათი ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გ---------------–---–- არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოწინააღმდეგე მხარის შედავების მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ა---- ჩ----ის მიერ ამოღებული თანხები, წარმოადგენდა სწორედ გ------- დ-----–---–თან მისი მეწყვილეობის დროს რეალიზებული საქონლის საფასურს და არა მოპასუხეთა მეწყვილეობამდე არსებულ ან თუნდაც ა------ ჩ----ის მიერ კონკრეტული ობიექტებზე კონსიგნაციით გაცემული იმ პროდუქციის საფასურს, რომლის თაობაზეც გ------- დ-----–---–ს არ გააჩნდა მონაცემები.
საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, მოსარჩელის მითითება გ---------------–---–-ს მიერ დამსაქმებლის წინაშე ვალდებულების აღიარების თაობაზე. მეტიც, 2016 წლის 11 თებერვლის ა------ ჩ----ისა და გ---------------–---–-ს წერილობითი ახსნა-განმარტებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სწორედაც რომ ადასტურებს, კომპანიის კუთვნილი თანხების ა------ ჩ----ის მიერ, გ---------------–---–-ს თანამონაწილეობის გარეშე დაუფლების ფაქტს.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.
სასამართლომ მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულება ვალდებულებითი ხელშეკრულების სპეციალური სახეა და მას სხვა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ კერძო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის - დაქირავებული დამოკიდებულია დამქირავებლის ნებაზე, მის მითითებებზე და მის მიერ განსაზღვრულ სამუშაო თუ ორგანიზაციულ პირობებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ანუ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
დადგენილია რომ 2013 წლის პირველ მაისს შპს „ბ--------------სა“ და მოპასუხეებს შორის ინდივიდუალურად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, ა------------- და გ---------------–---–- დაინიშნენ სადისტრიბუციო ორგანიზაციაში მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობებზე. შესაბამისად „დამსაქმებელსა“ და „დასაქმებულს“ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებდა კონკრეტულ ვალდებულებებს.
2.16. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების წესს და უთითებს მის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაზე.
მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 5.4.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული დავალებების შესრულება კანონიერად, კეთილსინდისიერად და შესაბამის პროფესიულ დონეზე. ხელშეკრულებების 5.4.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი კომპანიას მიადგა მისი ბრალეული ქმედების გამო. შრომითი ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილის _ დანართი N1-ით გათვალისწინებული, თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, მძღოლ-დისტრიბუტორების მოვალეობას წარმოადგენდა სავაჭრო ობიექტებიდან გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხების მიღება და მიღებული თანხების იმავე დღეს დამსაქმებლის სალაროში შეტანა; ამავე თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, დასაქმებული პასუხისმგებელია მისი სამუშაო ფუნქციის დროულად და ჯეროვნად განხორციელებაზე, იმ მიყენებული მატერიალური ზიანისთვის, რაც მიადგა კომპანიას მისი ქმედებით, რისთვისაც იგი ვალდებულია გაწიოს შესაბამისი ანაზღაურება.
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეები ა-------------ს და გ---------------–---–- სავაჭრო ქსელში საქონლის რეალიზაციას 2015 წლის მარტის თვიდან, ახორციელებდნენ ერთობლივად, ერთი სამსახურებრივი მანქანის მეშვეობით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოპასუხე წყვილს 2016 წლის თებერვალში აღმოაჩნდა დანაკლისი _ მაღაზიებიდან საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები არ აღმოჩნდა შეტანილი სალაროში.
2016 წლის 11 თებერვლით დათარიღებული ა------ ჩ----ის წერილობითი ახსნა- განმარტების თანახმად, შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხემ დაადასტურა მის მიერ 2016 წლის პირველიდან-ექვსი თებერვლის ჩათვლით, პირადი მოხმარების მიზნით, ქსელში არსებული მაღაზიებიდან 33 239 ლარის ოდენობით თანხის ამოღების ფაქტი და იკისრა ვალდებულება მოსარჩელე კომპანიის წინაშე 2016 წლის პირველ აპრილამდე დაებრუნებინა რეალიზებული საქონლიდან ამონაგები თანხა.
2.17. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილითა და 407-ე მუხლით, რეგლამენტირებულია კრედიტორის უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხე ა------------- სადავოდ არ ხდის და აღიარებს, პირადი მოხმარების მიზნით, მაღაზიებიდან პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ამოღების ფაქტს, ასევე მის მიერ კომპანიის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, 2016 წლის პირველ აპრილამდე დაებრუნებინა რეალიზებული საქონლიდან ამონაგები თანხა. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ დამსაქმებლის წინაშე დასაქმებულის ფულადი ვალდებულების მოცულობა.
საქმის არსებითი განხილვის პროცესში, შპს „ბ--------------ს“ მიერ სასარჩელო მოთხოვნა შემცირებულ იქნა 14863.47 ლარამდე, ხოლო ა------ ჩ-----მ ნაწილობრივ - 11 336.76 ლარის ფარგლებში ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რაც აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა------ ჩ----ის ქონებრივი პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიმართ უნდა განისაზღვროს 14 863.47 ლარით, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს შპს „ბ--------------ს“ სასარგებლოდ.
2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკა სანივთოსამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ წარმოიშვება და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე.
იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის მონაწილეები არიან, ერთის მხრივ იპოთეკარი - ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და მეორეს მხრივ, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც შეიძლება იყოს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე, თუ იპოთეკის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი, რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს თავის უძრავ ქონებას. საგულისხმოა, როგორც იპოთეკის საგნის, ასევე იმ ვალდებულების განსაზღვრულობაც, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია.
დადგენილია, რომ 01.05.2013 წელს გ------- დ-----–---–სა და შპს „ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ი--------ის, კ---- დ-----–---–-სა და გ---------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N7-----------; გ------- დ-----–---–სა და შპს „ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ასევე უზრუნველყოფილ იქნა გ---------------–---–-ს კუთვნილი ავტომანქანის გირავნობით;
რაც შეეხება, ა-------------ს, მასსა და შპს „ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 22.02.2016 წლის №160158713 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა ვ-–-------- ჩ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, საკადასტრო კოდით: N2-----------; N2-----------; N2-----------; ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკარის - შპს „ბ--------------ს“ მოთხოვნა მოვალის-ა------ ჩ----ის მიმართ 20 000 ლარის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „ბ--------------ს“ წინაშე სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად სასამართლომ მიიჩნია მხოლოდ ა-------------, შესაბამისად არ არსებობს გ------- დ-----–---–სა და შპს ,,ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო რაც შეეხება, ა-------------სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ვ-–-------- ჩ----ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი N 2-----------; N 2-----------.) რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. შპს „ბ--------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს ა-------------ს და გ------- დ-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ბ--------------ს“ სასარგებლოდ 1486347 ლარის გადახდა. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს: გ---------------–---–-ს საკუთრებაში არსებული გირავნობის უფლებით დავირთული ვტომანქანის რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი – ფოლქსვაგენ გოლფ პლუსი, ფერი – ლურჯი 7/8, გამოშვების წელი – 2006, სანომრე ნიშანი –G------; საიდენტიფიკაციო ნომერი –W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AL6742126 გაცემული 15/05/2016 წ. რეალიზაცია.
გ---------------–---–-ს, კ---- დ-----–---–-ს და ი--------ის საკუთრებაში არსებული და იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 7----------- რეალიზაცია.
3.1.2. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ---------------–---–- და ა------------- 2015 წლის მარტიდან იყვნენ მეწყვილეები, მუშაობდნენ ერთ სამსახურეობრივ მანქანაზე, ერთობლივად ჰქონდათ გადაცემული ქონება, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ერთობლივად შეჰქონდა კომპანიის სალაროში, მაინც არ დაადგინა სოლუდარული პასუხისმგებლობა. ამასთან, თავად პროცესზე მოპასუხე გ------- დ-----–---–მაც დაადასტურა ის გარემოება, რომ მათზე ორივეზე ხდებოდა ქონების გადაცემა, და ისინი ორივე აგებდნენ პასუხს კომპანიის წინაშე, უბრალოდ ის ენდობოდა ა-------------ს და არ გადადიოდა მანქანიდან. გ---------------–---–-ს მიერ ა-------------ზე გამოცხადებული ნდობა ვერ გახდება სოლიდარული პასუხისმგებლობის გაუქმდების საფუძველი, ისეთ პრიობებში, როდესაც აღიარებული და დადგენილია მათი წყვილში მუშოაბის, ასევე, საქონლისა და ვალდებულებების ერთობლივი არსებობის ფაქტი, როგორც შრომითი ხელშეკრულებებით ისე, თავად მოპასუხეების ახსნაგანმარტებით. შესაბამისად მოსამართლის მტკიცება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, და მხოლოდ მოპასუხეების სურვილი იმისა, რომ ერთ-ერთმა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
3.2. ა------ ჩ----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში სასამართლომ მიუთითა, რომ ი/მ ვ--–-------------ეს გააჩნია მხოლოდ 460 ლარის დავალიანება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქმის მასალებთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 19 დეკემბრის წერილი კ------ს სახელზე რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი დავალიანება შეადგებს 4100 ლარს. მითითებულ წერილს 2017 წლის 11 მაისს უპასუხა ი/მ კ------მ და და აღიარა დავალიანება 460 ლარის ოდენობით. აპელანტი როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე შემდგომ არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ წერილს და ითხოვა მოსარჩელის მხირდან წარმოდგენილი ყოფილიყო მტკიცებულება კ------ს მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სახეზეა მხოლოდ კ------ს წერილობითი აღიარება და არა ბუღალტრული დაკუმანტები მის მიერ რამდენიმე ათასი ლარის ოდენობის დავალიანების მოსარჩელე მხარისათვის გადახდის თაობაზე.
3.2.2. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მოსარჩელეს სასამართლოსთვის წარმოედგინა მტკიცებულებები - ჩეკები ან სხვა ბუღალტრული დოკუმენტები ი/მ კ------ს მიერ შპს „ბ--------------სათვის“ სადავო თანხების დაფარვის შესახებ, ვინაიდან, არებული სქემით ა------------- მიდიოდა ი/მ კ------სთან სავაჭრო ობიექტში და მიჰქონდა მოსარჩელე დაწესებულების საქონელი და თუ კ------ მას აძლევდა საქონლის ღირებულებას ამის სანაცვლოდ იგი ჩხეიძისაგან ღებულობდა ჩეკს საკასო აპარატის მეშვებოთ. თანხა თუ სად მიჰქონდა ჩ-----ს შემდგომში არც დაინტერესდებოდა კ------, რადგან მას ჰქონდა თანხის გადახდის იურიდიული დოკუმენტი ჩეკის სახით. აღნიშნული სქემა ი/მ ვ. კ------ს შემთხვევაში (ნაღდი ანგარიშსწორება კლიენტთან) არ უარყო შპს „ბ--------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით ამ თანხების გადახდა ვერ დადასტურდებოდა მხარეთა ახსნა-განმარტებებით და წერილობითი მიმოწერით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოპასუხეები ა------------- და გ---------------–---–- დასაქმებული იყვნენ მოსარჩელე კომპანიაში მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობებზე;
შრომითი ხელშეკრულებების 5.4.3. პუნქტით გაწერილი იყო დასაქმებულის ვალდებულება იმის შესახებ, რომ თუ მისი ბრალეული ქმედებით დამსაქმებელს მიადგება ზიანი, დასაქმებული ვალდებულია აღნიშნული ზიანი აანაზღაუროს სრულად;
გარდა ამისა თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს დასაქმებულის თანამდებობრივ მოვალეობას წარმოადგენს - სავაჭრო ობიექტებიდან გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხების მიღება, მათი ოდენობის შესაბამისი ჩეკის ან „ჩგდ“-ს გაცემა და მიღებული თანხების იმავე დღეს დამსაქმებლის სალაროში შეტანა (იხ. ტ.1, ს. ფ. 17-18; 19-30; 38-50).
4.2. დადგენილია, რომ გ------- დ-----–---–სა და შპს „ბ--------------ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ი--------ის, კ---- დ-----–---–-სა და გ---------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N7-----------; ასევე, გირავნობის უფლებით დატვირთულია გ---------------–---–-ს კუთვნილი ავტომანქანა: მარკა, მოდელი – ფოლქსვაგენ გოლფ პლუსი, ფერი–ლურჯი 7/8, გამოშვების წელი – 2006, სანომრე ნიშანი – G------; საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა – AL6742126 გაცემული 15/05/2016 წელს (ტ.1, ს.ფ 31-37.)
ა-------------სთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ-–-------- ჩ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები საკადასტრო კოდით: N2-----------; N2-----------; N2-----------; ასევე, იპოთეკით დაიტვირთა გ---–---- ჩ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N2------------------ (ტ.1, ს.ფ. 53-57);
გ---–---- ჩ----ის მიერ გადახდილა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ა------ ჩ----ის ვალდებულება, დამსაქმებლის წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული 5000 ლარის გარგლებში (ტ.1, ს.ფ. 144-145);
4.3. დადგენილია, რომ 2015 წლის მარტის თვიდან ა------------- და გ------- დ-----–---–- წარმოადგენდნენ მეწყვილეებს ერთ სამსახურებრივ მანქანაზე. ასევე დადგენილია, რომ მუშაობის პროცესში კერძოდ - 2016 წლის თებერვალში, გამოვლინდა 33 239 ლარის ოდენობით დანაკლისი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებიდან საქონლის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები დისტრიბუტორების მიერ არ იქნა შეტანილი კომპანიის სალაროში (იხ. ტ.1, ს. ფ. 59-68; 83-93; 102)
4.4. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 11 თებერვალს ა------ ჩ----ის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება, რომლითაც აპელანტი ადასტურებს მის მიერ 2016 წლის პირველიდან-ექვსი თებერვლის ჩათვლით, პირადი მოხმარების მიზნით, ქსელში არსებული მაღაზიებიდან 33 239 ლარის ოდენობით თანხის მიღების ფაქტს, რომლის კომპანიისათვის დაბრუნების ვალდებულებაც იკისრა 2016 წლის პირველ აპრილამდე (იხ. ა. ჩ----ის წერილობითი ახსნა-განმარტება ტ. 1, ს.ფ. 58).
4.5. შპს „ბ--------------“ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ა------ ჩ----ისა და გ---------------–---–-სათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითებს, რომ მოპასუხეები 2015 წლის მარტიდან იყვნენ მეწყვილეები, მუშაობდნენ ერთ სამსახურეობრივ მანქანაზე, ერთობლივად ჰქონდათ გადაცემული ქონება, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ერთობლივად შეჰქონდათ კომპანიის სალაროში, შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს უნდა დაედგინა მათი სოლიდარული პასუხისმგებლობა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით განსაზღვრულია სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ამომწურავი საფუძვლები და დადგენილია, რომ სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ზემოაღნიშნული ნორმა სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს არეგულირებს. 456-ე მუხლის მსგავსად კანონი არ შეიცავს სოლიდარული ვალდებულების არსებობის ვარაუდს, არამედ იგი ამომწურავად ადგენს (Numerus Clausus) სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს: ხელშეკრულებას, კანონს, ვალდებულების საგნის განუყოფლობას და გამორიცხავს სხვა საფუძვლით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი )
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არცერთი საფუძველი არ გვაქვს სახეზე და აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ა------------- და გ---------------–---–- იყვნენ მეწყვილეები, მუშაობდნენ ერთ სამსახურეობრივ მანქანაზე, ერთობლივად ჰქონდათ გადაცემული ქონება და მიღებული თანხები ერთობლივად შეჰქონდათ კომპანიის სალაროში, არ წარმოადგენს მათი სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევის საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება ა------ ჩ----ის მიერ, კომპანიის კუთვნილი თანხების გ---------------–---–-ს თანამონაწილეობის გარეშე დაუფლების შესახებ. გარდა აღნიშნულისა მოსარჩელის სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ა---- ჩ----ის მიერ ამოღებული სადავო თანხები წარმოადგენდა სწორედ გ------- დ-----–---–თან მისი მეწყვილეობის დროს რეალიზებული საქონლის საფასურს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს გ---------------–---–-სათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს შპს „ბ--------------ს“ ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ი--------ის, კ---- დ-----–---–-სა და გ---------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკით დაიტვირთული უძრავი ქონების, ასევე გ---------------–---–-ს საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის რეალიზაციის საფუძველი.
4.6. რაც შეეხება, ა------ ჩ----ის სააპელაციო საჩივარს დაკისრებული თანხის მოცულობასთან დაკავშირებით პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 14863.47 ლარიდან ა-------------მ აღიარა 11336.76 ლარის გადახდის შესახებ ვალდებულება.
აპელანტი მოთხოვნილი თანხის ოდენობას (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში) სადავოდ ხდის 3 526,77 ლარის ნაწილში და აღნიშნულს უკავშირებს ი/მ ვ--–-------------ის მიერ მოსარჩელე კომპანიისათვის თანხის გადაუხდელობას. კერძოდ, აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ი/მ ვ--–-------------ეს შპს „ბ--------------ს“ მიმართ არ გააჩნია დავალიანება, გარდა 2017 წლის 11 მაისის წერილში მითითებული 460 ლარისა, ვინაიდან აპელანტის მოსაზრებით, თანხები მიღებულია ი/მ ვ--–-------------ის მიერ და ამ უკანასკნელს არ დაუბრუნებია კომპანიისთვის.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 3 526,77 ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, უნდა წარმოედგინა მოპასუხეს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ა-------------ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული ნაწილობრივ და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული, დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შეთავაზეს სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია