განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-------------1
საქმე №1ბ/05-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-------------–---–ის, ე-–------------–---–ის
გამართლებულ: ა-–------------–---–ის
ადვოკატ: რ------------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 2-------------1- ა-–-------–------------------–---–ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–----–---–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–------------–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–----------------, საღამოს საათებში, თ---–-----------–-----–-------------------------–-------------------–-----------------–---------------–---- მიმართულებით მოძრაობდა ა------------------------ სახელმწიფო ნომრით A------, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-–------------–---–ი. ს-----------------------------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას ა-–------------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ო---–----------------------–-–------------------–------------, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ-----–-----------–---–ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებით ავტომანქანა „ვ------------ მგზავრი გ------------------------- წელს გარდაიცვალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
ა-–------------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ა-–------------–---–ის მიმართ გამოტანილი თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ა-–------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული სანქციის ფარგლებში შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ა-–------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ა-–------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა-–------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა ნ-----–-----------–---–მა განმარტა, რომ ავარიის თაობაზე მას არაფერი არ ახსოვს.
მოწმის დ----------–-----მა აჩვენა, რომ მუშაობს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრანსოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უ-------ის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე ორჯერ ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზა. პირველად მან ბადიაურის საჯარიმო ავტოსადგომზე გამოიკვლია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები, ექსპერტ თ-------ის თანდასწრებით დაათვალიერა შემთხვევაში მონაწილე ორივე ავტომობილი და მათზე არსებული დაზიანებები. მან უშუალოდ დაათვალიერა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი, შეისწავლა საქმის მასალები, მოწმეთა ჩვენებები, უშუალოდ მძღოლების ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ავტომობილებზე არსებული დაზიანებების მიხედვით, მათ შორის შეჯახების კუთხის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი არ შეიძლება ისე განვითარებულიყო, როგორც ამას შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა „ვ------------ მძღოლი თავის ჩვენებაში განმარტავდა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, შეიძლება განვითარებულიყო ისე, როგორც ამას განმარტავდა შემთხვევაში მონაწილე „ო---–----------------“ მძღოლი. აქედან გამომდინარე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ვ------------ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს კანონის 27.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონტრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. რაც შეეხება „ო---–---------------- მძღოლის მოქმედებას მასზე არ იყო დამოკიდებული მოცემული საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები და მექანიზმი. ავტომობილების „ო---–---------------- და „ვ------------ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა წინა მარჯვენა ნაწილებით, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით ათ გრადუსს, რომელიც შემდგომ იზრდებოდა. ავტომობილების „ო---–---------------- და „---------- ის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ბ------–---------–-----------–---------------- სამოძრაო ზოლში. შეჯახების მომენტში ავტომობილი „---------“ მთლიანად იყო გადასული და მოძრაობდა საპირისპირო (ო---–-------------ას) მოძრაობის ზოლში. მანვე დეტალურად აღწერა, მოცემული დაზიანენებიდან გამომდინარე, თუ რატომ ვერ დაარღვევდა „-----–--------------“ კანონს. შეჯახების შემდეგ „---------“ ავტომანქანა ძირითადად საპირისპირო მოძრაობის ზოლშია, ხოლო „-----–--------------“ ძირითადად თავის სამოძრაო ზოლშია მოთავსებული, მხოლოდ წინა ნაწილი აქვს საპირისპირო მოძრაობის ზოლში. შეჯახების შემდეგ ავტომანქანების განლაგება მან გამოთვალა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, გაითვალისწინა მანქანების მდებარეობა, სიმძიმის ცენტრი, მანქანებზე არსებული დაზიანებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია „---------“ ავტომანქანის მძღოლმა. მანქანებზე არსებული დაზიანებების მხედველობაში მიღებით, რომ ორივე მანქანას დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარე, „-----–--------------“ უნდა გადასულიყო „ვ------------ სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს ან გვერდითა მხრიდან უნდა ამოსულიყო, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. მანვე განმარტა, რომ მართალია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია გზაზე არსებული ნაკაწრი, თუმცა მას ნაკაწრით არ უსარგებლია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მანვე აჩვენა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მართალია გზა გადარეცხეს, ჩამონაყარი შეიცვალა, მიუხედავად ამისა, მისი დასკვნა კატეგორიულია. მასზე გავლენა არ ქონია წინა დასკვნებს და მან უშუალოდ გამოიკვლია ყველა დეტალი და ისე გასცა დასკვნები.
მოწმე ი-----–----------ის განმარტებით, მუშაობს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე. ექსპერტ დ-----------–-----თან ერთად მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიურ ექსპერტიზაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ო---–---------------- მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში „ვ----------ის“ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს კანონის 27.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონტრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მისივე განმარტებით, მათ შეისწავლეს მთლიანი საქმე და შეჯახება მოხდა ავტომანქანა „ო---–---------------- სამოძრაო ზოლში. ორივე მძღოლი ჩვენება იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. ამ დასკვნამდე მივიდნენ იმის გამო, რომ ავტომანქანები განლაგებულები იყვნენ „ო---–---------------- სამოძრაო ზოლში და ამ შემთხვევაში ზუსტად ეს განლაგება იქნებოდა. მეორე შემთხვევაში სულ სხვანაირი განლაგება იქნებოდა. რაც შეეხება გადარეცხვას და ჩამონაყარის ცვლილებას, ამას გავლენა არ მოუხდელია დასკვნის გასაცემად, ვინაიდან, ისინი დასკვნის გასაცემად გამოვიდნენ ავტომანქანების საბოლოო განლაგებიდან.
მოწმის გ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2----–-–---------------- იმყოფებოდა სამსახურში კ------------------–თან ერთად და ბაკურციხიდან კაჭრეთამდე პატრულირებდა. მათ ბაკურციხესთან შენიშნეს „ო---–-------------ა“, რომელმაც არასწორი მანევრით გაასწრო მიკროავტობუსს, შედეგად მან „სპრინტერს“ მიკროავტობუსს დააკარგვინა ორიენტაცია და გადავიდა მარჯვენა მხარეს, რომ შეჯახება აერიდებინა თავიდან. ისინი „ო---–---------------- გაეკიდნენ რომ გაჩერებულიყო, მაგრამ მძღოლი არ რეაგირებდა, კვლავ ასწრებდა მანქანებს, აკეთებდა არასწორ მანევრებს. მათ სხვა ეკიპაჟს გადასცეს, ამის თაობაზე, მაგრამ „ო---–-------------ა“ მათაც არ დაემორჩილა. შემდეგ ისეთი დიდი ნაკადი იყო მანქანების, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად გაჩერდნენ, რადიოსადგურით გადასცეს „ო---–---------------- დაკავების თაობაზე, თვითონ უკან დაბრუნდნენ და კაჭრეთის წყალთან გაჩერდნენ. ამ დროს ოცმეთაურმა დაურეკა, რომ ს------–------------ან მოხდა ავარია და მისულიყვნენ. ისინი როდესაც გასცდნენ ბადიაურს, სანამ ვერხვიანთან მივიდოდნენ, საცობის გამო გზა ვერ გააგრძელეს, გააჩერეს მანქანა და დაახლოებით 200 მერტი მოუწიათ ფეხით გავლა, შემთხვევის ადგილამდე. ადგილზე, დახვდათ ორი მანქანა, ის „ო---–-------------ა“, რომელიც მათ არ დაემორჩილა და „---------“. „ო---–-------------ა“ გადაბრუნებული იყო გვერდზე მარჯვენა მხარეს, პირით ბაკურციხის მიმართულებით, ხაზთან, ხოლო „---------“ იდგა გვერდულად პირით თბილისის მიმართულებით, ხოლო უკანა ნაწილი იყო ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ სავალ ნაწილში. ჩამონაყარი იყო მთლიან წყვეტილ ხაზთან ორივე მხარეს გაშლილი, გაფანტული. მისვლისას ვერ დაადგენდა ზუსტად სად იყო შეჯახების ადგილი. ძალიან ბევრი ხალხი იყო, ორივე მანქანიდან გადმოყვანილი იყვნენ მგზავრები, მათ სასწრაფო და ასევე სახანძრო გამოიძახეს, რადგან ზეთი და საწვავი იყო დაღვრილი. იკითხეს მძღოლები და იქ მყოფმა უთხრა, რომ „ო---–---------------- მძღოლი წასული იყო შემთხვევის ადგილიდან. ვინაიდან, „ო---–---------------- მძღოლი იყო დაბნეული, სისხლიანი, არაადეკვატური, შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს გამომძიებელთან. მეორე მანქანის მძღოლი იყო ღ-----–---–-. იქ იმყოფებოდნენ თვითონ, თავისი მეწყვილე, გამომძიებელი და განყოფილების უ-------ი. ბევრი ხალხი იყო და ეს ოთხი ვერ ახერხებდა მათ დაშოშმინებას. მოვიდა სასწრაფოც. ვინაიდან, საწვავი დიდ ტერიტორიაზე იყო დაღვრილი და რამდენიმე ცისტერნაც იყო გაჩერებული, საფრთხე იქმნებოდა, რომ ცეცხლი გაჩენილიყო, აალებულიყო და განყოფილების უ-------მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახანძროს გადაერეცხა გზა. გადარეცხვის შემდეგ, მხოლოდ ჩამონაყარი შეიცვლიდა ადგილს, დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩებოდა. იქ ორჯერ მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, ვინაიდან „----------ის“ მარკის ავტომანქანაში ოთხი-ხუთი ადამიანი დაზიანდა. ერთი მძიმედ იყო და პირველმა სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. მისვლისას, მანქანებიდან ხალხი უკვე გადმოყვანილი იყო, გადმოყვანისას მანქანებმა შეიცვალეს თუ არა მდებარეობა, ეს არ იცის, ვინაიდან, მანქანიდან მგზავრების გადმოყვანას არ ესწრებოდა. შემდეგ მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა სხვა ავარია, ამიტომ დატოვა შემთხვევის ადგილი.
მოწმის კ-----–---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე, 2----–-–---------------- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სოფელ მზისგულთან წერდა საჯარიმო ქვითარს, რა დროსაც დაურეკა უ-------მა და უთხრა, რომ ს------–------------ან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ ვერ წავიდნენ, რადგან ქვითარს ადგენდნენ, გაიგზავნა სხვა ეკიპაჟი და თვითონ მოგვიანებით წავიდნენ. როდესაც მივიდნენ, საცობი იყო ბადიაურის გასასვლელიდან მოძრაობა იყო დაკეტილი. ფაქტობრივად ვერ მივიდა შემთხვევის ადგილამდე და დაახლოებით ორას მეტრში გაჩერდა, მოძრაობას არეგულირებდა. მოძრაობა ორივე მხრიდან დაკეტილი იყო, მოძრაობა ოთხ ზოლში კეთდებოდა. დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად. როდესაც მივიდა, დაინახა, ამოტრიალებული „ო---–-------------ა“, ხოლო „---------“ იდგა ჩვეულებრივ. როგორც შორიდან აღიქვა შეჯახება მარჯვენა მხარეს მოხდა. „---------“ ცხვირი ბადიაურის მხარეს ჰქონდა და ჯიპის სავალ ზოლში იდგა, ხოლო ჯიპს ცხვირი საპირისპირო, კახეთიდან თბილისის მიმართულებით ქონდა და მარჯვენა მხარეს იყო გადაბრუნებული. მას დაშავებული ხალხი და მძღოლები არ უნახავს, ვინაიდან, გვიან მივიდა შემთხვევის ადგილზე. იქ იყო სახანძრო სამსახური. მშრალი ამინდი იყო. მისვლისას გზის სავალი ნაწილი სველი იყო, ვინაიდან, ხანძრის გაჩენის ალბათობის გამო, გზა გადარეცხილი იყო. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ზ--------–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მათი მისვლისას სავალი ნაწილი უკვე გადარეცხილი დახვდათ. „ო---–-------------ა“ იყო გადაბრუნებული თავის სავალ ნაწილში, თბილისის მიმართულებით. მეორე ავტომანქანა „----------ის“ ადგილმდებარეობას ვერ იხსენებს. ვიდრე ავარია მოხდებოდა, 206-ე ეკიპაჟმა მოთხოვნა გადმოსცა „ო---–---------------- დაკავებაზე, ვინაიდან, იგი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას.
მოწმის კ------------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ჩალაუბნის განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის გვიანი შემოდგომა იყო, ზუსტი დრო და თარიღი არ ახსოვს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილე გიორგი ბაწაშვილთან ერთად. მათ სოფელ მელაანში შეამჩნიეს „ო---–-------------ა“, რომელიც არასწორი მანევრით მოძრაობდა ჩალაუბნიდან თბილისის მიმართულებით, მძღოლის გადამოწმების მიზნით, შეეცადნენ მანქანის გაჩერებას, მაგრამ არ ჩერდებოდა. სხვა ეკიპაჟიც ჩართეს, მაგრამ მანქანა არ გაჩერდა. რაიმე რომ არ მომხდარიყო, სოფელ კაჭრეთთან გაჩერდნენ და მანქანა გადასცეს დაკავებაზე, იქნებ სხვა ეკიპაჟს შეეჩერებინა. ამის შემდეგ სხვა შეტყობინება ამ მანქანის თაობაზე არ მიუღიათ. მალევე ს------–------------ან მომხდარი ავარიის თაობაზე შეატყობინეს. ისინი გაემართნენ, მაგრამ მოძრაობის ნაკადი საგრძნობლად გამოირჩეოდა, საცობი იყო, ბევრი მანქანა იყო გაჩერებული. მათ გააჩერეს მანქანა და ფეხით წავიდნენ შემთხვევის ადგილამდე. ადგილზე ნახეს, რომ ერთ-ერთი ავარიის მონაწილე მანქანა, ის „ო---–-------------ა“ იყო, რომლის შეჩერებაც სცადეს. მათ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, დაიცვეს შემთხვევის ადგილი, შემოავლეს ლენტი, მალევე მივიდა გამომძიებელიც. იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი, ბევრი ნასვამი, ზოგიერთი სიგარეტს ეწეოდა და ფერფლი ძირს ცვიოდა. ზოგიერთი უცხოელი იყო და უჭირდათ ხალხთან კომუნიკაცია. მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების ორი ან სამი მანქანა და ერთი სახანძრო მანქანა. შემთხვევის ადგილზე საწვავი იყო დაღვრილი და აალების საფრთხე იყო. სახანძრო მანქანამ გადარეცხა შემთხვევის ადგილი.
მოწმის ლ----------–--ის ჩვენებით, 2015 წლამდე მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის უ-------ი გამომძიებლის თანამდებობაზე, ჩალაუბნის უბანზე. მოცემულ საქმეზე ჩაატარა გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები. იგი 2013 წლის 22 ან 23 ნ--------ს იმყოფებოდა ჩალაუბანში, როდესაც შევიდა შეტყობინება ავარიის შესახებ. გადაადგილება გაუჭირდა, რადგან მაგისტრალზე მოძრაობა დაკეტილი იყო. დაახლოებით ას მეტრში გააჩერა მანქანა და მივიდა შემთხვევის ადგილზე. მისვლისას ნახა, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო, სახანძროც იქ იყო და ბოლო სასწრაფოს გაყავდა დაშავებული. იქ უკვე სხვა ეკიპაჟი იყო და იცავდა ადგილს. სახანძროს გადარეცხვა ჰქონდა დაწყებული და ამის გამო იჩხუბა. მისი მისვლისას არაფერი არ შეცვლილა. მან გადარეცხილ გზაზე დაიწყო დათვალიერება, ღამით ხელოვნური განათების პირობებში. „ო---–-------------ა“ იყო გადაყირავებული და ხორბალი იყო გაბნეული. „ჟ-----–-- ფეხზე იდგა და მიმართულება ჰქონდა ჩრდილოეთით. „ო---–-------------ა“ გადაყირავებული იყო და ორივე მანქანა ბ------–-------------–--ის მიმართულებით სავალ ზოლში იყო. მან დეტალურად აღწერა ადგილი, რისი დანახვაც შეძლო. საწვავის გამო ასფალტზე ცოტა ჭირდა რამის დანახვა. მან შეადგინა სქემა და ნახაზი, რაც ერთვის ოქმს. ხოლო ფოტოები ექსპერტმა გადაიღო და ისიც ოქმს ერთვის. მან მალევე დაკითხვა მძღოლი და შემდეგ სხვა მოწმეები. 2013 წლის 24 ნ--------ს, მან განმეორებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ვინაიდან, თავდაპირველად ასფალტი გადაგლესილი რადგან იყო და კვლები კარგად არ ჩანდა, მაგის გამო გამშრალ გზაზე კვლავ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ამ პერიოდამდე დაცული არ ყოფილა ადგილი, თუმცა იმ ადგილზე არანაირი სხვა ავარია ან დარღვევა არ დაფიქსირებულა. ადგილზე, მხოლოდ ზეთის კვალი დააფიქსირეს, სხვა კვალი არ ყოფილა. ექსპერტმა გადაიღო ფოტოები და დაურთო ოქმს. მან ასევე დაკითხა, მეხანძრეებიც, საპატრულოს თანამშრომლებიც. მოიპოვა ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და სხვა დასკვნები. ექსპერტები რა დაზუსტებასაც სთხოვდნენ, ყველა მოთხოვნა შეასრულა. იგი ეთანხმება ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ოქმს, რაც მან შეასრულა. მან წაუდგინა ბრალი ა-–------------–---–ს და ი-------------ეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება. ექსპერტის მოთხოვნის საფუძველზე მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები, მან დამატებით დაკითხვა მოწმეები.
მოწმის ა--------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სახანძრო სამსახურში მეხანძრე-მაშველად. 2----–-–---------------- იმყოფებოდა სამსახურში და შეტყობინება მიიღეს, რომ შეჯახება მოხდა ს------–------------ან. ვინაიდან, ბევრი მანქანა იყო გაუჭირდათ შემთხვევის ადგილამდე მისვლა. სასწრაფოს ხალხი მიჰყავდა. „ო---–-“ და „---------“ იყო შეჯახებული. შემთხვევის ადგილზე საწვავი იყო დასხმული და იყო ხანძრის გაჩენის საშიშროება. შემთხვევაში მონაწილე მანქანები იყვნენ თბილისის მიმართულებით სავალ ზოლში. ჯიპი მარჯვენა მხარეს იყო გადატრიალებული, ხოლო მეორე მანქანა ღერძულა ხაზთან ახლოს იდგა. გზაზე ხორბალი იყო მოფანტული. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და შესაძლოა ვინმეს სიგარეტი გადაეგდო და ხანძარი გაჩენილიყო. ამიტომ საპატრულო პოლიციის დავალებით გადარეცხეს გზა.
მოწმის ე---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---ი ღ-----–---–- ბიძამისია და მასთან აქვს კარგი დამოკიდებულება. გარდაცვლილი გ-------------ე იყო მისი მამა. 2----–-–----------------, ბიძამ - ა-–------------–---–მა ჩააკითხა თბილისში, რათა კახეთში ჩაეყვანა. ბიძამ მსუბუქი მანქანით წამოიყვანა, საჭესთან ა-–------------–---–ი იჯდა. ხშირი მოძრაობა იყო. უცებ დაინახეს, რომ კოლონას გამოეყო საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა და მხოლოდ ფარების შუქი ახსოვს. ა-–------------–---–მა დაიძახა, რას შვებოდა. ყველამ წამოიყვირა. ეს მანქანა შეეჯახა მათ. ფანჯრების მსხვრევის ხმა ახსოვს და მეტი არაფერი. მძღოლის გვერდით გ-------------ე იჯდა, თვითონ გ-------------ის უკან, მის გვერდით მისი ძმა გ-----------------ე, დედა ი--------------ე და მისი და თ---------------ე. მან ეს ყველაფერი საავადმყოფოში აღიდგინა. ბუნდოვნად ახსოვს, როგორ გადმოიყვანეს მამამისი. ვინც დაეჯახა ის მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ყავდათ და არ უშვებდნენ. მან შეჯახებისას გონება დაკარგა და როდესაც გადმოიყვანეს მანქანიდან, მაშინ მოვიდა გონზე. მას თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, სერიოზული დაზიანება არ ჰქონია. დედამისიც მსუბუქად იყო დაზიანებული, ხოლო მამამისი გ-------------ე მძიმედ იყო და საავადმყოფოში მიყვანის მერე გარდაიცვალა მისივე განმარტებით ვერც ერთი გამოცდილი მძღოლი ვერ აიცილებდა ამ შემთხვევას, მანქანა, რომელიც მათ შეეჯახა იმდენად იყო გამოყოფილი კოლონას, რომ მათ სამოძრაო ზოლში იყო გადმოსული და მოხდა შეჯახება. მეორე მძღოლი, როგორც მერე გაიგო, ნ-----–-----------–---–ი იყო. ამ ადამიანის ნათესავები იყვნენ საავადმყოფოში მათთან და დახმარებას პირდებოდნენ.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–------------–---–ი მისი ძმაა. გარდაცვლილი გ-------------ე მისი მეუღლე იყო. 2----–-–----------------, საღამოს მის ძმას „---------“ მარკის ავტომანქანით მიჰყავდა კახეთში. საჭესთან მისი ძმა იჯდა, გვერდზე მისი მეუღლე ეჯდა, ხოლო თვითონ უკან იჯდა. შეჯახება მოხდა ს------–------------ან. თვითონ კაჭრეთის მიმართულებით მიდიოდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი კოლონიდან გამოეყო მანქანა. ფარებანთებული და გადმოვიდა მათ სამოძრაო ზოლში. მისმა ძმამ მხოლოდ ერთი თქმა მოასწრო და მოხდა შეჯახება. მან შემთხვევით გამვლელს სთხოვა შველა, მანქანა გაასწორეს, რომ მისი მეუღლე გადმოეყვანა. ამ პიროვნებამ დახმარება შესთავაზა მათ. საავადმყოფოშიც მიყვა. ყველას გონება ჰქონდა დაკარგული, მხოლოდ თვითონ იყო გონზე. შემდეგ პატრული მივიდა. სასწრაფოშიც თვითონ დარეკა. პატრულის თანამშრომლებმა მანქანის მძღოლს, ვინც მათ დაეჯახა ხელბორკილები დაადო. ის მძღოლი არაადეკვატური იყო. დარწმუნებულია მთვრალი იყო. მისი მეუღლის მდგომარეობა, როდესაც დამძიმდა თბილისში გადმოიყვანეს. იმ პიროვნების ნათესავები, დახმარებას პირდებოდნენ. ერთ დღეს, როდესაც თვითონ საავადმყოფოში არ იყო, ამ ადამინის შვილმა მისი მეუღლის ნათესავს ფული მისცა. მისივე განმარტებით, მისი ძმა უდანაშაულოა. იგი ნელი სიჩქარით მოძრაობდა. მეორე როდესაც მანქანა დაეჯახა, უკუსვლით წავიდა მათი მანქანა და ამოტრიალდნენ. მისმა ძმამ მუხრუჭიც იხმარა. შემდეგ მათმა მშველელმა ბიჭმა მანქანის უკანა მინა ჩაამსხვრია და ე---- გადაიყვანა. შემდეგ ყველანი ამოიყვანეს. თვითონ როგორც კი გადმოვიდა, ფეხზე დადგა. ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ საავადმყოფოში არ წოლილა, მხოლოდ იმ პირველ დღეს იყო. მოტეხილობა არ ჰქონია. მის ძმას ჰქონდა მოტეხილობები. მის შვილებსაც ჰქონდათ დაზიანებები, მაგრამ მძიმე არა. მანვე განმარტა, რომ მეორე მანქანა მთლიანად იყო მათ ზოლში გადმოსული და ისე შეეჯახა. იქ მყოფ ხალხს მან გაასწორებინა ძმის ავტომანქანა, რომ მისი მეუღლე გადმოეყვანათ. მეორე მანქანაზე იდო საწვავი და ხორბალი. შეჯახების დროს საწვავი დაიღვარა და ხორბალი მიმოიფანტა, ასევე მისი ძმის მანქანის საწვავის ავზიც დაზიანებული იყო. მანვე განმარტა, რომ სანამ პოლიცია მივიდა, მანამდე მოძრაობა შეუფერხებელი იყო.
მოწმე თ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–------------–---–ი მისი ბიძაა, ხოლო გარდაცვლილი იყო მამამისი. 2-----–-–------ ნ--------ს, საღამოს საათებში ბიძის, ა-–------------–---–ის ავტომანქანით, წავიდნენ თბილისიდან კახეთის მიმართულებით. მძღოლის გვერდით მამამისი, - გ-------------ე იჯდა. უკან თვითონ, დედა, ი-------------ე, მისი და, ე-------------ე და ძმა, გ----------------ე ისხდნენ. თვითონ ზუსტად მძღოლის უკან იჯდა. მოულოდნელად მათ გზაზე გადავიდა მანქანა, შუქებს ანათებდა და უცებ შეეჯახა მათ. თვითონ გაითიშა, გონზე რომ მოვიდა მიწაზე იწვა. დედას ჰკითხა მამა სად იყო, როდესაც გაიგო, მივიდა მამასთან და მასთან ერთად იყო. შემდეგ საავადმყოფოში რომ წაიყვანეს, ბიძასთან ერთად იყო. ყველა იწვა, თვითონ იყო გონებაზე. იქ მიიყვანეს ის კაცი, ვინც მათ დაეჯახა. ძლივს აკავებდნენ, არაადეკვატურად იქცეოდა, სახლში გაშვებას ითხოვდა და ორი პოლიციელი აკავებდა. ფიქრობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მისივე განმარტებით, მას არაფერი ახსოვს, არც ის ახსოვს დაამუხრუჭეს თუ არა. მხოლოდ იმაშია დარწმუნებული, რომ მათ სავალ გზაზე შეეჯახა ავტომანქანა ჯიპი. ბიძამისი ძალიან ნელა მიდიოდა. ორივე მანქანა, კახეთისკენ მიმავალ გზაზე იყო გაჩერებული. ირგვლივ სულ შუშები ეყარა. რაღაც ყვითელიც ეყარა, ზუსტად არ იცის რა იყო. ავარიის მეორე დღეს უფრო ცუდად გახდა, ტვინის შერყევა ჰქონდა, მის დასაც. დედამისს ფეხები ჰქონდა დაზიანებული.
მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–-----------–---–ი მისი მამაა. 2----–-–----------------, იგი როდესაც სახლში მივიდა მამა არ დახვდა სახლში. იცოდა რომ 400 კილო ქერი ედო მანქანაზე და ეგონა სოფელში ტრიალებდა და ტრაქტორს ეძებდა დასათესად. ეძება მამამისი და ვერ იპოვნა. მერე ჩალაუბნის საგზაო-საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა და უთხრეს, რომ ს------–------------ან მოხდა ავარია. როდესაც მივიდა ძალიან ცუდი სურათი დახვდა. მამამისის „ო---–--------------ა“ და „ჟ-----–-- იყო ერთმანეთზე შეჯახებული. მამამისის მანქანა თავის სავალ გზაზე იყო. მას უთხრეს, რომ დაზარალებულები საავადმყოფოში იყვნენ. იგი წავიდა და შეძლებისდაგვარად ყველას გაუწია დახმარება. ერთი იყო ძალიან მძიმედ, რომელიც გარდაიცვალა. მან დახმარება გაუწია დაზარალებულებს. მისივე განმარტებით, ორივე მანქანა მამამისის სავალ გზაზე იყო გაჩერებული. მამამისის მანქანა გადატრიალებული იყო, ხოლო „ჟ-----–-- ფეხზე იდგა, ნახევრად თბილისისკენ შემოტრიალებული. კვლები მეორე დღეს ნახა, ყველაფერი მამამისის სავალ გზაზე იყო, ბენზინის და მუხრუჭის კვალიც. მანვე განმარტა, რომ მამისისი ძალიან ცუდადაა, აქვს ეპილეფსია. ხშირად უგონოდაა. მამამისს არ შეუძლია სიარული და ფიქრობს ვერ შეძლებს სასამართლოში მისვლას და ჩვენების მიცემას. მამამისი ბორკილებში არ უნახავს. ავარიის დღეს ისე იქცეოდა, მღეროდა, სრულ ჭკუაზე არ იყო. სისხლი აუღეს, მაგრამ არ აღმოჩნდა არაფხიზელ მდგომარეობაში. რა დაემართა არ იცის.
მოწმის ს---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში მძღოლის თანამდებობაზე. 2-----–-–------ ნ--------ს, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ იყო ავარია და ოცმეთაურის ბრძანებით გადარეცხეს დაღვრილი საწვავი. ორი მანქანა იყო შეჯახებული. ერთი ჯიპი და მეორე „ჟ-----–--. ჯიპი გადაბრუნებული იყო კახეთის მხარეს. გზაზე, მარცხენა მხარეს, შუშები ეყარა.
მოწმის გ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უ-------ი ექსპერტის თანამდებობაზე. 2----–-–---------------- იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ გურჯაანში. ამ დღეს მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ს-----------------------------–----------თან, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ორი მანქანა იყო ერთმანეთს შეჯახებული. დათვალიერებას ატარებდა გამომძიებელი ლ----------–--ე. თვითონ გაეცნო და ხელი მოაწერა ოქმს. შემთხვევის ადგილზე ერთი ავტომანქანა ჯიპი ამოტრიალებული იყო, იწვა გვერდულად, ხოლო მეორე ავტომანქანა იყო „---------“. მან შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ფოტოები გადაიღო, რაც გადასცა გამომძიებელს. გამომძიებელმა ოქმი იქვე შეადგინა და თვითონ მოაწერა ხელი. დათვალიერების შემდეგ ავტომანქანები ევაკუატორმა წაიღო. მას როგორც ახსოვს შემთხვევის ადგილზე რაღაც იყო გაფანტული, ქერი ან ხორბალი და სითხეც იყო დაღვრილი.
მოწმის დ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. 2013 წლის 24 ნ--------ს მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დამატებით დაათვალიერებაში ს------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერებას ატარებდა გამომძიებელი ლ----------–--ე. მან შემთხვევის ადგილზე დაალაგა ნომრები და გადაიღო ფოტოები. ასფალტის ზედაპირზე აღინიშნებოდა კვლები, მოცურების კვლებიც და ნაკაწრიც. გამომძიებლის მითითებით ალაგებდა ნომრებს და იღებდა ფოტოებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შეადგინა გამომძიებელმა და მან მოაწერა ხელი.
მოწმის ზ-----------------ის ჩვენებით, დადგენილია, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მან ა-–------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეში ჩაატარა სამი ექსპერტიზა, ორი დამოუკიდებლად და მესამე ექსპერტ დ----------–-----თან ერთად. მან 2013 წლის 17 დეკემბრის გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა კომპლექსური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, შეისწავლა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები საჯარიმო ავტოსადგომზე, დაათვალიერა ვიზუალურად შემთხვევის ადგილი და საბოლოოდ დასკვაში მიუთითა, თუ როგორ განვითარდა საგზაო შემთხვევის მექანიზმი და რომელი მძღოლის მოქმედებამ განაპირობა საგზაო შემთხევა ამის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ტრასოლოგიურ ნაწილს, ავტომობილების ურთიერთკონტაქტი მოხდა „–-----–--“ წინა მარჯვენა და „ფ-----------ს“ შუა ნაწილში, კუთხე მათ შორის დაახლოებით ათი გრადუსი იყო. დაახლოებით ხუთი პროცენტიანი ცდომილებით. მანქანებს ყველა დაზიანება მიღებული აქვთ ავარიის შედეგად და ავარიამდე მანქანები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება საჭირო გახდა იმის გამო, რომ „–-----–--“ მძღოლმა განმარტა, რომ იგი თავის სავალ ზოლში მოძრაობდა და შეჯახებაც მის ნაწილში მოხდა, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ „ჟ-----–-“ დაზიანება აქვს წინა მარჯვენა მხარეს. ავტომობილები ვერანაირად ვერ მიიღებდნენ ისეთ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იყვნენ ავარიის შემდეგ. მას არ აქვს ბაკურციხის მიმართულებით სავალ ნაწილზე პირველადი კონტაქტის დამყარების დამადასტურებელი ნიშნები, ხოლო რაც შეეხება თბილისის მიმართულებით სავალ ნაწილს აქ შეინიშნებოდა შეჯახების შედეგად ჩამონაყარი, საქარე მინა, დაზიანებულ გაშლილ მდგომარეობაში, მის გარშემო მოპირკეთების ჩამონაყარი. თუ ჩამონაყარი და ავტომობილების განლაგება ერთ მხარეს მდებარეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ზოლში მოხდა შეჯახება. 2----–-–-----------------ს ექსპერტს დ----------–-----თან ერთად გასცა დასკვნა, მათ გამორიცხეს, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ვერ განვითრდებოდა ისე, როგორც ამას „–-----–--“ მძღოლი განმარტავდა, უნდა დაედგინათ რამ განაპირობა ამ მძღოლის საპირისპირო სამოძრაო ზოლში გადასვლა. მანვე განმარტა, რომ შეჯახების კუთხიდან გამომდინარე გამორიცხა „–-----–--“ მძღოლის ჩვენება, მაგრამ ვერ დაადგინა, რამ განაპირობა „–-----–--“ საპირისპირო სამოძრაო ზოლში გადასვლა. იგი კატეგორიულად ეთანხმება თავის დასკვნებს და განმარტავს, რომ „–-----–--“ სავალ ნაწილზე შეჯახება არ მომხდარა. მან 2----–-–-----------------ს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილების „ო---–---------------- და „----------ს“ საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემები მთლიანად დაკომპლექტებულია ტექნიკურად გათვალისწინებული დეტალებით, რომელთა მთლიანობაც დარღვეული არ არის. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილების „ო---–---------------- და „----------ის“ სავალი ნაწილის დეტალებზე რაიმე სახის დაზიანებების გარეგნული ნიშნები, რასაც მსვლელობისას შეეძლო გამოეწვია ავტომობილების მართვადობის დაკარგვა არ აღენიშნებათ. ავტომობილების „ო---–---------------- და „----------ის “პირველადი ურთიერთკონტაქტი (შაჯახება) მოხდა წინა მარჯვენა ნაწილებით, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით ათ გრადუსს, რომელიც შემდგომ იზრდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილების „ო---–---------------- და „----------ის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ბ------–---------–-----------–---------------- სამოძრაო ზოლში. შეჯახების მომენტში ავტომობილი „---------“ მთლიანად გადასული იყო და მოძრაობდა საპირისპიროს (ო---–---------------ას) მოძრაობის ზოლში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე. იმისათვის რომ გადაწყდეს დასმული საკითხები - შეეძლოთ თუ არა ავტომობილების მძღოლებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და დარღვეული აქვთ თუ არა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის რომელიმე მუხლის მოთხოვნები, საჭიროა გამოძიებით დადგინდეს, რამ განაპირობა ავტომობილ „----------ის“ საპირისპირო მოძრაობის (ო---–-------------ას) სამოძრაო ზოლში გადასვლა.
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, მხარეთა მიერ წარდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა-–------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სააპელაციო პალატამ სავალდებულოა დაადგინოს ა-–------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას; დადგა თუ არა შედეგი, - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ ექსპერტიზის პრეროგატივას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.
სააპელაციო პალატის თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2----–-–--------------–-------------–-–--------–--ის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით ვერ იქნა დადგენილი თუ რომელი ავტომანქანის მძღოლმა შექმნა საფრთხე მოძრაობაში და შეეძლო თუ არა თითოეულ მძღოლს მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხევვის თავიდან აცილება, ასევე ვერ იქნა დადგენილი შეჯახების მომენტში როგორ იყვნენ განლაგებულები ავტომობილები გზის სავალ ნაწილზე და როგორ განვითარდა საგზაო - სატრანსპორტო შემთხევის მექანიზმი. 20---–-–----------------ის სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ავტომობილების “O----------------------ის და „---------“ A-------ის პირველადი ურთიერთკონტაქტი, (შეჯახება) მოხდა ბ------–---------–------------------------- სამოძრაო ზოლში, შეჯახების მომენტში ავტომობილი „--------“ A------ მთლიანად იყო გადასული და მოძრაობდა საპირისპირო „O----------------------ის მოძრაობის ზოლში. 2----–-–--------------ის სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „O---------------“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო, და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.“ „მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „---------“ A-------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 27.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოთხივე შემთხვევაში, ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩასატარებლად და დასკვნის გასაცემად გამოყენებულ იქნა მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალები. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გახდა ოთხი ერთი და იგივე ხასიათის და შინაარსის ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება, რომელთაგან მხოლოდ ბოლოს, მეოთხე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თითქოსდა, დადგინდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში დამნაშავე პირი - ა-–------------–---–ი, აღნიშნული გარემოება ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების, უტყუარობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს. პალატის აზრით, ამგვარი მტკიცებულება სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებად.
რაც შეეხება ბრალდების მხარის ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას - შემთხევევის ადგილის დათვალიერების ოქმებს. საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2----–-–----------------. მალევე შემთხვევის ადგილი გადაირეცხა, რადგან იყო დაღვრილი საწვავის აალების საშიშროება. იმავე დღეს ჩატერებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ ყოფილა მითითებული, რომ არსებობდა დაღვრილი ზეთის ან სხვა რაიმე კვალი. 24 ნ--------ს ჩატარებულ დამატებითი დათვალიერების ოქმში კი უკვე ჩნდება მრავლობითი კვლები. პალატა მიიჩნევს, - უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ 2----------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული კვლები ნამდვილად მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დარჩენილი კვლებია, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შემთხვევიდან 2----------ამდე შემთხვევის ადგილი დაცული არ ყოფილა. გარდა ამისა, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა მოწმე, - ი-------------ემ სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, რომ მისი მეუღლის მანქანიდან გადმოყვანის მიზნით მანქანა გაადგილეს, ,,ვ---------მა“ შეიცვალა ის მდებარეობა რაც მან მიიღო შეჯახების შემდეგ. შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანა ,,ვ---------ს“ მდებარეობა შეცვლილი ჰქონდა. მოწმეებმა ი---- და ე-------------ძეებმა ასევე განმარტეს, რომ მოძრაობისას საპირისპირო სამოძრაო ზოლიდან მანქანებს უცბად გამოეყო ერთი მანქანა გადავიდა მათ სამოძრაო ზოლში და შეეჯახა იმ მანქანას, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ (,,ვ---------ს“). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს ამყარებს მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის გ----------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ,,ო---–---------------- მარკის ავტომობილი შენიშნეს ბაკურციხესთან, რომელმაც არასწორი მანევრით გაასწრო მიკროაბტობუსს და დააკარგვინა ორიენტაცია, რის გამოც აღნიშნული ,,ო---–---------------- მარკის ავტომობილი გახდა მათი დევნის ობიექტი. პალატა ყურადღებას მიაპყრობს პატრულ ინსპექტორ კ------------------–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ,,ო---–-------------ას“ მარკის ავტომობილი მოძრაობდა არასწორი მანევრით მძღოლის გადამოწმების მიზნით შეეცადნენ გაჩერებას, მაგრამ იგი არ ჩერდებოდა. სხვა ეკიპაჟიც კი ჩართეს, მაგრამ მანქანა არ გაჩერდა და აღნიშნული მანქანა დაკავებაზე გადასცეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა-–------------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-–------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ა-–------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ა-–------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ა-–------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულება:
ა-–------------–---–ის სისხლის ნიმუში და ნ-----–-----------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
ავტომობილი „-----–--------------“, სახელმწიფო ნომრით S------- რაც დაუბრუნდა მფლობელს, დარჩეს მის მფლობელობაში და ავტომობილი „---------“, სახელმწიფო ნომრით A------, რაც მოთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ვიდეო ჩანაწერი (DVD დისკი) და შემთხვევის ადგილის ფოტო-სურათები ორ ცალ CD დისკზე, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი