განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
330100115002904977
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100115002904977

საქმე №1ბ/528-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორის: ირ---–-----------ს

ადვოკატის: ლა--------------–---–-ს

გამართლებულის: ნო---------------–---–-ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნო---------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-------–------–---------------------–----------------–------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოზიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით, ნო---------------–---–- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ნო---------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 28 მაისს, ღამის საათებში ნო-----------------–---–-ა და გო-------------მ განიზრახეს ქ-------–--–-----------–----------- კორპუსის პირველ სართულზე არსებული მა-----------–---–-ს კუთვნილი სურსათის მაღაზიის გაქურდვა. ამ მიზნით, ნო---------------–---–მა ფიზიკური ძალის გამოყენებით გააღო მაღაზიის სარკმელი. აღნიშნულ სარკმელში გადაძვრა გო-----------ე, რომელიც მაღაზიიდან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ხუთ კოლოფ შავი ფერის სიგარეტ ,,სობრანიეს“, შვიდ კოლოფ ლურჯი ფერის სიგარეტ ,,სობრანიეს“, ერთ კოლოფ სიგარეტ ,,ქემელს“, რვა კოლოფ სიგარეტ ,,პარლამენტს“, ცამეტ კოლოფ სიგარეტ ,,მარლბოროს“, 2 ბოთლ ლუდს, ასევე 11 ცალ 2-ლარიან მონეტას, 70 ცალ 1-ლარიან მონეტას, 25 ცალ 50-თეთრიან მონეტას, 78 ცალ 20-თეთრიან მონეტას, 58 ცალ 10- ეთრიან მონეტას და 22 ცალ 5-თეთრიან მონეტას. ნო---------------–---–-ს და გო-----------ს ქმედებით მა-----------–---–ს მიადგა 258 ლარის და 70 თეთრის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–-----------მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, რომელთა გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ნო---------------–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ნო---------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მა-----------–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლის 28 მაისს მას გაუქურდეს მაღაზია, რომელიც მდებარეობს თ---–--–------------–-------------------------------–----------–---- მას მომხდარი ქურდობის ფაქტი შეატყობინეს პოლიციის თანამშრომლებმა. მაღაზიიდან წაღებული იყო სხვადასხვა ფირმის სიგარეტები, ლუდის ბოთლები და ფულადი თანხა ლარიანი და ორ ლარიანი მონეტების სახით, რის შედეგადაც მიადგა 258 ლარის და 70 თეთრის მატერიალური ზიანი. მანვე განმარტა, რომ მის მაღაზიაში ხშირად შედიოდა სხვადასხვა სახის სურსათის შესაძენად ნო---------------–---–-.

პირველი ინტსანციის სასამართლოში მოწმე გო-----------ემ განაცხადა, რომ 2015 წლის 27 მაისს ღამის საათებში, ის ლ----------- და ნო---------------–---–-ს იმყოფებოდნენ სკვერში და მიირთმევდნენ ლუდს. მათ სპონტანურად მოაფიქრდათ მაღაზიის ქურდობის იდეა. მაღაზია განთავსებული იყო სკვერის წინ, კორპუსის პირველ სართულზე. ლ----------- სხვა უბანში დარჩა, რადგან არ ესაჭიროებოდათ, ხოლო მან და ნო---------------–---–მა გადაწყვიტეს მაღაზიის გაქურდვა. ნო---------------–---–მა სახლიდან გამოიტანა მისი კუთვნილი ხელჩანთა, რომელმაც მაღაზიის მეტალოპლასტმასის კარის ფანჯარა გააღო, თავად კი შევიდა მაღაზიაში. ხელჩანთაში ჩაყარა ხურდა ფული, სხვადასხვა ფირმის სიგარეტები და ორი ცალი ლუდის 1.5 ლიტრიანი ბოთლები. მან ხელჩანთა მიაწოდა ნო---------------–---–ს და შემთხვევის ადგილი დატოვეს. ისინი შეხვდნენ ლ-----------ს და წავიდნენ სკვერში, სკვერამდე არ მისულები დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებისას ხელჩანთა ნო----------------–---–ს ჰქონდა. თავდაპირველად ორმა პოლიციის თანამშრომელმა დააკავეს, ხოლო შემდეგ სხვა პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დაკავების ადგილზე. მანვე განმარტა, რომ ხელჩანთა ნო---------------–---–-ს იყო. ქურდობამდე ხელჩანთა ნო---------------–---–-სგან არ უნათხოვრებია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ-----------ს ჩვენებით, მან, გო-----------მ და ნო---------------–---–მა ჩაიდინეს ქურდობა. მათ გადაწყვიტეს გაექურდათ მაღაზია, მაღაზიაში შევიდა თავად, მაღაზიაში მხოლოდ ის იყო შესული, საიდანაც მისი კუთვნილი ჩანთით გამოიტანა სხვადასხვა დასახელების პროდუქტები და ფულადი თანხა. გო----------- და ნო---------------–---–- მას გარეთ ელოდებოდნენ. მაღაზიის ტერიტორიის დატოვებისთანავე, ისინი წავიდნენ ა-------- დასახლების მიმართულებით, რა დროსაც გზაში შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. პოლიციელების შეძახილზე გადაწყვიტა გაქცეულიყო, როდესაც გარბოდა, მას ჩანთა დაუვარდა, ის დაახლოებით 30-40 მეტრში დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ადგილი, თუ სად დაუვარდა ჩანთა, არ ახსოვს. დაკავების დროს რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, პოლიციელებს მათზე არ უძალადიათ, ასევე არ გაუსვრიათ იარაღიდან. ხელჩანთა მისი საკუთრება იყო და მან წამოიღო სახლიდან. ხელჩანთა იყო ,,ა--------ს“ ფირმის.

მანვე ჯვარედინი დაკითხვის დროს განმარტა, როდესაც ისინი ბაღში იმალებოდნენ თავდაპირველად მან და გო-----------მ გადაწყვიტეს ქუჩაში გასულიყვნენ, ნო---------------–---–- მათთან ერთად იმ დროს არ იყო. ჯერ ისინი დააკავეს, შემდეგ კი მივიდა მათთან ნო---------------–---–-. როდესაც ის და გო----------- დააკავეს, პოლიციელების მხრიდან მათზე განხორციელდა ძალადობა, ძალადობის დროს მივიდა ნო---------------–---–-. ასევე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე კა------–------–---–-- უჩვენა, რომ 2015 წლის 28 მაისს გამთენიისას ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მის თანამშრომლებთან თა-----------–---–---ნ და კახ----------–---–---ნ ერთად. ისინი ქ-----------–-- ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ ფეხით. მათ მიერ შემჩნეული იქნა სამი ახალგაზრდა პირი, რომლიდანაც ერთ-ერთი ნო---------------–---–- მისმა თანამშრომელმა იცნო. ნო---------------–---–ს ხელში ეკავა შავი ფერის ზურგჩანთა. მან და მისმა თანამშრომლებმა სიტუაცია მიიჩნიეს საეჭვოდ და გადაწყვიტეს სამივე ახალგაზრდა შეეჩერებინათ. მოწოდებისთანავე ისინი გაიქცნენ, ამ დროს ნო---------------–---–მა ზურგჩანთა დააგდო ძირს. მათ სამივე ახალგაზრდა მალევე შეაჩერეს. როდესაც ზურგჩანთასთან მივიდნენ, მასში მოთავსებული იყო ხურდა ფული და სიგარეტის კოლოფები. შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული ნივთები, სამივე დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ მაღაზიიდან მოიპარეს. რის შემდეგაც მათ მოახდინეს სამივე პირის დაკავება. მან ბრალდებულის სახით ნო---------------–---–- დააკავა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს მოწმეებმა თ------------–---–--------------------–---–---

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ბე---------------------ს განმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვის ერთ-ერთ დღეს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად, ეძინა. გაიგონა ზარის ხმა, დაახლოებით 5-6 საათი იქნებოდა, გავიდა სახლიდან და დაინახა ორი პოლიციის თანამშრომელი, ისინი ეძებდნენ ჩანთას, რომელიც კართან იპოვეს და წაიღეს. მათ (პოლიციელებს) ადგილზე არ შეუდგენიათ არავითარი დოკუმენტი. გამოართვეს ტელეფონის ნომერი და უთხრეს, თუ საჭირო იქნებოდა გამოიძახებდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ დამნაშავეებს დასდევდნენ, რომლებმაც ჩანთა გადააგდეს. ასევე განუცხადეს, რომ იყვნენ მ--------- გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებიდან. მანვე განმარტა, რომ ჩანთა იყო შავი ფერის, ეგდო კუთხეში ჭიშკართან, იქ როგორ მოხვდა მისთვის უცნობია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა ნო---------------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ გვიან ღამე მას შეხვდა გო----------- და ლ-----------, რომლებსაც ჰქონდათ ლუდი და ჩანთა. შესთავაზეს დაელიათ და დრო ერთად გაეტარებინათ. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ ა-------- დასახლებაში. გადაადგილებისას ჩაუარა მწვანე ფერის ავტომანქანამ, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოუწოდეს შეჩერებისკენ. ვინაიდან ისინი სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ, არ გაჩერდნენ და გააგრძელეს გზა. ამაზე პირებმა დაიწყეს ყვირილი და მოწოდება, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ გაისროლეს მისი და მისი თანხმლები პირების მიმართულებით. იგი, გო----------- და ლ----------- დაიბნენ და გაიქცნენ, მათ თავი შეაფარეს კერძო მესაკუთრის ბაღს, სადაც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ გო----------- და ლ----------- ერთად გააგრძელებდნენ გზას, ხოლო თვითონ სხვა გზით წავიდოდა. წასვლამდე გო-----------მ ჩანთა იქვე მოქალაქის ბაღში დატოვა. მან გადაადგილების დროს დაინახა, რომ გო----------- და ლ----------- პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შეეცოდა ისინი და გადაწყვიტა მათთან მისვლა, რა დროსაც მოუწოდა პოლიციის თანამშრომლებს შეეწყვიტათ ძალადობა, ხოლო ის კი ყველა მათ კითხვას უპასუხებდა, რა დროსაც ისინი დააკავეს. სამივეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდათ. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ ჰქონდათ ჩანთა, რომელიც გო-----------მ დატოვა მოქალაქის ბაღში. აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მას პოლიციის შენობაში აიძულებდნენ ეღიარებინა ქურდობის ფაქტი, მოუწოდებდნენ განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე, რომ ,,მოეწერა ხელი და არ გადაეყოლებინა ბიჭები“. როდესაც თავდაპირველად მან უარი განაცხადა აღიარებაზე, მას გაუსწორდნენ ფიზიკურად, რის შემდეგაც იძულებული იყო ეღიარებინა დანაშაული.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (დაცვის მხარის მიერ ჩატარებული) თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნო---------------–---–-ს, ნი------–---–---–------------------–---------ს მონაწილეობით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნო---------------–---–-სგან მიღებული ინფორმაციისა და გამოძიების პროცესში წარმოებული ვერსიის შესამოწმებლად. ნო---------------–---–-ს მითითებით მივიდნენ იმ ადგილას (ქ.თ---–---- ქ-----------–-- ქუჩა), სადაც იმ ღამით იდგა ,,ჰ-------“ ფირმის მწვანე ფერის ა/მანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები. ნო---------------–---–მა განმარტა, რომ როდესაც ავტომანქანას გასცდნენ დაახლოებით 25 მეტრით ის, გო----------- და ლ-----------, ავტომანქანიდან პოლიციის თანამშრომლები გადმოვიდნენ და მათ დაუძახეს, რომ შეჩერებულიყვნენ და მისულიყვნენ მათთან. ისინი არ დაემორჩილნენ და განაგრძეს სვლა და როდესაც 60 მეტრი გაიარეს, იმყოფებოდნენ ,,ბ----------------–---------“, პოლიციის თანამშრომლებმა მათი შეჩერების მიზნით გაისროლეს ოთხჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან. აღნიშნულზე შეშინდნენ და ნ----------–---–-------------------–------- გაიქცნენ ქ-----------–-- ქ--------------–----------------ში მდებარე სახლის ეზოში გადახტნენ. გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდნენ იქვე მდებარე ეზოებში, ერთ-ერთ ეზოში მათ დააგდეს მათ ხელთ არსებული ზურგჩანთა და მის გარეშე გადაწყვიტეს ქუჩაში გასვლა. გო----------- და ლ----------- წავიდნენ პირველად, ხოლო ნ----------–---–- მათ შემდეგ წავიდა. ნ----------–---–-- განმარტა, რომ როდესაც ქ-----------–-- ქუჩაზე გადაადგილდებოდა დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ გო----------- და ლ-----------, რომლებსაც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ----------–---–- მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან და მოუწოდა შეეწყვიტათ გ-------------- და ლ-----------ს ცემა, ხოლო თუ რაიმე კითხვა ჰქონდათ პოლიციელებს მასთან, მზად იყო გაეცა პასუხი. მანვე განმარტა, რომ სამივე დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა ისე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რომ არცერთს არ ჰქონდათ ზურგჩანთა. მათ ზურგჩანთა დატოვეს ერთ-ერთ ეზოში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დადგინდა, რომ იმ ადგილიდან, სადაც პოლიციის ავტომანქანა იდგა ნო---------------–---–მა, გო-----------მ და ლ-----------მ გაიარეს 640 მეტრი კერძო პირების ბაღებამდე. ასევე დადგინდა, ის ადგილი, სადაც მათ ერთ-ერთი კერძო პირის ეზოში შიგნით დატოვეს ზურგჩანთა, კერძოდ ქ-----------–-- ქ---------ში, მცხოვრები ბე--------------------ს სახლის ეზოში.

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2015 წლის 28 მაისს05:35 საათზე ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქ--------ა-სთან ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნო---------------–---–-.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა 2015 წლის 28 მაისს ქ. თბილისში, ქ-----------–-- ქ--------ა-ს მ/ტერიტორიაზე ნო---------------–---–-ს მიერ გაქცევისას დაგდებული მუქი ლურჯი ფერის ზურგჩანთა წარწერით ,,ა--------“ მასში არსებულ ნივთებთან ერთად, კერძოდ: ორი ცალი ნაცრისფერი და შავი ფერის ე.წ. ,,კაპიშონიანი“ მოსასხამები; ხუთი ცალი სიგარეტი ,,სობრანიე“ შავი ფერის; შვიდი ცალი სიგარეტი ,,სობრანიე“ ლურჯი ფერის; ერთი ცალი ქემელი; რვა ცალი სიგარეტი,, პარლამენტი“ ცამეტი ცალი სიგარეტი ,,მალბორო“; ხურდა ფული 11 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 70 ცალი 1 ლარიანი მონეტა, 25 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 78 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 58 ცალი 10 თეთრიანი მონეტა და 22 ცალი 5 თეთრიანი მონეტა.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის 4--------დასკვნის თანახმად, ქ.თ---–--–-----------–-----------------------ში მდებარე მა-----------–---–-ს კუთვნილი სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შუა ადგილიდან, კერძოდ: მაღაზიაში შესასვლელი კარის გარეთა მხარეს მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და შესასვლელიდან ხელმარჯვნივ კარის გვერდით მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნო---------------–---–-სგან, გ--------------გან და მათი შესაძლო თანამონაწილე პირის ლ-----------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------------

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნო---------------–---–-ს მიერ მა-----------–---–-ს მაღაზიის გაქურდვის ფაქტს.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიმოიხილავს თითოეულ მტკიცებულებას თუმცა, არ აკეთებს ანალიზს, თუ რომელი მათგანი ადასტურებს უტყუარად ნო---------------–---–-ს ბრალეულობას.

სასამართლოში დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები იდენტურია, თუმცა მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის ნეიტრალური მოწმის ბე--------------------ს ჩვენებასთან, პოლიციელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ, როდესაც ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, მათ მიერ შემჩნეული იქნა სამი ახალგაზრდა პირი, თანამშრომელთაგან ერთ-ერთმა ამოიცნო ნო---------------–---–- და რადგან ახალგაზრდები საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ, გადაწყვიტეს სამივე ახალგაზრდა შეეჩერებინათ, რომლებიც მოწოდებისთანავე გაიქცნენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ნო---------------–---–მა ზურგჩანთა ძირს დააგდო. ზურგჩანთასთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულ ჩვენებას იძლევა მოწმე ბე--------------------, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიციელები, რომლებიც დამნაშავეების მიერ გადაგდებულ ზურგჩანთას ეძებდნენ, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ეგდო. ხოლო მოწმე ლ-----------მ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას დაკავების დროს თან ჰქონდა ზურგჩანთა, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის გ-------------- ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც ზურგჩანთა ნო---------------–---–ს ჰქონდა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების: გო-----------სა და ლ-----------ს ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, კერძოდ, გო-----------მ ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ მან და ნო---------------–---–მა ერთად გაქურდეს სურსათის მაღაზია და ლ----------- იქ არ ყოფილა. ლ-----------ს ჩვენებით, თვითონ, ნო---------------–---–- და გო----------- ერთად იყვნენ, როდესაც სურსათის მაღაზია გაქურდეს.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან რჩება მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის უტყუარობაში პალატა ეჭვს ვერ შეიტანს, თუმცა ის როგორც ერთი მტკიცებულება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ნო---------------–---–-ს მსჯავრდებისათვის. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი ნო---------------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად..

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ნო---------------–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნო---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

5.გამართლებულ ნო---------------–---–ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტოს უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

6. ნივთიერი მტკიცებულება:

- ფულადი თანხა და სიგარეტები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

- ხელჩანთა - განადგურდეს;

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი