განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002375061
№1/ბ-686-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - რ----- შ----ის
მსჯავრდებულის - ჰ----ე ხ----------თის
ადვოკატის - დ----- გ------ის
თარჯიმანის - მ--- შ-–---–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჰ----ე ჰ------ის ძე ხ----------თის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. დაოჯახებული, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ირანი, არდებილის გუბერნია, ბილესავარის რაიონი. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ----–--–---–--------ა, ბინა N1703-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჰ----ე ხ----------თმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჰ----ე ხ------------მა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 52, 8896 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც 2018 წლის 06 მარტს, ქ. ბათუმში, შ.პ.ს. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ჰ----ე ხ----------თი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰ----ე ხ----------თს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
ჰ----ე ხ----------თს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 მარტიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ----- გ------ის მიერ, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ¼ (ერთიმეოთხედის) პირობითად ჩათვლას.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - ი-----–ი დ--------–--ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანით, მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
სააპელაციო საჩივრებზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ----- გ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
– აპელანტს მხარეს, აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ინფორმაციული პ-----------–---------------–------–----------–---------------------------–--------------------------------------------ას გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ჰ----ე ხ----------თის პირადი ჩხრეკის ოქმი, განჩინება ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ჰ----ე ხ----------თის სხეულის დათვალიერების ოქმი, ჰ----ე ხ----------თის ნაქირავები ბინის ჩხრეკის ოქმი, ჰ----ე ხ----------თის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს.
სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღება მიაპყრობს ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა შეიძინა და შეინახა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საშიში ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი’’, რაც მიუთითებს ქმედების მომეტებულ საშიშროებაზე. პალატა ასევე ითვალისწინებს იმას, რომ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჰ----ე ხ----------თის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ----- გ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - ი-----–ი დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ჰ----ე ხ----------თი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰ----ე ხ----------თს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
ჰ----ე ხ----------თს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 მარტიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მარტის განჩინებით, ჰ----ე ხ----------თის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება - ჰ----ე ხ----------თის სხეულის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ჰ----ე ხ----------თის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ჰ----ე ხ----------თის სახელზე გაცემული პასპორტი და მობილური ტელეფონი „ნოკია“, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე