განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002363882
№1/ბ-344-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - პ----- ც-–--–--ის
მსჯავრდებულის - თ------ ბ----------ის
ადვოკატის - პ----- ბ---–----ის
თარჯიმნის - ტ------ა ა---–---ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ ი-----ს ძე ბ----------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 6---------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქობულეთი, დაბა ოჩხამური, თ----------ის ქ.№1-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ ბ----------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს, თ------ ბ----------ი, მთვრალ მდგომარეობაში მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ნ-----------ს’’ მარკის სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომობილით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობის დროს, მძღოლმა თ------ ბ----------მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31 მუხლის 18 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ----- გ-------ას და ამ უკანსკნელის მცირეწლოვან შვილს ფ--–--ე ა-----ძეს. შეჯახების შედეგად ნ----- გ-------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ფ--–--ე ა-----ძე გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით თ------ ბ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ თ------ ბ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა თ------ ბ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- ბ---–----ის მიერ, რომლითაც მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----- ც-–--–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ------ ბ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატს პ----- ბ---–----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
– აპელანტს, პროკურორ პ----- ც-–--–--ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეტა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების მ-----------------------------------------------–-------------------–---------–-----------–--------–----------–--------–-------–-–------------------------- გამოკითხვის ოქმებით, გვამის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნით, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტები ითხოვენ დანიშნულ სასჯელში ცვლილებების შეტანას.
მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრებში ცვლილებების შეტანისა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
თ------ ბ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 07 (შვიდი) წლის ვადით.
მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ------ ბ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან.
მსჯავრდებულ თ------ ბ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ნ-----------’’, სახელმწიფო ნომრით B--------, რომელიც განთავსებულია ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N19-ში ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფ--–--ე ა-----ძის, ნ----- გ-------ას და თ------ ბ----------ის ტანსაცმელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე