განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
200210115001124881
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210115001124881

N2ბ/5763-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი,სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) - თ----- ზ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები:

1. თ--- ა-------–ი (მოპასუხე)

2. გ------ი ა---------–---ი (მოპასუხე; შეგებებული სარჩელის ავტორი)

 

წარმომადგენელი - ჯ------- მ---–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელით), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებული სარჩელით)

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, თ----- ზ----–---–ის სარჩელი მოპასუხეების თ--- ა-------–ის და გ------ი ა---------–---ის მიმართ (1. ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა, გაცემული ნოტარიუს ნ---- მ------ის მიერ, რეგისტრაციის N1--------, 2---------წ., რომლითაც თ--- ა-------–მა მიიღო შვილის გ------ი ა-------–ის სამკვიდრო ქონება - ბინა მდებარე: ქ.-------------------------–-----------------------------–----------------------ი 5---- კვ.მ. და 2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება თ--- ა-------–სა (წარმომადგენელი უ–--------–--–---–ი) და გ------ი ა---------–---ს შორის ქ. ახ-----ში, თ-----ის ქ. N--–-----------------------------–---, საერთო ფართი 5---- კვ.მ. ბინის ყიდვა - გაყიდვის შესახებ), არ დაკმაყოფილდა.

 

ამავე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ------ი ა---------–---ის შეგებებული სარჩელი. მოპასუხე თ----- ზ----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის გ------ი ა---------–---ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საცხოვრებელი ბინა, მის: ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, ს/კ 5------------------.

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 1----–-–--------------------------–--- ხელშეკრულების საფუძველზე, გ------ი გ------ის ძე ა-------–ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, მ---------------------------------–ი, საერთო ფართი 5---- კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 2---- კვ.მ.

 

2014 წლის 26 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით გ------ი გ------ის ძე ა-------–ი გამოცხადდა გარდაცვლილად.

 

თ--- ა-------–მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (დედამ) 2015 წლის 25 აგვისტოს, ნოტარიუსი ნ---- მ------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, მიიღო გარდაცვლილი გ------ი გ------ის ძე ა-------–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა (მდებარე: ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, მ---------------------------------–ი, საერთო ფართი 5---- კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 2---- კვ.მ.) და 2015 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ.

 

2015 წლის 01 სექტემბერს, თ--- ა-------–სა და გ------ი ა---------–---ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა გ------ი ა---------–---ის საკუთრებად.

 

სადავო ბინას ფაქტობრივად ფლობს თ----- ზ----–---–ი, როლმაც ფლობის მართლზომერება ვერ დაადასტურა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის (ძირითად სარჩელში) თ----- ზ----–---–ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2. სამართლებრივი დასაბუთებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 170-ე, 172.2, 183-ე, 323-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთი რომელიც თ----- ზ----–---–ის მფლობელობაში იყო, წარმოადგენდა გ------ი ა---------–---ის საკუთრებას. სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება იყო და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდებოდა. მოთხოვნის დაკმაყოფილება კი, სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, პირველი უნდა არსებობდეს მესაკუთრე, მეორე უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მესამე მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე - შეგებებული სარჩელის ავტორი გ------ი ა---------–---ი იყო და რომ სადავო ნივთს ფლობდა მოსარჩელე თ----- ზ----–---–ი (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მფლობელი კეთილსინდისიერია, თუ მას მფლობელობა მართლზომიერად აქვს შეძენილი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორცილებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელია ნივთის მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობასაც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, მფლობელობა არამართლზომიერია იმ შემთხვევაში, როცა მფლობელს არ გააჩნია და სადავო ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში თ----- ზ----–---–ის მიერ ვერ იქნა მითითებული და დამტკიცებული სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერებაზე მიუთითებდა.

 

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა იცავს რა მესაკუთრის უფლებებს, აძლევს მას ნებას, საკუთრების სარგებლობაში ხელის შემშლელს მოსთხოვოს ხელშეშლის მოქმედების აღკვეთა, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავაც გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე, 312-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად დადგენილია უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის მონაცემთა საჯაროობიდან გამომდინარე, პირი უფლებამოსილია, შეიტყოს უძრავ ნივთზე უფლების მქონე პირის ვინაობა (საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1997 წლის 25 ნოემბრის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე და საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში, რაც უზრუნველყოფდა უძრავ ნივთებზე ამჟამად არსებულის მსგავსი სპეციალური რეჟიმის გავრცელებას).

 

მოცემულ შემთხვევაში თ----- ზ----–---–ი უძრავი ნივთის მის მიერ შეძენას მოწმეთა ჩვენებებით და სარგებლობის ხანგრძლივობით ადასტურებდა. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, სასამართლომ აღინიშნა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა მხოლოდ წერილობითი გარიგებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის კუმულატიურად არსებობით დასტურდებოდა. ამ მტკიცებულებათა ნამდვილობას მოწმეთა ჩვენება ვერ გამორიცხავდა.

 

რაც შეეხება სადავო ნივთის ფლობის ხანგრძლივობას, არც ეს ფაქტი წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ნივთზე მესაკუთრის უფლების პრეზუმფციის უარსაყოფად და მფლობელის უკეთესი უფლების დასადგენად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლი პირველი ნაწილი). ამასთან, კანონი იცავს მხოლოდ ნივთის მართლზომიერ მფლობელს და არა ნივთის ყველა ფაქტობრივ მებატონეს. საგულისხმოა, რომ მართლზომიერ მფლობელს კანონი ნივთის ფლობასთან მიმართებით მისი უფლების დაცვაში მესაკუთრის მსგავს და თანასწორ უფლებას ანიჭებს. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. დასახელებულ ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორები, ანუ სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ხოლო მფლობელობის კანონიერება (მართლზომიერება) თუ უკანონობა ნორმატიული ნების - ობიექტური შეფასების საგანია. ნივთის მფლობელი კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება, თუკი მას მოეთხოვებოდა, შეემოწმებინა მფლობელობის ხარვეზიანობა და არ განახორციელა იგი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერ მფლობელად უნდა ჩაითვალოს როგორც ნივთის მესაკუთრე, ისე ყველა ის პირი, რომელსაც მფლობელობა კანონიერი გზით (მაგ. ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან სხვა კერძო თუ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე) აქვს მიღებული.

 

ამდენად, უძრავი ნივთის ფლობა შეიძლება მფლობელის მიერ ნივთის მართლზომიერ ფლობაზე (მხარეთა შორის რაიმე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობის არსებობაზე) მიანიშნებდეს, რაც საკუთრების უფლებასთან გაიგივების ან/და ამ უფლების არსებობის მტკიცების საფუძველი არ შეიძლება იყოს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თ----- ზ----–---–ის (ძირითად სარჩელში) იურიდიული ინტერესს სავარაუდოდ წარმოადგენდა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიღება, რომელიც მას ეზღუდებოდა სხვა პირზე (გ------ი ა---------–---ზე) ამ ნივთზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად. ასეთი შედეგის მიღწევა კი მოცემული სარჩელით შეუძლებელი იყო. სასამართლოს რომც დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა, თ----- ზ----–---–ს ეს ბინა მაინც ვერ გადაეცემოდა საკუთრებაში, რადგან ამის შესაძლებლობას მასთან მიმართებაში გამორიცხავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში).

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის (ძირითად სარჩელში) თ----- ზ----–---–ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. ხოლო, შეგებებული სარჩელის ავტორის გ------ი ა---------–---ის მიერ წარმოდგენილი იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულები, რომლებიც ადასტურებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით, ვერ დაადასტურა მასსა და გ------ ა-------–ს შორის სადავო უძრავ ქონებაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

 

აპელანტის განმარტებით, მოწმეები მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გადასცა ღორები გ------ ა-------–ს, ხოლო, მან ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ გადასცა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის განხილული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადასტურდა სასამართლო განხილვის დროს, კერძოდ, ბინის კაპიტალური რემონტისა და კომუნიკაციებთან მიერთების (წყალი, გაზი, კანალიზაცია) ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.3. აპელანტის მითითებით, 1----–-–---------------–--------–--------------------–--ს ხელშეკრულება, გაურკვეველი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პ------------ა არ შემდგარა და წარდგენილი დოკუმენტის სანდოობა საეჭვოა. სასამართლომ აღნიშნული გარემოება განხილვის გარეშე დატოვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 0--------- წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, სართული 4, ფართი 5---- კვ.მ. (ს/კ 5------------------) რეგისტრირებულია გ------ი ა---------–---ის საკუთრების უფლებით. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 0--------- წ., ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია: 0--------- წ. (ტომი 1; ს/ფ 35-36);

 

4.2. 0--------- წელს, თ--- ა-------–სა (გამყიდველი) და გ------ი ა---------–---ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, სართული 4, ფართი 5---- კვ.მ. (ს/კ 5------------------). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თ--- ა-------–ის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა N---------, დამოწმების თარიღი: 2--------- წ. ნოტარიუსი ნ---- მ------ე (ტომი 1; ს/ფ 40-41);

 

4.3. 2--------- წელს, ნოტარიუს ნ---- მ------ის მიერ გაცემულ N--------- სამკვიდრო მოწმობით, გ------ი ა-------–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, თ--- ა-------–მა, მიიღო აწ. გარდაცვლილი გ------ ა-------–ის სამკვიდრო ქონება, მდებარე, ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, სართული 4, ფართი 5---- კვ.მ. სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონებაზე მამკვიდრებლის საკუთრების უფლება დასტურდება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2--------- წ. გაცემული საცხოვრებელი სახლის ცნობა-დახასიათებით (ტომი 1; ს/ფ 21-23).

 

4.4. 1----–-–--------------------------–--- ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1 თებერვლის N--- დადგენილების თანახმად, გ------ი გ------ის ძე ა-------–ს საკუთრებაში გადაეცა ,,ა-–------–-------- სამმართველოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა (მდებარე: ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, მ---------------------------------–ი, საერთო ფართი 5---- კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 2---- კვ.მ.) (ტომი 1; ს/ფ 74).

 

4.5. მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ სადავო ბინას ფაქტობრივად ფლობს თ----- ზ----–---–ი.

 

4.6. თ----- ზ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) 5-------- წელს, ნოტარიუს ნ---- მ------ის მიერ გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა; და 2) სადავო უძრავ ქონებაზე, 0--------- წელს, თ--- ა-------–სა და გ------ი ა---------–---ს შორის, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

4.7. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას-664-635-2016).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

4.8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ N--------- სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ყალბი უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, 1----–-–------------ს თარიღით შედგენილი პ------------ის ხელშეკრულება N---- გაურკვეველი ნოტარიუსის მიერ არის დამოწმებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბინის პ------------ა არ მომხდარა. გ------ი ა-------–ი 1--- წლის შემდეგ არ ჩამოსულა საქართველოში. მიუხედავად აღნიშნულისა, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 1----–-–----------------–ს მას მიღებული აქვს პირადობის მოწმობა. მოსარჩელე მხარის მითითებით, შესაბამისად, ბათილია სადავო უძრავ ქონებაზე, 0--------- წელს, თ--- ა-------–სა და გ------ი ა---------–---ს შორის, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ----- ზ----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ა) მოსარჩელე მხარე სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს სადავო უძრავ ქონებაზე, ერთის მხრივ გ------ი ა-------–ის, და მეორეს მხრივ მისი პირველი რიგის მემკვიდრის თ--- ა-------–ის, უფლების დამდგენი დოკუმენტების სიყალბის ფაქტს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს რა დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე, იგი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით (მაგ. განაჩენი; ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ.) ვერ ადასტურებს სადავო გარემოებას. სსსკ-ის 102.3. მუხლის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ბ) მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავო სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი მოთხოვნებია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი სადავო სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, კერძოდ, იგი ვერ მოიპოვებს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას.

 

ამ კუთხით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში), და განმარტავს, რომ სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, თ----- ზ----–---–ი ვერ მოიპოვებს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. აღნიშნულის შესაძლებლობას გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაწესი - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, თ----- ზ----–---–ი უძრავი ნივთის მის მიერ შეძენას მოწმეთა ჩვენებებით და სარგებლობის ხანგრძლივობით ადასტურებს, რაც არ წარმოადგენს სსსკ-ის 102.3. მუხლით გათვალისიწნებულ, სადავო გარემოების სამტკიცებლად განკუთვნად მტკიცებულებას. პალატა აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა მხოლოდ წერილობითი გარიგებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის კუმულატიურად არსებობით დასტურდება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

გ) საქმის მასალებით არ იკვეთება სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის, გ------ი ა---------–---ის, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენის, ფაქტობრივი გარემოება

 

პალატა განმარტავს, რომ შემძენის კეთილსინდისიერების შემთხვევებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლები, რა დროსაც მესამე პირის კეთილსინდისიერება დაცულია სასყიდლიან გარიგებებში. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

პალატა განმარტავს, რომ პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრიდან გამომდინარე, მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. საგულისხმოა ის გარემოება, რომ პრეზუმფცია, როგორც ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, მტკიცებას არ ექვემდებარება, ხოლო მისი გაქარწყლება ევალება იმ პირს, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება გ------ი ა---------–---ის არაკეთილსინდისიერების შესახებ. ამდენად, ივარაუდება, რომ გ------ი ა---------–---ი კეთილსინდისიერი იყო გარიგების მიმართ. აღნიშნული კი გამორიცხავს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბთილად ცნობას.

 

4.9. რაც შეეხება აპელირებას მოსარჩელე მხარის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, აღნიშნული არ წარმოადგენს კონკრეტული დავის ფარგლებში განხილვის საგანს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს.

 

4.10. თავის მხრივ, მესაკუთრის (გ------ი ა---------–---ის) შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს თ----- ზ----–--–-ს უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------ი ა---------–---ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს) შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გააჩნია რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების მისი მართლზომიერი ფლობის საფუძველი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

4.11. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თ----- ზ----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო გ------ი ა---------–---ის კუთვნილი უძრავი ნივთი, საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ახ-----, თ-----ის ქ. N-, ს/კ 5------------------.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 46.1. მუხლის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ზ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი