განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210016001602068
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001602068

N 2ბ/5801-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1- მარტი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსა–---–ი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრია–---–ი

 

აპელანტი (მოსარჩელე)- პე----- მა------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - მე--- ბე---ა–---–ი, ქე------ ლო-–---ძე, თა---- ჭა-------ია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - 201- წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, 2016 წლის 24 ნოემბრისა და 2016 წლის 28 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლების გაუქმება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პე----- მა------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თა---- ჭა-------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა პე----- მა------–-ძის კუთვნილი, ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზ. №----ში მდებარე ბინა №-- საკადასტრო კოდით №0----------------------- გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

პე----- მა------–-ძის სასარჩელო მოთხოვნები 201- წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 21 ნოემბერსა და 2016 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე N2/34716-16 2016 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ეკატე---ნე ძულია–---–ის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გაცემული N1-------- და 2016 წლის 22 ნოემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებები და აუქციონზე ქონების რეალიზაცია.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. პე----- მა------–-ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზ. №--- მდებარე ბინა №--, ფართი 48,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №0----------------------- უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A---------------, დამოწმების თარიღი 0---------.

 

2.2. 201- წლის 10 ნოემბერს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომე--- №--1------), ქე------ ლო-–---ძემ თა---- ჭა-------იას ასესხა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო მე--- ბე---ა–---–მა კი - 5000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი (პროცენტი) თვიური 2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა თა---- ჭა-------იას კუთვნილი სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზ. №---, ბინა 1-, საკადასტრო კოდი №0----------------------- ხელშეკრულების მე-15 პუნქტით განისაზღვრა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 22 400 აშშ დოლარს;

 

2.3. 2016 წლის 3 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწე---ს თანახმად, პე----- მა------–-ძის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზ. №----ში მდებარე ბინა №-- საკადასტრო კოდით 0--------------------1- დატვირთულია იპოთეკით მე--- ბე---ა–---–ისა და ქე------ ლო-–---ძის სასარგებლოდ. აღნიშნული იპოთეკა მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ჯერ კიდევ პე----- მა------–-ძის მიერ მის შეძენამდე (გარდამავალი იპოთეკა);

 

2.4. კერძო აღმასრულებლის მიერ №A---------------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2016 წლის 24 ნოემბერს შედგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2016 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით მე--- ბე---ა–---–ის მიმართ შეადგენდა 8195 აშშ დოლარსა და 106 ლარს;

 

2.5. კერძო აღმასრულებლის მიერ №A---------------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 28 ნოემბერს შედგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2016 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით ქე------ ლო-–---ძის მიმართ შეადგენდა 24 585 აშშ დოლარსა და 106 ლარს;

 

2.6. 2016 წლის 17 ოქტომბერს, მე--- ბე---ა–---–ისა და ქე------ ლო-–---ძის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ დეპოზიტზე განათავსა 20 000 აშშ დოლარი. მოპასუხე კრედიტორები უარს აცხადებდნენ ზემოაღნიშნული თანხის მიღებაზე და მიიჩნევენ, რომ 20 000 აშშ დოლარი სრულად არ ფარავს 201- წლის 10 ნოემბერს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაფარ დავალიანებას;

 

2.7. პე----- მა------–-ძის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას მისამართზე ქ. თბილისი, აკ--- წე------–ის გამზ. №---, ბინა №--, ფლობს მოპასუხე თა---- ჭა-------ია;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. თა---- ჭა-------იას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში პე----- მა------–-ძის სარჩელის დაკმაყოფილებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე და 268-ე მუხლებით. ამ ნაწილში თა---- ჭა-------იას სააპელაციო და კერძო საჩივრები დატოვებული იქნა განუხილველად (იხ. ტ.2, ს/ფ 35-37; 107-109).

 

2.9. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლების გაუქმების მოთხოვნების ნაწილში, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრიათ მხარეებს.საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავდა, რომ სადავო უძრავი ნივთის შეძენისას, მისთვის ცნობილი იყო, რომ ის უძრავ ქონებას გარდამავალი იპოთეკით დატვირთულს იძენდა და რომ შესაბამისი სესხისა და იპითეკის ხელშეკრულება სარგებლიანი იყო. მოსარჩელე არ უთითებდა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნათა ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტი პ. მა------–-ძე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 201- წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 21 ნოემბერსა და 2016 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შესახებ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლების გაუქმების განმაპირობებელი გარემოებები და საფუძვლები. ამ კუთხით, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა ახსნა-განმარტებით აღიარა, რომ აუქციონის ჩატარებამდე, თ. ჭა-------ია სესხის ხელშეკურლებით გათვალისწინებულ სარგებელს პირნათლად იხდიდა. ამდენად, აღიარებდა, რომ სესხზე ძირი თანხის გარდა, დავალიანება სარგებლის სახით არ არსებობდა. ამდენად, აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იხელმძღვანელა შეჯიბრობითობის პრინციპით და მხედველობაში არ მიიღო მოპასუხეების აღიარება თანხის გადახდის ნაწილში.

 

3.2. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სესხი იყო სარგებლიანი და აპელანტის მიერ გადახდილი 20 000 აშშ დოლარი, მთლიანად არ ფარავდა ვალს.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ვალი განსაზღვრა 22 400 აშშ დოლარით და უგულვებელყო ის გარემოება, რომ 22 400 აშშ დოლარიდან, 800 აშშ დოლარი, ანუ, 2 თვის სარგებელი ხელშეკრულების დადებისთანავე იყო გადახდილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 0--------- წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწე---თ, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზირი N1--, ბინა N1-, ფართი: 48.00 კვ.მ. (ს/კ N0--------------------1-) წარმოადგენს პე----- მა------–-ძის საკუთრებას. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A---------------, დამოწმების თარიღია 0---------, რეგისტრაციის თარიღია: 0--------- წ.

 

უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით მე--- ბე---ა–---–ისა და ქე------ ლო-–---ძის სასარგებლოდ. აღნიშნული შზღუდვა რეგისტრირებული იყო პე----- მა------–-ძის მიერ ქონების შეძენამდე და გადავიდა შემძენზე გარდამავალი იპოთეკის სახით (ტომი 1; ს/ფ 26 - ამონაწე--- საჯარო რეესტრიდან);

 

4.2. 10.1-.201- წელს, ერთის მხრივ თა---- ჭა-------იასა (გამსესხებელი/მესაკუთრე) და მეორეს მხრივ, ქე------ ლო-–---ძეს და მე--- ბე---ა–---–ს (გამსესხებლები/იპოთეკარები) შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №--1------.

 

ხელშეკრულების თანახმად, ქე------ ლო-–---ძემ თა---- ჭა-------იას ასესხა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო, მე--- ბე---ა–---–მა კი - 5000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი (პროცენტი) თვიური 2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა თა---- ჭა-------იას კუთვნილი სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზ. №---, ბინა 1-, საკადასტრო კოდი №0----------------------- ხელშეკრულების მე-15 პუნქტით განისაზღვრა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 22 400 აშშ დოლარს (ტომი 1; ს/ფ 16-22 - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება);

 

4.3. კერძო აღმასრულებლის მიერ №A---------------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 24 ნოემბერს, შედგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დასტურდება, რომ მოვალე თენგიზ ჭა-------იას ვალდებულებების გამო კრედიტორ მე--- ბე---ა–---–ის მიმართ 2016 წლის 22 ნოემბერს გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

2016 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა მე--- ბე---ა–---–ის მიმართ შეადგენდა 8195.00 აშშ დოლარსა და 106 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, ოთხი თვის სარგებელი/პროცენტი 400 აშშ დოლარს, ხოლო, პირგასამტეხლო - 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 1- მაისიდან აღსრულებამდე, ხოლო, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 106 ლარს (ტომი 1; ს/ფ 71-73 - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ);

 

4.4. კერძო აღმასრულებლის მიერ №A---------------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 28 ნოემბერს შედგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით ირკვევა, რომ მოვალე თენგიზ ჭა-------იას ვალდებულებების გამო კრედიტორ ქე------ ლო-–---ძის მიმართ 2016 წლის 21 ნოემბერს გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2016 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით ქე------ ლო-–---ძის მიმართ შეადგენდა 24 585 აშშ დოლარსა და 106 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 15 000 აშშ დოლარს, ოთხი თვის სარგებელი/პროცენტი 1 200 აშშ დოლარს, ხოლო, პირგასამტეხლო - 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 1- მაისიდან აღსრულებამდე, ხოლო, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 106 ლარს (ტომი 1; ს/ფ 74-76 - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ);

 

4.5. ამდენად, წინამდებარე განჩინების 4.3. და 4.4. მითითებული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, ჯამში, აღსასრულებელი ვალდებულება ძირითადი ვალდებულების ნაწილში შეადგენს (5 000 აშშ დოლარს + 15 000 აშშ დოლარი) 20 000 აშშ დოლარს, პროცენტის/სარგებლის ნაწილში - (400 აშშ დოლარს + 1 200 აშშ დოლარის) 1600 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს ნაწილში - 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 1- მაისიდან აღსრულებამდე.

 

4.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს, მე--- ბე---ა–---–ისა და ქე------ ლო-–---ძის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ დეპოზიტზე განათავსა 20 000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე/კრედიტორები უარს აცხადებდნენ ზემოაღნიშნული თანხის მიღებაზე და მიიჩნევენ, რომ 20 000 აშშ დოლარი სრულად არ ფარავს 201- წლის 10 ნოემბერს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაფარ დავალიანებას (ტომი 1; ს/ფ 1-; 15 - მხარეთა ახსნა-განმარტებები, სალაროს შემოსავლის ორდე---, სანოტარო აქტი (ს/ფ 1-, 15);

 

4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც, თა---- ჭა-------იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა პე----- მა------–-ძის კუთვნილი, ქ. თბ--–--–ი, აკ--- წე------–ის გამზ. №----ში მდებარე ბინა №-- საკადასტრო კოდით №0--------------------1-, შესულია კანონიერ ძალაში;

 

4.8. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება იმ ნაწილში, რომლითაც, არ დაკმაყოფილდა პე----- მა------–-ძის სასარჩელო მოთხოვნები 201- წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 21 ნოემბერსა და 2016 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების თაობაზე.

 

4.9. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი 10.1-.201- წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 21.1-.2016 წ. და 22.1-.2016 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სესხზე ძირი თანხის გარდა, სხვა დავალიანება არ არსებობდა, ხოლო, რაც შეეხება ძირ თანხას, 20 000 აშშ დოლარს, სადავო არ არის, რომ მე--- ბე---ა–---–ისა და ქე------ ლო-–---ძის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ დეპოზიტზე განათავსა 20 000 აშშ დოლარი. ამდენად, არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლების გაცემის წინაპირობა.

 

4.10. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწე---ლობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწე---ლობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1-43-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

4.1-. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მოითხოვს 201- წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 21 ნოემბერსა და 2016 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას, თუმცა, იგი სასარჩელო განცხადებაში, არ მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელე არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

პალატა მიუთითებს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-15 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 22 400 აშშ დოლარს. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ მსესხებელი მიერ 2 თვის პროცენტის გადახდის შემთხვევაშიც კი, რაც აპელანტის განმარტებით შეადგენდა 800.00 აშშ დოლარს, აღნიშნული სრულად არ ფარავდა 201- წლის 10 ნოემბერს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანებას, რაც მხოლოდ, სარგებლის ნაწილში ჯამში, შეადგენდა (1600+400) 2000 აშშ დოლარს, დამატებული პირგასამტეხლო, 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 1- მაისიდან აღსრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც კრედიტორს ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების - გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წე---ლობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა(იხ. სუსგ ას-91--864-2015; 04/12/2015 წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე პ. მა------–-ძეს 1-.1-.2016 წელს აღძრულ სარჩელში (ტომი 1; ს.ფ. 1-1-), დაზუსტებულ სარჩელში (ტომი 1; ს/ფ 89-100) და ასევე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე, არ მიუთითებია და არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს შემცირება. მიუხედავად სასამართლოს შეთავაზებისა (ხომ არ აზუსტებდა მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას), მოსარჩელე მხარეს არ დაუზუსტებია სასარჩელო მოთხოვნა (ტომი 1; იხ. 2017 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი 1- 17.27; 1-.18.15.).

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართუბულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ უთითებდა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო როგორც სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ისე სააღსრულებო ფურცლების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, მოთხოვნათა ამ ნაწილში სარჩელის დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პე----- მა------–-ძის სარჩელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტ პე----- მა------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 896.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პე----- მა------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. პე----- მა------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი, 896.00 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსა–---–ი