განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
020100118002534878
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-489-2017წ.

(020100118002534878)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მაკა გორგოძე

მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე

მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - მ-------- მ----–--ის,ადვოკატის - ნ------ ბ-------–იას,მსჯავრდებულის - გ--–- ჯ--------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- ლ---------ს ძე ჯ--------ის მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ფ---------------------------------,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–- ჯ--------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, იმ პირის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.04.2018 წ განაჩენით გ--–- ჯ--------ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

2--------- წელს გ--–- ჯ--------ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,376 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები და უკანონოდ ინახავდა პირადად - ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, რაც ამოღებული იქნა 2--------- წელს ქ. ფოთში პოლიციის თანამშრომლების მიერ გ--–- ჯ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით გ--–- ჯ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

გ--–- ჯ--------ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------------.

 

გ--–- ჯ--------ეს ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ--–- ჯ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: აქვს მძიმე ჯანმრთელობის მგომარეობა, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში, ჰყავს ავადმყოფი და ხანდაზმული მარტოხელა დედა, რომელიც საჭიროებს მოვლასა და ყურადღებას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ გ--–- ჯ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ------ ბ-------–იას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს მ-------- მ----–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- ჯ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ გ--–- ჯ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ნ---- კ-----–---–იას, ბ------ კ-----–---–იას, გ---- რ-–---ძის, მ--–---- ლ-–-----ვას გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთმტკიცებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- ჯ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ გ--–- ჯ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--–- ჯ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--–- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--–- ჯ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

გ--–- ჯ--------ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------------.

 

გ--–- ჯ--------ეს ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით.

 

გ--–- ჯ--------ის მიმართ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.

 

ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

თეიმურაზ სვანიძე