განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100117002048348
საქმე N 1/ბ-53-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - ი-–-- ტ-------,მსჯავრდებულის - ი-----–- შ-----ს,ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ნ---------ს ძე შ-----ს მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: წ--–------ა, ე------–----------------, მცხოვრები: ქ.ზუგდიდი, ე------- ქუჩა №26.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- შ-----მ ჩაიდინა:
- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
- დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, წ--–------აში, ს--–--------- N5-ში მდებარე გ---- მ-----ს კუთვნილი მაღაზიიდან ი-----–- შ----- სხვა პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა სს ,,ა-----ს’’ კუთვნილ მაცივარს, რითაც სს ,,ა-----ს’’ მიადგა 757, 29 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
- 2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ---–ში მდებარე მ----- ქ------ს კუთვნილი მაღაზიიდან ი-----–- შ----- სხვა პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა სს ,,ა-----ს’’ კუთვნილ მაცივარს, რითაც სს ,,ა-----ს’’ მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
- 2017 წლის 6 ივლისს, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი-----–- შ-----მ, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებული იყო ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, პირადი მოტივით, კერძოდ, პასუხისგებაში მიცემით გამოწვეული დისკომფორტისა და მკაცრი პასუხიმგებლობის შიშით, იმ მიზნით, რომ მიწოდებული ინფორმაცია ჩათვლოდა გამოძიებასთან თანამშრომლობაში, გამომძიებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ. კერძოდ, განაცხადა, რომ 2017 წლის 22 ივნისს ქ. წ--–------აში, ს--–--------- N 5-ში მდებარე მაღაზიიდან და წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ---–ში მდებარე მაღაზიიდან ორი ცალი მაცივრის მოტყუებით დაუფლება მასთან ერთად ჩაიდინა ლ----- ფ---–---–---მ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ი-----–- შ-----ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ქ. წ--–------აში ჩადენილი ქმედება) - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ---–ში ჩადენილი ქმედება) - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- შ-----ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. მსჯავრდებულ ი-----–- შ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროს 2017 წლის 5 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული ი-----–- შ----- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------- დ---–-–---–ის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენში; ი-----–- შ----- გამართლებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან აღნიშნული ბრალდება საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სტანდარტით დადასტურებული, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ი-----–- შ-----ს განზრახვა ამ დანაშაულის ჩადენისათვის;
რაც შეეხება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ორივე ეპიზოდით გათვალისწინებული ბრალდებას, აღნიშნულს დაცვის მხარე სადაოდ არ მიიჩნევს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ კვალიფიკაციით სასამართლომ სასჯელის ნაწილში აშკარად მკაცრი განაჩენი დაადგინა, ი-----–- შ----- ნასამართლობის არმქონეა, ხასითდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულებს მთლიანად აუნაზღაურა ზიანი, რის გამოც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ყოვლად უკანონო და დაუსაბუთებელია და ითხოვენ ი-----–- შ-----ს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ორივე ეპიზოდით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია;
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
მსჯავრდებულ ი-----–- შ-----ს და ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- ტ-------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა, ი-----–- შ-----ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო;
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ი-----–- შ-----ს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს ბრალდებულის მიერ გამომძიებლისათვის ლ----- ფ---–---–---სთან ერთად თაღლითობის განხორციელების შესახებ ინფრმაციის მიწოდების თაობაზე და უდაოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
2017 წლის 3 ივლისს წ--–------ის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე სს ,,ა-----ს’’ კუთვნილი ორი ცალი მაცივრის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე;
2017 წლის 5 ივლისს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ი-----–- შ-----, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, შპს ა-----ს კუთვნილი ორი მაცივრის თაღლითური დაუფლების ფაქტზე.
2017 წლის 5 ივლისს ასევე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული ლ----- ფ---–---–---, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, შპს ა-----ს კუთვნილი ორი მაცივრის თაღლითური დაუფლების ფაქტზე.
2017 წლის 6 ივლისს, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ ი-----–- შ-----ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2015 წლიდან მუშაობს სადისტრიბუციო ფირმა მ-------------ს დირექტორად. მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს კ------–ის ინვენტარები მათ შორის მაცივრები გადავიდა შპს ა-----ს კუთვნილებაში, რის შესახებაც ცმობილი არ იყო გამყიდველიბისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ კ------–ის მაცივრებით. გადაწყვიტა ესარგებლა ამ მდგომარეობით და ვინიადან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაღაზიის გამყიდველებთან, თაღლითურად დაუფლებოდა კ------–ის მაცივრებს. აღნიშნულში თანამონაწილეობა შესთავაზა ლ----- ფ---–---–---ს და 2017 წლის 22 ივნისს მათ ერთობლივად, ქ. წ--–------აში, ს--–--------- N 5-ში მდებარე მაღაზიიდან და წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ---–ში მდებარე მაღაზიიდან განახორციელეს ორი ცალი მაცივრის მოტყუებით დაუფლება, კერძოდ, მან და ლ----- ფ---–---–---მ შეთანხმებით, დადგეგმილად მოტყუებით, წამოიღეს მაღაზიებიდან მაცივრები და მიიტანეს ი. შ-----ს საცხოვრებელ სახლში, ქ. ზუგდიდში, ე------- ქ. №26-ში, რა დროსაც სახლში არავინ იყო. აღნიშნული ფაქტის შესახებ არავის უთქვამთ, მაღაზიებიდან მაცივრები წამოიღო უშუალოდ ლ----- ფირცხელამ, მან გამყიდვლებს თავი წარუდგინა როგორც შპს ა-----ს წარმომადგენელმა, შემდეგ დაგეგმილი ჰქონდათ მათი რეალიზაცია, რაც განახორციელეს კიდეც.
2017 წლის 06 ივლისის ბრალდებულის სახით ლ----- ფ---–---–---ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მუშაობს მ------------ის სადისტრიბუციო კომპანაიაში, ი-----–- შ-----ს იცნობს გამომდინარე იქედან, რომ არის ამ კომპანიის დირექტორი. 2017 წლის ივნისის თვეში იმყოფებოდა წალნჯიხის რაიონის სოფელ ჯ---–ში ერთ-ერთ მაღაზიასთან, რა დროსაც მასთან მივიდა უცნობი, ახალგაზრდა მამაკაცი და სთხოვა დახმარება, მანქანაში რაღაც ნივთის მოსათავსებლად, რაზეც დასთანხმა და იქვე სასურსათო მაღაზიის გვერდით მდებარე შენობიდან გამოიტანეს მაცივარი და მოათავსეს იქვე მდგარი ავტომანქანის საბარგულში, რის შემდეგაც მას ეს ახალგაზრდა დაემშვიდობა, ხოლო თვითონ კი სახლისკენ წავიდა. მისი განმარტებით, პიროვნებამ, რომელმაც დახმარება სთხოვა მაცივრის მოთავსებაში, არ იცნობს, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
2017 წლის 6 ივლისის ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ ე---------ე ჭ------ამ და მ----- ქ------მ ამოიცნეს მათი მაღაზიებიდან მოტყუებით წაღებული მაცივრები.
2017 წლის 6 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ე---------ე ჭ------ამ ამოსაცნობად წარდგენილ სამ პიროვნებათაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ლ----- ფ---–---–---, ვერ ამოიცნო ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 22 ივნისს მისი მაღაზიიდან წაიღო მაცივარი.
2017 წლის 7 ივლისის ბრალდებულ ი-----–- შ-----ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, განმარტა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა მარტომ და არ ეთანხმება ბრალს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში, რაც შეეხება მის მიერ პირველად მიცემულ ჩვენებას, რომ მასთან ერთად დანაშაული ჩაიდინა ლ----- ფ---–---–---მ, ეს არის მის მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ლ----- ფ---–---–---ს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული და მისი ხსენება განპირობებული იყო მისი აღლევებიდან გამომდინარე.
2017 წლის 7 ივლისის დადგენილებით დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ ირკვევა, რომ ლ----- ფ---–---–--- გათავისუფლდა დაკავებიდან, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად მისი დაკავება აღარ იყო აუცილებელი.
2017 წლის 3 აგვისტოს ბრალდებულ ი-----–- შ-----ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განაცხადა, რომ 2017 წლის 22 ივნისს ქ. წალნეჯიხაში ს--–---------ზე მდებარე მაღაზიიდან და წალნეჯიხის რაიონის სოფელ ჯ---–ში მდებარე მაღაზიიდან თაღლითურად დაეუფლა ორ ცალ მაცივარს, რომლებიც წამოიღო მისი კუთვნილი ავტომანქანით და ისინი ჩააბარა რესტორან ბ-------აში. მას აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ლ----- ფ---–---–--- არ დახმარებია და მაცივრების დაუფლების შესახებ არაფერი იცოდა. 2017 წლის 6 ივლისს ბრალდებულის სახით გამოკითხვისას ლ----- ფ---–---–--- დანაშაულში თანამონაწილედ დაასახელა იმიტომ, რომ იყო ძალიან აღელვებული და მის მიერ ჩადენილი ქმედების შემსუბუქების მიზნით. მაღაზიებიდან მაცივრების გამოსატანად დაიხმარა უცნობი პიროვნება და აღნიშნულისათვის მას გადაუხადა 50 ლარი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, დამატებითი ობიექტი კი ადამიანის პირადი თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. სსკ-ის 373-ე მუხლი მოითხოვს, ცრუ შეტყობინება კონკრეტული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების თაობაზე იყოს გაკეთებული.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ცრუ დასმენა არის კონკრეტული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შესახებ სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდება. ცრუ დასმენა ქმნის დანაშაულის ფორმალურ შემადგენლობას. იგი დამთავრებულია ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- შ-----ს შეგნებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობასაც, თუმცა არაფერი მოუმოქმედებია ამ შედეგის თვიდან ასაცილებლად, ვინაიდან ამ შედეგის დადგომით ელოდა პირად გამორჩენას - პასუხისმგებლობის შემსუბუქებას.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- შ-----ს არ გააჩნდა ცრუ დასმენის და უდანაშაულო ადამიანის პასუხისგებაში მიცემის მიზანი და რომ აღნიშნულ ქმედებას საფუძვლად არ ედო პირადი მოტივი; დაცვის მხარის მოსაზრებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ, ზემოთდასახელებულ მტკიცებულებებთან, მოწმეების - ი-----–- შ-----ს ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით, ლ----- ფ---–---–---ს ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, გამოთხოვილი ინფორმაციით, დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადგენი-–--, რომ 2017 წლის 6 ივლისს, ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, ი-----–- შ-----მ განაცხადა, რომ ლ----- ფ---–---–---სთან წინასწარი შეთანხმებით მათ გადაწყვიტეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ მაცივრებს, რაც განახორციელეს კიდეც. აღნიშნულით ი-----–- შ-----მ მიუთითა ლ----- ფ---–---–---ს მიერ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების შესახებ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის 1-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. ე.ი. ი-----–- შ-----მ მიუთითა ლ----- ფ---–---–---ს მიერ მძიმე დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების თაობაზე, თუმცა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი-----–- შ-----ს ეს ჩვენება არ დადასტურდა სხვა მტკიცებულებებით, რომელთა თანახმადაც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ლ----- ფ---–---–--- არ იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე. უფრო მეტიც, ი-----–- შ-----მ თავადვე უარყო მომდევნო დღეს, 2017 წლის 7 ივლისს მისი გამოკითხვისას, რომ ლ----- ფ---–---–---სთან ერთად ჩაიდინა დანაშაული, რასაც, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად მოჰყვა ბრალდებულის ვერსიის გადასამოწმებლად სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება; ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ცრუ დასმენის მოტივი იყო ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა, ამ გარემოებით გამოწვეული დისკომფორტი და შიში, პასუხისმგებლობის შემსუბუქების სურვილი და ამის მისაღწევად გამოძიებასთან თანამშრომლობის გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს ი-----–- შ-----ს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ი-----–- შ-----ს ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–- შ-----მ ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით.
რაც შეეხება ი-----–- შ-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორივე ეპიზოდი) გათვალისწინებულ მსჯავრს, აღნიშნულს დაცვის მხარე სადაოდ არ მიიჩნევს, ხოლო ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორივე ეპიზოდში) სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 04 წლის თავისუფლების აღკვეთა, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ი-----–- შ-----ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი-----–- შ-----ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ------- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----–- შ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ქ. წ--–------აში ჩადენილი ქმედება) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ---–ში ჩადენილი ქმედება) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- შ-----ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ი-----–- შ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 5 ივლისიდან იმავე წლის 10 ივლისის ჩათვლით.
ი-----–- შ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 7000 ლარი, სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება: ორი ცალი მაცივარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ სს ,,ა-----ს’’, ხოლო DVD და CD დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე