განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100117002315796
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002315796

N 1/ბ-499-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეიმურაზ ს-----ე

სხდომის მდივანი - მ-----ა მაკარიძე

 

პროკურორის - გ------ი გ--------იძის

მსჯავრდებულის - მ-----ა კ-----ის,ადვოკატის - მ-----ა ი-----–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----ა ა-------ის ძე კ-----ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ცაგერის რაიონის, სოფელ ჩ-------–ში.

 

აღწერილობით ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით მ-----ა კ-----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 2000 საათზე ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----ა კ-----ე შეეცადა უკანონო შეღწევის გზით, ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე №53/გ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან ფარულად დაუფლებოდა შპს ,,ა-----------------------’’-ის ნივთებს, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით მ-----ა კ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ-----ა კ-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მ-----ა კ-----ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 იანვრიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ მ-----ა კ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ-----ა ი-----–---ის მიერ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მ-----ა კ-----ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა რაც დაადასტურებდა მ-----ა კ-----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე პროკურორს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტს - მ-----ა კ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - მ-----ა ი-----–---ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

პროკურორ გ------ი გ--------იძეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შეტყობინებით (რეგისტრაციის N23) დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----ა კ---–--ემ მ/წლის 20 იანვარს 2012 საათზე ითხოვა დახმარება მასზედ, რომ ქ. ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე №53/გ-ში განთავსებული ბაზრობის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ჰყავს მ-----ა კ-----ე.

შეტყობინებით (რეგისტრაციის N161574) დადგენილია, რომ იმერეთის მთ. სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების ,,110“-ს საპატრულო ეკიპაჟის პ/ინსპექტორმა გ. ჯ-----ემ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას აცნობა, რომ ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმართა ბაზრობა ,,იმერეთის“ დაცვის თანამშრომელმა თ----- ბ--------–მა, რომლის განმარტებით ბაზრობის სახურავიდან თუნუქის მოხსნის დროს ამხილეს 1994წ. დაბადებული მ-----ა კ-----ე, რომელიც ცდილობდა ჩასვლას სავაჭრო დარბაზში.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №53/გ-ში მდებარე შპს ,,ა-----------------------’’-ის ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე შპს ,,ა-----------------------’’-ის დარაჯმა ჯ------- ს-----ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა დაკავებული მ-----ა კ-----ე, კერძოდ აღნიშნული ობიექტის სახურავზე, სადაც შეინიშნება, რომ სახურავის თუნუქის გადახურვა არის მომძვრალი, ასევე გადაღუნულია გვერდითი თუნუქის გადახურვა. ჯ------- ს-----ემ განმარტა, რომ აღნიშნული გადახურვა მოაძრო და დააზიანა მ-----ა კ-----ემ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-----ა კ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილების თანამშრომელი. 2017 წლის იანვარი იყო, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირზე „გრანდ მოლის“ ტერიტორიაზე მოძრაობდა, როდესაც მისმა ნაცნობმა „გრანდ მოლის“ გარე მიმდებარე ტერიტორიის დაცვის თანამშრომელმა ჯ----– ჩ------ემ დაურეკა და უთხრა, რომ ჭავჭავაძის №53-ში სახურავზე შენიშნა მისთვის უცნობი პიროვნება. რამდენიმე წუთში თავის თანამშრომელთან ლ-–- ჯ---------სთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე და შენიშნეს სახურავზე მყოფი პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა იყო მ-----ა კ-----ე. მოწმე და მისი თანამშრომლები ავიდნენ სახურავზე, სადაც შეხედეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას გადახდილი ჰქონდა თუნუქის სახურავი ორ ადგილას, თუმცა ორიდან ერთ-ერთში შეღწევა შეუძლებელი იყო ვინაიდან სახურავის ქვეშ დასხმული იყო ბეტონის კონსტრუქცია, ხოლო მეორე სახურავის საშუალებით, რომლის აძრობასაც ცდილობდა დაკავებული,შენობაში შესვლა შესაძლებელი იყო. აღნიშნული პიროვნება დააკავეს, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და მილისებრი რკინის ნაჭერი.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ლ-–- ჯ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილების თანამშრომელი. 2017 წლის 20 იანვარს დაახლოებით საღამოს 2000 საათისთვის ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას თავის თანამშრომელ - მ-----ა კ---–--ესთან ერთად, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რა დროსაც მ-----ა კ---–--ეს დაურეკა დაცვის თანამშრომელმა ჯ----– ჩ------ემ და უთხრა, რომ „გრანდ მოლის“ უკანა ტერიტორიაზე სახურავზე შეამჩნია პიროვნება. გაემართნენ მითითებულ მისამართზე, სადაც ნამდვილად დახვდათ მამაკაცი, პოლიციის თანამშრომლები სახურავზე ავიდნენ იქვე მდგომი დახლების მეშვეობით. სახურავზე ასვლისას მათ შენიშნეს უცნობი პიროვნება, რომელიც ხელის მოკიდებით ჩამოიყვანეს ქვემოთ, რომელიც დაკავებულ იქნა მათ მიერ. ჩხრეკის დროს დაკავებულს ხელთ ეჭირა რკინის ნაჭერი, მომრგვალებული თავის. სახურავზე ასვლისას შეინიშნებოდა, რომ დაზიანებული იყო თუნუქი ორ ადგილას. ერთ ადგილას, დაზიანებული თუნუქის ქვეშ, რომელიც ახდილი ჰქონდა, იყო ბეტონი დასხმული და ქვემოთ ჩასვლა შეუძლებელი იყო, ხოლო მეორე ადგილას, რომლის ახდასაც ცდილობდა დაკავებული, შესაძლებელი იყო ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ჯ----– ჩ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს დაცვის თანამშრომლად ჭავჭავაძის გამზირი №53/ა მისამართზე. შემთხვევის დროს იმყოფებოდა სამსახურში თანამშრომელ თ------ ბ--------–თან ერთად, რომელიც ასევე შეესწრო აღნიშნულ ფაქტს. 2017 წლის 20 იანვარს ჩვეულებრივ ახორციელებდა დაცვის ობიექტზე საქმიანობას, როდესაც ჯ------- ს-----ის ყვირილი გაიგონა, რადგან უცნობი პიროვნება სახურავიდან ობიექტში, რომელსაც იცავდა აპირებდა ჩასვლას. ამ დროს ბაზრობა დაკეტილი იყო. ის იცნობდა მ-----ა კ---–--ეს, ჰქონდა მისი ტელეფონის ნომერი და დაურეკა მას, რომელიც იმყოფებოდა ახლომდებარე ტერიტორიაზე. მოგვიანებით თ------ ბ--------–ისაგან შეიტყო, რომ მოხდა უცნობი პირის დაკავება სახურავზე.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ------ ბ--------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა აგრარულ ბაზარში დაცვის თანამშრომლად. 2017 წლის 20 იანვარს საღამოს საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც ჯ------- ს-----ემ ვიდეო სათვალთვალო კამერაში შენიშნა უცნობი პირი სახურავზე, რაც აჩვენა მას დასადასტურებლად. მოწმემ განმარტა, რომ კამერაზე დაინახა უცნობი პირი ჩამჯდარ მდგომარეობაში. მოწმისა და ჯ------- ს-----ის დასაცავ ობიექტებს აქვთ საერთო კედელი. აღნიშნულის შემდეგ ჯ------- ს-----ემ მას სთხოვა გამოეძახებინა პატრული. ის გავიდა ჭავჭავაძის გამზირზე გზის პირას, სადაც გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მომხდარის შესახებ მოახსენა მათ და მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე მისული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს დაიწყო გამოძიება ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზ. №53/გ-ში მდებარე შპს „ა-----------------------“-ის ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ იქნა მ-----ა კ-----ე. მის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა შპს „ა-----------------------“-ის იურისტი ბ------- ბ------ე, აღნიშნული ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი ჯ------- ს-----ე, რომელმაც უშუალოდ მიუთითა თუ სად იმყოფებოდა აღნიშნულ საქმეზე დაკავებული მ-----ა კ-----ე, ასევე თუ სად იყო თუნუქის სახურავი აწეული და საიდან ცდილობდა შეღწევას ბაზრობის ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ საგამოძიებო მოქმედებისას.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ჯ------- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შპს „ა-----------------------“-ში ,,ათასი წვრილმანი“, რომელიც არის პატარა ბაზრობა, ჭავჭავაძის გამზირის №53-ში. 2017 წლის 20 იანვარს იმყოფებოდა აღნიშნულ ადგილას, როდესაც მასთან მოვიდა გვერდითა ბაზრობის ორი თანამშრომელი. ისინი ერთად უყურებდნენ ვიდეო სათვალთვალო კამერას და სახურავზე დაინახეს უცნობი პიროვნება, რომელიც სახურავზე დადიოდა. მოგვიანებით კიდევ დაინახეს, რომელიც დახრილი იყო და რაღაცას აკეთებდა. მოწმე თავად ავიდა სახურავზე და ჰკითხა თუ ვინ იყო და რას აკეთებდა, რაზეც უპასუხა ამ პირმა: „წილში მიდგებიო“? რამოდენიმე წუთში გამოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ავიდნენ სახურავზე და ჩამოიყვანეს უცნობი პიროვნება.

დაზარალებულის წარმომადგენელმა ბ------- ბ------ემ საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ის არის ქ. ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზ. №53/გ-ში მდებარე შპს „ა-----------------------“-ის იურისტი. 2017 წლის 20 იანვარს ღამის საათებში სახლში ყოფნისას მას დაუკავშირდნენ და აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც იგი გაემართა შემთხვევის ადგილზე.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს 2010 საათზე ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზ. №53/გ-ში განთავსებული ბაზრობის სახურავზე პოლიციის მუშაკთა მიერ ბრალდებულის სახით დაკავდა მ-----ა კ-----ე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მის მარჯვენა ხელში დაჭერილი მეტალის მილისებრი ნაჭერი, რომელიც ერთი მხრიდან არის მოხრილი, ასევე მისი ტანთცმული ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის მიმართ მტკიცებულებები ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელთა და დაცვის თანამშრომელთა ჩვენებებს და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა და დაცვის თანამშრომელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება.

სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას მიაპყრობს მოწმე პოლიციელების და დაცვის თანამშრომლების ჩვენებებზე, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს, ამასთან დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმეები დაინტერესებული პირები არიან.

პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, ურთიერთ - თავსებადია და ერთგვაროვნად ადასტურებენ, რომ მ.კ-----ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

ამდენად საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შეტყობინებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: მ-----ა კ---–--ის, ლ-–- ჯ---------ს, ჯ----– ჩ------ის, თ------ ბ--------–ის, ლ---- შ--–--------ის, ჯ------- ს-----ის და ბ------- ბ------ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-----ა კ-----ე ჰქონდა მცდელობა ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე №53/გ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან ფარულად დაუფლებოდა შპს ,,ა-----------------------’’-ის ნივთებს. მსჯავრდებული მ.კ-----ე დანაშაულის ჩადენისას წასწრებული და დაკავებული იქნა პოლიციის მუშაკთა მიერ, რაც აშკარად უთითებს მის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქმეში ,,ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ” ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დასადგენად სასამართლო ითვალისწინებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება, მხოლოდ შეთანხმებული, საკმაოდ ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმციებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ-----ა კ-----ის მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ-----ა კ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ-----ა ი-----–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი მ-----ა კ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

მ-----ა კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ-----ა კ-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ-----ა კ-----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მ-----ა კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ-----ა კ-----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 იანვრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: მობილური ტელეფონი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე