განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
100100118002336639
ინსტანცია
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002336639

საქმე №1/ბ-283-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ---- ნ------ის მიმართ (პირადი №3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–---------------- ს-------ში, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ს--------------------------–------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით:

 

კ---- ნ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ კ---- ნ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 10 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, ე.ი. 10 (ათი) დღე.

 

მსჯავრდებულ კ---- ნ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს ზ-----ი ნ------ის (პ/ნ 3----------) და დ-------- ნ------ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ს---------------------------–----------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2244.00 კვ/მეტრი, მისამართი – ს-------------–-----------------–--------.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ---- ნ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ს--------------------------–------–- მცხოვრები კ---- ნ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ--- ნ------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, შელაპარაკებისას, ს--------------–----–----------------–-----–------ში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სახის არეში ხელი გაარტყა მას, რის შედეგადაც მ--- ნ------ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, ძალადობამ და სისტემატიურმა შეურაცხყოფამ მ--- ნ------ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ---- ნ------ისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. მან 2018 წლის 10 თებერვალს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება მეუღლის მიმართ, ასევე ეჭვიანობის მოტივით სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მას. ხსენებული გარემოება მეტყველებს მსჯავრდებულის იმპულსურობაზე, მის არაკონტროლირებად ქცევაზე. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელყოფს და წარუშლელ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მას. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ კ---- ნ------ისათვის დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას. იგი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად კ---- ნ------ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ მ--- ნ------ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე მოწმეების – ბ---- მ---------ის, ლ---- ნ------ის, ს------- ნ------ის, გ---- ნ------ის, კ--- კ------ის და ნ--- ნ------ის გამოკითხვის ოქმებით; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ---- ნ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა კ---- ნ------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც პირობითად არ იქნება ჩათვლილი, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: კ---- ნ------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელმაც გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას მიუთითა, რომ მეუღლის დაპატიმრებას არ მოითხოვს. მსჯავრდებულ კ---- ნ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ მ--- ნ------ისა და მოწმე ნ--- ნ------ის (დაზარალებულის შვილის) ჩვენებებით დადგენილია, რომ კ---- ნ------ის მიერ 2018 წლის 10 თებერვალს ჩადენილი ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ იყო პირველი შემთხვევა და მანამდე მას ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ კ---- ნ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა მომეტებულად გასაკიცხია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მას მხედველობაში ვერ მიიღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ---- ნ------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ კ---- ნ------ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი კ---- ნ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი კ---- ნ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.კ---- ნ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ კ---- ნ------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 10 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

 

5.პირობით მსჯავრდებულ კ---- ნ------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.კ---- ნ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ზ-----ი ნ------ის (პ/ნ 3----------) და დ-------- ნ------ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ს---------------------------–----------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2244.00 კვ/მეტრი, მისამართი _ ს-------------–-----------------–--------.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/