განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
100100118002336588
ინსტანცია
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002336588

საქმე №1/ბ-263-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ---- გ------–--ის მიმართ (პირადი №3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------------–- საჩხერეში, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, მცხოვრების საჩხერის რაიონის სოფელ მახათაურში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით:

 

გ---- გ------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 08 თებერვლიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, 16 (თექვსმეტი) დღე.

 

მსჯავრდებულ გ---- გ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის №12/4-18წ. განჩინებით ჯ--- ყ---–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – არასაცხოვრებელ შენობასა და მასზე დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს------------–----------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–----------------–--------------------------------–----------------------------------–------------------------------–-------–--------------------------------------------------------------------------------------–--------) დადებული ყადაღა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი, რომელიც დალუქული სახით ინახება საჩხერის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში მცხოვრებმა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ---- გ------–--ემ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას ხის ნაჭერი ესროლა დას – ქ--------- გ------–--ეს, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა მარცხენა ფეხზე, ხოლო შემდეგ არასრულწლოვანი დისშვილის თანდასწრებით სახის და ზურგის არეში ხელი დაარტყა ქ--------- გ------–--ეს, ასევე თმებში ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც ქ--------- გ------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ---- გ------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება. მხედველობაშია მისაღები, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ადრეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც მეტყველებს მის იმპულსურობაზე და არაკონტროლირებად ქცევაზე. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა ქ--------- გ------–--ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელყოფს და ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს მოზარდს. აპელანტის მოსაზრებით, მსჯავრდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, პროპორციული ვერ იქნება მის მიმართ სასჯელად დანიშნული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად იქნება ჩათვლილი 1 წლის გამოსაცდელი ვადით და მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის შესატყვისი უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად გ---- გ------–--ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ ქ--------- გ------–--ის, ასევე მოწმეების – ნ-----–- გ------–--ის, ც-–---- გ------–--ის და ბ---- მ---------ის გამოკითხვის ოქმებით; დაკავების ოქმით; სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმითა და ფოტოტაბულით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ---- გ------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა გ---- გ------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ---- გ------–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 14 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც დაზარალებული ქ--------- გ------–--ე მიუთითებს, რომ მასსა და მის ძმას (გ---- გ------–--ეს) შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს და ითხოვს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ გ---- გ------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ქმედების ჩადენა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მას და მომეტებულად გასაკიცხია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მას მხედველობაში ვერ მიიღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ---- გ------–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი გ---- გ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი გ---- გ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ---- გ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ გ---- გ------–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 08 თებერვლიდან 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

 

5.პირობით მსჯავრდებულ გ---- გ------–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.გ---- გ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის №12/4-18 წ განჩინებით ჯ--- ყ---–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ს--------------------------–-------–- მდებარე არასაცხოვრებელ შენობასა და მასზე დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს------------–----------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–----------------–--------------------------------–----------------------------------–------------------------------–-------–--------------------------------------------) დადებული ყადაღა.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი, რომელიც დალუქული სახით ინახება საჩხერის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/