განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002445767
საქმე №1/ბ-399-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - მ--- ჯ-----ს,ადვოკატის - ჯ---- გ---–--ას,მსჯავრდებულის - დ----- ჩ-------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ-------ს ძე ჩ-------ს მიმართ, დაბადებული 197- წლის 16 თებერვალს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.ზუგდიდი, რ. თ------–---–-- ქუჩა № 73, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ზუგდიდი, რ. თ------–---–-- ქუჩა № 27,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- ჩ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ----- ჩ-------მ მობილური ტელეფონის მეშვეობით დაურეკა მეუღლეს - შ------- ხ--------ს და სატელეფონო საუბარში დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაამტვრევს ფეხებს და დააინვალიდებს, რაც შ------- ხ--------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით დ----- ჩ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ----- ჩ-------ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 18 აპრილიდან.
დ----- ჩ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული დ----- ჩ------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ---- გ---–--ა სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან დ----- ჩ------- აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, მსჯავრდებული დაავადებულია სიმსივნით, რომლის გამოც აქვს გაუსაძლისი ტკივილები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ დ----- ჩ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჯ---- გ---–--ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
- პროკურორს მ--- ჯ-----ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა დ----- ჩ-------ს მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- ჩ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ------- ხ--------ს გამიკითხვის ოქმით, მოწმეების - ნ-----–----------------–--------------------------------------------–-------------------- გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქორწინების მოწმობით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- ჩ-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დ----- ჩ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ დ----- ჩ-------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
პალატა დ----- ჩ-------ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დავადებულია მძიმე ავადმყოფობით, შერიგებულია დაზარალებულთან) და მიიჩნევს, რომ დ----- ჩ-------ს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით უნდა შეცვალოს ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ----- ჩ-------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ---- გ---–--ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ დ----- ჩ-------ს მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ----- ჩ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 18 აპრილიდან - 2018 წლის 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს მისი მოხდისაგან.
დ----- ჩ------- გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
დ----- ჩ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე