განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
050100118002304585
ინსტანცია
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002304585

საქმე №1/ბ-176-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ ლალი მსხილაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----- ჩ----ის

მსჯავრდებულის _ ო----- დ-------ის

ადვოკატის – დ----- მ----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ო----- დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ო----- დ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–-–----–------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

ო----- დ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ო----- დ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ო----- დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

ო----- დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 05 იანვრიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო----- დ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები ო----- დ-------ე, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ზ---- დ-------ეს 2017 წლიდან ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რითაც აყენებდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო----- დ-------ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ეჭვიანობის ნიადაგზე შეურაცხყო და დაამცირა ზ---- დ-------ე, რომელმაც ო----- დ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა სულიერი ტანჯვა და განუცხადა მეუღლეს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობებდა პოლიციას. აღნიშნულით განაწყენებულმა ო----- დ-------ემ მაგიდიდან აიღო საოჯახო ტიპის დანა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ---- დ-------ეს, რომელსაც ო----- დ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო----- დ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- მ----–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ ო----- დ-------ეს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულები, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში არასოდეს ყოფილა სამართალში მიცემული და ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში შემჩნეული.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- მ----–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს ო----- დ-------ისთვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა ან მისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა – შ----- ჩ----ემ ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ო----- დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ---- დ-------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების – ნ------ ჯ--------ის, ი----- ს--–------ის, თ----- თ-----–---–ის და გ------- დ-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ო----- დ-------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ო----- დ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: მსჯავრდებულმა ო----- დ-------ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაულები და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია; იგი შერიგებულია დაზარალებულთან, რომელმაც გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას განმარტა, რომ თანახმაა ო----- დ-------ეს გაეწიოს შეღავათი და სურს მის მიმართ გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი. მსჯავრდებულ ო----- დ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი). ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ო----- დ-------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თავისი მეუღლის _ დაზარალებულ ზ---- დ-------ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მას დღეის მდგომარეობით საპატიმრო სასჯელიდან მოხდილი აქვს 4 თვე და 6 დღე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება ო----- დ-------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ო----- დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ო----- დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ო----- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ო----- დ-------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ო----- დ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 05 იანვრიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით, სულ 04 თვე და 06 დღე, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, შესაბამისად, იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6.ო----- დ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება – დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/