განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
080100118002290026
ინსტანცია
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002290026

საქმე №1/ბ-189-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ----- ჭ-----ის მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1987 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ---------–--------------------–-----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით:

 

შ----- ჭ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდაათი) საათის ოდენობით.

 

შ----- ჭ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო –2018 წლის 14 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 205 (ორას ხუთი) საათის ოდენობით.

 

გაუქმდა შ----- ჭ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა, აღნიშნული სასჯელის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

● ნ------ გ--–-–---–ისაგან ამოღებული ბავშვის მოლურჯო-მოწითალო ფერის მოსაცმელი ელვაშესაკრავით, მომწვანო ფერის შარვალი და მომწვანო-მოყავისფრო ფერის სვიტერი, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შ----- ჭ-----ისაგან ამოღებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო-მონაცრისფრო, მომწვანო ფერის სვიტერი, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შ----- ჭ-----ის ფრჩხილის ნიმუშები, ნ------ გ--–-–---–ის ფრჩხილის და ნერწყვის ნიმუშები, უნდა განადგურდეს.

 

● შ----- ჭ-----ის სამსახურებრივი მოწმობა, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----- ჭ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კაპრალ შ----- ჭ-----ეს, ხ---------–--------------------–-----–-, თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან ნ------ გ--–-–---–თან, რა დროსაც არასრულწლოვანი შვილების – მ------ და ნ---- ჭ-----ეების თანდასწრებით, ნ------ გ--–-–---–ს თავის არეში ორჯერ დაარტყა ბავშვის მოსაცმელი, ხელი გაარტყა ლოყაში, ცხვირსა და ტუჩებში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ხოლო ტუჩის არეში განუვითარდა შეშუპება და მცირე ზომის ექსკორიაციები. განხორციელებული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ----- ც-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ შ----- ჭ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ შ----- ჭ-----ემ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაული მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ, რაც მსჯავრდებულის პიროვნების, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, სახის, ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან. ამასთან, ოჯახში ძალადობა არის გახშირებული და ხშირად ხდება სხვადასხვა შემზარავი ფაქტები ოჯახის წევრებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე. შესაბამისად, პრევენციის მიზნით, აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. მსჯავრდებულ შ----- ჭ-----ის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით შეუძლებელია მიღწეული იქნეს სასჯელის მიზანი და უფრო მეტიც, ის შესაძლოა წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით, რადგან სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მსუბუქი სასჯელი, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, უსამართლო და მიზანშეუწონელია.

 

მსჯავრდებულმა შ----- ჭ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვალერიან სამსონიძემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ შ----- ჭ-----ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ნ------ გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ ც-–---- ჭ-----ის და გ------- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნ------ გ--–-–---–ის ტელეფონის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ----- ჭ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ----- ჭ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მხედველობაში მიიღო რა ის გარემოება, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნდა, შ----- ჭ-----ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, დაზარალებულ ნ------ გ--–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, იგი არ არის დაინტერესებული მეუღლის – შ----- ჭ-----ის მკაცრად დასჯით და მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია (ტ.1. გვ. 155).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება და თვლის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი შ----- ჭ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი შ----- ჭ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.შ----- ჭ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდაათი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ----- ჭ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 14 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 205 (ორას ხუთი) საათის ვადით.

 

5.შ----- ჭ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

● ნ------ გ--–-–---–ისაგან ამოღებული ბავშვის მოლურჯო-მოწითალო ფერის მოსაცმელი ელვაშესაკრავით, მომწვანო ფერის შარვალი და მომწვანო-მოყავისფრო ფერის სვიტერი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

● შ----- ჭ-----ისაგან ამოღებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო-მონაცრისფრო, მომწვანო ფერის სვიტერი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

● შ----- ჭ-----ის ფრჩხილის ნიმუშები, ნ------ გ--–-–---–ის ფრჩხილის და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

● შ----- ჭ-----ის სამსახურებრივი მოწმობა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/