განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
010100118002268674
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002268674

საქმე №1/ბ-250-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ა-------- კ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ა-------- კ-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ტ------–--------–----–----------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–----------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით:

 

ა-------- კ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა-------- კ------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა მსჯავრდებულს უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

მსჯავრდებულ ა-------- კ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 30 დეკემბრიდან.

 

ა-------- კ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ა-------- კ-------ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, საერთო წონით 3,008 გრამი, რაც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ა-------- კ-------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ასევე ლითონის მრავალწახნაგა ქანჩი, ავტომანქანის ე.წ. „დუგი“ და ავტომანქანა “-------------”, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-------- კ------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-------- კ------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 376 ცალი მთელი აბი, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 3,008 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. აქედან 7 აბს ატარებდა პირადად, ხოლო 369 აბი განთავსებული ჰქონდა V-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „-----ის“ მარკის ავტომანქანის სამალავში, რაც 2017 წლის 30 დეკემბერს ამოღებული იქნა ა-------- კ-------ს ავტომანქანის და პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-------- კ------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- კ----–--ემ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-------- კ-------სათვის დანიშნული სასჯელის მინიმალურ ზღვრამდე შემცირება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ა-------- კ------- ნასამართლობის არმქონეა და მისი წარსული არაფრით არის შებღალული; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან; საქმეში მოწმეებად დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბრალდებულის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში, ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ა-------- კ------მა ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევისა და ყოყმანის გარეშე წარუდგინა მათ ნარკოტიკული საშუალება, რაც სასამართლოს მხრიდან უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის მხრიდან საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობად; ამასთან, დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-------- კ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების – რ---- დ------ის, ა---------– მ--------ის, ჯ--- მ--–-----ის, ჯ--- შ------–---–ის, ი-----–- ტ----ის და თ------ კ--------–--ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის №3----- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-------- კ------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-------- კ-------სათვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ის, რომ იგი არ არის ნასამართლევი), ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, ამასთან, მხედველობაში მიიღო რა მსჯავრდებულის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (3,008 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 376 ცალი მთლიანი აბი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალების შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელ მინიმალურ ოდენობას _ 0,12 გრამს), ა-------- კ------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ა-------- კ-------სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი ა-------- კ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ა-------- კ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი ა-------- კ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-------- კ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

4.”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”გ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა-------- კ------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. აღნიშნული შეზღუდვის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს ა-------- კ-------ს მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

5.მსჯავრდებულ ა-------- კ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 30 დეკემბრიდან.

 

6.ა-------- კ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ა-------- კ-------ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ა-------- კ-------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ლითონის მრავალწახნაგა ქანჩი, ავტომანქანის ე.წ. „დუგი“ და ავტომანქანა “-------------”, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/