განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002266472
საქმე №1/ბ-183-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მ----ნა ს-----ე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ ლევან ტაბიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ კ---- ს-----ის
გამართლებულის – კ---- ჩ-----ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ---- ჩ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------ში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ჭ----------------------------–-–-------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------------–-------–--------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- ჩ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
არასრულწლოვანი მ---- ს------ე, დედასთან – ნ---- შ---–--ესთან, მამობილთან – კ---- ჩ-----ესთან, ძმასთან – 12 წლის გ------- ს------ესთან, დებთან – 10 წლის ქ--------- და 8 წლის ბ-------- ს------ეებთან და მცირეწლოვან ტყუპებთან – ჯ--- და თ------- ჩ-----ეებთან ერთად ცხოვრობს ქ-------------–-------–---------------–-. 2017 წლის 28 ნოემბერს, მ---- ს------ეს, შეყვარებულთან სეირნობის შემდეგ სახლში გვიან მისვლის გამო, მამობილმა კ---- ჩ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა ხელი ზურგის არეში. აღნიშნულზე მ---- ს------ის შეყვარებულმა ვ-–- მ----–--------ემ კ---- ჩ-----ეს მოუწოდა დაწყნარებულიყო, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ვ-–- მ----–--------ე გავიდა მათი სახლიდან. კ---- ჩ-----ე განაგრძობდა რა ძალადობას, მ---- ს------ეს მარცხენა მხარეს სახის არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრნენ მ---- ს------ის არასრულწლოვანი დედმამიშვილები. კ---- ჩ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2017 წლის 1 დეკემბერს, მ---- ს------ეს, შეყვარებულთან სეირნობის შემდეგ სახლში გვიან მისვლის გამო, მამობილმა კ---- ჩ-----ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა ხელი მხარზე. აღნიშნულზე, მ---- ს------ის შეყვარებულმა – ვ-–- მ----–--------ემ კ---- ჩ-----ეს მოუწოდა დაწყნარებულიყო, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ვ-–- მ----–--------ე გავიდა მათი სახლიდან. კ---- ჩ-----ე განაგრძობდა რა ძალადობას, მ---- ს------ეს ერთხელ დაარტყა ქამარი ზურგში, ასევე მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ლოყისა და ცხვირის არეში, რა დროსაც მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრნენ მ---- ს------ის არასრულწლოვანი დედმამიშვილები. კ---- ჩ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ---- ს------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ზემოაღნიშნულის გამო კ---- ჩ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
კ---- ჩ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 28 ნოემბრის და 2017 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდებში).
კ---- ჩ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის №12/29-2017 განჩინებით, ჯ--- მ-------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზ------------------------------–------–-------------------------------------------), დადებული ყადაღა.
გამართლებულ კ---- ჩ-----ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოთეთრო ფერის ქამ----, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
● მ---- ს------ისგან ამოღებული შავი ფერის დუტის ქურთუკი, რომელსაც აქვს თეთრი ფერის ბეწვის საყელო, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
● მ---- ს------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელმაც ითხოვა კ---- ჩ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2017 წლის 28 ნოემბრის და 1 დეკემბრის ეპიზოდებში) და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: კ---- ჩ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები დასტურდება როგორც დაზარალებულ მ---- ს------ის, ასევე მოწმე ვ-–- მ----–--------ის ჩვენებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარდენილი იყო პირდაპირი მტკიცებულებები, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, სასამართლომ მაინც არასაკმარისად ჩათვალა ისინი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან, ბრალდებულმა კ---- ჩ-----ემ, მისმა მეუღლემ ნ---- შ---–--ემ და მათმა მცირეწლოვანმა შვილებმა უარყვეს ძალადობის ფაქტი, დაზარალებულის და მისი შეყვარებულის ჩვენებები არ არის სარწმუნო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბრალდებულის მეუღლე და მათი მცირეწლოვანი შვილები დაინტერესებული პირები არიან და ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა ააცილონ კ---- ჩ-----ეს, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა კ---- ჩ-----ემ ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს კ---- ჩ-----ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ---- ჩ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებულ მ---- ს------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, იგი იმყოფებოდა შეყვარებულთან _ ვ-–- მ----–--------ესთან ერთად და ღამით დაბრუნდა შინ, რა დროსაც სახლში დახვდნენ მშობლები და და-ძმანი. დაგვიანების გამო მას უსაყვედურა მამობილმა კ---- ჩ-----ემ და გაბრაზებულმა, ვ-–-ს თანდასწრებით, ერთჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, თმებში მოქაჩა და ხელი დაარტყა ზურგის არეში. ამ დროს იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვ-–- მ----–--------ემ უთხრა კ----ს, რომ თავი დაენებებინა მისთვის, მაგრამ იგი არ გაჩერდა. როდესაც ვ-–- გავიდა მათი ბინიდან, ამის შემდეგ კ---- ჩ-----ემ ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან და იგრძნო ძლიერი ტკივილი. 2017 წლის 01 დეკემბერს ის და ვ-–- მ----–--------ე წასულები იყვნენ სასეირნოდ და სახლში ერთად მივიდნენ ღამით, რა დროსაც კ---- ჩ-----ემ ჯერ შეაგინა დედის მისამართით, ხოლო შემდეგ მარჯვენა ხელი დაარტყა თავის არეში, მერე თმებში მოქაჩა და მარჯვენა მხარზე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და განიცადა ტანჯვა. ვ-–- მ----–--------ემ ამჯერადაც თხოვა კ----ს თავი დაენებებინა მისთვის, რაზედაც მან უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო. ვ-–-ს წასვლის შემდეგ კ---- ჩ-----ემ შარვლის საქამრედან გამოიძრო შავი ფერის ტყავის ქამარი და ზურგზე დაარტყა ერთჯერ, რა დროსაც ზურგის არეში იგრძნო ძლიერი ტკივილი. მერე კი მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა ორჯერ მარცხენა ლოყასა და ცხვირის არეში, რის შედეგადაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. დაზარალებულის განმარტებით, კ---- ჩ-----ის მიერ მისი ცემის ფაქტს უყურებდნენ დედამისი, მისი და-ძმა და ვ-–- მ----–--------ე.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ვ-–- მ----–--------ემ, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, ის და მ---- ს------ე ერთად იმყოფებოდნენ და დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, როდესაც მივიდნენ მ----ს საცხოვრებელ ბინასთან. იგი შეჰყვა მ----ს სახლში, სადაც დახვდათ ამ უკანასკნელის მამობილი კ---- ჩ-----ე, დედა ნ---- შ---–--ე და მცირეწლოვანი დედმამიშვილები. კ----მ უსაყვედურა მ----ს, თუ რატომ იყო მასთან ერთად წასული და ერთჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, შემდეგ თმებში მოქაჩა და ერთჯერ დაარტყა ხელი ზურგის არეში. ამ დროს თვითონ უკან გამობრუნდა და სახლში წავიდა. 2017 წლის 01 დეკემბერს, ის და მ---- კვლავ ერთად სეირნობდნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მიაცილა მ---- სახლში, რა დროსაც კ---- ჩ-----ემ, ისევ იმის გამო, რომ ის და მ---- ერთად იყვნენ და ღამით დაბრუნდნენ, ხელით დაუწყო ცემა მ----ს, კერძოდ, ერთჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, თმებში მოქაჩა და ერთჯერ დაარტყა ხელი მხარზე. კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, იგი სასწრაფოდ გამოვიდა მათი ბინიდან და წავიდა სახლში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან _ პრეიუდიცია.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულ მ---- ს------ისა და მოწმე ვ-–- მ----–--------ის ჩვენებები) ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს კ---- ჩ-----ემ ფაქტობრივად თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მ---- ს------ის მიმართ ძალადობის ჩადენაში კ---- ჩ-----ის მამხილებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული ორი პირდაპირი მტკიცებულება _ დაზარალებულ მ---- ს------ისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმის, ვ-–- მ----–--------ის ჩვენებები, რომლებიც მხარეებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება კ---- ჩ-----ის ოჯახის წევრების (მეუღლისა და მისი შვილების) ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ ისინი არასოდეს შესწრებიან კ---- ჩ-----ის მხრიდან მ---- ს------ის მიმართ ძალადობის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ---- ჩ-----ემ ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის _ მ---- ს------ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2017 წლის 28 ნოემბრის და 2017 წლის 01 დეკემბრის ეპიზოდები). შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ კ---- ჩ-----ის მიმართ 2018 წლის 15 თებერვალს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგენილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც კ---- ჩ-----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას კ---- ჩ-----ისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს კ---- ჩ-----ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ამასთან, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ---- ჩ-----ეს და მის მეუღლეს ოჯახში ჰყავთ ექვსი არასრულწლოვანი შვილი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება კ---- ჩ-----ისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი კ---- ჩ-----ის მიმართ.
3.კ---- ჩ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით (2017 წლის 28 ნოემბრის და 2017 წლის 01 დეკემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 01 დეკემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, კ---- ჩ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ---- ჩ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
6.განაჩენი მსჯავრდებულ კ---- ჩ-----ისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.კ---- ჩ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის №12/29-2017 განჩინებით, ჯ--- მ-------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ, ზ------------------------------–-----–---–---------------------------------------------------------------------) გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოთეთრო ფერის ქამარი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
● მ---- ს------ისგან ამოღებული შავი ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
● მ---- ს------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/