განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100118002415466
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002415466

საქმე №1/ბ-383-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის _ თ----- მ-----ს,მსჯავრდებულის - მ------- ხ-----–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------ი ა--------ს ძე ხ-----–--ის მიმართ, დაბადებული 194- წლის 20 ი--–---, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნ----- ქ. №4-ა, ბინა №6,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------- ხ-----–--ემ ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 18:24 საათზე, ქ.ქუთაიში, ი----------ის, გამზირზე, ბაზრობა ,,იმერეთის“ და სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის“ შორის არსებული გზის დასაწყის ტერიტორიაზე, მ-------ი ხ-----–--ემ, მისი მართვის ქვეშ არსებული „ოპელ ასტრას“ მოდელის სახ.ნომრით L------ ავტომობილით მოძრაობის დაწყებისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნა, არ გაითვალისწინა, რომ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა და ავტომობილის წინა მარჯვენა უკიდურესი კუთხით და წინა მარჯვენა ფრთით შეეჯახა, ასევე ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დარღვევით ავტომობილების სამოძრაო ნაწილში, მდგარ ქვეით ც---–- ვ-–----ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით მ-------ი ხ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მ-------ი ხ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ი----- ფ------–---–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენში და მ------- ხ-----–--ის მიმართ კანონიერი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო, მსჯავრდებულ მ------- ხ-----–--ის მიერ გამოვლენილი უარყოფითი დამოკიდებულება დაზარალებულზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შერიგების თაობაზე. კერძოდ, მ------- ხ-----–--ეს არანარი ზომები არ მიუღია დაზარალებულზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, უფრო მეტიც არც კი უცდია, მაშინ როცა დაზარალებული განაგრძობს მკურნალობას და საჭიროებს მზრუნველობას. ამასთან, სასამართლოს განაჩენში არ უმსჯელია საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორს თ----- მ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ მ------- ხ-----–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------- ხ-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ც. ვ-–----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ----------–-–---–---------–---------------------–---–------------------–---–----------------–---- გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანა ,,ოპელ ასტრას“ დათვალიერების ოქმით, ც. ვ-–----ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ------- ხ-----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ მ------- ხ-----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება (ის რომ არის 74 წლის ასაკოვანი მამაკაცი), მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------- ხ-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის ი---- ფ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ-------ი ხ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-------ი ხ-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მ-------ი ხ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება: ც---–- ვ-–----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ც---–- ვ-–----ეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე