განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002253340
საქმე №1/ბ-124-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ხ----–--ს მიმართ (პირადი №5----------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ-–---–-------–-------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ხ-----------------------–--------–-----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით:
გ------- ხ----–-- ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
გაუქმდა გ------- ხ----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს ლ-- ზ-------–--ეს (პ/ნ 5----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ავდაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ქარხნული წესით დამზადებული 9მმ კალიბრის ”--------” მოდელის №1---------- პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას არ განეკუთვნება და ინახება შსს ხ----------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ხ----–--მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ------- ხ----–--მ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ხ-----------------------–--------–-----–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის – შ----- ხ----–--ს მიმართ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, აირის პისტოლეტი ჩაარტყა მას თავში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--- გ--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------- ხ----–--სათვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გ------- ხ----–--ს დანაშაული ჩადენილი აქვს იარაღის – აირის პისტოლეტის გამოყენებით, რაც ზრდის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას. გარდა ამისა, გ------- ხ----–--ს ოჯახის წევრები უთითებენ, რომ იგი ხშირად შედის კონფლიქტში მათთან და გამოირჩევა აგრესიით. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე და სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა იგი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ გ------- ხ----–--ს პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რის შედეგადაც მას დაუნიშნა შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ გ------- ხ----–--ს დაკითხვის ოქმით; დაზარალებულ შ----- ხ----–--ს, ასევე მოწმეების – ნ---- კ-----–--ს და ზ----- ქ-–----ის დაკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ხ----–--მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას გ------- ხ----–--სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მხედველობაში მიიღო რა ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნდა, გ------- ხ----–--ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა შ----- ხ----–--მ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- ხ----–-- მისი შვილია, რომელსაც აპატია ყველაფერი და მოითხოვა მის მიმართ კანონით დადგენილი ყველა შეღავათის გამოყენება, რათა ის დროულად დაბრუნებოდა ოჯახს, სააპელაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
ამდენად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------- ხ----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------- ხ----–--ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- ხ----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.გ------- ხ----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ ლ-- ზ-------–--ეს (პ/ნ 5----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
5.ნივთიერი მტკიცებულება – ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ”--------” მოდელის №1---------- პისტოლეტი, რომელიც ინახება შსს ხ----------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/