განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2018
საქმის ნომერი
060100117002236524
ინსტანცია
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002236524

საქმე №1/ბ-76-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ---- ა----–---–ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ-------------–--------------–---------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ---- ა----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ, ს-------- მ---------–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და სასტუმროს წიგნი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---- ა----–---–მა ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 13 თებერვალს, ქალაქ ს-----------–---------------------- არსებულ სასტუმრო ”------–-–-- დაბინავდნენ ზ---- ა----–---–ი და ს-------- მ---------–ი. ს-------- მ---------–ისაგან დამოუკიდებლად ზ---- ა----–---–ი სასტუმროს პერსონალს შეუთანხმდა, რომ მომსახურების საფასურს გადაიხდიდა სასტუმროს დატოვებისას. 2017 წლის 17 თებერვალს, ზ---- ა----–---–მა მოატყუა ადმინისტრატორი ა-–------–---------, რომ სასტუმროდან გავიდოდა ცოტა ხნით, თანხას მოიტანდა და ხარჯებს დაფარავდა, თუმცა ზ---- ა----–---–ი სასტუმროში აღარ დაბრუნდა, რითაც სასტუმროს მესაკუთრეს, შ----- ვ-–----ეს მიადგა 385 ლარის ოდენობის ზიანი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. აპელანტის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ---- ა----–---–მა დატოვა საქართველოს ფარგლები და თავი აარიდა როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში გამოცხადებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას არ აქვს გათავისებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება ვერ იქნება პრევენციული ხასიათის და არ შეამცირებს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ----- ვ-–----ის ჩვენებით; მოწმეების: ნ---- გ------ის, ა-–------–---------ს, ნ------ ზ------–---–ის და გ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებებით; დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ---- ა----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა ზ---- ა----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ქმედების შემდეგ ყოფაქცევას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი) და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ---- ა----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ზ---- ა----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ---- ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებები – ს-------- მ---------–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და სასტუმროს წიგნი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/