განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002223621
№1/ბ-150-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- ნ--------ის ძე მ---------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, ფ-------–------- დასახლება, კორპუსი 2, ბინა 22, ბინა N5.
აღწერილობით ნაწილი:
ლ-–- მ---------ემ ჩაიდინა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 02 დეკემბერს ლ-–- მ---------ე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ ”სარფი”-ში თორენიკე წილოსანის პირადობის მოწმობის გამოყენებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწოფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ლ-–- მ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ლ-–- მ---------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ის ადვოკატების ა-–---------- კ------ის და ია გ-------ას მიერ, რომელთაც ითხოვეს გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344 მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, ამოღების ოქმით, ნივთმტკიცებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: თ---------–--–--------------------–--–------------------ას, ლ-–- მ---------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 19,344 მუხლის 1-ლი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ის ადვოკატების ა-–---------- კ------ის და ია გ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი ლ-–- მ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ბრალდებული ლ-–- მ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ-–- მ---------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–- მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 დეკემბრიდან.
ლ-–- მ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თ---------–--–-----ის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა, თ---------–--–-----ის სახელზე შევსებული თურქეთის და საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის შემოსვლის და გასვლის ფორმა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე