განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
020100118002388293
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-346-2018წ.

(020100118002388293)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ა-----------ს

ადვოკატის - ი----- ჯ---–-ას,მსჯავრდებულის - ვ-----–- ჭ----------ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----–- ი-----ის ძე ჭ----------ს მიმართ, დაბადებული 19---–-–----------ს, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობა გაქარწყლებული, მცხოვრები წალენჯიხის რაიონი ს------–---------,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-----–- ჭ----------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვ-----–- ჭ---------- თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ს------------------------“ მარკის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომანქანით გადაადგილდებოდა წა-–----------------–-უს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წალენჯიხის რაიონის სოფელი ჯ---–-ს მხრიდან წალენჯიხის ცენტრის მიმართულებით, რა დროსაც მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 49.3 მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ----- ჩ--–----ასა და ზ----- დ------–ას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე პირი გარდაიცვალა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენით ვ-----–- ჭ---------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ვ-----–- ჭ----------ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლის ვადით.

ვ-----–- ჭ----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ვ-----–- ჭ----------ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ვ-----–- ჭ---------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი----- ჯ---–-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას, სასჯელის შემცირებას და 08 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ვინაიდან ვ-----–- ჭ----------ს ჩადენილი აქვს გაუფრთხილებელი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მან დაზარალებულები არ მიატოვა, თვითონ წაიყვანა სავადმყოფოში და ცდილობდა მათ დახმარებას, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალნენ. ვ. ჭ---------- ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში და გულწრფელად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წინასასამართლო სხდომაზე სადავადოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი----- ჯ---–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

- პროკურორს ა-----------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ვ-----–- ჭ----------ს მიმართ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების უფლება მონაცვლის - ტ-------- დ-------ას და ნ------- ჩ--–----ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების- ბ. კ-----–---–იას, ჟ. კ-----–---–იას, ვლ. ჩ-------ის, გ. გ-------–-–---–ის, თ. პ--------ას, ლ. ე------იას, ი. კ-----–---–იას, კ. კ-----–---–იას, პ. დ-------–-ას და ზ. შ--------ას გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, ამოღების ოქმით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ბარათების ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს ვ-----–- ჭ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

პალატა ვ-----–- ჭ----------ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით შეუმცირდეს 01 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ჯ---–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ ვ-----–- ჭ----------ს მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ვ-----–- ჭ---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ვ-----–- ჭ----------ს ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლის ვადით.

 

ვ-----–- ჭ----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ვ-----–- ჭ----------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 26 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება, სისხლის ნიმუშები, საჭიდან ამოღებული ანაწმენდები, გადაცემათა კოლოფის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდი, თმის ნიმუშები, ვ-----–- ჭ----------ს ხელის ანაწმენდი, ზ----- ჩ--–----ას სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, სისხლისმაგვარი გუბის ანაწმენდი და პლასტმასის დეტალი განადგურდეს.

 

ზ----- დ------–ას ტანსაცმელი - სვიტერი, მოწითალო ფერის ტრუსი, შავი ფერის ნაჭრის ვილვეტის შარვალი წარწერით P------, შინდისფერი სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი, მოთეთრო ფერის ერთი წყვილი წინდა, მოშავო ფერის დათბილული ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ----- დ------–ას ოჯახს.

 

ზ----- ჩ--–----ას ქურთუკი, მოშაო-მოთეთრო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის ტრუსი, მონაცრისფრო მოშავო-მორუხო ფერის ჩანართებით წინდა, მონაცრისფრო ფერის წინდა და ღია მოყავისფრო ფერის წინდა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ზ----- ჩ--–----ას ოჯახს.

 

ვლადიმერ ჩ-------ის სპორტული შარვალი წარწერით ”a-----”, მაისური წარწერით “N-----J” და შავი ფერის ჟილეტი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ვლადიმერ ჩ-------ს.

 

ვ-----–- ჭ----------სგან ამოღებული ნაცრისფერი შარვალი, “a-----” -ის ფირმის სპორტული მოსასხამი და ერთი წყვილი ბოტასი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სმმართველოში, დაუბრუნდეს ვ-----–- ჭ----------ს ოჯახს.

 

ვ-----–- ჭ----------ს კუთვნილი ”სუბარუ ფორესტერის” მარკის სახელმწიფო ნომრით P-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ვ-------–- ჭ----------ს ოჯახს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე