განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100116002375617
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-223-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - გ-------- ტ---–--ის,ადვოკატების - მ------- ა----------ის, რ---- ა------ის,მსჯავრდებულების - ბ---- გ------ს და გ------ ხ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- ჯ------–-- ძე გ------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ----------------------------

გ------ ე-------ს ძე ხ------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, არასრული განათლებით, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ---------------------–---------------,აღწერილობითი ნაწილი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ---- გ------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო გ------ ხ------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ი------------------------ში მდებარე ც---–- ა---–--ის მარკეტში უკანონოდ შეაღწიეს (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის განაჩენით) სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ბ---- გ------მ და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გ------ ხ------ემ და ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას 900 ლარის ოდენობით და სხვადასხვა დასახელების სიგარეტებს, რის შედეგადაც დაზარალებულ ც---–- ა---–--ეს საერთო ჯამში მიადგა 4095 ლარამდე მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ბ---- გ------მ და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გ------ ხ------ემ 2016 წლის 12 მაისს, დაახლოებით 03 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი ჩაამსხვრიეს ნ--- შ------–--ის კუთვნილი მაღაზიის ფანჯრის მინა და შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ნივთებს - ,,სათამაშო გიტარას”, ,,სათამაშო კუბიკებს“ და ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას, რა დროსაც ისინი დაკავებული იქნენ წყალტუბოს შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

2016 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 02:08 საათზე, ქ. ქუთაისში, ნ-----------------------------ში მდებარე მ----- ჭ--–---–ის მარკეტში უკანონოდ შეაღწია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა გ------ ხ------ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად და ისინი ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით და 300 ლარის ღირებულების საკვებ პროდუქტებს, სიგარეტებს და ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც მ----- ჭ--–---–ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2016 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ქუთაისში, ა------–-----–--------------ში განთავსებულ ნ--–- ა-–----ის სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა გ------ ხ------ემ, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 300 (სამასი) ლარს, სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტებს, სიგარეტებს და ალკოჰოლურ სასმელებს, რის შედეგადაც დაზარალებულ ნ--–- ა-–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის და 09 თებერვლის განაჩენით:

- ბ---- გ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ც---–- ა---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

- ბ---- გ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნ--- შ------–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ---- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ---- გ------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.

ბ---- გ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჭ--–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნ--–- ა-–----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ც---–- ა---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04(ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(დაზარალებულ ნ--- შ------–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ხ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა გ------- ხ------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ------- ხ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ------- ხ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.

გ------- ხ------ის მიმართ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

გ------- ხ------ის მიმართ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

გ------- ხ------ის მიმართ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ---- გ------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---- ა------ემ, რომელებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ბ---- გ------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ მტკიცებულებად გამოყენებულია აშკარად კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული, ასევე ურთიერთშეუთანხმებელი, წინააღმდეგობრივი მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზე შექმნილი მოსამართლის რწმენა აშკარად მიკერძოებულ, ტენდეციურ ხასიათს ატარებს და არცერთი მონაცემით განაჩენის საფუძვლად გამოყენებულმა დოკუმენტებმა და ფაქტებმა არ შეიძლება შექმნან რწმენა ერთმანეთან შეთანხმებული, გონივრულ ეჭვს მიღმა მდგომი, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა.

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------ ხ------ემ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ--- შ------–--ისა და ც---–- ა---–--ის ქურდობის ეპიზოდებში გამართლებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან აღნიშნული დანაშაულები არ ჩაუდენია. გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები აშკარად შორს არის და არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას და ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადეგენა არის უკანონო. ც---–- ა---–--ის კუთვნილი მარკეტის ქურდობის ეპიზოდში ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აშკარად წინააღმდეგობრივი, დაუსაბუთებელი და უკანონოა. ბარდლების მხარეს არ წარმოუდგენია გამატყუნებელი განაჩენის დადგენისათვის ერთმანეთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებს გ------ ხ------ის ბრალეულობას.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტ - მსჯავრდებულ ბ---- გ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- ა------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

აპელანტ - მსჯავრდებულ გ------ ხ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------- ა----------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ბ. გ------ს და გ.ხ------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ---- გ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ხოლო გ------ ხ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ც---–- ა---–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მას აქვს სასურსათო მაღაზია ქ---------–--------------------ში. 2016 წლის 10 მაისს, მას დილის შვიდის ნახევარზე დაურეკა მეეზოვემ, რომელიც მას ეხმარება და უთხრა, რომ მაღაზიის კარები იყო ღია, რის გამოც ის დაახლოებით რვის ნახევარზე მივიდა ადგილზე და მან გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა და გამომძიებელმა მისი თანხმობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რაზედაც შეადგინეს ოქმი და მან მოაწერა ხელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტი, რომლის მიერაც აღებული იქნა თითის კვლები დარჩენილი სიგარეტებიდან. დაზარალებულის განმარტებით, მაღაზიის კარები იკეტებოდა ბოქლომითა და გასაღებით; ნახა რომ ბოქლომი გატეხილი და დაგდებული იყო იქვე ავტომანქანების სადგომთან, სადაც ასევე ეგდო რკინის მილი, რაც ამოღებული იქნა გ----------–ის მიერ; მოწმის განმარტებით მაღაზიიდან წაღებული იყო სიგარეტები და ფულადი თანხა 900 ლარი, ხურდაფულიც იყო და ქაღალდისაც; მას საერთო ჯამში მიადგა 4095 ლარის ზიანი; მისი მაღაზიის გვერდით არის „პ---ეს“ და „ა-------“ აფთიაქები, რომლებსაც აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერები და რომლებიც აფიქსირებს მისი მაღაზიის ტერიტორიას.

მოწმის სახით დაკითხული ი----- დ---------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის ქ.ქუთაისში, ჭ--------- გამზ.N---ში მდებარე შპს ,,---------------ს’’ მენეჯერი. 2016 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში, მასთან სამსახურში მივიდნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებიდან, წარუდგინეს მას შესაბამის დოკუმენტაცია და განუმარტეს, რომ სურდათ ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, რაზედაც ის დათანხმდა და მისივე თანხმობით განხორციელდა სათვალთვალო კამერების გარკვეული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება, რასთან დაკავშირებითაც ადგილზე შედგა დათვალიერების ოქმი და რაც მან დაადასტურა ხელმოწერით. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებას გააჩნია ორი ვიდეო კამერა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით ორივე მხარეს აფიქსირებს ქუჩას.

მოწმის სახით დაკითხული ნ---- ც-------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის ქ.ქ-------–------------------------ში მდებარე ,,პ-- აფთიაქის’’ მენეჯერი. 2016 წლის 10 მაისიდან 15 მაისამდე პერიოდში, მასთან სამსახურში მისული იყვნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მაღაზიის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სურდათ მასთან არსებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, მათ თან წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტი. მისი თანხმობით განხორციელდა გარკვეული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ის გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, ,,პ-- აფთიაქს’’ აქვს ორი გარე სათვალთვალო კამერა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.

 

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–----------- ინსპექტორ-გ----------–ის ლ-–- მ--------ას და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–----------- უფროსი ინსპექტორ-გ----------–ის ნ-----–---- კ-------ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ისინი მსჯავრდებულებს ბ---- გ------ს და გ------ ხ------ეს იცნობენ სამსახურიდან გამომდინარე. 2016 წლის მაისის თვეში, ქ.ქუთაისში, ჭ---------- ქუჩაზე გაქურდული იქნა სასურსათო მაღაზია; აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გ----------–ის მიერ ამოღებული იქნა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აფთიაქების გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები. მოწმის ნ-----–---- კ-------ის განმარტებით, ერთერთი კამერა აფიქსირებდა მ---–---–------–--------------------- მხარეს, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს. მათ მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებაში - რამდენიმე კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, რა დროსაც მათი განყოფილების დ-----------------–--–--------------–-- ბ----- ე-–----- წარუდგინათ ვიდეო ჩანაწერები, სადაც იყო ორი პიროვნების მიერ ქ.ქუთაისში, ჭ----------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტი და ამოსაცნობი პიროვნებებიდან მათ ამოიცნეს ორივე პიროვნება - გ------ ხ------ე და ბ---- გ------; აგრეთვე მოწმის ნ-----–---- კ-------ის განმარტებით, პირველ ვიდეოთვალის ჩანაწერში, რომელიც აფიქსირებდა მ---–---–------–--------------------- მხარეს არსებულ ტერიტორიას, ჩანს გზაზე მიმავალი ორი ახალგაზრდა, ხოლო მეორე ვიდეოთვალის ჩანაწერში აშკარად ჩანს, თუ როგორ გაჩერდა შემთხვევის ადგილთან არსებულ ავტოსადგომთან აღნიშნული ორი ახალგაზრდა, ცოტახნით შეყოვდნენ, შემდეგ რაღაც ნივთს იღებენ ხელში და უახლოვდებიან სასურსათო მაღაზიას, იქ რაღაც მოქმედებებს აკეთებენ და უკვე შედიან მაღაზიაში, შემდეგ ჩანს მათი გამოსვლა - როგორ გამოდიან ,,ცელოფნებით’’ ხელში და გადადიან ქუჩის საპირისპირო მხარეს. ნ-----–---- კ-------ემ ორივე პიროვნება ამოიცნო და განმარტა, რომ არიან - ბ---- გ------ დ გ------ ხ------ე. მათგან გ------ ხ------ეს ჰქონდა გრძელი თმები, ხოლო მეორეს - ბ---- გ------ს ეხურა კეპიანი ქუდი.

 

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–----------- ინსპექტორ-გ----------–ის ზ------ ჯ----–--ის და ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–-------------------–-----------------------------------------------–-ს გ------ კ--------ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ იცნობენ გ------ ხ------ეს სამსახურიდან გამომდინარე, მათ გამომძიებელ ბ----- ე-–----სთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებაში - რამდენიმე კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც ჩანდა ორი პიროვნების მიერ ქ.ქუთაისში, ჭ--------- ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გაქურდვის ფაქტი და მათ აღნიშნული პიროვნებებიდან ამოიცნეს მხოლოდ გ------ ხ------ე, რომელსაც ისინი იცნობდნენ ადრეც, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა მის მიმართ და პოლიციაში დადიოდა; ასევე ზ------ ჯ----–--ეს ის ქუჩაშიც რამდენჯერმე ჰყავს შენაჩერები გადამოწმების მიზნით; გ------ ხ------ე მათ ამოიცნეს სახით, მას თან იმ მომენტში ჰქონდა გრძელი თმები.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ--- შ------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ქ--------ს შესასვლელში და მას სახლის ეზოში, გზის პირას აქვს სასურსათო მაღაზია. ბ---- გ------ს და გ------ ხ------ეს იცნობს მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, კერძოდ: 2016 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, როდესაც მას დაკეტილი ჰქონდა მაღაზია და სახლში იმყოფებოდა, სახლის ფანჯარა ჰქონდა ღია მდგომარეობაში, რადგან ეშინოდა რამე არ მომხდარიყო, ის გააღვიძა ძლიერმა ,,მსხვრევის’’ ხმამ. მისი მეუღლე ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა, მან მალევე ჩაიცვა და გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მისი მაღაზიიდან ცოტა მოშორებით, დაახლოებით 4-5 მეტრში დაკავებული ჰყავდათ ორი პიროვნება. პოლიციის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ აღნიშნულმა პიროვნებებმა მისი მაღაზია გატეხეს და მანაც დაინახა, რომ მაღაზიის მინა იყო ჩამტვრეული, მინის ნამსხვრევები ეყარა როგორც გარეთ, ისე შიგნით, მაგრამ სათამაშოები შიგნით გადმოყრილი არ ყოფილა; მაღაზიის გარეთ, იქვე გვერდით გადმოლაგებული იყო სათამაშოები, ასევე ტელევიზორის სეთბოქსი. დაზარალებულის განმარტებით, მას სათამაშოები დალაგებული ჰქონდა მაღაზიაში, ფანჯარასთან ახლოს არსებულ თაროზე, რომლებსაც მინასთან შეხება არ ჰქონდათ და მინიდან ცოტათი იყო დაშორებული; ასევე იქვე ფანჯარასთან ახლოს ედგა ტელევიზორი და ტელევიზორის სეთბოქსიც გარეთ იყო გადმოდებული; მაღაზიიდან გადმოლაგებული იყო სამი-ოთხი სათამაშო და დალაგებული იყო იქვე, გარეთ არსებულ ,,კოკა-კოლის’’ მაცივართან ახლოს, ისე რომ არ ჩანდა, ისე იყო ჩაწყობილი. შემდეგ პოლიციის მიერ მისი თანხმობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა აღნიშნული ნივთები. ასევე დაზარალებულის განმარტებით, მას იქ სროლის ხმა არ გაუგონია.

მოწმის სახით დაკლითუხლი გ----------–--ის - გ------- ს---------ის და თ------ ბ-----ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ისინი ბ---- გ------ს და გ------ ხ------ეს იცნობენ საქმიდან გამომდინარე, 2016 წლის 12 მაისს დააკავეს მაღაზიის ქურდობის მცდელობის ფაქტზე, კერძოდ: 2016 წლის 12 მაისს, გ------- ს---------ე და თ------ ბ-----ე შემოვლაზე ფეხით მოძრაობდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მათ სოფელ ქ--------ს გასასვლელთან მდებარე ნ--- შ------–--ის სასურსათო მაღაზიასთან შენიშნეს ორი პიროვნება, მათ გაიგონეს მინის მსხვრევის ხმაც და შემდეგ დაინახეს, რომ აღნიშნული პიროვნებები მაღაზიიდან ალაგებდნენ ნივთებს, კერძოდ ბ---- გ------ აწვდიდა ნივთებს მაღაზიის ფანჯრიდან მეორე პიროვნებას, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა გ------ ხ------ე. როდესაც მიუახლოვდნენ, მათ უკვე გადმოლაგებული ჰქონდათ ნივთები, პირები ზურგით იდგნენ მათკენ და ვერ ხედავდნენ, რომ მათ დაუძახეს - ,,პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და რას აკეთებდნენ’’. დაძახებისთანავე ბ---- გ------მ და გ------ ხ------ემ მიიხედეს მათკენ და სცადეს გაქცევა; დაედევნენ დააკავეს ორთავე. რაციის მეშვეობით გამოიძახა ოპერატიული ჯგუფი, რომლებიც დაახლოებით ორ-სამ წუთში მივიდნენ ადგილზე, შემდეგ, გ------- ს---------ემ გ------ ხ------ეს, ხოლო თ------ ბ-----ემ ბ---- გ------ს განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. გ------ ხ------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო ბ---- გ------ს პირადი ჩხრეკის დროს ტანთცმული შარვლიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და საფულე, ასევე წითელი ფერის ტარიანი სახრახსნი ე.წ. ,,ატვიორკა’’, რომლითაც მან გატეხა მინა. გ------- ს---------ის და თ------ ბ-----ის მიერ ადგილზე შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, რის შემდეგაც ბ---- გ------ და გ------ ხ------ე გადაყვანილი იქნენ ფ---–----------------–-–--- განყოფილებაში;

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა მ------ რ---–---–-ა და დ--- ქ-------------მა განმარტეს, რომ ბ---- გ------ს და გ------ ხ------ეს იცნობენ საქმიდან გამომდინარე, ვინაიდან 2016 წლის 12 მაისს, მათ მონაწილეობა მიიღეს მათ დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, ნ--- შ------–--ის მაღაზიის ქურდობის მცდელობის ფაქტზე მათ თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ ორი პიროვნება. ბ---- გ------ და გ------ ხ------ე. მონაწილეობა მიიღეს გ------ ხ------ის და ბ---- გ------ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში; მათი დაკავება მოხდა აღნიშნულ მაღაზიასთან ახლოს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ადგილზე შედგა, რაზედაც მოაწერეს ხელი და შემდეგ ისინი გადაყვანილი იქნენ ფ---–----------------–-–--- განყოფილებაში. ასევე მოწმეების განმარტებით, მათ ადგილზეც ნახეს, რომ მაღაზიის მინა იყო ჩამტვრეული.

მოწმის სახით დაკითხული გ----------–ის თ------ ქ---------ის და ექსპერტების - გ------ კ-----ას და გ------- ქ---------ის ჩვენებებით და მათ მიერ შედგენილი 2016 წლის 10 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანდართული ფოტოცხრილის თანახმად დადგენი-–--, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გამზირის N---ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ც---–- ა---–--ის კუთვნილ მარკეტში. მითითებული საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული, ი-–-- ჭ--------- გამზირის მხრიდან, მთლიანად დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს. ც---–- ა---–--ის კუთვნილ მარკეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ე. წ. „ჩინელების“ მაღაზია, დასავლეთიდან დ--–- ს---------ის კუთვნილი თონე; ჩრდილოეთიდან ავტომანქანებისათვის განკუთვნილი სადგომი და მის უკან ილ. ჭ--------- გამზირის ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილი; რაც შეეხება სამხრეთ მონაკვეთს, ც---–- ა---–--ის კუთვნილი მარკეტის უკან მდებარეობდა საცხოვრებელი კორპუსის საერთო ეზო. ილ. ჭ--------- გამზირის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ სააფთიაქო მაღაზიის გარე პერიმეტრზე იდგა გარე სათვალთვალო კამერა. რაც შეეხება ც---–- ა---–--ის კუთვნილ მაღაზიას, მას არც გარე და არც შიგა სათვალთვალო კამერები არ ჰქონდა. დათვალიერება დაიწყეს მითითებული მარკეტის ჩრდილოეთ მხარეს არსებული პერიმეტრიდან, რა დროსაც ავტომანქანებისათვის განკუთვნილ სადგომზე აღმოჩენილი იქნა რკინის გრძელი მილი და ბოქლომი. როგორც ც---–- ა---–--ემ განმარტა, ამ ბოქლომით ჰქონდა დაკეტილი მარკეტში შესასვლელი კარი. ბოქლომზე გაკეთებული-ამოტვიფრული იყო წარწერები: “E------------------“. ბოქლომი ამოღებული იქნა, მოთავსდა F-------7 ნომრის მქონე პაკეტში და დაილუქა. (პაკეტი N1). ასევე ამოღებული იქნა რკინის -ლითონის მილი, რომელიც დაილუქა პოლიციის მ------------------–---- 3------- ნომერი ლუქის ბეჭდით (პაკეტი N2). მარკეტში შესასვლელი წარმოადგენდა ორფრთიან შემინულ კარებს, რომლის მარჯვენა ფრთის მინის გარე ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა F-------- ნომრის მქონე პაკეტში (პაკეტი N3). მითითებული კარების გავლით შესასვლელი იყო მაღაზიაში, რომლის მარჯვენა და მარცხენა კედლებზე გაკეთებულ თაროებზე ეწყო სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტები. მაღაზიის სამხრეთ ნაწილში ერთმანეთის გვერდით განთავსებული იყო ე. წ. „დახლ-მაცივრები“, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები და ლუდი. მარკეტის შუა ადგილზეც განთავსებული იყო მაცივრები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების ნაყინი. შესასვლელი კარების შემდეგ, საყრდენ ბოძთან განთავსებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. მარჯვნივ არსებულ დახლების შუა ადგილას ფუნქციონირებდა გამყიდველის სამუშაო ადგილი, სადაც იდო სალარო აპარატი და ელსასწორი. ც---–- ა---–--ემ მიუთითა, თუ საიდან იყო მოპარული ფულადი თანხა და სიგარეტები. სიგარეტების დახლზე არსებულ სიგარეტ „პალმალის“ გარე ზედაპირზე (ორი კოლოფიდან), აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ხელის ორი კვალი, რომლებიც ერთად მოთავსდა F-------- ნომრის მქონე პაკეტში და დაილუქა(პაკეტი N4). აღნიშნულით დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერი-–-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.

მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გ----------–--ის - ზ------ ჯ----–--ის, გ------ კ--------ის და გ----------–ის ბ----- ე-–----ს ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენი-–--, რომ 2016 წლის 10 მაისს, 18:10 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, მათი მონაწილეობით ჩატარდა შპს,,---------------ს’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გ----------ში მდებარე შპს „ ავ-------------ს“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:10 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბ----- ე-–----ს და ი----- დ---------ის ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. დისკზე ჩაწერილ ზემოხსნებული აფთიაქის ორი სათვალთვალო კამერიდან ერთერთში, რომელიც განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებში და აფიქსირებდა რ----------–---–---------ში მდებარე „მო-–---–------–---------------------- მიმართულებით ტერიტორიას, ჩანს რომ 2016 წლის 10 მაისს 04:10:33 საათზე კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი. აღნიშნულ მამაკაცზე დათვალიერებაში მონაწილე ზ------ ჯ----–--ემ და გ------ კ--------ემ განმარტეს, რომ აღნიშნული პირი არის 1----–--–- დაბადებული გ------ ხ------ე. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს; ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. აღნიშნული პირები სწრაფი ნაბიჯით მიდიან კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და 2016 წლის 10 მაისის 04:10:46 საათზე იკარგებიან თვალთახედვის არედან კადრის ქვედა მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ, ჩართეს იმავე აფთიაქის მეორე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ასევე განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა წინა კამერის საპირისპირო მხარეს, ანუ ქ. ქუთაისი, ი-–-- ჭ--------- გამზირი N---ში მდებარე ც---–- ა---–--ის კუთვნილი მარკეტის მიმართულებით ტერიტორიას. აღნიშნულ კამერაზე 2016 წლის 10 მაისს 04:10:43 საათზე ჩანს, რომ კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი; აღნიშნულ მამაკაცზე დათვალიერებაში მონაწილე გ------ კ--------ემ და ზ------ ჯ----–--ემ განმარტეს, რომ აღნიშნული პირი არის 1----–--–- დაბადებული გ------ ხ------ე. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს, ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ისინი მიდიან კადრის ზედა მიმართულებით და ჩერდებიან კამერიდან მოშორებით მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, გარკვეული დროის განმავლობაში დგანან, შემდეგ ორივე გამოდის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს არსებულ პარკირების ადგილისაკენ, სადაც ერთერთი მათგანი მიწიდან იღებს მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც მიდიან გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდებარე შენობისაკენ, იქ რამდენიმე წამის განმავლობაში აკეთებენ რაღაც მოქმედებებს და შემდეგ შედიან შენობაში, რის შემდეგაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამის შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს, 04:43:35 საათზე აღნიშნული პირები გამოდიან ზემოხსნებული შენობიდან, რომელშიც შევიდნენ, გამოსვლისას ორივეს ხელში აქვს ორ-ორი პარკი, ისინი მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან ზემოხსნებულ ღია ფერის სატვირთო ავტომობილს და კვეთენ გზის სავალ ნაწილს და შედიან კადრის ზედა მხარეს მდებარე ჩიხში, სადაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამით დათვალიერება დასრულდა. ზემოხსნებული ჩანაწერებები დალუქული იქნა ერთ პაკეტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერი-–-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.

2016 წლის 10 მაისს, 19:10 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გ----------–ის ბ----- ე-–----ს მიერ, უბნის ინსპექტორ-გ----------–--ის - ზ------ ჯ----–--ის, გ------ კ--------ის, ა---------– ფ------–--ას და ხ---- ხ----ას მონაწილეობით ჩატარდა ,,პ-- აფთიაქის’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო ქ.ქუთაისში ი-–-- ჭ--------- გამზ.N---ში მდებარე შპს "პ-- აფთიაქის" გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:05 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბ----- ე-–----ს და ნ---- ც-------–---–ის ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. ზემოხსენებული კამერა განთავსებული იყო ი-–-- ჭ--------- გამზ.N---ში მდებარე შპს "პ-- აფთიაქის" შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა რ----------–---–---------ში მდებარე „მო-–---–------–---------------------- მიმართულებით ტერიტორიას. ჩანაწერის 02:26 წუთზე კადრის ზედა მხარეს ჩანს ორი ადამიანის სილუეტი, რომლებიც მოძრაობენ სათვალთვალო კამერის მიმართულებით; ისინი ჩანაწერის 03:05 წუთზე უკვე არიან კადრის მარცხენა მხარეს პარკირების ადგილზე მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, რამდენიმე ხანი ჩერდებიან აღნიშნულ ადგილზე. ამ დროს ჩანს, რომ არის საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის ორი მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთერთს აქვს მოგრძო თმები, მაგრამ ვიდეოს ხარისხი მათ სრულ იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული პირები დგანან გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ გამოდიან პარკინგის მიმართულებით, სადაც გზის სავალი ნაწილის კიდესთან მათგან ერთერთი იღებს მიწიდან რაღაც მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც ისინი ორივე იკარგებიან კადრის მარცხენა მხარეს მდებარე შენობაში. ჩანაწერის დაახლოებით მე-40 წუთზე, ისინი გამოდიან შენობიდან და მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან კადრში დაფიქსირებულ ღია ფერის სატვირთოს, რის შემდეგაც კვეთენ გზის სავალ ნაწილს და მიიმალებიან. ამით დათვალიერება დასრულდა. გაკეთდა აღნიშნული ჩანაწერების ასლები, ხოლო დედნები დაილუქა ერთ კონვერტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერი-–-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.

მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გ----------–--ის - ლ-–- მ--------ას, ნ-----–---- კ-------ის და გ----------–ის ბ----- ე-–----ს ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისს, 12:00 საათიდან 12:50 საათამდე პერიოდში, მათი მონაწილეობით ჩატარდა შპს,,---------------ს’’ და შპს,,პ-- აფთიაქის’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებლი ობიექტი იყო ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გ----------ში მდებარე შპს „ ავ-------------ს“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:10 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბ----- ე-–----ს, ზ------ ჯ----–--ის, გ------- კ--------ის, ა---------– ფ------–--ას და ხ---- ხ----ას ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. დისკზე ჩაწერილ ზემოხსნებული აფთიაქის ორი სათვალთვალო კამერიდან ერთერთში, რომელიც განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებში და აფიქსირებდა რ----------–---–---------ში მდებარე „მო-–---–------–---------------------- მიმართულებით ტერიტორიას, ჩანს, რომ 2016 წლის 10 მაისს 04:10:33 საათზე კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი, მას ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი; მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს; ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ამ დროს დათვალიერებაში მონაწილე ლ-–- მ--------ამ აღნიშნა, რომ გრძელ თმიანი პირი არის 1----–--–- დაბადებული გ------ ხ------ე, ხოლო მეორე პირი, რომელსაც თავზე კეპიანი ქუდი ახურავს, არის 1----–--–- დაბადებული ბ---- გ------. ასევე დათვალიერებაში მონაწილე ნ-----–---- კ-------ემ განმარტა, რომ კადრში დაფიქსირებული კეპიანი პიროვნება არის 1----–--–- დაბადებული ბ---- გ------. აღნიშნული პირები სწრაფი ნაბიჯით მიდიან კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და 2016 წლის 10 მაისის 04:10:46 საათზე იკარგებიან თვალთახედვის არედან კადრის ქვედა მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ, ჩართეს იმავე აფთიაქის მეორე სათვალთვალო კამერა, რომელიც ასევე განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა წინა კამერის საპირისპირო მხარეს, ანუ ქ. ქუთაისი, ი-–-- ჭ--------- გამზირი N---ში მდებარე ც---–- ა---–--ის კუთვნილი მარკეტის მიმართულებით ტერიტორიას. აღნიშნულ კამერაზე 2016 წლის 10 მაისს 04:10:43 საათზე ჩანს, რომ კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; მას ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმები არ ჩანს; ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. აღნიშნულ პირებში დათვალიერებაში მონაწილე ლ-–- მ--------ამ ამოიცნო გ------- ხ------ე და ბ---- გ------, კერძოდ ლ-–- მ--------ას განმარტებით ის პირი, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი არის ბ---- გ------, ხოლო მეორე გრძელ თმიანი - გ------- ხ------ე. დათვალიერებაში მონაწილე ნ-----–---- კ-------ემ, კი კეპიან პიროვნებაში ამოიცნო 1----–--–- დაბადებული ბ---- გ------. ისინი მიდიან კადრის ზედა მიმართულებით და ჩერდებიან კამერიდან მოშორებით მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, გარკვეული დროის განმავლობაში დგანან, შემდეგ ორივე გამოდის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს არსებულ პარკირების ადგილისაკენ, სადაც ერთერთი მათგანი მიწიდან იღებს მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც მიდიან გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდებარე შენობისაკენ, იქ რამდენიმე წამის განმავლობაში აკეთებენ რაღაც მოქმედებებს და შემდეგ შედიან შენობაში, რის შემდეგაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამის შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს 04:43:35 საათზე აღნიშნული პირები გამოდიან ზემოხსნებული შენობიდან, რომელშიც შევიდნენ, გამოსვლისას ორივეს ხელში უჭირავს ორ-ორი პარკი, ისინი მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან ზემოხსნებულ ღია ფერის სატვირთო ავტომობილს და გადაკვეთავენ გზის სავალ ნაწილს და შედიან კადრის ზედა მხარეს მდებარე ჩიხში, სადაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ასევე დათვალიერებული იქნა ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გამზ. N---ში მდებარე შპს „პ-- აფთიაქის“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:05 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბ----- ე-–----ს, ზ------ ჯ----–--ის, გ------- კ--------ის, ა---------– ფ------–--ას და ხ---- ხ----ას ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. ზემოხსნებული კამერა განთავსებული იყო ი-–-- ჭ--------- გამზ. N---ში მდებარე შპს „პ-- აფთიაქის“ შესასვლელ კარებთან და აფიქსირებდა რ----------–---–---------ში მდებარე „მო-–---–------–---------------------- მიმართულებით ტერიტორიას. ჩანაწერის 02:26 წუთზე კადრის ზედა მხარეს ჩანს ორი ადამიანის სილუეტი, რომლებიც მოძრაობს სათვალთვალო კამერის მიმართულებით და რომლებიც ჩანაწერის 03:05 წუთზე უკვე არის კადრის მარცხენა მხარეს პარკინგზე მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩერდებიან აღნიშნულ ადგილზე. აღნიშნულ დროს ჩანს, რომ ეს არის საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის ორი მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთერთს აქვს მოგრძო თმები, მაგრამ ვიდეო ხარისხი მათ სრულ იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული პირები დგანან გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ გამოდიან პარკინგის მიმართულებით, სადაც გზის სავალი ნაწილის კიდესთან, მათგან ერთერთი იღებს რაღაც მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც ისინი ორივე იკარგებიან კადრის მარცხენა მხარეს მდებარე შენობაში. ჩანაწერის დაახლოებით 40 წუთზე ისინი გამოდიან შენობიდან და მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან კადრში დაფიქსირებულ ღია ფერის სატვირთოს, რის შემდეგაც გადაკვეთავენ გზის სავალ ნაწილს და მიიმალებიან. ამით დათვალიერება დასრულებული იქნა, ზემოხსენებული ჩანაწერებები დალუქული იქნა ერთ პაკეტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით. ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისს, 14:40 საათიდან 15:20 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გ----------–ის ბ----- ე-–----ს მიერ, უბნის ინსპექტორ-გ----------–--ის - ლ-–- მ--------ას, ბ----- ა---–-------ს, ნ-----–---- კ-------ის და ს---–--- კ----------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა შპს,,შ----------ს’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებლი ობიექტი იყო ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გ------------ში მდებარე შპს „ შ----------ს“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:30, რეალური დროით 04:40 საათიდან, 04:40 საათამდე, რეალური დროით 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერები ჩაწერილი იყო ერთ მყარ დისკზე და დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბ----- ე-–----ს და ა----- გ-----ის ხელმოწერები, ლუქი დაურღვეველ მდგომარეობაში იყო. ჩანაწერში აღბეჭდილი იყო ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გ-----------ში მდებარე მაღაზიის უკან მდებარე, შენობის ეზოს მხარეს, კ-–----–---–-- ქუჩის ტერიტორია. ჩანაწერზე დაფიქსირებული დროით 04:34:18 საათზე, რეალური დროით 04:44:18 საათზე კადრის ცენტრალურ ნაწილში ჩნდება ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმები და ასევე მუქი ფერის რამდენიმე დღის წვერი; მას ტანთ აცვია ღია ფერის გრძელ სახელოიანი ზედა და ასევე ღია ფერის შარვალი. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, მას ასევე აქვს ოდნავ მოშვებული წვერი, ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ორივე მათგანს ხელში უჭირავს მუქი ფერის ორ-ორი პარკი. ამ დროს დათვალიერებაში მონაწილე ლ-–- მ--------ამ აღნიშნა, რომ გრძელთმიანი პირი არის 1----–--–- დაბადებული გ------ ხ------ე, ხოლო მეორე პირი, რომელსაც თავზე კეპიანი ქუდი ახურავს, არის 1----–--–- დაბადებული ბ---- გ------. ასევე დათვალიერებაში მონაწილე ნ-----–---- კ-------ემ განმარტა, რომ კადრში დაფიქსირებული კეპიანი პიროვნება არის 1----–--–- დაბადებული ბ---- გ------. აღნიშნული პირები სწრაფი ნაბიჯით მიდიან კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამით დათვალიერება დასრულდა. ზემოხსენებული ჩანაწერებები დალუქული იქნა ერთ პაკეტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---- ლუქის N3------- ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2016 წლის 12 მაისს, 19:20 საათიდან 19:50 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გ----------–ის ბ----- ე-–----ს მიერ, გ----------–ის თ------ი ქ---------ის და მოწმის გ------ ხ------ის მონაწილეობით, ამ უკანასკნ--–-ს თანხმობით ჩატარდა ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო 2016 წლის 10 მაისის, ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გამზ. N---ში მდებარე შპს „-----------------“ და ქ. ქუთაისში, ჭ--------- გამზ. N---ში მდებარე შპს „პ-- აფთიაქის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც დალუქული იყო ერთ კონვერტში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 3------- ლუქის ბეჭდით, რომელზედაც იკითხებოდა ბ----- ე-–----ს, ლ-–- მ--------ას, ნ-----–---- კ-------ის, ბ----- ა---–-------ს და ს---–---ს კ----------–---–ის ხელმოწერები, ლუქი იყო დაურღვეველ მდგომარეობაში. ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებისას, დათვალიერებაში მონაწილე გ------ ხ------ემ განმარტა, რომ შპს „-----------------“ გარე სათვალთვალო კამერაზე დაფიქსირებული ორი პიროვნებიდან ერთერთი, კერძოდ, რომელსაც აცვია ღია ფერის ტანისამოსი და აქვს გრძელი თმები, არის თავად გ------ ხ------ე; ხოლო მეორე პირი, კერძოდ, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი არის თ-----, მაგრამ მისივე განმარტებით, მისთვის თ-----ს გვარი ცნობილი არ არის. შპს, ,,პ-- აფთიაქის“ კამერების დათვალიერებისას კადრში გამოსახული ორი პირი, რომლებიც შედიან გრძელი ნივთის გამოყენებით კადრის მარცხენა მხარეს მდებარე მაღაზიაში და შემდეგ რამდენიმე ხანში პარკებით ხელში გამორბიან მაღაზიიდან და მიიმალებიან კადრის მარჯვენა მხარეს, გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს არსებულ ჩიხში, არის თავად გ------ ხ------ე და თ----- და სწორედ ამ დროს გარბიან მაღაზიიდან ფარულად დაუფლებულ ნივთებთან ერთად. აღნიშული ჩანაწერის გარდა გ------ ხ------ეს დასათვალიერებლად ასევე წარედგინა 2016 წლის 11 მაისს ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გ------------ში მდებარე შპს „შ----------დან“ ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც დალუქული იყო ერთ კონვერტში ლუქის N 3------- ბეჭდით. მასზე იკითხებოდა ს---–--- კ----------–---–ის, ნ-----–---- კ-------ის, ბ----- ა---–-------ს და ლ-–- მ--------ას ხელმოწერები. ლუქი იყო დაურღვეველ მდგომარეობაში. ზემოხსენებული ვიდეოს დათვალიერებისას გ------ ხ------ემ განმარტა, რომ კადრში გამოსახული პირები, რომლებიც მოდიან კ-–----–---–-- ქუჩიდან და ხელში აქვთ პარკები, არიან გ------ ხ------ე და თ-----, კერძოდ მოგრძო თმიანში გ------ ხ------ემ ამოიცნო თავად მისი თავი, ხოლო მეორე პირში, რომელსაც კეპიანი ქუდი ახურავს - თ-----, ხოლო ის პარკები, რომლებიც მათ მოაქვთ, მისივე განმარტებით არის მაღაზიიდან ფარულად დაუფლებული ნივთები. ამით დათვალიერება დასრულდა. ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაილუქა ერთ კონვერტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ლუქის N 3------- ბეჭდით. ოქმის თანახმად, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერი-–-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის გ------ ხ------ის მიერ.

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენი-–--, რომ 2016 წლის 12 მაისს, 20:15 საათიდან 20:40 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გ----------–ის ბ----- ე-–----ს მიერ, გ----------–ის - თ------ი ქ---------ის და მოწმის ბ---- გ------ს მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით ჩატარდა ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერება, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ა--------ან“ და შპს „პ-- აფთიაქიდან“, ასევე 2016 წლის 11 მაისს შპს „შ----------დან“ ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც დალუქული იყო ერთ კონვერტში ქუთაისის საქალაქო ს-----------–---------–-–--------- განყოფილების N3------- ბეჭდით. მასზე იკითხებოდა ბ----- ე-–----ს, გ------ ხ------ის და თ------ ქ---------ის ხელმოწერები. ლუქი იყო დაურღვეველ მდგომარეობაში. დათვალიერებაში მონაწილე ბ---- გ------მ განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერებზე დაფიქსირებული ორი პიროვნებიდან, რომლებიც გვერდს უვლიან ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გამზ. N---ში მდებარე შპს „-----------------“ და მიდიან ქ. ქუთაისში, ი-–-- ჭ--------- გამზ. N---ში მდებარე მაღაზიის მიმართულებით, ერთერთი არის თავად, ბ---- გ------, კერძოდ ის, რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი; ხოლო მეორე, რომელსაც აქვს მოგრძო თმები, არის ს------, რომლის გვარიც მისთვის უცნობია. ბ---- გ------მ კამერის ჩანაწერების დათვალიერებისას ასევე დაადასტურა, რომ მან იმ ორ პიროვნებაში, რომლებიც შედიან მარკეტში და შემდგომ რამდენიმე ხანში, მაღაზიიდან გამოდიან პარკებით ხელში და მიიმალებიან გზის სავალი ნაწილის მხარეს მოპირდაპირე ჩიხში, არის თავად ბ---- გ------ და ს------. შპს ,,შ----------დან’’ ამოღებული კამერის ჩანაწერის დათვალიერებისას ბ---- გ------მ განმარტა, რომ კადრში გამოჩენილი ორი პიროვნებიდან ერთერთი, კერძოდ რომელსაც თავზე ახურავს კეპიანი ქუდი და ხელში უჭირავს პარკი, არის თავად ბ---- გ------, ხოლო მეორე პირი, რომელსაც აქვს მოგრძოს თმები, არის ს------. ასევე ბ---- გ------მ დაადასტურა, რომ ის პარკები, რომლებიც მათ მოაქვთ, არის ზემოთხსენებული მარკეტიდან ფარულად დაუფლებული ნივთები. ამით დათვალიერება დასრულდა. ვიდეო კამერების ჩანაწერები დათვალიერების შემდგომ დალუქულ იქნა ერთ კონვერტად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ლუქის N3------- ბეჭდით. ოქმის თანახმად, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ბ---- გ------ს მიერ.

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის ბ---- გ------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ბ---- გ------ს დაკავება მოხდა 2016 წლის 12 მაისს 03:15 საათზე ფ---–----------------–-–--- განყოფილების უბნის-ინსპექტორ გ----------–ის თ------ ბ-----ის მიერ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი მდებარე ინდ. მეწარმე ნ--- შ------–--ის სასურსათო მაღაზიის წინ აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას. დაკავების მომენტში ის უჩიოდა მარჯვენა მუხლის ტკივილს, მასვე ორივე მკლავზე აღენიშნებოდა შრამები, რომლებიც მისივე განმარტებით მიიყენა ციხეში ყოფნის დროს. მასვე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი 2016 წლის 12 მაისს 03:30 საათიდან 03:50 საათამდე პერიოდში, უბნის ინსპექტორ-გ----------–ის მ------ რ---–---–ის მონაწილეობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ტანთცმული შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ,--------’’ მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით N5-----------; შავი ფერის ტყავის საფულე, შიგ მოთავსებული მისივე პირადობის მოწმობით და წითელ ტარიანი სახრახნისი. აღნიშნული ნივთები დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში ფ---–----------------–-–--- განყოფილების ლუქის ბეჭდით N 3--------. ოქმის თანახმად, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე, რასაც გაეცნო ბ---- გ------, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ბ---- გ------ს მიერ. ბ---- გ------ გადაყვანილი იქნა ფ---–----------------–-–--- განყოფილებაში.

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის გ------- ხ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენი-–--, რომ გ------- ხ------ის დაკავება მოხდა 2016 წლის 12 მაისს 03:15 საათზე ფ---–----------------–-–--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გ----------–ის გ------- ს---------ის მიერ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი მდებარე ინდ. მეწარმე ნ--- შ------–--ის სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას. დაკავების მომენტში მას შუბლისა და მარცხენა ცხვირის და თვალბუდის არეში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაკაწრი დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით ვინაიდან იყო ნასვამი, არ ახსოვდა თუ სად მიიღო. მასვე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი 2016 წლის 12 მაისს 03:30 საათიდან 03:50 საათამდე პერიოდში, უბნის ინსპექტორ-გ----------–ის დ-------ი ქ-------------ის მონაწილებით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი პირადობის მოწმობა. ოქმის თანახმად, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე, რასაც გაეცნო გ------ ხ------ე, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერი-–-- მონაწილე პირების მიერ, მათ შორის გ------- ხ------ის მიერ. გ------- ხ------ე გადაყვანილი იქნა ფ---–----------------–-–--- განყოფილებაში.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - გ------- აბჟანდაძის, შ--–-- გ--------ის და გ----------–ის გ------- ა-----ის ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და თანადრთული ფოტოცხრილის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 12 მაისს, 05:00 საათიდან 05:55 საათამდე პერიოდში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი 1--–-----------ში, მათი და უბნის ინსპექტორ-გ----------–ის დ--- ქ-------------ის და ქონების მესაკუთრის ნ---- შ------–--ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი, სადაც მისასვლელი იყო თ---–------------–----–---- საავტომობილო გზის გავლით. უშუალოდ შემთხვევის ადგილს წარმოადგენდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------–ი პი-----–-----------–- მცხოვრები ნ--- შ------–--ის კუთვნილ მარკეტი, რომელიც იყო ერთსართულიანი კაპიტალურად ნაგები შენობა. მარკეტს ჰქონდა ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის კარი. კარებს გარეთა მხრიდან გაკეთებული ჰქონდა ლითონის ე.წ. ,,ჟალუზი’’. მარკეტს წინა მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ჰქონდა ორ-ორი ფანჯარა, რომელთა დიამეტრი იყო 206X114 სმ. აღნიშნული მარკეტის მარჯვენა წინა მხარეს დაზიანებული იყო ერთი ერთეული მინის ფანჯარა, რომლის მინა სანახევროდ ქვედა მხარეს იყო მთლიანად ჩამტვრეული. მინა იყო ორმაგი და დაზიანებული და მთლიანად დამტვრეული იყო ფანჯრის მინების შიგა და გარე მხარეები, რომლის ნამტვრევები მიმობნეული იყო მარკეტის მარჯვენა მხარეს ფანჯარასთან, რომელიც იყო ჩამტვრეული. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ინდ. მეწარმე ნ--- შ------–--ის კუთვნილი მარკეტის ფანჯრის მინების ნამსხვრევებიდან აღებული იქნა ოთხი ხელის კვალი, რომლებიც დაილუქა ექსპერტების მიერ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N--------- პოლიეთილენის პარკში N1 პაკეტად. აღნიშნული მარკეტის დაზიანებული ფანჯრის წინ გარეთა მხარეს ქუჩაში დაყრილი იყო ერთი ერთეული მოწითალო ფერის სააბავშვო სათამაშო გიტარა, რომელიც მოთავსებული იყო თავისივე ჩასადებ პოლიეთილენის ჩანთაში; ერთი ერთეული სხვადასხვა ფერის საბავშვო სათამაშო პლასტმასის ასაწყობი კუბიკები თავისივე პოლიეთილენის ჩანთაში და ტელევიზორის ე.წ. შავი ფერის პლასტმასის სეთთოფბოქსი, საფირმო ნიშნით T------, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა ექსპერტების მიერ N--------- პოლიეთილენის N2 პარკში. აღნიშნულ მარკეტში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, სხვადასხვა დასახელების სიგარეტები, ხილ-ბოსტნეული, პირადი მოხმარების საოჯახო ნივთები და სხვადასხვა სახის საბავშვო სათამაშოები. მარკეტის დათვალიერების დროს მარკეტიდან აღნიშნული ნივთების გარდა, მარკეტის მესაკუთრის ნ--- შ------–--ის განმარტებით სხვა რაიმე ნივთი ან საგანი მოპარული არ იყო და არც შესასვლელი კარები და არც სხვა ფანჯრები დაზიანებული არ იყო. მისი განმარტებით, გიტარა და ასაწყობი კუბიკები იყო მისი მარკეტიდან მოპარული სათამაშოები და იყო მისი კუთვნილება; ასევე აღნიშნული სეთთოფბოქსი თავისივე სადენებით იყო მისი კუთვნილება და მომძვრალი იყო მის კუთვნილ მარკეტში ჩამტვრეულ ფანჯარასთან არსებული ტელევიზორიდან. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა, რა დროსაც შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. ოქმის თანახმად, რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გაკეთებულა; ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.

საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 მაისის განაჩენები ბ---- გ------ს მიმართ; ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება ამნისტიის გამოყენების შესახებ ბ---- გ------ს მიმართ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენი ბ---- გ------ს მიმართ;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით გ------- ხ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 03 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულმა ბ---- გ------მ თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ გ------ ხ------ეს იცნობს 2014 წლიდან და არის მისი ნათლია. 2016 წლის 11 მაისს, საღამოს ის და გ------ ხ------ე იმყოფებოდნენ ქ.ქუთაისში, ს----------–-------–-–-----------------– რესტორანში და სვამდენენ ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით სამი-ოთხი საათის შემდეგ გამოვიდნენ აღნიშნული რესტორნიდან და ფეხით წამოვიდნენ ე.წ. ,----------------------ს მიმართულებით, რადგან მოკლე გზით მისულიყვნენ სახლში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ისინი აღმოჩნდნენ ნ--- შ------–--ის მაღაზიასთან. უკვე 12 მაისი იყო, გვიან ღამით. ვინაიდან ისინი ცოტათი ნასვამები იყვნენ, ხუმრობდნენ ქუჩაში, რა დროსაც მათ წინ იდგა ჰ-----------------------------’’ ფერის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჰაერში გაისროლეს, მოუწოდეს მათ ძირს დაწოლილიყვნენ და თან მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფები. ვინაიდან მათ არაფერი არ დაუშავებიათ, ისინი არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ჩატყდა მაღაზიის მინა, რადგან ბ---- გ------ს ფეხი მოუხვდა და მაღაზიიდან როგორც ახსოვს, რაღაც გადმოიყარა. აღნიშნულის შემდეგ, ისინი პოლიციის თანამშრომლებმა დააწვინეს გზაზე და ვინაიდან მას ასთმა აწუხებს, გვერდებში ავტომატის დარტყმების შედეგად შეეკრა სუნთქვა და გახდა ცუდად. ერთერთმა პოლიციის თანამშრომელმა, როგორც ახსოვს, მ------ რ---–---–-ა წამალი მიაწოდა მას. შემდეგ ისინი გადაიყვანეს ქ--------ს განყოფილებაში, სადაც შეადგინეს ოქმი და დაუწერეს, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა. მან გადაიკითხა ოქმი, სადაც ეწერა თუ რა ნივთები იყო და ისე მოაწერა ხელი, თან გ------ ხ------ესაც უთხრა, რომ წაეკითხა მასაც თავისი ოქმი, რომ რამე არ გაეკეთებინათ. ბრალდებულის განმარტებით, მან ოთხჯერ წაიკითხა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და მასში ეწერა მარტო ის ნივთები, რაც მისი იყო, კერძოდ საფულე, ტელეფონი და პირადობა, სხვა მეტი რაიმე არ ეწერა, არც არანაირი სახრახნისი ფიგურირებდა, რაც შემდეგ აღმოჩნდა ოქმში. განყოფილებიდან ისინი წაიყვანეს და შეამოწმეს სიმთვრალეზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ცოტა ნასვამობა, დილით კი წაიყვანეს ს-----------–ი დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც არ მიიღეს, რადგან ადგილები არ იყო და შემდეგ წაიყვანეს ბ--------ში. საღამოს მასთან შევიდა პირველი განყოფილების გამომძიებელი ი-–-- სირაძე, რომელიც ადრე იყო პოლიციის მესამე განყოფილებაში და მან შეუკერა საქმე 2010 წელს, როდესაც გაასამართლეს. აღნიშნულმა გამომძიებელმა მას უთხრა, რომ ქურდობები იყო მომხდარი, ის ჩანდა კამერის ჩანაწერში და სთხოვდა აღიარებას, რაზედაც ის არ დაეთანხმა. რაც შეეხება, ქ.ქუთაისში, ჭ--------- ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ქურდობის ფაქტს, მან აღნიშნულის შესახებაც ქ--------ს განყოფილებაში ყოფნის დროს გაიგო, სადაც მისულები იყვნენ პ---–-–------------ განყოფილებიდან, დაათვალიერებინეს რაღაც ვიდეოჩანაწერები და ჰკითხეს თუ იყო ჩანაწერში არსებული პიროვნება თვითონ, რაზედაც მან განუცხადა, რომ არ იყო და მაშინ უთხრეს, რომ მას ბრალად ედებოდა წინა დღეებში მომხდარი, ჭ--------- ქუჩაზე არსებული მაღაზიის ქურდობის ფაქტი, რა დროსაც წაღებული იყო რაღაც სიგარეტები. როგორც მას უთხრეს, უკვე წინა დღეს ამოცნობილი ჰყავდათ ის ვიდეოჩანაწერში, კერძოდ კამერაში ამოიცნო მიშა გიგაურმა; ბრალდებულის განმარტებით, ის კარგად იცნობს მიშა გიგაურს და ლ-–- მ--------ას, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა ციხეში; მან არაფერი არ იცის ასევე აღნიშნულ მაღაზიის ქურდობასთან დაკავშირებით და აბრალებენ. დრ. მოთავსების იზოლატორში შესული ივნენ პ---–-–------------ განყოფილებიდან, რომლებსაც მან განუმარტა, რომ ადვოკატის გარეშე იყენებდა დუმილის უფლებას, მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით იტყოდა, რაც იყო. გ----------–--მა მას უთხრეს, რომ თუ აღიარებდა, გირაოთი გაუშვებდნენ და ვინაიდან მას ჰქონდა ოჯახური პრობლემები, ამის გამო დათანხმდა, რომ ეღიარებინა მის მიერ არ ჩადენილი ქმედებები და გასულიყო გარეთ, იქაც დაათვალიერებინეს ვიდეო ჩანაწერი და თქვა, რომ ის იყო, თუმცა შემდეგ ის მაინც არ გამოუშვეს გარეთ, რის გამოც მან აღარ ცნო თავი დამნაშავედ(იხ. სხდომის ოქმი).

მსჯავრდებულმა გ------ ხ------ემ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ სრულად ცნო თავი დამნაშავედ დაზარალებულ მ----- ჭ--–---–ის და დაზარალებულ ნ--–- ა-–----ის ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში და ზემოაღნიშნულ ბრალდების ნაწილში სადავოდ არ გახადა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, ხოლო დაზარალებულ ც---–- ა---–--ის და დაზარალებულ ნ--- შ------–--ის ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 11 მაისს, ღამით ის და ბ---- გ------ იმყოფებოდნენ ქ.ქუთაისში, საპატრულო პოლიციის შენობის წინ მდებარე რესტორანში, საიდანაც ნასვამები გამოვიდნენ გვიან და წავიდნენ სახლისკენ, ე.წ ,,ს------------------- მიმართულებით’’. იქვე იყო მაღაზია და მივიდნენ, რადგან სიგარეტის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ მაღაზია დაკეტილი დახვდათ. ამ დროს იქვე მდგარი მანქანიდან გადავიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებთანაც მათ მოუხდათ ჩხუბი, მათ გაქცევა სცადეს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა გაისროლეს. ბრალდებულის განმარტებით, ჩხუბის დროს ჩატყდა მათი მხრიდან მინა და არა ქურდობის მცდელობის დროს, რა დროსაც გადმოიყარა ის ნივთები, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა სასამართლოში. ჩხუბის დროს ბ---- გ------ გახდა ცუდად და ერთერთმა პოლიციის თანამშრომელმა მისცა წამალი. იქ ასევე ფ---–----------------–-–--- თანამშრომელი შევიდა მაღაზიის მეპატრონესთან, გააღვიძეს და უთხრეს, რომ მაღაზიას უტეხავდნენ და შემდეგ გავიდა მაღაზიის წინ მცხოვრები ერთი ადამიანი; ისინი კი გადაიყვანეს გზაზე და დააწვინეს, დაურეკეს პოლიციის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც მივიდნენ ადგილზე და გააფორმეს ოქმი, რომ ისინი დაკავებული იყვნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე და წაიყვანეს ფ---–----------------–-–--- განყოფილებაში. ფ---–----------------–-–--- განყოფილებაში მივიდა პოლიციის მ--------------–---- რამდენიმე თანამშრომელი და მიიტანეს რამდენიმე საქმე, რომელთაგან ერთ-ერთი დაუტოვეს და წაუყენეს ბრალად. მათ აჩვენეს ერთი ვიდეო კამერის ჩანაწერები და მათაც განუცხადეს, რომ თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ. შემდგეგ ისინი წაიყვანეს სამტრედიის დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც არ მიიღეს ადგილების არქონის გამო და იქედან წაიყვანეს ბ--------ის დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც შემდეგ შევიდნენ გ----------–--ი და მას უთხრეს, რომ ისეთი წარსული ჰქონდა, ერთი და იგივე ხასიათის ქურდობები იყო და თუ ყველას აღიარებდა, გირაოთი გაუშვებდნენ გარეთ, ორივეს დაჭერას აზრი არ ჰქონდა და ერთერთი მაინც გავიდოდა გარეთ, თუ ვიღაც ნებისმიერ პიროვნებას დაასახელებდა. აღნიშნულის გამო, მანაც დაასახელა ვიღაც პიროვნების სახელი ჭ--------- გამზ. მდებარე მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით; აღიარა დანაშაული იმ პირობით, რომ ბ---- გ------ უნდა გაეშვათ, ხოლო მას პირობითი ჰქონდა, ასევე ორი საქმე მინდინარეობდა მის მიმართ სასამართლოში და მანაც აღიარა ის, რაც არ იყო მისი გაკეთებული; შემდეგ უნდა გაკეთებულიყო საპროცესო, მაგრამ არ მოხდა. ბრალდებულის განმარტებით, ფარცხანაყანების განყოფილებაშიც და ბ--------შიც მას აჩვენეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ორი პიროვნება მიდის ცელოფნებით ხელში, ხოლო დანარჩენი ვიდეოჩანაწერები, არცერთი არ უნახავს. მისივე განმარტებით, მან როდესაც ვიდეოჩანაწერის დათვალიერების დროს დაასახელა სხვა პიროვნება და დაადასტურა, რომ მეორე პიროვნება თვითონ იყო, იმ მომენტისათვის მან არ იცოდა ბ---- გ------ აღიარებდა თუ არა.

 

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულების მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულების განმარტებას, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენია სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულებსა და მათ ადვოკატებს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინათ მათი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. ისინი შემოიფარგლენ მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებები შევსებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულებებითაც, რომლებიც ასევე ადასტურებენ მომხდარ ფაქტს. მოწმე პოლიცილეთა ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები საკმარისად სანდო და სარწმუნოა ფაქტების დასადგენად.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას პროცესუალური დოკუმენტების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არასანდოობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონის ისეთი დარღვევა არ გამოვლენილა, რომ მასზე დაყრდნობით ფაქტის დადასტურება ან უარყოფა არაგონივრული და მიზანშეუწონელი იყოს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ბ---- გ------ს და გ------ ხ------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ---- გ------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---- ა------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მსჯავრდებულ გ------ ხ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის და 09 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

- ბ---- გ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ც---–- ა---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

- ბ---- გ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--- შ------–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბ---- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

ბ---- გ------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 12 მაისიდან.

ბ---- გ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჭ--–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(დაზარალებულ ნ--–- ა-–----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ც---–- ა---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

- გ------- ხ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(დაზარალებულ ნ--- შ------–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ხ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გ------- ხ------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ------- ხ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.

გ------- ხ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.

გ------- ხ------ის მიმართ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

გ------- ხ------ის მიმართ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

გ------- ხ------ის მიმართ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული შპს ,,---------------ს“, შპს ,,პ-- აფთიაქის“ და შპს ,,შ----------ს“ ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერი DVD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკებზე; ხელის შვიდი კვალი; ასევე, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ამოღებული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე; ასევე, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, თორმეტი ცალი დაქტილოფირი - დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული პლასტმასის ასაწყობი კუბიკები, სათამაშო გიტარა და სეთბოქსი - დაუბრუნდეს დაზარალებულს ნ--- შ------–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ბოქლომი - დაუბრუნდეს დაზარალებულ ც---–- ა---–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ბ---- გ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს ბ---- გ------ს ან, მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის მილი და ბ---- გ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სახრახნისი - განადგურდეს.

- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული გ------ ხ------ის პალტო - დაუბრუნდეს გ------- ხ------ეს ან, მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე