განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100118002745769
საქმე №1ბ/679-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
20 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ქ------- ს-----ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: რ----- ა--------ი, (პირადი №1----------) დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, ს------–------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წელი.
ადვოკატი: ფ-------- კ------–---–ი
მსჯავრდებული: ე-–---- მ--------ი, (პირადი №1----------) დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, ს------–------------–-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წელი.
ადვოკატი: ზ---- ნ-------
თარჯიმანი ზარიფა გაჯიევა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ----- ა--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ-------- კ------–---–მა და მსჯავრდებულ ე-–---- მ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- ნ-------მ და ითხოვეს მსჯავრდებულთა ქმედების საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
რ----- ა--------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში რ----- ა--------მა ე-–---- მ--------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ნაწილი 280,39 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით 97,04 გრამი, ლურჯი და თეთრი ფერის პოლიეთინის პარკებში დაფასოებული და მუქი ფერის სპორტულ, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის რეზინის ძირებში მოთავსებული სახით პირადად რ----- ა--------მა გადმოზიდა ქ.რუსთავის მიმართულებით, რაც 2018 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 23:25 საათზე სოფელ კრწანისში, თბილისი - წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მე-16 კმ-ზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ე-–---- მ--------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში ე-–---- მამდოვმა რ----- ა--------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ნაწილი 237,17 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით 82,08 გრამი, ლურჯი და თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული და ხაკისფერ, სპორტულ, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის რეზინის ძირებში მოთავსებული სახით, პირადად ე-–---- მ--------მა გადმოზიდა ქ.რუსთავის მიმართულებით, რაც 2018 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 23:35 საათზე სოფელ კრწანისში, თბილისი - წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მე-16 კმ-ზე, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ----- ა--------ის და ე-–---- მ--------ის მიერ მათზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: მ--–---- პ------–---–ის, გ--–- ო–----–---–ის, ნ-----–---- გ------ის, ტ------- ა-–---ის, ს----- ღ---–---ის, ე--------- ა----------ის, ლ------ ნ-------ის გამოკითხვის ოქმებს, რ----- ა--------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ე-–---- მ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, სასამართლოს განჩინებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეული იქნა პრეიუდიციად და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების რ----- ა--------ის და ე-–---- მ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულებმა არ იცოდნენ, რომ მათ მიერ შენახული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენდა „ჰეროინს“ და შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, სახეზეა შეცდომა.
პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და არც თვითონ მსჯავრდებულები უარყოფენ, რომ რ----- ა--------მა და ე-–---- მ--------მა იცოდნენ, რომ ფეხსაცმლის ძირში მალავდნენ კანონით აკრძალულ ნარკოტიკულ საშულებას, ხოლო ის ფაქტი, რომ მათ არ იცოდნენ კონკრეტულად რომელი სახეობის ნარკოტიკული ნივთიერება იდო ფეხსაცმლის ძირებში, აღნიშნული ვერ ჩაითვლება შეცდომად.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–---- მ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული: პოლიეთილენის და ქაღალდის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში საერთო წონით 323,86 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით - 237,17 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 82,08 გრამი; რ----- ა--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული: პოლიეთილენის და ქაღალდის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში საერთო წონით 376,03 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შედეგად საერთო წონით - 280,39 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 97,04 გრამი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულებმა საპროცესო შეთანხმების დადების გამო აღიარეს ბრალი და მტკიცებულებები გახადეს უდაოდ, რაც გახდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან, განაჩენი არ ემყარება მხოლოდ მსჯავრდებულთა აღიარებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იქნა დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- ა--------მა და ე-–---- მ--------მა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გადაზიდვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----- ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებაა ის, რომ ფაქტიურად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას;
რ----- ა--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ე-–---- მ--------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ფაქტიურად აღიარა ჩადენილ დანაშაული და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას;
ე-–---- მ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ----- ა--------სა და ე-–---- მ--------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი რ----- ა--------ის და ე-–---- მ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ავტომანქანა ვაზ 2109, სახ. ნომრით N A-------- უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, ხოლო დანარჩენი ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–---- მ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ---- ნ-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ რ----- ა--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- კ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი რ----- ა--------ის და ე-–---- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ----- ა--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
რ----- ა--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს.
რ----- ა--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან.
ე-–---- მ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
ე-–---- მ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს.
ე-–---- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან.
ე-–---- მ--------ის და რ----- ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ავტომანქანა ვაზ 2109, სახ. ნომრით N A-------- დაუბრუნდეს მის მფლობელს, ხოლო დანარჩენი ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/