განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-357-2019 წელი
№820100119002907355
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო---- წ---–-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ო---- წ---–-----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–---------–---–--------------ში, მსჯავრდებულია ხელვა-ჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარ-დებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვ-ლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ო---- წ---–-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამ-ცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
– ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფი-ზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ო---- წ---–-----ე 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 11 თებერვლამდე ჩათვლით პე-რიოდში, ხ--–----------------–----–----------------–----–-------ში მდებარე საცხოვრე-ბელ სახლში ყოფნისას, ქონებრივ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არა-სრულწლოვანი ოჯახის წევრის გ------- წ---–-----ის თანდასწრებით, სისტემატიურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - მ-----–- შ----ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტან-ჯვა.
2019 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 18:00 სათზე, ხ--–----------------–----–----------------–----–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ო---- წ---–-----ემ, ქო-ნებრივ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გ------- წ---–-----ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ, მეუღლეს - მ-----–- შ----ეს, ფეხის ზურგის არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მ-----–- შავა-ძის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 17:00 სათზე, ხ--–----------------–----–----------------–----–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ო---- წ---–-----ემ ქო-ნებრივ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გ------- წ---–-----ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს მ-----–- შ----ეს, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებითა და თმების მოქაჩვით, მიაყენა ფი-ზიკური შეურაცხყოფა, რამაც მ-----–- შ----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ო---- წ---–-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ო---- წ---–-----ისათვის სასჯელის დანიშვ-ნისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის გარემოება, რომ მისი მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, იგი დი-დი ხნის განმავლობაში თავის მეუღლის მიმართ საკუთრებასთან დაკავშირებით ახორ-ციელებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. დაზარალებულის განმარტებით მსჯავრდებულს ხშირად უჭირს საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი, რის შემ-დეგაც ხდება აგრესიული და ძალადობს საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. როგორც დაზარალებულმა, ასევე სხვა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა ო---- წ---–-----ის მხრიდან და მსგავს ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. ო---- წ---–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის ადეკვატური და პროპორციული მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების და ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ო---- წ---–-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ო---- წ---–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა ო---- წუ-ლუკიძისათვის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი ის გარემოებები, რომ მისი მხრი-დან სისტემატურად ჰქონდა ადგილი დაზარალებულის მიმართ სიტყვიერ შეურაცხ-ყოფას, რასაც ესწრებოდა არასრულწლოვანი ბავშვი, რაც უარყოფითად აისახება არა-სრულწლოვანის ფსიქიკაზე, ასევე ის გარემოება, რომ ო---- წ---–-----ემ აღიარა და მოი-ნანია ჩადენილი დანაშაული, იგი არაა წარსულში ნასამართლევი ან ადმინისტრაციულ სახდელდადებული, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და არიან შერიგებულები. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ო---- წულუ-კიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩ-ნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი ო---- წ---–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ო---- წ---–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ო---- წ---–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) და სასჯელის სა-ხედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის 11 თებერვლამდე ეპიზოდი) გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლე-ბის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდე-ლი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 09 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პი-რობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პი-რობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ო---- წ---–-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ო---- წ---–-----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით.
გაუქმდეს ო---- წ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი, სრულად დაუბ-რუნდეს მის შემტანს რ---–---- გ-----ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ო---- წ---–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამო-საცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili