განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-477-2018 წ.
(080100118002348702)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - გ--- დ--------–--ის,მსჯავრდებულის - ი----- თ----------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- ნ-------ის ძე თ----------ის მიმართ, პირადი № 5----------, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი სოფელი რ------
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- თ----------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოევით 04:15 საათზე, ქ. ქუთაისში, დ-----------–-----–---------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- თ----------ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დააზიანა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი, საიდანაც შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას.
ი----- თ----------ეს ქმედების განხორციელებისას (წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას) დააკავეს პოლიციის თანამშრლომლებმა. დაზარალებულ შპს ,,დ----------------------------- მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით ი----- თ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი ) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი----- თ----------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 5 (ხუთი ) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან -2 (ორი ) წლით თავისუფლების აღკვეთა და ი----- თ----------ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი ) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი----- თ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ი----- თ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი------ თ----------ემ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენის ხელახლა განხილვას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტ - მსჯავრდებულ ი----- თ----------ეს, რომელმაც დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოთხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- დ--------–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ი----- თ----------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- თ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულის წარმომადგენელის დ----- პ-----ის ჩვენების თანახმად, არის შპს ,,დ----------------------------“ კოორდინატორი. მისი სამუშაო სფეროა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მათი ტექნიკურ-პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების საკითხები. შემთხვევის დღეს დაახლოებით ღამის 03:00-04:00 საათი იქნებოდა, ფაქტის შესახებ მონიტორინგის სამსახურმა შეატყობინა, რომელიც რეაგირებას ახდენს აპარატების უსაფრთხოების საკითხებზე. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მისვლისას ტერმინალი უკვე გატეხილი დახვდა. იქვე ტერმინალთან იყო ურო, ხელთათმანი და ძალაყინი, ასვე ,,კასეტა’’, რაშიც მოთავსებულია ფულადი თანხა, ,,კასეტა’’ გახსნილ მდგომარეობაში ეგდო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციელებმა ყველაფერი დაასურათეს და მას თხოვეს აპარატის დემონტაჟი და მისი გადატანა პოლიციის განყოფილებაში. როგორც გაირკვა დაზიანებული იყო ტერმინალის კორპუსი, ბოქლომი, შიდა ნაწილები, ხურდა ფულის მიმღები, ქაღალდის ფულის კასეტა და სიგნალიზაციის მოწყობილობა. თანხას რაც შეეხება, იმ დღეს ტერმინალში იყო 2357 ლარი, ნაწილი თანხის არ იყო ადგილზე და აკლდა 1022 ლარი. საერთო ჯამში კომპანიის ზიანი შეადგენს 3237 ლარი.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ა-–---------- ა----–--ის ჩვენების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 03:40 საათზე ის და გ------- ხ----–--ე ფეხით აწარმოებდნენ შემოვლას ქ. ქუთაისში, ა----–-----–-------------- და მიემართებოდნენ პ------–------------–---- მიმართულებით, რა დროსაც გაიგონეს ჩასარიცხი აპარატის სიგნალიზაციის ხმა. ისინი მაშინვე გაემართნენ აღნიშნული მიმართულებით და დაინახეს საქართველოს ბანკის ტერმინალი, რომელსაც ორი პირი უროს მეშვეობით ტეხდა. ერთ-ერთმა, რომელსაც ე.წ. ,,კაპიშონი“ ეხურა და რომლის ამოცნობაც ვერ შეძლო დაიძახა მოდიანო და მიიმალა. ხოლო, მეორე იყო ი----- თ----------ე, რომელსაც ისინი იცნობდნენ, ვინაიდან ადრე ანალოგიურ დანაშაულზეა ნასამართლევი. ი----- თ--------ემ ვერ მოასწრო მიმალვა და იქვე ბინის კუთხეში დააკავეს, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმზე. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, პლასტიკური ბარათები, დაბადების მოწმობა, ხელთათმანი, 305 ლარი.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელის გ--- ხ----–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, თანამშრომელთან ა-–---------- ა----–--ესთან ერთად ქვეითად მოძრაობდა ა----–-----–--------------, რა დროსაც შემოესმათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ,,სირენის’’ ხმა, რომლის გარჩევა მათი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე არ გაჭირვებიათ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნა, რომ იმყოფებოდა ორი პიროვნება, რომლებიც უროს მეშვეობით ტეხდნენ სწრაფი ჩრიცხვის აპარატის ყულაბას. ერთ იყო დაახლოებით 1.70 სიმაღლის პიროვნება, ხოლო მეორე იყო ი----- თ----------ე. ვინაიდან იმ ტერიტორიაზე არის კარგი გარე განათება და ი----- თ----------ე წარსულშიც არის ნასამართლევი, ამოიცნო. მეორე პირი, რომელსაც ე.წ ,,კაპიშონი“ ეხურა თავზე და გამომძიებლებისთვისაც უცნობი იყო, მათი შემჩნევისას გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ბინების უკან ტერიტორიის მიმართულებით. ამ დროს, ი----- თ----------ემ ამოიღო თანხა სწრაფი ჩარიცხვის ყულაბიდან და სცადა გაქცევა, თუმცა ისინი დაედევნენ და ი----- თ----------ეს ბინის კუთხეში დაკავეს. რის შემდეგაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა, მისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ID ბარათი და სხვა პლასტიკური ბარათები, მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით. ი----- თ----------ეს მარცხენა ხელზე ასევე ეკეთა ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც მათ მიერ იქნა ამოღებული. მოწმის განმარტებით ყულაბაში დარჩენილი თანხა, ქარმა გაფანტა. ბრალდებულს მათ მიერ განემარტა უფლებები, დაილუქა ნივთები, შეადგინეს ოქმი, რომლის ხელმოწერაზე ი----- თ----------ემ უარი განაცხადა.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ლ---- შ--–--------ის ჩვენების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–-----------–---–- 2018 წლის 9 თებერვალს გამოძიება დაიწყო სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალიდან (რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ა----–-----–-------–- და ეკუთვნოდა შპს ,,დ----------------------------“ )ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე. მოწმის განმარტებით მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დათვალიერებას ასევე ესწრებოდა შპს ,,დ----------------------------“ წარმომადგენელი დ----- ფ-----ე, ექსპერტები - მ------ ხ--–--ე და დ----- ხ---------ია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და აპარატის შიდა ნაწილები დაზიანებული იყო. ჩარიცხვის აპარატთან, ბეტონის საფარზე ეგდო მონაცრისფრო-შავ ფერში გაწყობილი ერთი ცალი ხელთათმანი. შემთხვევის ადგილზე ასევე იყო, მოკლეტარიანი რკინის ურო და ძალაყინი, აპარატთან ღია მდგომარეობაში ეგდო ფულის მოსათავსებელი ყულაბა. აპარატსა და ბინის კორპუსს შორის იყო მუყაოს ყუთების გროვა, ერთი დარჩენილი ოც ლარიანით. ასევე აპარატთან იყო ხურდა ფულის მოსათავსებელი ცარიელი რკინის ყულაბა. აღნიშნულის შემდეგ ამოღებული ნივთები დალუქეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გადატანილ იქნა პოლიციის პ------–-----------–---–-. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი----- თ----------ეს მან წარუდგინა ბრალი, რაზეც ბრალდებულმა ხელი არ მოაწერა, დაკითხა მოწმეები, მანვე გაუცვალა მტკიცებულებები ბრალდებულს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ------ ხ--–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმ--------------------------------–---------------------–---------------------–----- 18 წელია. 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა აღმაშენებლის გამზირზე ექსპერტ ო----- ხ---------იასთან ერთად. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი ლ---- შ--–--------ე და კომპანიის წარმომადგენელი. ექსპერტებმა სპეციალური ფხვნილით დაამუშავეს ჩასარიცხი აპარატი, რაზეც ვარგისი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. იქვე, ახლოს ასფალტის ზედაპირზე იყო ხელთათმანი, პატარა ურო, ძალაყინი და მიმობნეული ფულის კუპიურები, რაც დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შედგა ოქმი გამომძიებელ ლ---- შ--–--------ის მიერ. ექსპერტის მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი, რის შემდეგ ნივთები დაილუქა.
საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 9 თებერვალს ხელის რადიოსადგურის საშუალებით 03:50 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--- ხ----–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ დ-------–-----–--------ის წინამდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ყავდა ი----- თ----------ე და ითხოვდა დახმარებას.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ ქუთაისში, დ-------–----–---------------ის მიმდენარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 9 თებერვალს 03:48 საათზე დაკავებული იქნა ი----- თ----------ე, მისი დაკავება მოხდა, როდესაც ცდილობდა მიმალვას. პირადი ჩხრეკის შედეგად ი----- თ----------ის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ი----- თ----------ის სახელზე გაცემული ID ბარათი, დაბადების მოწმობა, პსპ. ბარათი, ფ----------- პლასტიკური ბარათი, ი----- თ----------ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით, მარცხენა ხელზე ეკეთა ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც ასევე ამოღებული იქნა. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ოქმზე გაკეთეულია შენიშვნა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ ი----- თ----------ეს გაექცნო ოქმი, თუმცა მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, დ. ა----–-----–---------------ში მიმდებარე ტერიტორიაზე. სადაც განთავსებულია შპს ,,დ----------------------------’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. აპარატის ფულადი თანხის საცავის კარი დაზიანებული და გაღებულია. აპარატთან ბეტონის საფარზე განთავსებულია ერთი ცალი ნაქსოვი მოშავო-მონაცრისფრო ფერებში გაწყობილი ხელთათმანი. სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ბეტონზე დაგდებულია ურო, რომელსაც აქვს პატარა რკინის ტარი და რკინის ძალაყინი. აპარატთან ასევე დაგდებულია ქაღალდის ფულის კუპიურების მოსათავსებელი ყულაბა (კ----), რომელიც დაზიანებულია, მასში მოთავსებულია ფულადი თანხა 1010 ლარი. აპარატის სიახლოვეს მუყაოს კოლოფებთანაა 20 ლარიანი კუპიურა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის შიდა მხარეს არსებული ელექტრო მოწყობილობები და სხვადასხა დეტალები დაზიანებულია. აპარატის სიახლოვეს ბეტონის საფარზე მოთავსებულია რკინის ხურდა ფულის ყულაბა, რომელიც ცარიელია. ყულაბა მოთავსდა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალში. ტერმინალი და ამოღებული ნივთები მოთავსდა ინდივიდულური ნომრის მქონე პოლიეთილენის პაკეტებში და დაილუქა. შემთხვევის ადგილი დამუშავებული და დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ. ოქმი დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.
საქმეში წარმოდგენილი ,,დ----------------------------- 2018 წლის 9 თებერვლის ამონაწერით ტერმინალ N1-----ში თანხა შეადგენდა 2357,00 ლარს. თანხა წაღებულია 1022,00 ლარი, ასევე დაზიანებულია სწრაფი გადახდის აპარატი, კომპანიის ზარალი ჯამში შეადგენს 3237,00 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი----- თ----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა, წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილია პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხოცი) საათის ოდენობით მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- თ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბაისად შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხოცი) საათის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის ლ---- შ----ის წარდგინება. ი----- თ----------ეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად შეეფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი ) ლარის ოდენობით.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი----- თ----------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი----- თ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი----- თ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი ) წლის ვადით .
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი----- თ----------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 5 (ხუთი ) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან -2 (ორი ) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო განაჩენთა ერთობლიობით ი----- თ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი ) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი----- თ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ი----- თ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან .
საქმეზე არსებული ნივთიერი ტკიცებულებები :
ი----- თ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის საფულე, ID ბარათი, პ-----------, დაბადების მოწმობა, ფ----------- ბარათი და ხელთათმანი - დაუბრუნდეს ი----- თ----------ის ნდობით აღჭურვილ პირს.
ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს (შ----------------------------------.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელთათმანი, ურო, ძალაყინი - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
,,კ----’’ ფულად თანხასთან ერთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს (შ----------------------------------.
CD-R დისკი - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვს ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე