განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
050100118002339532
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002339532

საქმე №1/ბ-498-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - პ------ ს--–------ის,მსჯავრდებულის - გ------- გ---------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ბ-------ს ძე გ---------ის მიმართ, პირადი №0----------, დაბადებული 199- წლის 20 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ბაღდათი სოფელი ქ-----------ი,აღწერილობითი ნაწი-–-:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- გ---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენი-–- სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენი-–- არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. რაც გამოიხატა შემდეგში:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------- გ---------ემ, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. კერძოდ, 2016 წლის 12 აგვისტოს, გამთენიისას 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ქობულეთში თ---–--–---–-ს ქ.№41-ში მცხოვრებ ი-–-- დ-----სთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია ოზურგეთის რაიონის სოფელ ლ-------ში მდებარე ნ----------–ა ს--–------ის სააგარაკო სახლის ეზოში და ეზოდან და სახლის ღია აივნიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ----------–ა ს--–------ის კუთვნილ 27 კილოგრამ თხილს, რითაც 135 ლარის ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------- გ---------ემ, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. კერძოდ, 2016 წლის 12 აგვისტოს, გამთენიისას 23:00 საათზე, ქ. ქობულეთში თ---–--–---–-ს ქ.№41-ში მცხოვრებ ი-–-- დ-----სთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია ოზურგეთის რაიონის სოფელ ლ-------ში მდებარე ნ----------–ა ს--–------ის სააგარაკო სახლის ეზოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ----------–ა ს--–------ის კუთვნილ 23 კილოგრამ თხილს, რითაც 115 ლარის ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით გ------- გ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2016 წლის 12 აგვისტოს 04:00-05:00 სთ. ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2016 წლის 12 აგვისტოს 23:00 სთ. ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ---------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მ-----ის განაჩენით გ------- გ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და გ------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწი-–-ს თანახმად, გაუქმდა გ------- გ---------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწი-–-ს თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწი-–- - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- გ---------ეს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მ-----ის განაჩენით ნაწილობრივ მოხდი-–- სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 20 ივნისიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- გ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ----–---მ, რომლებიც წარმოდგენი-–- სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმებას და გ------- გ---------ის მიმართ გამამართელებელი განაჩენის გამოტანას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. საქმეში არის მხოლოდ ი-–-- დ-----ს ჩვენება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მას ი-–--მ თხოვა გაყოლოდა ნათესავის საკარმიდამო ეზოში თხი-–-ს მოსაკრეფად.

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ------ ს--–------ემ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გ------- გ---------ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტ - მსჯავრდებულ გ------- გ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------ ს--–------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გ------- გ---------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწი-–-:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული ი-–-- დ-----ს ჩვენების თანახმად, ქუთაისში იყო ფეხბურთის საყურებლად. რის შემდეგადაც გადაწყვიტა ქუთაისში დარჩენა ახლობლებთან. რადგან ნათესავები არ იყო სახლში გადაწყვიტა შესულიყო ტოტალიზატორში, სადაც გაიცნო გ------- გ---------ე. მეორე დღეს ისევ დაბრუნდა ტოტალიზატორში და უფრო ახლო კონტაქტში შევიდა გ---------ესთან, რომელმაც შესთავაზა მასთან, სოფლელში ბაღდათში წასვლა. გაყვა გ---------ეს ბაღდათში, სადაც გ-------მ თავის მშობლებს გამოართვა ფული და წავიდნენ ქობულეთში ი-–-- დ-----ს ბიძის სახლში, სადაც დაურეკა ნ----------–ა ს--–------ემ, (ი-–-- დ-----მ მიუთითა, აქვს ისეთი ტელეფონი რომ თუ დიქტაფონი არ ჩართო ისე არ ესმის ხმა) რომელმაც სთხოვა კვლავ დახმარებოდა თხილის დაკრეფაში. გ------- გ---------ემ შესთავაზა წასულიყვნენ და მოეპარათ თხი-–-. ი. დ-----მ განმ-----ა, რომ გ. გ---------ემ იცოდა, რომ მიდიოდნენ ახლობლის ოჯახში, იცოდა, რომ აღნიშნული თხილი არ იყო მისი საკუთრება.

 

გ------- გ---------ის მიმართ შერაცხული მსჯავრი დადასტურებულია შემდეგი ურთიერთშეთანხმებული უდად ცნობილ მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ნ----------–ა ს--–------ის ჩვენებით, მოწმეების ი-----–------------------------–---–----------–---------–---–----------------------------------–----–---------------–--–----------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგი-–-ს დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრი-–-თ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ფოტოილუსტრაცით, ამოღებული ნივთმტკიცებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის და 2018 წლის 19 მ-----ის განაჩენებით და საქმეში არსებული მამხილებელი მასალების ერთობლიობით.

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმ-----ებას და სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მასზე, რომ მოწმის ი-–-- დ-----ს ჩვენების გარდა საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენი-–- მტკიცებულებები (გარდა გ------- გ---------ის გამოძიების დროს 2016 წლის 24 აგვისტოს ჩვენების და ი-–-- დ-----ს ჩვენებების) დაცვის მხარეს პირველი ინსტანციით საქმის სასამართლო განხილვისას სადავოდ არ გაუხდია და მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

სსსკ-ის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართალწარმოებისას ადგი-–- არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა ისეთ არსებით დარღვევებს, რაც გამოიწვევდა განაჩენის გაუქმებას ან ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- გ---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრები მიზნით, ჩადენი-–- სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენი-–- არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------- გ---------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გ------- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2016 წლის 12 აგვისტოს 04:00-05:00 სთ. ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2016 წლის 12 აგვისტოს 23:00 სთ. ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ---------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მ-----ის განაჩენით გ------- გ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და გ------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწი-–-ს თანახმად, გაუქმდეს გ------- გ---------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწი-–-ს თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მ-----ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწი-–- - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- გ---------ეს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მ-----ის განაჩენით ნაწილობრივ მოხდი-–- სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 20 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყვეტი-–-- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის №1-300-16 განაჩენით (ი-–-- დ------ის მიმართ).

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე