განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
080210019002675157
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002675157

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-396-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - ა------–- ფ--–---–---

წარმომადგენელი - ნ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- ს-----ე

წარმომადგენელი - დ-------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა------–- ფ--–---–---ს (წარმომადგენელი თ----------ი ფ--–---–---) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. ა------–- ფ--–---–---ს (პ/ნ 0----------) (წარმომადგენელი თ----------ი ფ--–---–---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 14/05/2018 წ. №3 საგადახდო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი (გადამხდელი - თ----------ი ფ--–---–--- პ/ნ 0----------, გადამხდელის ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“, ანგარიშის სახაზინო კოდი - 300183150, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22). საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ა------–- ფ--–---–--- არის არასრულწლოვანი, მოსარჩელის შვილი. მისი დედა - ი------–- პ----- გარდაიცვალა 2013 წლის 20 აგვისტოს, ხოლო ბებია - ზ----------------–----, რომელიც ცხოვრობდა ქ,ქუთაისში, თ---–---- ქ. №--ში გარდაიცვალა 2014 წლის 18 მაისს. ბებიისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ა------–- ფ--–---–---ს მემკვიდრეობით დარჩა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, თ---–---- ქ. №-/თ----------ის ქ. №-, ს/კ 0------------------, ფართი 138.08 კვ.მ, რომელშიც მოსარჩელე მოიაზრებს როგორც საცხოვრებელი ფართს, ასევე სარდაფის ტიპის ფართს, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი გააჩნია სახლის ძირითადი კარის გვერდით. 2.2. ა------–- ფ--–---–---ს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გადაეცა უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, თ---–---- ქ. №-/თ----------ის ქ. №-, ს/კ 0------------------, ფართი 138.08 კვ.მ, რომლის რეგისტრაციაც 2014 წლის 10 დეკემბერს განხორციელდა საჯარო რეესტრის ერთიან ბაზაში. 2.3. მოპასუხე ლ---- ს-----ემ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა------–- ფ--–---–---ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილის, კერძოდ, სარდაფის პრივატიზაციის აქტის ბათილად ცნობა, რაც არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ. 2.4. საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------–- ფ--–---–---ს წარმომადგენელმა ვერ შეძლო სადავო ნივთის მოპასუხის მფლობელობასა და სარგებლობაში ყოფნის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სასამართლომ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებული იყო შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებოდათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევდა. 2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთი მდებარე, ქ.ქუთაისი, თ---–---- ქ. №-/თ----------ის ქ. №-, ს/კ 0------------------, ფართი 138.08 კვ.მ. ეკუთვნოდა ა------–- ფ--–---–---ს, თუმცა ლ---- ს-----ის მიერ მისი, მათ შორის სარდაფის, ფლობის ფაქტი არ დადასტურდა. მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის დადასტურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა------–- ფ--–---–---მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ ა------–- ფ--–---–---მ მემკვიდრეობით მიიღო ქუთაისში თ---–---- ქ. #- თ----------ის ქ. #- ს/კ0------------------, ფართი 138.08 კვ,მ რომელშიც მოიაზრება საცხოვრებელი და სარდაფის ტიპის ფართიც, რომელიც სადაოდ იყო გამხდარი. ა------–-ს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა სურვილი მოპასუხე ლ---- ს-----ეს სადაო ფართის დაუფლების და დაუწყეს სასამართლო დავა, თუმცა, ფაქტობრივად, სულ აპელანტის ოჯახი ფლობდა მას. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების მოთხოვნა და ფართი დარჩა კვლავ ა------–- ფ--–---–---ს საკუთრებაში. ამჟამად საჯარო რეესტრის ამონაწერით აპელანტის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო ფაქტობრივად გატეხილი აქვს ლ---- ს-----ეს, კარებზე ბოქლომი აქვს დადებული და უკანონოდ ფლობს თავად. 3.2. ლ---- ს-----ის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ადვოკატი, ხოლო არასრულწლოვან ა------–- ფ--–---–---ს წამოადგენდა არაიურისტი, პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი მამა. მაშინ როცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეეძლო სასამართლოს უზრუნველყო ადვოკატის მონაწილეობა საქმეში და ამით დაცული იქნებოდა მხარეთა თანასწორობა, მოსამართლეს რომ გასჩენოდა სურვილი საქმის ობიექტური შესწავლის, გამოკვლევისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა, მინიმუმ ადგილზე დაათვალიერებდა და თავად დაინახავდა, რომ ნამდვილად ა------–- ფ--–---–---ს ფართში შეჭრილია ლ---- ს-----ე, რომელსაც აქვს ეზოდან დამოუკიდებელი კარები, რაზეც ამჟამად ადევს ლ---- ს-----ის მიერ დადებული ბოქლომი. ასევე მოსამართლე რომ დაინტერესებულიყო შიდა ანახაზებზე დასვამდა შეკითხვებს მხარეებთან და გაარკვევდა, რომ მხარეებს შორის ადმინისტრაციული დავისას, რასაც მოსამართლე 3.1.3. გადაწყვეტილებაში მოიხსენიებს ადმინისტრაციული დავის საკითხს, კერძოდ ლ---- ს-----ე მოითხოვდა სარდაფის პრივატიზაციის აქტის ბათილობას, არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ, სწორედ აღნიშნული ფართი აქვს უკანონოდ დაკავებული ამჟამად. 3.3. სასამართლოში წარდგენილია ადმინისტრაციული დავის მასალები, სადაც ჩანს, რომ ლ---- ს-----ესთვის საინტერესო ფართია სადაო ფართი და სასამართლო პროცესები წააგო და სადაო ფართი სასამართლომ დატოვა ა------–- ფ--–---–---ს საკუთრებაში. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებთ. 3.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გ)არასწორად განმარტა კანონი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ტანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 3.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქუთაისში, თ---–---- ქ. N-/თ----------ის ქუჩა N--ში მდებარე, 0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა ეკუთვნის ა------–- ფ--–---–---ს (აპელანტი). 4.1.1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამ ქონების საერთო ფართია 138,08 კვ.მ. 4.1.2. აპელანტის ბინა განთავსებულია სახლის პირველ და მეორე სართულზე. 4.2. ამავე მისამართზე ცხოვრობს ლ---- ს-----ე (მოპასუხე), რომელსაც ეკუთვნის 0------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ქონების საერთო ფართი 130,76 კვ.მ-ია. 4.3. გარდა ამისა, ამავე მისამართზე 105,63 კვ.მ. ფართი ეკუთვნის გ------------------–---–ს. 4.4. სახლის პირველ სართულზე განთავსებული არის, სულ 16,38+12,78+2,1=31,26 კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონება, რომელსაც მოპასუხე ფლობს. 4.4.1. ეს უძრავი ქონება აპელანტის უფლებრივ წინამორბედს 1997 წლის 16 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა. 4.5. მოპასუხემ, გ------------------–---–თან ერთად, სარჩელი აღძრა ზემოხსენებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მაგრამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 4.6. საჯარო რეესტრის მონაცემებით ლ---- ს-----ის, გ------------------–---–ისა და ა------–- ფ--–---–---ს კუთვნილ ქონებას შორის ფიქსირდება ზედდება. 4.6.1. კერძოდ, ლ---- ს-----ის სახელზე რეგისტრირებული 130,76 კვ.მ. ფართიდან 16,38 კვ.მ. ფართი შედის ა------–- ფ--–---–---ს სახელზე რეგისტრირებული ფართის ნაწილში, ხოლო გ------------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ფართიდან ა------–- ფ--–---–---ს სახელზე რეგისტრირებული ფართის ნაწილში შედის 14,88 კვ.მ. ფართი. 4.7. აღნიშნული დგინდება როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ისე სსიპ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 19 აპრილის დასკვნით. 4.8. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ იმ ქონებაზე, რომლის გადაცემასაც აპელანტი ითხოვს, საჯარო რეესტრში როგორც მისი, ისე მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. 4.8.1. ამასთან, არც საჯარო რეესტრის მონაცემები და არც მოწინააღმდეგე მხარის უფლების წარმოშობის საფუძვლები აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.9.1. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოსათხოვად აუცილებელია: ა) ნივთი ეკუთვნოდეს მოსარჩელეს; ბ) მას ფლობდეს მოპასუხე და გ) მოპასუხეს არ ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. 4.10. როგორც აღინიშნა, აპელანტი მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას ითხოვს. 4.10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება. 4.10.2. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.11. როგორც აღინიშნა, სადავო ქონება საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებაშიც არის რეგისტრირებული. ეს კი ნიშნავს, რომ მას ქონების ფლობის უფლება გააჩნია. 4.12. აპელანტი არც ამ მონაცემებს და არც სადავო ქონებაზე მოპასუხის უფლების წარმოშობის საფუძველს არ შედავებია. 4.13. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „განსახილველ შემთხვევაში... მოპასუხე რეგისტრირებულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამდენად, სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციას ფორმალურად გააჩნია კანონიერი საფუძველი. ... თუ უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია ძალადაკარგულია ახალი რეგისტრაციით, მაშინ ამ უკანასკნელი რეგისტრაციის გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადება) და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულია მოთხოვნა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო (უფლების დამადასტურებელი) დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების და სხვა) გაუქმების თაობაზე. ეს დასკვნა გამომდინარეობს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის შინაარსიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არათუ არა აქვს წამოყენებული მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული სარეგისტრაციო დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების თაობაზე, არამედ არც კი უთითებს ამ აქტის უკანონობაზე... ...იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის საკუთრების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სასამართლომ ისე მიიჩნია ბათილად მოპასუხის საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომ სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების მოთხოვნა“ - (სუსგ. საქმეზე №ას-340-325-2012, 10 დეკემბერი 2013 წელი). 4.13.1. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სადავო ქონებაზე მხარეთა უფლებების დასადგენად, თავდაპირველად, ამ ქონებაზე მოპასუხის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო (უფლების დამადასტურებელი) საბუთის ან გარიგების ნამდვილობა უნდა დადგინდეს. 4.13.2. ამ საკითხს კი სასამართლო ვერ განიხილავს, რადგან მოსარჩელეს აღნიშნული არ მოუთხოვია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 4.14. პალატის აზრით, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აპელანტის მოთხოვნას არ ამტკიცებს. 4.14.1. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „...განჩინება, რომელზეც აპელირებს ქვემდგომი სასამართლო, მიღებულია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ და დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების (ბინის პრივატიზაცია) კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება თუნდაც ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, რამდენადაც განსახილველი ნორმა ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოდავე მხარეებს შორის მიღებული უნდა იყოს სამოქალაქო საქმეზე, ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექტში მისი შეფასების შემთხვევაში კი, გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მაინც ვერ გაიზიარებს სასამართლო, რადგანაც ადმინისტრაციული დავის საგანს, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერება წარმოადგენდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილიც მიმართულია ამ ხელშეკრულების კანონიერებისკენ და სწორედ ამ კუთხით (რომლებიც ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს) დადგენილ ფაქტებს გააჩნიათ სავალდებულო ძალა მხარეებისათვის. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე გამოთქმული შეფასებები (მათ შორის, ფაქტობრივი მფლობელის ნივთთან უფლებრივი კავშირის თაობაზე), რომლებიც ადმინისტრაციული დავის საგანს ცდება, წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალის მატარებელი ვერ გახდება (ნეგატორული სარჩელის ფარგლებში იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა)“ – (სუსგ. საქმე №ას-1165-1120-2016, 20 მარტი, 2017 წელი, პ. 1.5.). 4.15. ამის განმარტების შესაბამისად, პალატა ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციულ ძალას ვერ მიანიჭებს. 4.15.1. მითუმეტეს, რომ მოპასუხის საკუთრებაში სადავო ქონების რეგისტრაციის კანონიერება და მის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერება ამ დავაში განხილვის საგანი საერთოდ არ ყოფილა და მსგავსი ფაქტები სასამართლოს არ დაუდგენია. 4.16. პალატა აღნიშნავს, რომ პრივატიზაციის კანონიერად აღიარება სადავო ქონებაზე მოპასუხის უფლების არარსებობას, თავისთავად, არ ნიშნავს. 4.17. მეტიც, შესაძლებელია მოპასუხეს ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოშობოდა პრივატიზაციის ნამდვილობის შემთხვევაშიც კი. 4.17.1. ამ საკითხს კი პალატა, როგორც აღინიშნა, ვერ შეამოწმებს. 4.18. პალატის აზრით, მხოლოდ მათემატიკური ანგარიშით სადავო ქონებაზე უფლების დადგენა ვერ მოხდება. 4.18.1. პირველ ყოვლისა, ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის ამგვარ წესს კანონი არ ითვალისწინებს; 4.18.2. გარდა ამისა, საჯარო რეესტრში მოპასუხისა და გ------------------–---–ს საკუთრებად, სულ 236,39 კვ.მ. ფართია რეგისტრირებული, რომელიც სადავო ქონებას მთლიანად მოიცავს. 4.18.3. მოპასუხის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შემთხვევაში, მას მფლობელობაში იმაზე ნაკლები ფართი დარჩება, ვიდრე საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული აქვს. 4.19. ამიტომ, მხოლოდ ის, რომ აპელანტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულთან შედარებით ნაკლებ ფართს ფლობს, ამ ფართზე მოპასუხის უფლების არარსებობას არ ადასტურებს. 4.20. ამრიგად, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე სადავო ნივთის მართლზომიერი მფლობელია და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, მისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა დაუშვებელია. 4.21. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმა სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება და ეს უფლება სასამართლომ, მხოლოდ, გამონაკლის, უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, როცა უთუოდ დაადგენს, რომ წარმომადგენელს მხარის დაცვისათვის საკმარისი მონაცემები არ გააჩნია. 4.22. დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები, დააყენა შუამდგომლობები, მისცა სასამართლოს ახსნა-განმარტება და ჩამოაყალიბა სასარჩელო მოთხოვნა. 4.23. აპელანტს არ მიუთითებია, თუ სხვა რა საპროცესო მოქმედებები უნდა შეესრულებინა წარმომადგენელს მისი უფლებების ჯეროვნად დასაცავად; მითუმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა და მხარეებს ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალებაც მისცა. 4.23.1. სასამართლო წარმომადგენლის მონაცემებს ვერ შეამოწმებდა იმ მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც მხარეს არ აღუძრავს. განსახილველი სარჩელის ფარგლებში კი წარმომადგენლის მიერ ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება იქნა შესრულებული. 4.24. ამის გამო, პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივერებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ა------–- ფ--–---–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე