განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100116001525588
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100116001525588

საქმე N 1/ბ-274-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორების - ა----–--- წ---------ს, ა-–---------- ძ-------ის,ადვოკატის - რ----- ჯ---------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

თ-------------ის ძე ზ----ის მიმართ, დაბადებული 1--------- წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: ქ. ქობულეთი, ხ---–--ს ქუჩა N11.

 

ც---–- ი------ს ასული ზ----ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------; ნასამართლობის არმქონე, მისამართი: ქ. ქობულეთი, ხ---–--ს ქუჩა N11.

 

ჟ--–---- თ-------ის ასული ზ----ის მიმართ, დაბადებული 0--------- წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6---------- ნასამართლობის არმქონე, მისამართი: ქ. ქობულეთი, ხ---–--ს ქუჩა N11.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

თ------ ზ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2015 წლის 10 იანვარს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, თ------ ზ----ემ არასრულწლოვანი შვილის გ------- ზ----ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ თმის მოქაჩვით სცემა მისი ოჯახის წევრი, ყოფილი მეუღლე დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ- ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ესე იგი მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

- 2015 წლის 26 მაისს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, თ------ ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაერთჯერადი დარტყმით და თმის მოქაჩვით სცემა მისი ოჯახის წევრი, ყოფილი მეუღლე დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ც---–- ზ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:30 საათზე, ც---–- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელის არაეთჯერადი დარტყმით და თმის მოქაჩვით სცემა დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ესე იგი ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2015 წლის 10 იანვარს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, ც---–- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა დ------- ბ-----ის მიმართ, კერძოდ თმის მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ესე იგი ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ჟ--–---- ზ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში დაახლოებით 18:30 საათზე, ჟ--–---- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმითა და თმის მოქაჩვით სცემა დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ესე იგი ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2015 წლის 10 იანვარს ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, ჟ--–---- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა დ------- ბ-----ის მიმართ, კერძოდ თმის მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ესე იგი ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2015 წლის 26 მაისს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, ჟ--–---- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაერთჯერადი დარტყმითა და თმის მოქაჩვით სცემა დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ესე იგი ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

სასამართლომ დაადგინა:

 

თ------ ზ----ის ნაწილში:

 

2015 წლის 10 იანვარს და 2015 წლის 26 მაისს, თ------ ზ----ეს ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის - დ------- ბ-----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ც---–- ზ----ის ნაწილში:

 

2015 წლის 10 იანვარს, ც---–- ზ----ეს დ------- ბ-----ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ან სხვაგვარი ძალადობა არ განუხორციელებია.

 

2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:30 საათზე, ც---–- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმით და თმის მოქაჩვით სცემა დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჟ--–---- ზ----ის ნაწილში:

 

2015 წლის 10 იანვარს და 2015 წლის 26 მაისს, ჟ--–---- ზ----ეს დ------- ბ-----ეზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მის მიმართ არც სხვაგვარი ძალადობა არ განუხორციელებია.

 

2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში დაახლოებით 18:30 საათზე, ჟ--–---- ზ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმითა და თმის მოქაჩვით სცემა დ------- ბ-----ე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით:

 

თ------ ზ----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ც---–- ზ----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ც---–- ზ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ჟ--–---- ზ----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ჟ--–---- ზ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

3.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----–--- წ--------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი თ------ ზ----ის გამართლების და ც---–- და ჟ--–---- ზ----ეების ნაწილობრივ გამართლების ნაწილში; თ------ ზ----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელი დაენიშნოს მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით; ჟ--–---- ზ----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის და 2015 წლის 26 მაისის ეპიზოდები), ხოლო ჟ--–---- ზ----ის გამტყუნების ნაწილში (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) განაჩენი დარჩეს უცვლელი. ც---–- ზ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი), ხოლო ც---–- ზ----ის გამტყუნების ნაწილში (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო მტკიცებულებების შეფასების და გადაწყვეტილების მიღების დროს იყო ტენდენციური, კერძოდ, როდესაც უთითებს, რომ ბრალდების მხარეს გამართლებულ ეპიზოდებში გააჩნდა მხოლოდ ორი მტკიცებულება, არ არის სწორი. სასამართლოში დაკითხულ იქნა მოწმე ს------- ზ----ე, რომელიც არის უშუალოდ თვითმხილველი მოწმე 2015 წლის 10 იანვარს დედამისის მიმართ განხორციელებლ ძალადობის ფაქტისა, მან დეტალურად მოუთხრო სასამართლოს ინციდენტის დეტალები, თუ როგორ განახორციელეს ძალადობა დედამისზე, მამამ თ------ ზ----ემ, ბებიამ ჟ--–---- ზ----ემ და მამიდამ ც---–- ზ----ემ, მისი არასრულწლოვანის ძმის გ------- ზ----ის თანდასწრებით. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ბრალდების მხარის სამი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის დ------- ბ-----ის და მისი შვილების ჩვენებები, რომელთა გაზიარებაც უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ. სასამართლოში ასევე გამოკვლეულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, 2015 წლის 26 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით, შემოწმება ჩაუტარდა დ------- ბ-----ეს, დასკვნაში მითითებული დაზიანებათა ლოკალიზაცია და ხარისხი თავსებადია დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან. ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა შეფასებულიყო მათი სანდოობის და ობიექტურობის თვალსაზრისით, რაც არ მომხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო აუცილებლად გაამტყუნებდა თ------ ზ----ეს, ჟ--–---- ზ----ეს და ც---–- ზ----ეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

თ------ ზ----ის, ჟ--–---- ზ----ის და ც---–- ზ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ----- ჯ---------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა----–--- წ---------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

თ------ ზ----ის, ჟ--–---- ზ----ის და ც---–- ზ----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს რ----- ჯ---------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ დ------- ბ-----ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ 2013 წელს გაეყარა მეუღლეს თ------ ზ----ეს, გაყრის შემდეგ საერთო სახლში განაგრძეს ცხოვრება, აქვს თავისი კუთხე, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა, ჰყავთ საერთო შვილები ს------- და გ------- ზ----ეები, მისი ყოფილი დედამთილი ჟ--–---- ზ----ე და მული ც---–- ზ----ე ცხოვრობენ მეზობლად. 2014 წლის 16 აპრილს გადაწყვიტა დაეკლა საქონელი და მოიყვანა ყასაბი, ამის შესახებ შეატყობინა მის ყოფილ მეუღლესაც, რომელმაც დამცინავად უთხრა, აბა ვნახოთ რას დაკლავო. საქონლის დაკვლის შემდეგ თ------ ზ----ე მასთან მივიდა დედასთან და დასთან ერთად, მათ დაუწყეს ჩხუბი საქონლის დაკვლასთან დაკავშირებით, ჟ--–---- და ც---–- ზ----ეები მას სწვდნენ თმებში, წააქციეს იგი და ექაჩებოდნენ, ასევე დაარტყეს მხრის არეში და კეფაზე, რის გამოც განიცადა ტკივილი.

 

დ------- ბ-----ის ჩვენებით, 2015 წლის 10 იანვარს მისმა ყოფილმა მეუღლემ თ------ ზ----ემ მათ სახლში თვითნებურად გაუთიშა ელექტროენერგია, რის გამოც განაწყენებულმა შეეცადა თვითონ ჩაერთო იგი, მივიდა მრიცხველთან, ასევე ეძახდა თ------ ზ----ეს, რომ გამოსულიყო, გარეთ, ცადა მისი მისაღები ოთახის კარების გაღება, რა დროსაც სახელური შერჩა ხელში. მისი დაძახების გამო გამოვიდა გარეთ თ------ ზ----ე და მას მოულოდნელად დაარტყა ხელი, შემდეგ მოვიდნენ მისი ყოფილი დედამთილი ჟ--–---- ზ----ე და მული ც---–- ზ----ე და მათაც დაუწყეს ცემა, აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი შვილები ს------- და გ------- ზ----ეები.

 

დ------- ბ-----ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის 26 მაისს დილით დაინახა, რომ კუთვნილ ბოსტანში შესული იყო მისი ყოფილი მეუღლის ცოლი ლელა კუჭავა, შემდეგ ამ ბოსტანში შევიდნენ ც---–- და ჟ--–---- ზ----ეებიც, იგი მივიდა მათთან და უთხრა, რომ ეს ბოსტანი მას ეკუთვნოდა და მათ არ ჰქონდათ იქ შესვლის უფლება, ამის შემდეგ მოულოდნელად ჟ--–---- ზ----ემ და თ------ ზ----ემ, რომელიც ასევე მივიდა ადგილზე, ხელი დაარტყეს მას, ჟ--–----მ თმებში სწვდა, წაიქცა მიწაზე, ისინი კი ურტყამდნენ, რის გამოც იგრძო ტკივილი.

 

მოწმე ს------- ზ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 16 აპრილს დედამ, დ------- ბ-----ემ სახლში მიიყვანა პირუტყვის დამკვლელი, რომელმაც დაკლა საქონელი, როდესაც აღნიშნული დაინახა მამამისმა თ------ ზ----ემ, მივიდა დ------- ბ-----ესთან და დაუწყო ლანძღვა-გინება, შემდეგ დაუძახა დედა და დას, ჟ--–---- და ც---–- ზ----ეებს, ისინი მივარდნენ დ------- ბ-----ეს, დაუწყეს მას ხელებით ცემა, ასევე ურტყამდნენ ზურგის არეში, ქაჩავდნენ თმებში; მოწმის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის 10 იანვარს მათ სახლში შუქი გაუთიშა თ------ ზ----ემ, დედამისმა დ------- ბ-----ემ სცადა ჩართვა, იგი სკამით ავიდა შუქის ჩამრთველ აპარატთან და ცდილობდა ჩაერთო შუქი, რა დროსაც გაიგონა ყვირილის ხმა, გავიდა გარეთ და ნახა, რომ დედამისთან მივიდა თ------ ზ----ე, უკანა მხრიდან მოქაჩა მას და წააქცია ყინულიან მიწაზე, მან ასევე დაინახა, რომ ჟ--–---- და ც---–- ზ----ეები თმებში დაექაჩნენ დ------- ბ-----ეს.

 

მოწმე გ------- ზ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 იანვარს მამამისმა თ------ ზ----ემ დედამისთან დ------- ბ-----ესთან მომხდარი კონფლიქტის გამო მათ გაუთიშა შუქი, დ------- ბ-----ე ცდილობდა თვითონ ჩაერთო შუქი, რის გამოც მივიდა შუქის ჩამრთველთან, ამ დროს აივანზე გამოვიდა თ------ ზ----ე, რომელმაც ორივე ხელი ჩაავლო დ------- ბ-----ეს ხალათში და კრა ხელი, შეაგდო აბაზანაში და დედამისი ამ დროს დაეტაკა ნიჟარას. შემდეგ გამოვიდნენ გარეთ, იგი შეეცადა მათ გაშველებას, ადგილზე მოვიდნენ თ------ ზ----ის დედა ჟ--–---- ზ----ე და და ც---–- ზ----ე, რომლებიც თმებში სწვდნენ დ------- ბ-----ეს, ასევე აყენებდნდნ სიტყვიერ შეუარაცხყოფას.

 

მოწმეების - ს----- ბ-----ის და რ-------- კ--------–-ას ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 16 აპრილს ისინი მივიდნენ დ------- ბ-----ის სახლში, სადაც ბოსელის გვერდით დაკლეს ერთი სული მსხვილფეხა საქონელი, რა დროსაც მივიდა თ------ ზ----ე, რომელმაც დაუწყო ყვირილი დ------- ბ-----ეს, რატომ კლავ საქონელსო, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამ კამათში ასევე ჩაერია მათი ქალიშვილი, ადგილზე ასევე მივიდნენ თ------ ზ----ის დედა და და, ისინი დ------- ბ-----ეს სწვდნენ თმებში, ექაჩებოდნენ მას ტანსაცმელზე, ისინი სამივე წაიქცნენ მიწაზე, სცემდნენ ერთმანეთს, დ------- ბ-----ეს ურტყამდნენ ხელებით. მოწეთა ჩვენებებით, კონფლიქტი გამოწვეული იყო დ------- ბ-----ის მხრიდან ძროხის დაკვლის გადაწყვეტილების მიღების გამო.

 

2014 წლის 27 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების (1----------–----------------–.) მონაცემების მიხედვით დ------- ბ-----ეს აღენიშნება ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის/საგნების ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2015 წლის 26 იანვრის სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნის მიხედვით პირადი შემოწმების (1---------წ) მონაცემებით დ------- ბ-----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2015 წლის 17 ივნისის სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნის მიხედვით პირადი შემოწმების (2---------წ) მონაცემებით დ------- ბ-----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმე ჟ--–---- ზ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 16 აპრილს კონფილქტი მოხდა დ------- ბ-----ის მიერ ძროხის დაკვლის გამო, ის ძროხა მისი მიცემული იყო, ძროხის დაკვლაზე დ------- ბ-----ის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა მისმა შვილმა თ------ ზოძემ, ამის გამო მოხდა ყველაფერი, დ------- მამალივით დაეტაკა თ------ს, რის გამოც იგი მათ შორის ჩადგა; ამის შემდეგ დ-------მ ქვები დაუშინა ყველას. თვითონ დ-------სთვის ხელი არ დაუკარებია, პირიქით, მან ჩაავლო ხელი.

 

2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით ჟ--–---- ზ----ემ განმარტა, რომ იგი როცა მივიდა შემთხვევის ადგილას, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, რა ხდებოდა არ იცის, არც ც---–- იყო იქ. იმ დღეს არც მას და არც ც---–-ს არ დაურტყამს დ-------სთვის.

 

მოწმის განმარტებით, 2015 წლის 26 მაისს შესული იყო მიწის ნაკვეთზე, სადაო მიწას იგი თესავს და ამუშავებს, იმ დღესაც მოთხარა კარტოფილი, ამის გამო დ------- ბ-----ე მივიდა მასთან და უთხრა, რატომ მოთხარე უნებართვოდო, დ------- ჩუმად მიეპარა მას, ხელში ქვები ეჭირა, ამის დანახვაზე მან გამოიძახა პოლიციაა, დ-------მ ქვები დაყარა, მაგრამ პოლიციის თვალწინ ეცემოდა ძირს მუხლებით რომ შემდეგ მათ დაბრალებოდათ მისი დაზიანებები. მოწმის ჩვენებით დ------- ბ-----ეს არცერთი სიტყვა არ დაეჯერება.

 

მოწმე ც---–- ზ----ის ჩვენებით, 2014 წლის 16 აპრილს გაიგონა ჩხუბის ხმა, მისი ძმა თ------ ზ----ე უყვიროდა დ------- ბ-----ეს, ძროხა არ დაკლაო, ამის გაგონებაზე გაიქცა მათთან, დაინახა რომ დ------- თ------ის ექაჩებოდა, მერე დ-------მ ქვით დაუწყო მათ შეშინება,იგი ცდილობდა მათ გაშველებას, ამაშობაში მოვიდა დედამისი ჟ--–---- ზ----ე, ისიც შუაში ჩადგა, დ------- ბ-----ე თმებში ეცა ჟ--–----ს, მან გამოიყვანა დედამისი,ამ დროს მისი ძმიშვილიც მივარდა მათ. მოწმის განმარტებით, მას ხელი არ დაუკარებია დ-------სთვის. ძროხა თ------ის ეკუთვნოდა, დ-------ს რომელიც ძროხაც ეკუთვნოდა, მანამდე დაკლა.

 

2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით კი ც---–- ზ----ემ განმარტა, რომ იგი ჩხუბს არ შესწრებია, რომ მივიდა უკვე დამთავებული იყო კონფლიქტი. იმ დღეს მისმა ძმისშვილმა ს-------მ სცემა ბიცოლამისი თ--- ზ----ე და ამის გამო იგი პასუხისგებაშიც მიცეს.

 

მოწმე თ------ ზ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 იანვრის შემთხვევა მოხდა წინა ღამიდან გამომდინარე, კერძოდ, 9 იანვარს ღამე ქურდობა ჩაიდინა დ------- ბ-----ემ მის სახლში და დილით უკვე 10 იანვარს თავს დაესხა, კარებს უმტვრევდა, მას თვითონ ხელი არ დაუკარებია დ-------სთვის, პირიქით ერიდებოდა მასთან კონფლიქტს, რადგან დ------- ემუქრებოდა დაჭერით.

 

2015 წლის 26 მაისს რაც შეეხება, მეუღლემ დაურეკა, სახლში მოდი, დ------- ბ-----ე ბოსტანში შემოგვივარდაო, რომ მივიდა ჩოჩქოლი იყო, მერე მოვიდა პოლიციაც. მას არავისთვის დაურტყამს ხელი. იმ დღეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გასცა დ------- ბ-----ის მიმართ.

 

რაც შეეხება 2014 წლის 16 აპრილს, მოწმის ჩვენებით, კონფლიქტი მოხდა ძროხის დაკვლის გამო, დ------- ბ-----ეს იმ ძროხის დაკვლის უფლება არ ჰქონდა, დ------- ბ-----ე მაშინ თმებში სწვდა დედამისს ჟ--–---- ზ----ეს, იგი გაერიდა სიტუაციას, არ მისულა დ------- ბ-----ესთან, რადგან მაქსიმალურად ერიდებოდა მასთან ახლოს მისვლას.

 

საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ოდერით №------ ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულ იქნა ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ 2015 წლის 26 მაისს 20:40 საათზე იმასთან დაკავშირებით, რომ მოძალადე დ------- ბ-----ე სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მსხვერპლ თ------ ზ----ეს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ. ზ----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა - დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) ხოლო ჟ--–---- და ც---–- ზ----ების მიმართ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟ--–---- ზ----ის მიმართ 2015 წლის 10 იანვრის და 26 მაისის ეპიზოდები და ც---–- ზ----ის მიმართ 2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი).

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;

ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

რაც შეეხება ცემას, რომელსაც დღეის მდგომარეობით მოქმედი სსკ-ის 126-ე მუხლი მოიცავს, აღნიშნული დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მართალია ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია, ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გააანალიზებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ------ ზ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ჟ--–---- ზ----ის მიმართ სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და ც---–- ზ----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) წადგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.

 

თ------ ზ----ის, ჟ--–---- ზ----ის და ც---–- ზ----ის მიერ დ------- ბ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებენ საქმეზე დაკითხული ოჯახის წევრები ან ყოფილი ოჯახის წევრები, სასამართლოს მხედველობაში აქვს როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მოწმეები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, როცა საქმეში არ მოიპოვება დაუინტერესებელი პირის ჩვენება, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თ------ ზ----ის, ჟ--–---- ზ----ის და ც---–- ზ----ის ბრალეულობაზე (გასაჩივრებული განაჩენით მათ მიმართ გამართლების ნაწილში).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის თაობაზე, რომ თ------ ზ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი), ჟ--–---- ზ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და ც---–- ზ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. თ------ ზ----ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 10 იანვრის და 2015 წლის 26 მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

თ------ ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;

 

განემარტოს გამართლებულ თ------ ზ----ეს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

2. ც---–- ზ----ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ც---–- ზ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ც---–- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;

 

3. ჟ--–---- ზ----ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ჟ--–---- ზ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ჟ--–---- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე