განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-368-2018წ.
(020100117002227787)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ა-----------ს,გამართლებულის - მ------ გ---–--ას
ადვოკატის - ი----- ჯ---–-ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ პ-------ს ძე გ---–--ას მიმართ,დაბადებული: 1----–-–------------, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზ---------------------------–---------–--.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ------ გ---–--ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ივნისის თვეში, გ-----–- მ------- საცხოვრებლად გადავიდა თავისი შვილის - ე---------- ჩ-----–იას და სიძის - მ------ გ---–--ას სახლში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო-----–--–ი. საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მ------ გ---–--ა სისტემატიურად შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა მეუღლის მშობელს - გ-----–- მ-------ს და აიძულებდა, დახმარებოდა მისი ნათესავისგან ვალის დაბრუნებაში, რაზეც ეს უკანასკნ--–- პასუხობდა, რომ ვალის დასაბრუნებლად დრო სჭირებოდა.
გ.მ-------ს მიმართ განხორციელებული მუდმივი შეურაცხყოფის, დამცირების და შანტაჟის გამო, იგი იძულებული გახდა, საცხოვრებლად გადასულიყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ----–----ში მდებარე, მეგობრის - ნ--–- ნ-------ის ბინაში, სადაც, 2017 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ----–----ში მდებარე ნ--–- ნ-------ის საცხოვრებელ ბინაში მ------ გ---–--ამ და ე---------- ჩ-----–იამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ-----–- მ-------ს. კერძოდ, მ------ გ---–--ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რკინის ჯოხი დაარტყა მეუღლის მშობელს - გ-----–- მ-------ს მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც გ-----–- მ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულის შემდეგ ე---------- ჩ-----–იამ დაარტყა რკინის ჯოხი დედას - გ-----–- მ-------ს მარჯვენა ხელის არეში და მოქაჩა თმაზე ძლიერად, რის შედეგადაც გ-----–- მ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2017 წლის 5 ივლისს, დილის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო-----–--–ი მ------ გ---–--ამ არასრულწლოვან მ------ ჩ-----–იას თანდასწრებით თოხის ხის ტარი დაარტყა მეუღლის მშობელს - გ-----–- მ-------ს მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც გ-----–- მ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენით მ------ გ---–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ------ გ---–--ასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მ------ გ---–--ას განემარტა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ------ გ---–--ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. წარდგენილი ბრალდება დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების შედეგად, კერძოდ: დაზარალებულ გ-----–- მ-------ს ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საქმეზე დაკითხული მოწმეების ფ------ ჩ-----–იას, ე-----ე ნ----–---–---–ის, ნ--–- ნ-------ის და ნ----- ლ-----–--ას ჩვენებებით. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, რომელთა ჩვენებებიც სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული, ისინი არიან მ------ გ---–--ას ახლო ნათესავები, ოჯახის წევრები, მეზობლები და თანასოფლელები და მათ ერთმანეთთან აქვთ ახლო ურთიერთობა, რომლებიც უფლებამოსილიც არიან არ მისცენ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენება, რის გამოც ისნი ვერ იქნებიან ობიექტური და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული. ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება სასამართლოს განაჩენს იმ ნაწილში რომ გ-----–- მ------- და ფ------ ჩ-----–ია საქმის ბედით დაინტერესებული პირები არიან და მათ ცუდი ურთიერთობა აქვთ ბრალდებულთან, ამის გამო არ უნდა იქნას გაზიარებული მათი ჩვენებები, აღსანიშნავია, რომ მართალია მათ ცუდი ურთიერთობა აქვთ მ------ გ---–--ასთან, თუმცა მათი ჩვენები თანმიმდევრული და თანხვედრაშია ერთამანეთან, რაც ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა. ბრალდების მხარემ წამოადგინა ორი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ გ-----–- მ-------ს და მოწმე ფ------ ჩ-----–იას ჩვენება, ასევე წარმოდგენილია შედეგთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება, მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გაზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ახლო კავშირში არიან მ------ გ---–--ას ოჯახთან.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ გ-----–- მ-------ს ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ო-----–--–ი, ქალიშვილთან ფ------ ჩ-----–იასთან, სიძესთან ე-----ე ნ----–---–---–თან და 12 წლის შვილიშვილთან მ------ ჩ-----–იასთან ერთად. ჰყავს ოთხი შვილი ფ------, მ---, ე---------- და ე------ ჩ-----–იები, სამივე ქალიშვილი თავიათ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონ სოფელ კ-----–ი. დაახლოებით ერთი თვის წინ ის ავადმყოფობის გამო საცხოვრებლად გადავიდა შვილის ე---------- ჩ-----–იას ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა მეუღლესთან მ------ გ---–--ასთან და ქალიშვილთან ა-–---- გ---–--ასთან ერთად. მათ სახლში გადასვლისთანავე მ------მ, ე----------მ და ა-–----მ აითვალწუნეს და მის მიმართ აგრესიულად განეწყვენ. მოწმის განმარტებით თავი, რომ აერიდებინა მ------ს და მისი ოჯახის წევრების მხრიდან შეურაცხყოფისათვის წავიდა მეგობართან ნ--–- ნ-------ესთან. მისვლიდან დაახლოებით ათ წუთში ა-–----ს მეუღლის მ--–---- ჭ-------ას კუთვნილი ავტომანქანით ნ--–-ს ბინაში მივიდნენ მ------ გ---–--ა, ე---------- ჩ-----–ია, ა-–---- გ---–--ა, მ--–---- ჭ-------ა და მ--–---- ჭ-------ას ძმა რ------ ჭ-------ა. მისვლისთანავე მ------მ, ე----------მ და ა-–----მ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მ------მ შეაგინა დედის მისამართით და უცებ აიღო იქვე მიყუდებული რკინის ხელჯოხი და ერთჯერ ძლიერად დაარტყა მარჯვენა ხელზე, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და იკივლა, რის გამოც მივარდა ე---------- ჩ-----–ია ხელჯოხი გამოგლიჯა მ------ს და დარტყა მარჯვენა ხელის არეში, რის შემდეგაც წვდა თმებში და რამდენიმე მეტრი ათრია თმით. ამავე დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიყენა შვილიშვილმა ა-–---- გ---–--ამ და მარჯვენა მკლავზე ოდნავ ფრჩხილებით გაჩხაპნა. კივილზე შევიდნენ მისი მეგობრის ნ--–-ს მეზობლები. მესამეჯერ რომ უნდა დაერტყათ, ნ--–- ნ-------ემ დაუჭირა ჯოხი. ტიროდა და ყვიროდა. ხმაურზე ხალხი შეიკრიბა. ნ--–- ნ-------ის შვილმაც დაინახა ყველაფერი. შემდეგ მ------მ და ე----------მ იძულებით წაიყვანეს თავიანთ საცხოვრებელ სახლში. მ------ აგრძელდებდა მის შეურაცხოფას და ამიტომ იქედან წავიდა და საცხოვრებლად გადავიდა მეორე ქალიშვილის ფ------ ჩ-----–იას და მისი მეუღლის ე-----ეს სახლში. ფ------ს სახლიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარეობს მ------ს საცხოვრებელი სახლი. მოწმის გ.მ-------ს განმარტებით, 2017 წლის 05 ივლისს, დილის საათებში იგი წავიდა ბუთხუზის საცხოვრებელი სახლისაკენ წულის მოსატანად, რა დროსაც შეხვდა მ------, რომელსაც მხარზე თოხი ჰქონდა გადებული, მის დანახვაზე მ------ გაბრაზდა და უთხრა- ,,შენ კიდევ არ მომკვდარხარო’’ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცდილობდა თავი არედიბინა, მაგრამ მ------ მიუახლოვდა და თანქონებული თოხის ტარი ერთჯერ ძლიერად დაარტყა მარჯვენა მკლავთან, რის შედეგადაც გამიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს ხედავდა მისი შვილიშვილი მ------ (-–----- ჩ-----–ია, რომელიც უკან მიყვებოდა. ლ----მ ბებიასათვის თოხის ტარის დარტყმის დანახვაზე კივილი დაიწყო, თავადაც კიოდა და დახმარებას ითხოვდა, რაზეც მ------ შეშინდა და გაიქცა სახლისაკენ, რის შემდეგაც შვილიშვილთან ერთად სახლში წავიდა.
მოწმის სახით დაკითხულ ფ------ ჩ-----–იას ჩვენების თანახმად, ცხოვრობს დედასთან გ-----–- მ-------სთან, მეუღლესთან ე-----ე ნ----–---–---–თან და 12 წლის ქალიშვილთან მ------ (-–----- ჩ-----–იასთან ერთად. გ-----–- მ-------საგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე---------- ჩ-----–იასთან საცხოვრებლად გასვლისთანავე მ------, ე---------- და ა-–---- მის მიმართ აგრესიულად განეწყვნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, რის გამოც ის საცხოვრებლად მეგობართან ნ--–- ნ----–----თან გადავიდა, სადაც ა-–----ს მეუღლის მ--–---- ჭ-------ას კუთვნილი ავტომანქანით მისულან მ------ გ---–--ა, ე---------- ჩ-----–ია, ა-–---- გ---–--ა, მ--–---- ჭ-------ა და მ--–---- ჭ-------ას ძმა რ------ ჭ-------ა. მისვლისთანავე მ------ს, ე----------ს და ა-–----ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ დედისთვის, მ------ს შეუგინებია დედის მისამართით, შემდეგ რკინის ხელჯოხი მ------ს ერთჯერ ძლიერად დაურტყია გ-----–- მ----------ის მარჯვენა ხელზე, რის შედეგადაც განუცდია ძლიერი ფიზიკური ტკივილი და უკივლია, კივილზე მივარდნილა ე---------- ჩ-----–ია, ხელჯოხი წაურთმევია მ------სთვის და მასაც დაუტყამს მარჯვენა ხელის არეში დედისთვის ხელჯოხი და თმებით უთრევია. ამ დროს ა-–----ს კი მკლავზე ფრჩხილებით გაუჩხაპნია. ამის შემდეგ მათ იძულებით წაუყვანიათ დედა თავიანთ საცხოვრებელ სახლში. შემდეგ მ------ს კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე იძულებული გახდა მ------ს სახლიდან წასულიყო და გადავიდა მათთან საცხოვრებლად. 2017 წლის 05 ივლისს, დედამისი შვილთან მ------სთან ერთად წასულა წყლის მოსატანად. გზაზე შეხვედრიათ მ------ გ---–--ა, რომელსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც თოხის ტარი დაურტყამს მარჯვენა ხელზე, მარიანას საშველად უყვირია, რის შემდეგაც მ------ გაქცეულა. მოწმის განმარტებით ის იმ დროს ზუგდიდში იმყოფებოდა და აღნიშნული ფაქტის შესახებ მისთვის მ------სა და დედისგან გახდა ცნობილი. მ------ შეშინებული იყო და მომხდარს ძალიან განიცდიდა, კანკალებდა ნანახის გამო. ნ--–-ს საცხოვრებელი სახლიდან მ------ს და მისი ოჯახის წევრების დედამისის იძულებით წამოყვანის მიზეზი სავარაუდოდ იყოს ის, რომ გ-----–-ს ხელზე აღენიშნებოდა მათ მიერ მიყენებული დაზიანება ჩალურჯების სახით და მათ არ სურდათ სხვებისთვის გამხდარიყო ცნობილი აღნიშნული ფაქტი. მოწმის განმარტებით ნ--–- ნ-------ის სამეზობლოში მივიდა და მისმა მეზობლებმა დაუდასტურეს, რომ გ-----–- მ------- ნ--–- ნ-------ის სახლიდან მ------ გ---–--მ და მისმა ოჯახმა იძულებით გაათრიეს.
მოწმის სახით დაკითხული ე-----ე ნ----–---–---–ის ჩვენების თანახმად, სახლში მ------ ჩ-----–იასაგან გაიგო, რომ წყალის მოსატანად წასულ გ-----–- მ-------ს გზაში შეხვედრია მ------ გ---–--ა, რომელსაც შეურაცხყოფა მიუყენებია გ-----–-სათვის და თოხის ტარი დაურტყია. მ------ს შეშინებია და ახლოს არ მისულა. მოწმის განმარტებით, მან ასევე გ-----–- მ-------სგან იცის, რომ ნ--–- ნ-------ის სახლში მას მ------ გ---–--მ და ე---------- ჩ-----–იამ სცემეს, აღნიშნული ფაქტის დროს ა-–---- გ---–--ას ხელზე ჩამოუჩხაპნია.
მოწმის სახით დაკითხული გ----- გ----ის ჩვენების თანახმად, გ-----–- მ-------ს დაკითხვისას აღენიშნებოდა დაშავების კვალი, ნაჩხაპნები.
მოწმის სახით დაკითხული ე---------- ჩ-----–იას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 5 ივლისს, ყანიდან ბრუნდებოდნენ, როცა ნახეს დედა გ-----–- მ-------. მათ არაფერი უთქვამთ გ-----–-სათვის, მაგრამ მან დაიწო ყვირილი, წყევლა და ა.შ. მსგავს ფაქტს გ-----–-ს მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი და ამიტომ მას არ აყვნენ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ც------ ლ--------სგან ინათხოვრა ორი თოხი, რომლებიც 12:00 საათისთვის უკან დაუბრუნა.
მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მივიდა ნ--–- ნ-------ის სახლში დედის გ-----–- მ-------ს წასაყვანად, რა დროსაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და გ-----–- მ-------მ ჯოხი დაარტყა. მეორეჯერაც რომ სცადა თავში დარტყმა, ნ--–- ნ-------ემ ჯოხი გამოართვა. გ-----–-მ რომ დაარტყა ჯოხი, ამის შემდეგ ამოვიდა მათთან მისი მეუღლე მ------ გ---–--ა და მშვიდად წამოიყვანეს იქედან გ-----–- მ-------. მოწმის განმარტებით მასა და მის მეუღლეს მ------ გ---–--ას გ-----–- მ-------სთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმის სახით დაკითხული ც------ ლ--------ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 5 ივლისს, ე-- ჩ-----–იას ათხოვა 2 თოხი, რომლებიც 12:00 საათისთვის უკან დაუბრუნა. ე--ს და მ------ს შეხვედრია გ-----–- მ------- მათგან 100 მეტრში. მ------ ეუბნებოდა ე-- ჩ-----–იას, წამოდი, პასუხს ნუ გასცემო. გ-----–- ითხოვდა ფულის მიცემას. ხელში არცერთს არაფერი ეჭირა. გ-----–- მ-------ს ბიდონი არ ჰქონია. როცა მ------ გ---–--ა და ე-- ჩ-----–ია გაშორდნენ იქაურობას, მ------ ჩ-----–ია მივიდა ბებიასთან და წაიყვანა. რა დროსაც გ-----–- იწყევლებოდა.
მოწმის სახით დაკითხული ი--- ბ-----ს ჩვენების თანახმად, როცა მ------ გ---–--ამ და ე-- ჩ-----–იამ ჩაიარეს, ცოტა ხნის შემდეგ გაიგონა გ-----–- მ-------ს წყევლა. ე-- წინ მიდოდა, ხოლო მ------ უკან მიყვებოდა ხელში მათ არაფერი ეჭირათ. გ-----–-ს ეჭირა ხელჯოხი, ხოლო ბიდონი არ ჰქონია. მ------ და ე-- უკვე წასულები იყვნენ, როცა მ------ ჩ-----–ია ბებიასთან მივიდა.
მოწმის სახით დაკითხული ნ--–- ნ-------ის ჩვენების თანახმად, საღამოს 18:00 საათზე მივიდა გ-----–- მ------- მასთან ღამის გასათევად. გ-----–-ს საუბრიდან გაიგო, რომ იგი გაბრაზებული იყო ე-- ჩ-----–იაზე და მის ოჯახზე. რამდენიმე ხანში ქალიშვილმა ე---------- ჩ-----–იამ, მეუღლესთან მ------ გ---–--სთან და ქალიშვილთან ა-–---- გ---–--ასთან ერთად მიაკითხა დედას გ-----–- მ-------ს სახლში წაყვანის მიზნით. დედა-შვილს შორის საუბრისას გ-----–-მ ე---------- ჩ-----–იას მხარზე ჯოხი დაარტყა. ე-- ეუბნებოდა, ,,რა დაგიშავეთ, ყურადღებას არ გაკლებთო’’. გ-----–- მ------- კი უწმაწურად მიმართავდა. ამ დროს მათთან მივიდა მ------ გ---–--ა, ხელი გადახვია გ-----–- მ-------ს და უთხრა - ,,რა გინდა, ერთხელ 500 დოლარი მოგეცი, მეორეჯერ ას–ასი ლარი, რა გინდოდა ჩემ შვილებთან, ოდესმე რამე ცუდი უთქვამთო?!’’ გ-----–-მ უპასუხა - ,,შენგან მეკუთვნისო ფულიო“. მ------ გ---–--ამ კი უთხრა - ,,მე გჩუქნი, თორემ შენ რა გეკუთვნისო“ და ამ საუბრით ქვემოთ ჩაიყვანა. მ------ს გ-----–-სთვის არ დაურტყამს. ამ ფაქტის შემდეგ მასთან მივიდა გ-----–- მ-------ს სიძე და თხოვა, რომ ეთქვა თითქოს გ-----–- მისი სახლიდან ძალით წაიყვანეს.
როცა გ-----–- მ------- მასთან მივიდა, დაზიანებები არ ეტყობოდა. გამოკითხვისას გ-----–- მ-------ს გამომძიებელი ეუბნებოდა - ,,იმდენჯერ იჩქმიტე, თვითონ იყენებ დაზიანებებსო’’. გ-----–- კი პასუხობდა - ,,არა, ა-–----მ დამჩქმიტაო“ . მოწმის განმარტებით გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ გ-----–- მ------- ცემეს.
მოწმის სახით დაკითხული ნ----- ლ-----–--ას ჩვენების თანახმად, წივილ-კივილი გაიგო ნ--–- ნ-------ის სახლში, რომელიც მის პირდაპირ ცხოვრობს, შეესწრო გ-----–- მ------- თავში რომ ურტყამდა ჯოხს ვიღაც ქალს. ამოვიდა ამის მერე მამაკაცი, ხოლო ქალები ჩავიდნენ ქვევით. გ-----–- მ------- ამოსულ კაცს ჩაეხუტა, შვილოთი მიმართა მ------ს და გადაკოცნა. მ------ს არ უცემია გ-----–-. ე-- ჩ-----–ია ამშვიდებდა გ-----–- მ-------ს, რომლის მიერ მეორედ მოქნეული ჯოხი მან და ნ--–- ნ-------ემ დაუჭირეს. გ-----–- მ------სთან ერთად მშვიდად ჩავიდა კიბეზე. მანამდე გ-----–- კიოდა, მოსული ხალხი კი ამშვიდებდა მას. ბინაში იყვნენ თვითონ, ნ--–-, გ-----–-, ე-- და მისი შვილი. გ-----–- მ-------ს სიარული არ უჭირდა, ჯოხის გარეშეც დადის, ჯოხი უჭირავს, ვითომ ავადმყოფია. მანქანაში თვითონ ჩაჯდა გ-----–- დაუხმარებლად.
მოწმის სახით დაკითხული მ--–---- ჭ-------ას ჩვენების თანახმად, გ-----–- მ-------მ დაიბარა ნ--–- ნ-------ის სახლში, მივიდა ძმასთან - რ------სთან ერთად. გ-----–- ლანძღავდა მ------ს, მისგან ითხოვდა 16 000 ლარს. მეორე დღეს ე-- ჩ-----–ია და ა-–---- გ---–--ა ერთად ავიდნენ ნ--–- ნ-------ესთან. მათ მერე ავიდა მ------ გ---–--ა, რის შემდეგაც ყველანი ერთად ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ. ხმაური არ გაუგონია. გ-----–- თავისით ჩამოვიდა და არავინ დახმარებია. დაზარალებულს დაზიანება არ ეტყობოდა. დაძაბულობა ე-- ჩ-----–იასა და გ-----–- მ-------ს შორის ან ა-–---- გ---–--ასა და გ-----–- მ-------ს შორის არ ყოფილა. მანქანაში შელაპარაკება არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხული ა-–---- გ---–--ას ჩვენების თანახმად, მშობლებთან და მეუღლესთან ერთად ნ--–- ნ-------ის სახლში მიაკითხეს ბებიას გ-----–- მ-------ს სახლში წაყვანის მიზნით, სადაც დედასა და ბებიას შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება, რად როსაც ბებიამ ე----------ს ჯოხი დაარტყა. მეორეჯერ როცა მოუქნია, ნ--–- ნ-------ემ ხელი დაუჭირა. მერე მეზობელი ქალიც შევიდა. ამის შემდეგ მამა მ------ გ---–--ა ავიდა მათთან, გააჩუმა ისინი, ბებიას უთხრა, თუ გიჭირს, ფულს მოგცემო. რა დროსაც ბებიამ ტირილი დაიწყო, მამას ჩაეხუტა და უთხრა - ,,ვიცოდი, რომ შენ იქნებოდი ჩემი მხსნელიო“. ბებია კიბეებზე ჩვეულებრივად ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა. სახლში ნორმალურად იქცეოდა გ-----–-, საუბრობდა, ხუმრობდა.
მოწმის სახით დაკითხული ე---------- ა------ის ჩვენებისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედებები სისტემატიური იყო, რადგან, საქმის მასალების თანახმად, ხანგრძლივად გრძელდებოდა. შვილთან გადასვლიდან დაწყებული იქიდან წამოსვლამდე განიცდიდა სისტემატიურად ზემოქმედებას. გ-----–- მ------- ამბობდა 6 ივნისს, 1 თვის წინ გადავედიო მათთან. ე.ი. 1 თვე ცხოვრობდა. ზუსტად არ ახსოვს რამდენი ხანი გრძელდებოდა ყველაფერი. 1 თვე საკმარისია ქმედების სისტემატურობისთვის. რამდენიმე ეპიზოდი იყო და ეს აძლევდა საშუალებას, დაესკვნა, რომ სისტემატური იყო. ერთჯერადი მოქმედება არ ყოფილა, იყო მრავალჯერადი. ემოციური ფონი სტრესული იყო, ხელები უკანკალებდა, პირის სიმშრალე, თვალცრემლიანობა, შფოთვა, შიში, დაძაბულობა აღენიშნებოდა. ის არ ტყუოდა, როცა მის ემოციებზე საუბრობდა. დასკვნის გაცემისას საქმის მასალებს დაეყრდნო ერთობლიობაში. ტანჯვა შესაძლებელი კი არ იყო გამოეწვია დაზარალებულის მიმართ ქმედებებს, არამედ ეს ქმედებები გამოიწვევდა ტანჯვას. დაზარალებულს ობიექტური აღქმა ჰქონდა მოვლენების. ტანჯვა ბრალდებულმა რომ გამოიწვია, ეს დაზარალებულის საუბრიდანაც ირკვევა.
მოწმის სახით დაკითხული ჯ------– ჯ-----ს ჩვენების თანახმად, მ------ გ---–--ას დაკავების შემდეგ მეზობლები მივიდნენ ფ------ ჩ-----–იას სახლში, სადაც გ-----–- მ------- დახვდათ. ე---------- ჩ-----–იამ უკმაყოფილება გამოთქვა, ჩვენ გარეშე რატომ მიხვედითო. ნახევარ საათში სახლში ასევე მივიდნენ ე-----ე ნ----–---–---–ი და ფ------ ჩ-----–ია. ფ------მ აგრესია გამოხატა მის მიმართ, ეგონა, რომ მისი ორგანიზებული იყო მათთან მისვლა. ნახევარი საათის განმავლობაში გ-----–- მ------- ფულზე საუბრობდა. ის მ------ს მიმართ იმდენ აგრესიას არ გამოხატავდა, რამდენსაც თავისი შვილის მიმართ. იქ ყოფნის დროს რამე ინციდენტი არ ყოფილა. პატრულის გამოძახების შესახებ არ გაუგია.
მოწმე ე------ ც----ს ჩვენების თანახმად, მ------ს დაკავების გამო მეზობლებთან ერთად მივიდა ფ------ ჩ-----–იას სახლში. გ-----–- მ-------სთან საუბარში გაირკვა, რომ ფული ამოძრავებდა გ-----–-ს, სულ ფულზე საუბრობდა, ამდენი ფული ვაშოვნინეო, ფული რომ არ მომცა, იმიტომ მოიქცა ასე. ფ------ ჩ-----–იამ და ე-----ე ნ----–---–---–მა მისვლისთანავე გამოხატეს აგრესია მათ მისვლასთან დაკავშირებით.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ჯ-----ემ.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს მას არანაირი ფიუზიკური დაპირისპირება არ განუხორცილებია გ-----–- გ---–--ას მიმართ.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებენ მ------ გ---–--ას ბრალეულობას.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ დაზარალებულ გ-----–- მ-------ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, არ არის საკმარისი მ. გ---–--ას დამნაშავედ ცნობისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება გ-----–- მ-------ს მიმართ დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება გ-----–- მ-------ს.
სასამართლო განმარტავს შემდეგს: ის მოცემულობა, რომ მტკიცებულება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მომხდარ ფაქტთან, არ შეიძლება გახდეს ამ მტკიცებულების უტყუარობის საფუძველი. პირდაპირი მტკიცებულების კარგად წარმოჩენისათვის აუცილებელია სხვა მტკიცებულებათა, ფაქტებისა და მოვლენების დადასტურება ან უარყოფა. მნიშვნელოვანია დასაბუთდეს მისი სისწორე და მიზანშეწონილობა. დამაჯერებლობა ხარისხი იმდენად მაღალი არაა რომ სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მ. გ---–--ას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი სანდო მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ------ გ---–--ას დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ------ გ---–--ას მსჯავრდება, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციონაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ გ---–--ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ------ გ---–--ასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ მ------ გ---–--ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთმტკიცება: ხელჯოხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს გ-----–- მ-------ს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი)თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე