განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-4-2018 წელი
№080100117002166016
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ------- გ---------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
კ-------- გ---------–--ე, დაბადებული 1-----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. წ---–-------–--------------–---–--------------ში, მსჯავრდებუ-ლია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ასხუთი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
კ------- გ---------–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე ქ. წ---–-------–--------–-------------–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში კ------- გ---------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – ნ----------–- შ-------ეს, კერძოდ რამდენ-ჯერმე ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, აღნიშნულის შედეგად ნ----------–- შ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ქ. წ---–-------–---------–-------------–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში კ-------- გ---------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – კ---- გ---------–--ეს, კერძოდ რამდენჯერმე მუშტი დაარტყა მუცლის არეში, აღნიშნულის შედეგად კ---- გ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი----- მ–----მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯა-ვრდებულ კ-------- გ---------–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვ-ნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძა-ლადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება და კ-------- გ---------–--ისათვის დანიშ-ნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ კ-------- გ---------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ კ-------- გ---------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ-------- გ---------–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართ-ლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგი-ლი, არ არის შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და კ-------- გ---------–--ეს შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით, რაც პატიმრო-ბაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და განესაზღვრა საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 105 (ასხუთი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩე-ნით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შე-ტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი კ-------- გ---------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
კ-------- გ---------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ-------- გ---------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 03 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ-------- გ---------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კ-------- გ---------–--ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 04 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯე-ლი და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ასხუთი) საათის ვადით.
კ-------- გ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შე-ტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა კ---- გ---------–--ის (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს წ---–--------------------------–---------–------------------------------–------- (საკადასტრო კოდი 2------------------), განაჩენის აღსრულები-დან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ კ-------- გ---------–--ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სა-სარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რო-მელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს კ------- გ---------–--ემ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili