განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
010100117001829049
ინსტანცია
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010100117001829049

N1/ბ-509-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

მარინე იმერლიშვილი

სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე

პროკურორის - დ-------------ის

მსჯავრდებულის - ბ---–--- ფ--–-------–---–ის

ადვოკატების - ქ---------------ს, მ------------ის, ე---–------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---–--- ზ-------ს ძე ფ--–-------–---–ის მიმართ პ/ნ 6----------, დაბადებული 1974 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ბ------ი, ლ------------ის ქუჩა N------------

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ---–--- ფ--–-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დიდი ოდენობით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; ასევე ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ---–--- ფ--–-------–---–მა განიზრახა თავის ნათესაურ და ახლო კავშირში მყოფი პირების პარტნიორობით რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიების სახელით განეხორციელებინა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, საგადასახადო (საბაჟო) ორგანოებთან ურთიერთობაში კი კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელების გადახდა დაეფიქსირებინა კომპანიის გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოქმნილი ჩასათვლელი თანხებით, რათა მეტი ფინანსური სარგებელი მიეღო მას.

ზემოაღნიშნული მიზნით ბ---–--- ფ--–-------–---–მა 2012 წლის ნოემბერში შეარჩია მასთან ახლო კავშირში მყოფი პირი ი-------------–ი (პ/ნ 0----------), რომელსაც თავისი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ჰქონდა შპს ,,ს------“ (ს/ნ 4--------).

ბ---–--- ფ--–-------–---–მა შპს ,,ს------“-ის სახელით 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში ჯამში განახორციელა 1 370 418.53 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ--–---- ფ--–-------–---–მა სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 555 931 ლარის საქონელი, ხოლო 814 487.53 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა, შპს ,,ს------“-ის სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 250 483 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 218 242 80 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 32 240 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა ზემოაღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად 2013 წლის ივნისში შეარჩია მისი სიდედრი მ-----------–---–--–---–ი (პ/ნ 6----------), რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა შპს ,,მ-----“ ( ს/ნ 4--------).

ბ---–--- ფ--–-------–---–მა შპს ,,მ-----“-ს სახელით 2013 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდში ჯამში განახორციელა 8 633 507 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ---–--- ფ--–-------–---–მა სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 6 564 311 ლარის საქონელი, ხოლო 2 069 196 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა, შპს ,,მ-----“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 1 580 791 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 1 499 256 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 81 534.00 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა ზემოაღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად 2013 წლის დეკემბერში შეარჩია მისი ცოლის მამიდა დოდო კ----ე (პ/ნ 6----------), რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა შპს ,,------ (ს/ნ 4--------).

ბ---–--- ფ--–-------–---–მა შპს ,,-------ს სახელით, 2013 წლის ივნისიდან 2015 წლის აპრილამდე პერიოდში ჯამში განახორციელა 5 506 139.23 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ---–--- ფ--–-------–---–მა სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 4 384 410 ლარის საქონელი, ხოლო 1 121 729.23 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა, (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა, შპს ,,-------ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 1 084 705 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 983 009 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 101 696 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრვად დააზიანა სახელმწიფო.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა მსგავსი სქემის გამოყენებით, განახორციელა შპს ,,ე------–----ი“-ს (ს/ნ 2--------, დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი ი------------------ (პ/ნ 6----------), ხოლო 25%-იანი წილის მფლობელი მ----------–---–ი (პ/ნ 6----------) სახელით ხილ-ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა შპს ,,ე------–----ი“-ს სახელით, 2015 წლის მარტიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში ჯამში განახორციელა 3 367 910.99 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ---–--- ფ--–-------–---–მა სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 1 394 390 ლარის საქონელი, ხოლო 1 973 520.99 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში.

ამავე პერიოდში დღგ-ში ჩასათვლელი თანხის ხელოვნურად წარმოქმნის მიზნით 2015 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში ბ---–--- ფ--–-------–---–მა დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები - 0----------, 0----------, 0----------, 0----------, 0---------- დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი დეკლარაციები, რაც წარდგენილი იქნა საგადასახადო ორგანოში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო შ.პ.ს. ,,ე------–----ს“ გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა, შპს ,,ე------–----ი“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 676 359 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 638 342 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 38 342 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ, ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა ზემოთ აღნიშნული სქემის გამოყენებით, განახორციელა შპს ,,ნ-----ს (ს/ნ 4--------, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო გ------- მ----ე) სახელით ხილ-ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა შპს ,,ნ-----ს სახელით, 2015 წლის მაისიდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში ჯამში განახორციელა 7 157 749.46 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ბ---–--- ფ--–-------–---–მა სრულად მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენა მხოლოდ 2 072 773 ლარის საქონელი, ხოლო 5 084 976.46 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა, შპს ,,ნ-----ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 1 446 399 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 411 095.55 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 1 035 303 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნვეყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

ჯამში ბ---–--- ფ--–-------–---–მა იმპორტირებული პროდუქციიდან 11 063 910.21 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში და ზემოთ აღნიშნული სქემით 1 289 115 ლარით მოტყუებით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

ბ---–--- ფ--–-------–---–მა, ზემოთდასახელებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი სახსრებით (ქონებით), უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებების დამალვა/შენიღბვის მიზნით, შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 464 264 ლარის ღირებულების ქონება (ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა N--, ბინა N----ში მდებარე 60.9 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, ს/კ 0------------------; ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა N--, ბინა N177-ში მდებარე 70.9 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, ს/კ 0------------------; ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქ. N--, ბინა N---ში მდებარე 65.9 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, ს/კ 0------------------; ავტომანქანები: ,,MERCEDES-BENZ M----’’ - სახელმწიფო ნომრით ,,X--------’’; ,,LAND ROVER RANGE ROVER SPORT’’ - სახელმწიფო ნომრით ,,S--------’’), რომელიც დაარეგისტრირა თავის და თავისი მეუღლის - ხ------- კ----ის (პ/ნ 6----------) სახელზე/საკუთრებაში, რითაც აღნიშნულ უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას მისცა კანონიერი სახე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბ---–--- ფ--–-------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა.

ბ---–--- ფ--–-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

ბ---–--- ფ--–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 17 დეკემბრიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ - ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიერ, რომელმაც წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაცვის მხარის მოსაზრებით სასამართლოს მიერ დაზარალებულის წარმომადგენლის და მოწმეთა ჩვენებები სათანადოდ არ შეფასდა რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოა, რომ საქმის განხილვისას მოწმე იკითხება პირდაპირ და ჯვარედინად. საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. შპს ,,ე------–----ი“-ს ნაწილში სასამართლომ განაჩენი დაადგინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა მოწმეთაგან გარდა ი------------------სი, არც პირდაპირი და არც ჯვარედინი დაკითხვის დროს არ მიუთითებია არცერთს თუ რა მოცემულობაზე დაყრდნობით მტკიცდებოდა, რომ შპს ,,ე------–----ი“-ის ფაქტი----- მმართველი იყო ბ.ფ--–-------–---–ი და არა ი. ვ----------ია.

შპს ,,ე------–----ი“-ის ეპიზოდში ი.ვ----------ია არის ბაზისური მოწმე, მის ჩვენებას გააჩნია რეალური დატვირთვა და ამიტომ ჩვენების უტყუარობაც მოითხოვს ყურადღებას. ი.ვ----------ია ამტკიცებს, რომ შპს ,,ე------–----ი“ მართველობაში გადასცა ბ.ფ--–-------–---–ს, ხოლო თვითონ იმყოფებოდა თურქეთში სამუშაოდ და ბ.ფ--–-------–---–ისაგან შეფერხებით ღებულობდა 200-300 ლარს ყოველთვიურად.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ი.ვ----------იას ჩვენება ეწინააღმდეგება საბანკო მონაცემებს, კერძოდ 2015 წლის მარტიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში შპს ,,ე------–----ი“ ხილ-ბოსტნეულის იმპორტის გამო გადახდები განახორციელა ი------------------მ საბანკო დაწესებულებებში. აპელანტის აზრით ლოგიკურია დაისვას შეკითხვა საქონლის რეალურად შეძენისა და ფირმის ფაქტი----- მმართველობით ვინ და როგორ ახდენდა ანგარიშსწორებას იმპორტირებულ საქონელზე. უდავოა, რომ ბ.ფ--–-------–---–ის მიერ საქონლის შეძენა დადგენილი არ არის.

ხსენებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაპყრობს N1-------- სანოტარო აქტს - მინდობილობას და მიუთითებს, რომ შპს ,,ე------–----ი“-ს ბ---–--- ფ--–-------–---–ის სადავო მმართველობის პერიოდში ბ------ ძ---–--ეს გააჩნდა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, რაც გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ეს მინდობილობა დათარიღებულია 2016 წლის 31 მარტით. ბრალდება შპს ,,ე------–----ის’’-ს მმართველობას ბ.ფ--–-------–---–ს ედავება 2015 წლის მაისიდან - 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში. აღსანიშნავია თუ რატომ სარგებლობდა ბ------ ძ---–--ე ფირმის მართვის უფლებამოსილებით, თუ მისი ფაქტი----- მმართველი იყო ბ.ფ--–-------–---–ი ან რა ხერხით ხელმძღვანელობდა ბ---–--- ფ--–-------–---–ი აღნიშნულ ფირმას, მაშინ როდესაც მასზე მინდობილობა გაცემული არ იყო.

სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ-------------ის მიერ, რომელიც ითხოვს გასჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ---–--- ფ--–-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობას, ასევე უკანონო დაუსაბუთებელი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსათვის გადაცემას, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის აზრით სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, უტყუარად ადასტურებენ ბ---–--- ფ--–------–---–ის მხრიდან შპს „ნ---ს“-ს სახელით, საქმიანობის შედეგად, მოტყუებით, სახელმწიფოს ქონებრივად დაზიანებას.

შპს „მ-----“-ს სახელით საქმიანობის შედეგად მოტყუებით სახელმწიფოს ქონებრივად დაზიანებაში ბ---–--- ფ--–------–---–ის გამართლებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს „მ-----ს“ რეგისტრირებულმა დირექტორმა მ-----------–---–--–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას უარყო ბ---–--- ფ--–------–---–ის ფაქტობრივი ხელმძღვანელობა შპს „მ-----ზე“ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მ-----------–---–--–---–ი არის ბ---–--- ფ--–------–---–ის სიდედრი, იგი იმ პერიოდში (2013-2015 წლებში), როცა შპს „მ-----ს“ სახელით ხილ ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ხორციელდებოდა მუშაობდა მასწავლებლად სკოლაში.

ის მტკიცებულებები, რაც შპს „მ-----ს“ ნაწილში ბრალდების მახარემ სასამართლოში წარადგინა და რაც სასამართლოში გამოკვლეული იქნა უტყუარად ადასტურებენ ბ---–--- ფ--–------–---–ის მხრიდან შპს „მ-----“-ს სახელით საქმიანობის შედეგად მოტყუებით სახელმწიფოს ქონებრივად დაზიანებაში.

ბრალდების მხარე მიიჩნევს შპს „მ------ს სახელით საქმიანობის შედეგად მოტყუებით სახელმწიფოს ქონებრივად დაზიანებაში ბ---–--- ფ--–------–---–ის გამართლებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს „მ-----“ რეგისტრირებული დირექტორი დოდო კ----ე სასამართლოში მოწმის სახით არ დაკითხულა. თუმცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რაც შპს „მ-----“ ნაწილში ბრალდების მახარემ სასამართლოში წარადგინა და რაც სასამართლოში გამოკვლეული იქნა, უტყუარად ადასტურებენ ბ---–--- ფ--–------–---–ის მხრიდან შპს „მ------ს სახელით საქმიანობის შედეგად მოტყუებით სახელმწიფოს ქონებრივად დაზიანებას.

შპს „ს------“-ის სახელით საქმიანობის შედეგად მოტყუებით სახელმწიფოს ქონებრივად დაზიანებაში ბ---–--- ფ--–------–---–ის გამართლებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს „ს------“-ის რეგისტრირებულმა დირექტორმა ი-------------–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ შპს „ს------“-ის სახელით მანაც შემოიტანა რამოდენიმეჯერ ხილბოსტნეული იმპორტის რეჟიმში. თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ი-------------–მა სასამართლოში ასევე დაადასტურა მის მიერ იმპორტირებულ საქონელზე სრულად გადახდილი საბაჟო გადასახდების შესახებ.

 

რაც შეეხება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ნაწილში სასამართლოს მიერ ბ---–--- ფ--–-------–---–ის გამართლებას, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მის ბრალეულობას შპს „ე------–----ის“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაში, კერძოდ: დადასტურებულია, რომ ზემოთ დასახელებულ დღგ-ის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გამო შპს „ე------–----ს“ გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც გამოყენებული იქნა ბ---–--- ფ--–------–---–ის მიერ იმპორტირებული საქონლის (ხილ ბოსტნეულის) საბაჟო გაფორმებისას.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბ.ფ--–------–---–ის გამართლებას პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლად დაუდო შპს „მ-----“, შპს „მ-----ს“, შპს „ნ---ს“ და შპს „ს------“ -ის ეპიზოდებში ბ---–--- ფ--–------–---–ის ბრალეულობის არ დადასტურება, შესაბამისად მიჩნეულ იქნა, რომ საფუძველი გამოეცალა ამ ნაწილში საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით მსჯავრდებისათვის სავალდებულო ფულადი სახსრების ან სხვა ქონების უკანონოდ მიღებას.

ბრალდების მხარეს კი მიაჩნია, რომ შპს „მ-----“, შპს „მ-----ს“, შპს „ნ---ს“ და შპს „ს------“-ის ეპიზოდებში ბ---–--- ფ--–------–---–ის გამრთლება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ამასთან დაყადაღებული ქონება (მათ შორის საბაკო ანგარიშზე არსებული თანხები) და ბ---–--- ფ--–------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ფული არის, როგორც დაუსაბუთებელი ასევე უკანონო და ის უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

- აპელანტს, მსჯავრდებულ - ბ---–--- ფ--–-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს - ქ---------------ს, მ------------ეს და ე---–------------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

- აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელ - დ-------------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული ი------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2010-2012 წლებში მუშაობდა ხილ-ბოსტნეულის შემოტანაზე. 2013-2014 წლებში შპს „ე------–----ს“ საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა, რადგან რეალიზაცია ჩაუვარდა და მიიღო ზარალი. ბ---–--- ფ--–-------–---–ს საქონელი, შეთანხმებით შემოჰქონდა, უკავშირდებოდა ბ------ ძ---–--ეს, რომელზედაც ი------------------ს მინდობილობა ჰქონდა გაფორმბული და ის ანბაჟებდა მანქანებს. მოწმის განმარტებით 2015 წელს შპს „ე------–----ის“ სახელით ბ---–---ს შემოჰქონდა ხილ-ბოსტნეული, ხოლო რეალიზაციას ვინ უწევდა არ იცის. ე------–----ს ორი სალარო აპარატი ჰქონდა. 2016 წელს ბ---–---მა შეიძინა კიდევ 5 აპარატი. 2015 წლის თებერვალში ანგარიშფაქტურების და ზედნადებების გამოწერაზე შპს „ე------–----ში“ ბ---–--- ფ--–-------–---–ი იყო პასუხისმგებელი, მას ჰქონდა ანგარიშფაქტურები, თავად შემოჰქონდა საქონელი და ანგარიშფაქტურებს თავად აწვდიდა ფირმის ბუღალტერს. 2015 წლის თებერვლის შემდეგ როცა ი.ვ----------ია და ბ.ფ--–-------–---–ი შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა და პასუხისმგებელი პირი იყო ბ---–---ი. 2016 წლის მარტის თვეში ი------------------მ შპს ,,ე------–----ი“-ს მმართველობა, ნოტარიუსის მეშვეობით გენერალური მინდობილობით გადასცა ბ---–--- ფ--–-------–---–ს, ხოლო თვითონ წავიდა თურქეთში სამუშაოდ.

ი------------------ს მიერ ბ---–--- ფ--–-------–---–ზე შპს "ე------–----ი"-ს სამართავად გადაცემა დასტურდება N1-------- სანოტარო აქტით - მინდობილობით.

მოწმის სახით დაკითხული ს-----–--- გ--–-------–---–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა შპს ,,ე------–----ი"-ს ბ---–--- ფ--–------–---–ის მიერ მართვა - დადგენილია, რომ ბ---–--- ფ--–------–---–ს იგი დაქირავებული ჰყავდა სხვადასხვა კომპანიების ფინანსური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, რომელთა მართვასაც ბ---–--- ფ--–-------–---–ი ახორციელებდა. მოწმის განმარტებით ის ბ---–--- ფ--–-------–---–ს ხშირად ეუბნებოდა კომპანიებში ფინანსური დარღვევების არსებობის შესახებ, რაც გამოწვეული იყო რეალიზებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტების მასთან წარუდგენლობით და დიდი ნაშთის არსებობით.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შპს "ა------ს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის მძღოლ - ჯ------– ტ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ბ---–--- ფ--–-------–---–ის დავალებით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში რამოდენიმეჯერ შემოიტანა შპს "ე------–----ი"-ს სახელით ხილ-ბოსტნეული, რისი საფასურიც ბ---–--- ფ--–-----–---–მა აუნაზღაურა. ჯ------– ტ------–--ის ჩვენება თურქეთიდან საქართველოში მის მიერ შპს ,,ე------–----ი"-ს სახელზე ხილ-ბოსტნეულის იმპორტი დადასტურებულია ჩეკთან გათანაბრებული N1-------, N1-------, N1-------, N1-------, N1------- -N1------- დოკუმენტებით და ამავე დოკუმენტებზე დართული ინვოისებით.

მოწმის სახით დაკითხვისას სატვირთო ავტომობილის მესაკუთრეებმა და მძღოლებმა - გ-----------ემ, ჯ----– გ-------ემ, ნ-------- დ------ემ და რ----- მ–------ემ დაადასტურეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შპს ,,ე------–----ი"-ს სახელით ტვირთის შემოტანა და ბ---–--- ფ--–-------–---–თან კავშირი. ასევე ჯ----– გ-------ის ჩვენება თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მის მიერ შპს "ე------–----ი"-ს სახელზე ხილ-ბოსტნეულის იმპორტი დადასტურებულია N14 ინვოისით.

შპს ,,მ------ს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების მძღოლების - ნ-------- დ------ის და სხვათა მიერ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შპს "ე------–----ი"-ს სახელზე ხილ-ბოსტნეულის იმპორტი დადასტურებულია N------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ანგარიშფაქტურა - ინვოისებით.

ი.მ ,,მ----- დ-------ის" კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მძღოლ თ------ შ-----ის მიერ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შპს "ე------–----ი"-ს სახელზე ხილ-ბოსტნეულის იმპორტი დადასტურებულია N------------------------- ანგარიშფაქტურა - ინვოისებით.

მოწმის სახით დაკითხული მ----- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, იგი ქ. თბილისში, ე.წ. ,,დ-------------ის ბაზარში" ახორციელებდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის კუთვნილი ხილბოსტნეულის რეალიზაციას, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული შპს "ე------–----ი"-ს საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით.

შპს ,,ე------–----ი"-ს საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით ბ---–--- ფ--–-------–---–ის კუთვნილი ხილბოსტნეულის რეალიზაციის ფაქტი ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ხ----–--ემ.

შპს ,,ე------–----ი"-ს საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით ბ---–--- ფ--–-------–---–ის კუთვნილი ხილბოსტნეულის რეალიზაციის ფაქტი ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ჯ------– ჩხიკვაძემ.

ბ---–--- ფ--–-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 13 დეკემბერს, ქ. ბ------ში, ლ------------ის ქუჩა N--, ბინა 24-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შპს ,,ე------–----ის" სახელით წარმოებული დოკუმენტაცია, საბაჟო დეკლარაციები, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, მინდობილობები, ინვოისი, ხელშეკრულებები სალარო აპარატების მომსახურების შესახებ და სხვა დოკუმენტაცია.

დაზარალებულის წარმომადგენელმა ნ----------ემ განმარტა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაზარალებულადაა ცნობილი, ვინაიდან ბრალდებულმა სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

საგადასახადო შემოწმების აქტით და ამოღებული საფინანსო დოკუმენტებით დადგენილია, რომ შპს ,,ე------–----ი"-ს მიერ 2015 წლის მარტიდან - 2016 წლის დეკემბრამდე იმპორტირებულია 3 367 910 ლარის ღირებულების ხილბოსტნეული, საიდანაც დოკუმენტურად რეალიზებულია 1 394 390 ლარის საქონელი, ხოლო დარჩენილი 1 973 520 ლარის საქონლის რეალიზაცია არ არის ასახული საგადასახადო დოკუმენტებში. ამავე პერიოდში დღგ-ში ჩასათვლელი თანხის ხელოვნურად წარმოქმნის მიზნით კომპანიის მხრიდან დროებით კორექტირებული იქნა დღგ-ს დეკლარაციები, რითაც შპს ,,ე------–----ს“ გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებული ღირებულების გადასახადში და თავიდან აირიდა საგადასახადო ვალდებულება. შპს ,,ე------–----ი"-ს მხრიდან იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 38 017 ლარი არ გადახდილა და იგი უზრუნველყოფილი იქნა სწორედ კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ, ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით.

ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიერ შპს ,,ე------–----ი"-ს მართვა ასევე დადასტურებულია მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, მათ შორის შპს „ე------–----ი“-ს 2015 წლის მარტის და აპრილის დღგ-ს და მოგების დეკლარაციების და ს-----–--- გ--–-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული შპს „ე------–----ი“-ს 2015 წლის მარტის და აპრილის დღგ-ს და მოგების დეკლარაციების დათვალიერების ოქმებით; შპს „ჯ------–ი“-დან, შპს „დ--–--------“- იდან, შპს „მ-----------“-იდან, შპს „მ--------–-“-დან, შპს „ს--–------“-დან, შპს „მ---------ი“-დან, შპს „რ-------ის ტ--–-----ი“-დან, შპს „ს----------ი“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით; მოწმეების - ბ------ ძ---–--ის, თამუნა დეკანაძის და ჯ--------------ის მოწმეთა სახით მიცემული ჩვენებებით.

მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა - ჯ--- ს---------ემ, ო---- ქ-----–--ემ, ნ----- დ---–--ემ, ს------ წ---–---მ, მ-----– კ--–------ემ, ი-----–- კ--–------ემ, ი----- დ---–--ემ, ა-–---- წ---–-----მა, ბ---–--- ბ--------მ და დ----- უ----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.

მოწმის სახით დაკითხული ი-------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც ბ---–--- ფ--–-------–---–ი, ისე ი-------------–ი დამოუკიდებლად ახორციელებდნენ საქონლის იმპორტს, შესაბამისად დაუდგენელი რჩება ის ზიანის ოდენობა, რასაც სახელმწიფო ედავება ბ---–--- ფ--–-------–---–ს გამოწვეულია ამ უკანასკნელის მიერ შემოტანილი საქონლით თუ ირმა კახიანცის მიერ შემოტანილი პროდუქტებით.

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მხოლოდ ბუღალტერის, მძღოლების და საქონლის რეალიზატორების მიერ გარკვეული ფაქტების დადასტურება არ არის საკმ-----ი ბ.ფ--–-------–---–ის, ხსენებული კომპანიების მმართველად აღიარებისთვის, მაშინ როდესაც კომპანიების ხელმძღვანელი პირების მხრიდან არ მომხდარა ბ.ფ--–-------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი ინფორმაციის სასამართლოსთვის დადასტურება, კერძოდ შპს ,,ნ---"-ს დირექტორმა - გ------- მ----ემ და შპს ,,მ-----"-ს დირექტორმა - მ----- ფირცხალაიშვილმა სასამართლოში უარყვეს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ფაქტობრივი მმართველობა მათ კუთვნილ კომპანიებზე, შპს ,,მ------ს დირექტორი - დოდო კ----ე ბრალდების მხარემ საერთოდ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, ხოლო შპს ,,ს------"-ის დირექტორის - ი-------------–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ როგორც ბ---–--- ფ--–-------–---–ი, ისე ი-------------–ი დამოუკიდებლად ახორციელებდნენ საქონლის იმპორტს, შესაბამისად დაუდგენელი დარჩა ზიანის ნაწილის ოდენობა, რასაც სახელმწიფო ედავება ბ---–--- ფ--–-------–---–ს, აღნიშნულ გარემოებათა თაობაზე.

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან შპს ,,მ------ს, შპს ,,მ-----"-ს, შპს ,,ნ---"-ს და შპს ,,ს------"-ს ეპიზოდებში ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალეულობა არ დადასტურდა, შესაბამისად საფუძველი გამოეცალა ამ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით მსჯავრდებისთვის სავალდებულო ფულადი სახსრების ან სხვა ქონების უკანონოდ მიღებას, რაც შეეხება შპს ,,ე------–----ი"-ს ეპიზოდს, საუბარი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაზე, ასევე დამდგარ ზიანზე და მით უფრო - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაზე - უსაფუძვლოა და ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით ფაქტობრივად დადგენილი გარემოებების ანალიზი არ იძლევა ბრალდებულ ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების აღქმის შესაძლებლობას.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბ.ფ--–-------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ამ ნაწილში ბრალეულობის დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებული საკმ----- მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უდავოდ დაადასტურებდა უშუალოდ ბ---–--- ფ--–-------–---–ის მხრიდან ამ დოკუმენტების შედგენას და პირადად მის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ---–--- ფალავანდისვილის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით (შპს "ე------–----ი"-ს გარდა), 194-ე და 210-ე მუხლებით წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმ-----ი არ აღმოჩნდა ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალეულობა.

 

ერთი და იგივე გარემოებასთან დაკავშირებით, მხარეთა განსხვავებული განმარტებები, ისეთ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით ასეთი ფაქტების უარყოფა ან დადგენილად მიჩნევა ვერ ხდება და სასამართლო მხოლოდ ასეთ განსხვავებულ განმარტებებზეა დამოკიდებული, ისევ ეჭვებს ქმნის და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით და არ არის საკმარისი ერთ-ერთი მხარის განმარტებების უპირობოდ გაზიარებისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის თვალსაზრისით, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და გულისხმობს, რომ მხარეებს მიეცეთ მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული/ მსჯავრდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირებაა - გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - არაპირდაპირი გადასახადია - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს, ხოლო 198-ე მუხლის თანახმად იმპორტირებულ საქონელზე იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისია - გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სხვაობაა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, ხოლო ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ხოლო დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანია - დიდი ოდენობა.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ მოტყუებით სხვისი ქონების განადგურების თავისებურება მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მიყენებაში გამოიხატება. ეს დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დასრულებულად ჩაითვლება ქონების მესაკუთრისა თუ სხვა მფლობელისათვის ქონებრივი ზიანის ფაქტიური მიყენების მომენტიდან. დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარეა პირდაპირი განზრახვა. დამნაშავე აცნობიერებს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს ცრუ ფაქტების მიწოდებით ან არსებული ფაქტების დამალვით, რომლებიც მეპატრონის ან მესაკუთრის საზიანოდ არის მიმართული, მან წინასწარ იცის, რომ დაზარალებული განიცდის ქონებრივ ზიანს და სურს, რომ მიაყენოს ეს ზიანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსახილველი დანაშაული ხასიათდება სარგებლის უკანონო გზით მიღების სპეციფიკური მექანიზმით. მოცემუილ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დადასტურებულია ფაქტი იმისა, რომ ბ---–--- ფ--–-------–---–მა შპს ,,ე------–----ი“-ს სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 676 359 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 638 342 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 38 017 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ, ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივაციას შპს ,,ე------–----ი"-ს ეპიზოდში ბ---–--- ფ--–-------–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ შპს ,,ე------–----ი"-ს მფლობელს და დირექტორს ი------------------ს და ბ---–--- ფ--–------–---–ს შორის 2015 წელს არსებული შეთანხმების საფუძველზე საწარმოს ფაქტობრივი ფლობა ბ.ფ--–-------–---–მა დაიწყო. 2015-2016 წლებში ბ---–--- ფ--–-------–---–მა თურქეთის რესპუბლიკიდან შპს ,,ე------–----ი"-ს სახელით საქართველოში შემოიტანა და რეალიზაცია მოახდინა იმპორტირებული პროდუქციის, საიდანაც ნაწილი საქონლის რეალიზაცია არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში, რამაც გამოიწვია ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში. იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით ბ---–--- ფ--–-----–---–მა უზრუნველყო 38 017 ლარის გადასახადის გადახდა, რითაც ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. მოწმის ს-----–--- გ--–-------–---–ის ჩვენებით, ბ---–--- ფ--–------–---–ს ის დაქირავებული ჰყავდა კომპანიების ფინანსური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, რომელთა მართვასაც იგი ახორციელებდა, მათ შორის იყო შპს ,,ე------–----ი". მოწმის განმარტებით ის ბ.ფ--–-------–---–ს ხშირად ეუბნებოდა კომპანიებში ფინანსური დარღვევების არსებობის შესახებ, რაც გამოწვეული იყო რეალიზებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტების მასთან წარუდგენლობით და დიდი ნაშთის არსებობით. შპს ,,მ------ს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების მძღოლის - ნ-------- დ------ის მიერ, შპს "ა------ს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის მძღოლ - ჯ------– ტ------–--ის მიერ, ი.მ ,,მ----- დ-------ის" კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მძღოლ თ------ შ-----ის მიერ, ასევე სატვირთო ავტომობილის მესაკუთრეების და მძღოლების - გ-----------ის, ჯ----– გ-------ის, ნ-------- დ------ის და რ----- მ–------ის ჩვენებებით, ჩეკთან გათანაბრებული N1-------, N1-------, N1-------, N1-------, N1------- - N1------- დოკუმენტებით და ამავე დოკუმენტებზე დართული ინვოისებით, N------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; N------------------------- ანგარიშფაქტურა - ინვოისებით დადგენილია, რომ ბ---–--- ფ--–-------–---–ის დავალებით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოჰქონდათ შპს ,,ე------–----ი"-ს სახელით ხილ-ბოსტნეული. ხოლო მოწმის სახით დაკითხული მ----- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, იგი ქ. თბილისში, ე.წ. ,,დ-------------ის ბაზარში" ახორციელებდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის კუთვნილი ხილბოსტნეულის რეალიზაციას, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული შპს ,,ე------–----ი"-ს საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით. ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალეულობა ასევე დასტურდება მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპს ,,ე------–----ის" სახელით წარმოებული დოკუმენტაციით, საბაჟო დეკლარაციებით, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, მინდობილობებით, ინვოისით და სალარო აპარატების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბ---–--- ფ--–-------–---–ის ბრალეულობას გარდა სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასებები. რის გამოც არ არსებობს დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენის შეცვლის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ---–--- ფ--–-------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ბ---–--- ფ--–-------–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.

ბ---–--- ფ--–-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

ბ---–--- ფ--–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გუქმებულია.

ბ---–--- ფ--–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 17 დეკემბრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყადაღა მოეხსნას ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ :

ა) ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა N--, ბინა N----ში მდებარე 60.9 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას (საკადასტრო კოდით 0------------------);

ბ) ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა N--, ბინა N177-ში მდებარე 70.9 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას (საკადასტრო კოდით 0------------------);

გ) ქ. ბ------ში, ზ. გ-------–--ის ქუჩა N--, ბინა N---ში მდებარე 65.9 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას (საკადასტრო კოდით 0------------------);

დ) ,,MERCEDES-BENZ E---“ მარკისა და მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ,,N--------“, რომელიც ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით შესანახად გადაცემულია მესაკუთრეზე.

ე) ,,MERCEDES-BENZ M----“ მარკისა და მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ,,X--------“, რომელიც დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ვ) ,,LAND ROVER RANGE ROVER SPORT“ მარკისა და მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ,,S--------“, რომელიც დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ზ) ,,MERCEDES-BENZ E320“ მარკისა და მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ,,B--------“, რომელიც ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით შესანახად გადაცემულია მესაკუთრეზე.

თ) სს ,,ტ---------–ი" გახსნილ ბ---–--- ფ--–-------–---–ის (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშს - GE8----------------------, რომელზედაც გამოძიების მონაცემებით განთავსებულია 60 000 ლარი;

ი) სს ,,ტ---------–ი" გახსნილ ბ---–--- ფ--–-------–---–ის (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშს - GE1----------------------, რომელზედაც გამოძიების მონაცემებით განთავსებულია 23 980.08 ლარი;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ბ---–--- ფ--–-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 126 150 ლარი, 5 000 ევრო, 68 325 აშშ დოლარი და 70 თურქული ლირა, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ბ---–--- ფ--–-------–---–ს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- სს ”თიბისი ბანკიდან“, სს „საქართველოს ბანკიდან“, სს „ზირაათ ბანკიდან“, სს „ლიბერთი ბანკიდან“, სს „ტერა ბანკიდან“, სს „პროკრედიტ ბანკიდან“, სს „კავკასიის განვითარების ბანკიდან“, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკიდან“, სს „კაპიტალ ბანკიდან“, სს „ფინკა ბანკიდან“, სს „ხალიკ ბანკიდან“, სს „სილქროუდ ბანკიდან“, სს „ბანკი რესპუბლიკადან“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი კომპაქტდისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული შპს „მ-----ს“, შპს „L------------”-ს, შპს „ნ---ს“, შპს „მ-----“, შპს „ს------“-ის, შპს „ე------–----ის“ და შპს „ჯ-----“ სადამფუძნებლო რეგისტრაციის და რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის ამსახველი დოკუმენტების ასლები და ამ დოკუმენტების ამსახველი ერთი ცალი კომპაქტდისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

- შპს „ჯ------–ი“-დან, შპს „დ--–--------“-იდან, შპს „მ-----------“- იდან, შპს „მ--------–-“-დან, შპს „ს--–------“-დან, შპს „მ---------ი“-დან, შპს „რ-------ის ტ--–-----ი“-დან, შპს „ს----------ი“-დან, სს „ქართუ ბანკიდან“, სს „პროგრეს ბანკიდან“, სს „პაშა ბანკიდან“, სს „იშ ბანკიდან“, სს „ვითიბი ბანკიდან“ და სს „ბაზის ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილ 2016 წლის 02 ნოემბრის წერილზე თანდართული დოკუმენტაცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის მიმართვის წერილზე თანდართული ინფორმაციის ამსახველი კომპაქტდისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

- სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული შპს „ს------“-ის, შპს „ე------–----ი“-ს, და შპს „ნ-----ს დოკუმენტაცია, გ------- კ------ის მონაწილეობით ჩატარებული შპს „ე------–----ი“-ს 2015 წლის მარტის და აპრილის დღგ-ს და მოგების დეკლარაციების დათვალიერების დროს მოპოვებული დოკუმენტები, შპს „ე------–----ი“-ს 2015 წლის მარტის და აპრილის დღგ-ს და მოგების დეკლარაციები და ს-----–--- გ--–-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული შპს „ე------–----ი“-ს 2015 წლის მარტის და აპრილის დღგ-ს და მოგების დეკლარაციების დათვალიერების ოქმები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

მარინე იმერლიშვილი